• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ნიკოლ კიდმანი კიტ ურბანს 19 წლიანი სიფხიზლისთვის 11 მილიონს გადაუხდის

October 10, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ისინი ჰოლივუდში ერთ-ერთ მყარ წყვილად მიაჩნდათ, თუმცა 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ 58 წლის ნიკოლ კიდმანი და 57 წლის კიტ ურბანი ერთმანეთს დაცილდნენ. ამ სამწუხარო მოვლენის შემდეგ მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ წყვილს უჩვეულო საქორწინო ხელშეკრულება აკავშირებდა, რომელშიც ორი ვარსკვლავი ერთ საინტერესო მუხლზე შეთანხმდა.


ახლა ყველაზე საინტერესოა, მიიღებს თუ არა მომღერალი თავისი 11 მილიონ დოლარს იმისთვის, რომ ნიკოლთან ცხოვრების დროს… სიფხიზლეს ინარჩუნებდა?  დიახ, საქორწინო ხელშეკრულებაში ნამდვილად არსებობს პუნქტი, რომელსაც ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე უარის თქმისთვის იმაზე დიდი შემოსავალი მოაქვს, ვიდრე სცენაზე დგომასა და სიმღერას.

საქორწინო კონტრაქტი, როგორც სტიმული

წარმოიდგინეთ, 2006 წელს ორი შეყვარებული ადამიანი ქორწილისთვის ემზადება. პატარძალს ანგარიშზე 250 მილიონი დოლარი აქვს, საქმროს კი ფულზე მეტი ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები.

Кит Урбан и Николь Кидман

ნიკოლი დარწმუნებული იყო, რომ ვითარების შეცვლას და საყვარელი ადამიანის გადარჩენას შეძლებდა, მაგრამ  უბრალოდ „არ დალიო, ძვირფასოს“ ნაცვლად, ბევრად უფრო დამაჯერებელი არგუმენტი შესთავაზა – „არ დალიო და მილიონებს მიიღებ“.

ფაქტობრივად, კიდმანმა ურბანისთვის ერთგვარი ერთგულების პროგრამა შექმნა –  სიფხიზლის ყოველ წელს 600 ათასი დოლარი მომავალი განქორწინების ანგარიშზე. თუ 19 წელი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გარეშე გაძელით, გილოცავთ 11 მილიონი მოიგეთ! როგორც ხედავთ, ნიკოლის „სიფხიზლის პუნქტი“ დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მიდგომაა.

Кит Урбан и Николь Кидман

წყაროები ამტკიცებენ, რომ კიდმანმა საქორწინო ხელშეკრულებაში უჩვეულო პუნქტის დამატება ქორწილიდან ოთხი თვის შემდეგ მოითხოვა. ალბათ მიხვდა, რომ მუსიკოსის დამოკიდებულებასთან საბრძოლველად მხოლოდ სიტყვები არ საკმარისი არ იყო და ფინანსური მოტივაცია იყო საჭირო.

„ძვირფასო, ან რეაბილიტაციის ცენტრში წადი ან დაივიწყე შენი მომავალი მილიონები“ — ბევრად უფრო დამაჯერებლად ჟღერს, ვიდრე ჩვეულებრივი „ეს ჩვენს ოჯახს ანგრევს“.
ასე რომ, დღეს კიტ ურბანს სრული უფლება აქვს თავისი 11 მილიონი დოლარი მოითხოვოს.

მუსიკოსის რთული არჩევანი

ახლა, როცა ქორწინება დასრულდა, კიტი რთული არჩევანის წინაშეა. ერთი მხრივ, მან ეს ფული მან ნამდვილად დაიმსახურა – შოუბიზნესში, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცდუნებაა, 19 წელი სიფხიზლე იოლი არაა. ამასთან, 11 მილიონი დოლარი მხოლოდ თავშეკავებისთვის ცუდი ანაზღაურება ნამდვილად არ არის.

Кит Урбан и Николь Кидман

მეორე მხრივ, უხერხულია ფულის მოთხოვნა იმ ქალისთვის, რომელმაც სიკვდილისგან გიხსნა. ეს დაახლოებით ასე ჟღერს:
„ძვირფასო, მადლობა, რომ ნარკოტიკების ჯოჯოხეთიდან ამომიყვანე და ახლა, ხელშეკრულების პირობების თანახმად, 11 მილიონი დოლარი უნდა გადამიხადო.“
ჰოლივუდისთვისაც კი ძალიან  ცინიკურად ჟღერს, თუმცა ხელშეკრულება ხელშეკრულებაა..

ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ურბანი თანხის მიღებაზე უარს იტყვის, რადგან მადლიერება ფულზე მეტია, მაგრამ გამორიცხული არაფერია..

ეს ამბავი შესანიშნავად ასახავს ჰოლივუდის დამოკიდებულებას ურთიერთობებისადმი – თუ პრობლემა არსებობს, ის იურიდიულად უნდა გაფორმო და ფასი უნდა დაადო.
ეჭვიანობ? ჩაწერე კონტრაქტში ჯარიმა ფლირტისთვის.
ხვრინავ? გადაიხადე ცალკე საძინებლისთვის.
დამოკიდებულებას  ებრძვი? მიიღე ფული სიფხიზლისთვის. ჰოლივუდში, სადაც ყველაფერს თავისი ფასი აქვს, სიფხიზლე ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ „აქტივად“ იქცა.

После 19 лет брака и рождения двоих детей: Николь Кидман и Кит Урбан расстались

ნიკოლის ხერხმა ნამდვილად გაამართლა – კიტ ურბანი თითქმის 20 წელია, სიფხიზლეს ინარჩუნებს, წყვილს ორი შვილი ჰყავს და განქორწინებაც მშვიდად და სკანდალების გარეშე მიმდინარეობს.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ფინანსური მოტივი ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა, თუმცა 11 მილიონი მაინც ბევრ კითხვას აჩენს – იქნებ 24-საათიანი ფსიქოთერაპევტის დაქირავება უფრო იაფი გამოსავალი იყოს?

ასეა თუ ისე, ახლა კიტ ურბანმა უნდა გადაწყვიტოს გახდეს ადამიანი, რომელმაც მადლიერება 11 მილიონ დოლარს ამჯობინა, თუ აიღოს ფული, რომელიც თავისი სიფხიზლით პატიოსნად გამოიმუშავა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ამბავი სამუდამოდ დარჩება ჰოლივუდის არქივებში, როგორც საქორწინო ხელშეკრულების მიმართ გამოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მიდგომა.

Стало известно, почему Кит Урбан расстался с Николь Кидман

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?

გაიგე მეტი: კიტ ურბანინიკოლ კიდმანი

ასევე გაეცანი

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება
Fashion

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის
OK! News

#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის

September 11, 2026
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში
OK! News

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone – რა ვიცით iPhone Duo-ს შესახებ
OK! News

#OK! Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone – რა ვიცით iPhone Duo-ს შესახებ

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! NEWPORT HOTEL KUTAISI – ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული თანამედროვე ქუთაისის სახე

#OK! NEWPORT HOTEL KUTAISI – ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული თანამედროვე ქუთაისის სახე

June 14, 2023
#OK! „მიყვარხარ გაცილებით მეტად ვიდრე 11 წლის წინ“ – ნუცა ქავთარაძის ემოციური მილოცვა აჩიკო სოლოღაშვილს  

#OK! „მიყვარხარ გაცილებით მეტად ვიდრე 11 წლის წინ“ – ნუცა ქავთარაძის ემოციური მილოცვა აჩიკო სოლოღაშვილს  

January 27, 2023
#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

#OK! არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 24, 2026
#OK! Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

#OK! Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

June 21, 2024

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 11, 2026
#OK! „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ვენეციაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს

#OK! „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ვენეციაში უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა – ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს

September 5, 2026
#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

#OK! პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი – სიყვარულის ისტორია

September 11, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები