• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ალკოჰოლი, ნარკოტიკები და განქორწინება – რატომ დაინგრა ნიკოლ კიდმანის „იდეალური ოჯახი“?

September 30, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ტომ კრუზთან განქორწინების შემდეგ, ნიკოლ კიდმანს იმის წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ ოდესმე კიდევ შეუყვარდებოდა, მაგრამ კიტ ურბანის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა – მსახიობს მუსიკოსი ერთი  ნახვით შეუყვარდა. წყვილი 2006 წელს დაქორწინდა, თუმცა 19 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდა.

 

ტომ კრუზის შემდეგ

ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ქორწინებამ 11 წელი გაძლო. განქორწინება ხანგრძლივი და მტკივნეული იყო. ნიკოლი ყოველდღე აიძულებდა თავს საწოლიდან წამომდგარიყო. მას აღარც ახალი როლები აინტერესებდა და არც „მულენ რუჟის“ უზარმაზარი წარმატება, რომელიც ამ დროს ეკრანებზე გამოვიდა. საბოლოოდ, ნიკოლმა დეპრესია დამოუკიდებლად, ფსიქოლოგების დახმარების გარეშე გადალახა.

 

„ახლა ყველა ხედავთ, რომ მე მხოლოდ ტომ კრუზის ჩრდილი არ ვარ“, – განუცხადა კიდმანმა ჟურნალისტებს თავისი პირველი ოსკარის შემდეგ, რომელიც ვირჯინია ვულფის როლისთვის მიიღო.  როგორც ხშირად ხდება, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობებს კარიერული აღმავლობა მოჰყვა. ფილმებმა „სხვები“, „საათები“ და „დოგვილი“ ნიკოლი სუპერვარსკვლავად აქცია. ამავე დროს, მსახიობი ლეგენდარული Chanel No. 5-ის სახე გახდა, რითაც 3.71 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

დატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა ნიკოლის სულში არსებული სიცარიელე შეავსო. ნიკოლი გაზეთებისა და ჟურნალების ფურცლებზე ხედავდა როგორ ეხუტებოდა ტომ კრუზი თავის ახალ შეყვარებულს, პენელოპა კრუზს, თავად ნიკოლი კი მარტო დარჩა.

დიდი სიყვარული

მტკივნეული განქორწინების შემდეგ, მსახიობს ხანმოკლე რომანი ჰქონდა როკერ ლენი კრავიცთან, თუმცა, ბედი კიდევ ერთ შეხვედრას უმზადებდა. კიტ ურბანი აკრძალულ ნივთიერებებზე დამოკიდებული მუსიკოსი იყო და არ ადარდებდა, რომ მის ახალ შეყვარებულს ყოფილი ქმარი ჯერ კიდევ უყვარდა. ტომ კრუზისგან განსხვავებით, კიტ ურბანს კომპლექსები არ აწუხებდა. კარიერის განმავლობაში მან შვიდი ალბომი ჩაწერა, 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და გრემი მოიგო.

 

ისინი 2005 წლის იანვარში ლოს-ანჯელესში შეხვდნენ. ნიკოლმა მუსიკოსი მაშინვე შენიშნა.

„უცნობებით სავსე ოთახში შევედი. დეპრესიული და მარტოსული, კიტი დავინახე და მაშინვე მივხვდი, რომ მინდოდა დარჩენილი ცხოვრება მასთან გამეტარებინა“ – იხსენებდა მოგვიანებით კიდმანი.

 

მსახიობისა და მუსიკოსთან ხუთწუთიანი საუბარი საკმარისი აღმოჩნდა თითქმის დავიწყებული მიზიდულობის გრძნობის გასაღვიძებლად. მთელი ცერემონიის განმავლობაში ნიკოლი ამ მორცხვ ბიჭზე ფიქრობდა და ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა, მამაკაცისთვის თავისი ტელეფონის ნომერი მიეცა. ნიკოლი მზად იყო, მის ზარს უსასრულოდ დალოდებოდა, თუმცა, კიტი არ ჩქარობდა. ის ახლახან შეყვარებულს, მოდელ ნიკი ტეილორს დაშორდა და სურდა საკუთარ თავში გარკვეულიყო, სანამ ნიკოლთან შეხვედრას დაიწყებდა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ნიკოლს იმედი გადაეწურა, ტელეფონმა დარეკა.

„გამარჯობა… კიტი ვარ, ნიუ-იორკში ვარ. შეგვიძლია შევხვდეთ?“ – გასმა ყურმილში..

 

წყვილს პირველი პაემანი ცენტრალურ პარკში ჰქონდა. ისინი პარკში რამდენიმე საათი სეირნობდნენ, მუსიკაზე, ავსტრალიასა და ზღვის სიყვარულზე საუბრობდნენ და თინეიჯერებივით იცინოდნენ.

პირველი შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, კიტი და ნიკოლი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდნენ. ახლა ნიკოლს თავისი საყვარელი ქუსლიანი ფეხსცმლის ტარება შეეძლო. დიახ, კიტიც მასზე დაბალი იყო, მაგრამ კრუზისგან განსხვავებით, თავს კომფორტულად გრძნობდა და ნიკოლის სიმაღლე არ ადარდებდა.

 

2006 წლის გრემის დაჯილდოებაზე ორი ავსტრალიელი სუპერვარსკვლავის ერთად გამოჩენას ნამდვილი აჟიოტაჟი მოჰყვა. ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ, რომ ნიკოლს უსახელო თითზე ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა.

„დიახ, ჩვენ დანიშნულები ვართ“ – უპასუხა წყვილმა ჟურნალისტების კითხვას.

 

კიტმა საყვარელ ქალს ხელი მისი დაბადების დღეს, 2005 წლის 26 ოქტომბერს თხოვა. ქორწილი 2006 წლის 25 ივნისს, სიდნეიში გაიმართა. პატარძალს Balenciaga-ს ნაზი, სპილოსძვლისფერი კაბა ეცვა, ხოლო საქმროს ელეგანტური კოსტიუმი, რომელსაც საღილეში თეთრი ვარდი ეკეთა. კიტი და ნიკოლი ისტორიულ ტაძარში, კათოლიკური წესის მიხედვით დაქორწინდნენ. ახალდაქორწინებულებს ტომ კრუზის მიწვევა არ დავიწყებიათ, მაგრამ მსახიობი 250 სტუმარს შორის არ ჩანდა.

 

კიტს და ნიკოლს ერთად ბევრი სირთულის, მათ შორის, მუსიკოსის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დაძლევა მოუწიათ, მაგრამ ეს შეძლეს. კიტმა მხარზე ცოლის სახელი დაიწერა. „ნიკოლმა სიცოცხლე დამიბრუნა. ჩემი ცოლი ყველა სიმღერაშია, რასაც ვწერ“– აღიარებდა მუსიკოსი.

„კიტი ის ადამიანია, ვისთვისაც ბრძოლა ღირს. როდესაც ის ჩემს გვერდით არაა, თავს იმაზე საშინლად ვგრძნობ, ვიდრე ის გრძნობდა, როდესაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას მკურნალობდა“ – ამბობდა ნიკოლი.

 

ქორწილიდან ორი წლის შემდეგ კიტს და ნიკოლს ქალიშვილი, სანდეი როუზი შეეძინათ. 41 წლის ნიკოლ კიდმანი დედა გახდა, რითაც საბოლოოდ გააქარწყლა მოარული ხმები მისი უნაყოფობის შესახებ, რომლებიც ტომ კრუზთან ქორწინების დროს გავრცელდა და გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მის ყოფილ ქმარს კეიტი ჰოლმსისგან ქალიშვილი, სური, შეეძინა.

 

ორი წლის შემდეგ სანდეის პატარა და შეეძინა – კიტისა და ნიკოლის ქალიშვილი სუროგატმა დედამ გააჩინა. წყვილმა  სწორედ ისეთი ცხოვრება შექმნა, როგორზეც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა – მარტივი და ბედნიერი ცხოვრება წყნარ ნეშვილში, საყვარელ ქალიშვილებთან ერთად, წარსულის პრობლემებისგან შორს.

 

დაშორება

სექტემბრის ბოლოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდმანი და ურბანი დაშორდნენ: მუსიკოსმა, სავარაუდოდ,  სახლი იყიდა და ზაფხულში საცხოვრებლად მარტო გადავიდა. ნიკოლმა ბევრი იბრძოლა ქორწინების გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

 

დაშორების მიზეზი უცნობია. მედია ორ ვერსიაზე მსჯელობს:  ურბანს სხვა შეუყვარდა ან წყვილს კიდმანის ფილმის „ცუდი გოგოს“ გამო, კონფლიქტი ჰქონდა, თუმცა, სიმართლე ჯერჯერობით უცნობია.

 

ასევე გაეცანი

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა
OK! News

#OK! ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაცია დაფუძნდა

November 11, 2026
ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში
Health & Beauty

ავერსი – კორეული უმსხვილესი წარმომადგენელი საქართველოში

November 11, 2026
#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?
OK! News

#OK! ბელა ჰადიდმა ახალი რჩეული გამოაჩინა – რა არის ცნობილი მოდელის ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ?

November 11, 2026
#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს
OK! News

#OK! პოლ მაკარტნი მილიარდერი გახდა – The Beatles-ის ლეგენდარული წევრის ქონება 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენს

November 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

#OK! Marrson – ინტერვიუ ბრენდის დამფუძნებელ მარიამ ბიბილაშვილთან

December 28, 2021
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

#OK! ქეთა თოფურიას 20 გამორჩეული იმიჯი!

September 9, 2021
#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

#OK! 7 ვარსკვლავი, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს მეწყვილეს გარეშე ხვდება

February 14, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

#OK! ლაშაო გაბუნიას ახალი ეტაპი – დიზაინერმა Mercedes-Benz Fashion Week-ზე JESUS STAR-ის სახელით ბოლო ჩვენება გამართა

November 9, 2026
#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

#OK! სინდი კროუფორდი შვილის გარდაცვალების შემდეგ – როგორ ცდილობს ოჯახი ტრაგედიასთან გამკლავებას?

November 6, 2026
#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

#OK! რატომ მოხვდა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქალიშვილი საავადმყოფოში – ვივიენ ჯოლი ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული გამოცდილების შესახებ პირველად საუბრობს

November 9, 2026
#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

#OK! რა ეხმარება დემი მურს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში – მსახიობის სილამაზის რუტინა და ყოველდღიური ჩვევები

November 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები