• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მაესტრო – ნიკა ნიკვაშვილი

January 24, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

 

სიამოვნებით წარმოგიდგენთ ქართული მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ნიჭიერ წარმომადგენელს, მუსიკოსსა და პიანისტს, ნიკა ნიკვაშვილს, რომელსაც პროფესიონალიზმისა და წარმატების მთავარ გასაღებსა და გამოწვევებზე ვესაუბრეთ.

 

ნიკა, თქვენ ხართ ქართული მუსიკის სამყაროს ძალიან გამორჩეული წარმომადგენელი, განსაკუთრებულად ნიჭიერი. თუმცა იმისთვის, რომ იყო ჩემპიონი საქმეში, მხოლოდ ნიჭი არაა საკმარისი. როგორ ფიქრობთ, რა თვისებები განაპირობებს ადამიანის წარმატებას?

პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის. გეთანხმებით იმაში, რომ მხოლოდ ნიჭი ნამდვილად არ არის საკმარისი წარმატებისთვის. ბუნებრივია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა მთავარი. ჩემი აზრით, ნიჭთან ერთად აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა, მოთმინების დიდი უნარი, მიზანდასახულობა და შემდეგ სწორი მოქმედება, რაც მთავარია, განათლება, რის გარეშეც შეუძლებელია მიაღწიო პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წარმატებას, ასევე, ადამიანური თვისებები, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

გაიხსენეთ თქვენი გზა წარმატებისკენ. რამ შეგიწყოთ ხელი ან პირიქით, შეგიშალათ? რა ძირითადი გამოწვევები ახლდა იმ გზას, რაც დღემდე გამოიარეთ?

ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ჩემი გზა იოლი იყო დღევანდელ დღემდე, ბევრი სირთულეც იყო ამ გზაზე, მაგრამ არასოდეს შემშინებია ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების. ვფიქრობ, სწორედ ამ თვისებამ ითამაშა ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, ეს ის თვისებაა, რამაც შემიწყო და ასევე, შემიშალა კიდეც ხელი ცხოვრებაში. თვითკრიტიკულობა, ერთი მხრივ, მაძლევდა და მაძლევს ზრდის საშუალებას, მაგრამ ამავდროულად, ბევრ რამეში მაბრკოლებს. ზოგადად, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და საკუთარ ცხოვრებასაც თვითონ ვგეგმავ, სირთულეებსაც უმეტეს შემთხვევაში მარტო ვუმკლავდები.

 

ვინ მოახდინა თქვენს შემოქმედებით გადაწყვეტილებებსა და წარმატებაზე გავლენა? ვინ არიან ეს ადამიანები?

ასეთ ადამიანებად, პირველ რიგში, საკუთარი ოჯახის წევრები შემიძლია დავასახელო, რომელთაც ყოველთვის სჯეროდათ იმის, რასაც მე ვაკეთებდი. ჯერ კიდევ 2 წლის გახლდით, როდესაც ფორტეპიანოზე საკუთარი ინიციატივით დავიწყე დაკვრა, არავის უსწავლებია და ამ ფაქტმა ერთგვარად გადაწყვიტა ჩემი შემდგომი პროფესიული გზა. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ფორტეპიანოს პირველმა პედაგოგმა, ქალბატონმა ელენე კეშელავამ, რომელიც საუცხოო პედაგოგი და მაღალი დონის პროფესიონალი გახლდათ, ასევე, იყო ძალიან მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. თვითკრიტიკული დამოკიდებულება სწორედ მან ჩამოაყალიბა ჩემში. შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში საკომპოზიტორო განხრით გავაგრძელე, სადაც ცხოვრებამ დიდი საჩუქარი გამიკეთა და შემახვედრა დიდ გენიოსს, ბიძინა კვერნაძეს, რომელთანაც დავამთავრე თბილისის კონსერვატორია ამ სპეციალობით. ის არამხოლოდ ჩემი პედაგოგი, ჩემი უფროსი მეგობარი გახლდათ, რომელიც მაგალითი იყო, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი და შემოქმედი. დაუვიწყარია ის წლები, რომელიც მასთან მაკავშირებს და რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი, როგორც მუსიკოსის და პიროვნების ჩამოყალიბებაში.

 

 

 

ყველაზე დიდი ცოდნა, გამოცდილება ცხოვრების რა ეტაპზე მიიღეთ?

საფუძვლები საქართველოდან მოდის, მთავარი ფუნდამენტი სწორედ თბილისს უკავშირდება, ყველა ჩემს პედაგოგს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა, გავიხსენო დიდი სითბოთი და მადლიერებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებაში. ვფიქრობ, ამ ყველაფრის სწორი გაგრძელება იყო სწორედ პარიზი, სადაც ორი კონსერვატორია დავამთავრე. პირველად პრივატულ კონსერვატორიაში ჩავაბარე, რადგან ენის ბარიერი მქონდა, პირველ ეტაპზე ძალიან გამიჭირდა სწავლა, რადგან ერთობ რთული იყო. იქაც გამიმართლა და საუცხოო პედაგოგი შემხვდა – ბატონი მიშელ მეღლე, რომელიც თავისი მხრივ ოლივიე მესიანის ნამოწაფარი გახლდათ, უაღრესად თბილი და კულტურული ადამიანია. მასთან საკომპოზიტორო კლასი გავიარე, შემდეგ დიპლომი გავაკეთე გაორკესტრების მიმართულებით და ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ანტონი ჟირარდი – უდიდესი პროფესიონალი არამხოლოდ საფრანგეთის, მსოფლიო მუსიკალური სამყაროს მასშტაბით. მასთან 2 წლის განმავლობაში ვიმუშავე. ეს იყო თავდაუზოგავი შრომის და პროფესიული წინსვლის შესანიშნავი პერიოდი. შემდეგ ისევ პარიზში სახელმწიფო კონსერვატორია კვლავ კომპოზიციის განხრით დავამთავრე, თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფრანგ კომპოზიტორ ჟან ლუკ ეღვესთან. ეს პერიოდიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ყველაფერი უკავშირდება დიდ და თავდაუზოგავ შრომას, მოთმინებასა და უამრავი სირთულის დაძლევას, რაც უცხო ქვეყანაში ცხოვრებას ყოველთვის თან ახლავს.

 

რას ნიშნავს, იყო საქმის ჩემპიონი? რა პასუხისმგებლობები ახლავს ამ სტატუსს?

ჩემპიონობა ცოტა გადამეტებული სტატუსი მგონია საკუთარ თავთან მიმართებაში. თუმცა, როდესაც ფლობ მნიშვნელოვან განათლებას და იცი, პროფესიულად სადაც ხარ, ეს ბუნებრივია, თავდაჯერებას გმატებს. ამას ემატება პასუხისმგებლობა და თითქოს წლებთან ერთად ფიქრობ შენს თითოეულ ნაბიჯზე, რამდენად სწორად მიდიხარ, ის, რომ ყოველთვის უნდა იყო სიახლის ძიებაში, რომ რაღაც ისეთი შექმნა, რაც განსხვავებული და ინდივიდუალური იქნება, რადგან არ აქვს აზრი ხელოვნების მსახურს, თუ შენი ისეთი სახე არ შექმენი, რომელიც არ ჰგავს სხვას და რომელიც არ განგასხვავებს დღესდღეობით არსებული უამრავი მუსიკოს-შემსრულებლისაგან.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა
OK! ბათუმი

#OK! გიორგი ოჩხიკიძის სპორტული ფორმულა – შინაგანი თავდაჯერებულობა, რწმენა და შრომა

December 16, 2025
#OK! ხმა, რომელიც სიყვარულად იქცა – თამთა ხუხუნაიშვილი
OK! ბათუმი

#OK! ხმა, რომელიც სიყვარულად იქცა – თამთა ხუხუნაიშვილი

December 16, 2025
#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია
OK! ბათუმი

#OK! უსასრულო სამყარო – იოსებ ბარდანაშვილის ბგერების ფილოსოფია

December 16, 2025
#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…
OK! ბათუმი

#OK! საკუთარი სინათლით შექმნილი სამყარო ანა შამილაძის გზა…

December 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ანჯელინა ჯოლის 15 წლის ქალიშვილი შაილო წითელ ხალიჩაზე კაბით პირველად გამოჩნდა

#OK! ანჯელინა ჯოლის 15 წლის ქალიშვილი შაილო წითელ ხალიჩაზე კაბით პირველად გამოჩნდა

October 25, 2021
#OK! ბრედ პიტის და ინეს დე რამონის ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპზეა – მსახიობმა შეყვარებულს საკუთარი შვილებიც გააცნო

#OK! ბრედ პიტის და ინეს დე რამონის ურთიერთობა უკვე სერიოზულ ეტაპზეა – მსახიობმა შეყვარებულს საკუთარი შვილებიც გააცნო

February 24, 2023
#OK! პრინცი ჰარი დედოფლის დაბადების დღეს არ დაელოდა და უკვე კალიფორნიაში იმყოფება

#OK! პრინცი ჰარი დედოფლის დაბადების დღეს არ დაელოდა და უკვე კალიფორნიაში იმყოფება

April 22, 2021
#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

#OK! იგი აზალეა 32 წლის გახდა – 5 უცნობი ფაქტი რეპერის შესახებ

June 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კიანუ რივზმა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე 100 მილიონი დოლარი დახარჯა

#OK! კიანუ რივზმა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე 100 მილიონი დოლარი დახარჯა

December 10, 2025
#OK! ჯონი დეპი „ოსტატი და მარგარიტას“ პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი იქნება

#OK! ჯონი დეპი „ოსტატი და მარგარიტას“ პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი იქნება

December 15, 2025
#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

#OK! Nail Draw Gallery – სილამაზე და კომფორტი ერთ სივრცეში

December 13, 2025
#OK! საშობაო ორცხობილების 3 მარტივი რეცეპტი

#OK! საშობაო ორცხობილების 3 მარტივი რეცეპტი

December 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები