• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! დავით კუკულაძე – ახალგაზრდა ბიზნესმენის გზა წარმატებისკენ

October 18, 2024
საკითხავი დრო: 1 min read

დედაქალაქში დაიბადა, თუმცა ბავშვობა ბათუმში გაატარა, სწორედ ამიტომაცაა, რომ სურს ყველა მისი წარმატება თუ დაგეგმილი სიახლე, ისევ და ისევ ბათუმს უკავშირდებოდეს. ქალაქს, რომელიც უდიდეს ენერგიას აძლევს იმისთვის, რომ მეტი შემართებით აკეთოს საქმე, რომელიც თავისი ოჯახის ერთგვარი ტრადიციაა და დაუღალავად ემსახუროს ჯანმრთელობის სფეროს. „OK! ბათუმის“ სტუმარი რეაბილიტაციის ცენტრის, „ჯანმრთელობის სახლისა“ და სამედიცინო მაღაზიათა ქსელის „ჯანმრთელობის სახლის“ დირექტორი, საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა საგანმანათლებლო ასოციაციის პრეზიდენტი, დავით კუკულაძეა, რომელიც თავისი ბიზნესის განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე თავის წილ ბათუმსა და ინტერესებზე გვესაუბრა.

 

ბავშვობის წლები, ინტერესები…

ბავშვობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, რომელმაც, შეიძლება ითქვას, განსაზღვრა როგორც პროფესიული არჩევანი, ისე ჩემი პიროვნება. მკაფიოდ მახსოვს ბავშვობისდროინდელი ფერადი მოგონებები, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებს უკავშირდება. სკოლის ასაკში სურვილი მქონდა, ექიმი-ტრავმატოლოგი გამოვსულიყავი და ამ კუთხით გამეგრძელებინა ჩემი კარიერა, მაგრამ ზრდასთან ერთად მივხვდი, რომ ჩემთვის ბიზნესი უფრო ახლო და საინტერესო სფერო იყო. ამიტომ გადავწყვიტე, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩამებარებინა. პარალელურად დაინტერესებული ვიყავი სპორტით და დავდიოდი ფეხბურთზე. თუმცა, ეს იყო უბრალოდ ინტერესის სფერო და პროფესიული კუთხით განვითარებაზე არასდროს მიფიქრია.

მოგვიყევით, როგორი იყო გზის დასაწყისი, რა ეტაპები გაიარეთ ბიზნესის გასავითარებლად?

მოტივაციის წყარო ჩემი ოჯახი გახდა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სამედიცინო სფეროში. ბათუმში მართავდნენ სამედიცინო მაღაზიას, რომელიც მოიცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებს, სამედიცინო ავეჯს, საოპერაციო მასალებს და ორთოპედიულ საშუალებებს. გამიჩნდა სურვილი, ჩემი წვლილი შემეტანა ოჯახურ ბიზნესში და დავისახე მიზნად, რომ ეს მაღაზია მექცია მაღაზიათა ქსელად, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ ბათუმში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბევრი შრომის შედეგად მივაღწიე მიზანს, როდესაც ამ სფეროში საკმაოდ წარმატებული გავხდი. დღითიდღე მოიმატა კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვმა, გაჩნდა იდეა, რომ გამეხსნა სარეაბილიტაციო კლინიკა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ბათუმში საკმაოდ ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრი იყო, თუმცა ეს ბარიერი არ ყოფილა ჩემთვის. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო ეს ყველაფერი, რადგან მეტად საპასუხისმგებლო საქმეს შევეჭიდე. მინდოდა ჩემს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს დახვედროდა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც იზრუნებდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ასეც მოხდა, სარეაბილიტაციო კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“ დღესდღეობით მეტად ცნობილი და პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული კლინიკა გახლავთ. კადრების შერჩევისას მივხვდი, რომ, სამწუხაროდ, ბათუმში არ იყო სპეციალისტების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც დასაქმდებოდნენ ამ სფეროში. ბათუმში ახალ თაობას არ ეძლეოდა საშუალება, განევითარებინა საკუთარი შესაძლებლობები და სიღრმისეულად მიეღო თეორიული და პრაქტიკული განათლება. ამიტომ გადავწყვიტე უყურადღებოდ არც საგანმანათლებლო სისტემა დამეტოვებინა. ჩამოვაყალიბე „საქართველოს ფიზიკურ თერაპევტთა საგანმანათლებლო ასოციაცია“, სადაც ტარდება სხვადასხვა ტრენინგი ფიზიკური რეაბილიტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.

 

 

კონკრეტულად მოგვიყევით იმ სერვისებზე, რასაც „ჯანმრთელობის სახლი“ სთავაზობს საზოგადოებას…

როგორც აღვნიშნე, კლინიკა დაკომპლექტებულია დარგის სპეციალისტებითა და პროფესიონალებით. დანერგილია სამედიცინო რეაბილიტაციის თანამედროვე, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები. შედეგად კლინიკა მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ სარეაბილიტაციო მომსახურებას აწვდის ბავშვებსა და ზრდასრულებს. კლინიკაში მაღალი ხარისხის მულტიპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისათვის როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით.

ჩვენ კლინიკის მიმართულებებს წარმოადგენს: ბავშვთა რეაბილიტაცია,ზრდასრულთა რეაბილიტაცია, სპორტული რეაბილიტაცია, აკვა თერაპია, ფიზიოთერაპია, დამხმარე საშუალებების ლაბორატორია. კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“ ბენეფიციარებს აძლევს საშუალებას, კონსულტაცია გაიარონ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სპეციალისტებთან. მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ სრული კომფორტი, ბენეფიციარებს ინოვაციური და მათ შესაძლებლობებზე მორგებული პროგრამები შევთავაზოთ.

სამედიცინო სფეროში რთულია იპოვო შენი ნიშა, ასევე, მოიპოვო საზოგადოების ნდობა. როგორ მოახერხეთ რომ დღეს ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებთ?

გეთანხმებით. ნამდვილად რთულია იყო წარმატებული ამ სფეროში, როდესაც კონკურენცია საკმაოდ დიდია. ჩემს შემთხვევაშიც, ლიდერობის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა. მოითხოვა საკმაოდ დიდი შრომა და ენერგია, რათა ხარისხი შეგვენარჩუნებინა. ლიდერობა ეს არის პროცესი, რომელშიც ორი მხარეა ჩართული – ლიდერი და მისი მხარდამჭერები. ჩემს შემთხვევაში მხარდამჭერები ჩემი კმაყოფილი მომხმარებლები გახლავთ, რომლებიც წლებია იღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას და იციან, რომ იმედს არასდროს გავუცრუებთ. მაქსიმუმს გავაკეთებთ მათი ყოველდღიური საქმიანობის შესამსუბუქებლად.

წარმატება მოაქვს…

მიმაჩნია, რომ შრომისმოყვარეობა წარმატების მთავარი საწინდარია. აუცილებელია გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ მისაღწევი და შესაძლებელია, ისევე, როგორც ჩემს შემთხვევაში.

ძლიერი მხარე…

ჩემი მთავარი თვისება გახლავთ ის, რომ არასდროს ვჯერდები არსებულ მოცემულობას და მუდმივად მსურს მეტი გავაკეთო, სიახლე შევიტანო ჩემს საქმეში. რა თქმა უნდა, ყოველთვის მივისწრაფვი პირველობისკენ. ამაში მეხმარება ჩემი თავდაჯერებულობა, მოტივაცია და საქმისადმი დიდი სიყვარული.

 

თქვენს წილ ბათუმზე გვესაუბრეთ…

ბათუმი გახლავთ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი. მსუბუქი და დინამიკური არქიტექტურა, მზიანი სანაპირო, ულამაზესი ქუჩები განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის აქაურობას. განსაკუთრებით მიყვარს ღამის ბათუმი. ვფიქრობ, ერთადერთი ქალაქია, რომელსაც წელიწადის ყველა დრო განსაკუთრებით უხდება. ხშირად მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ დაბრუნებისას სულ ვგრძნობ, რომ ჩემთვის ყველაზე კომფორტული და საცხოვრებლად განსაკუთრებული ადგილი ბათუმია. ბათუმი თავისი ადგილმდებარეობითაც მაძლევს საშუალებას, რომ ჩემს სფეროში მეტი სიახლე შევიტანო, მეტად განვვითარდე. ჩემი სიყვარული და ემოცია ბათუმისადმი განსაკუთრებულია და სწორედ ისევ ბათუმში ვგეგმავ ჩემი ბიზნების გაფართოებას. როგორც არსებული კლინიკის, ასევე ახალი კლინიკის გახსნას, სადაც უფრო მეტ სიახლეებს შემოგთავაზებთ.

გუნდი, ერთიანობის ძალა…

როგორც მაღაზიათა ქსელები, ასევე კლინიკაც აღჭურვილია მაღალკვალიფიციური კადრებით. რომ არა ჩემი გუნდი, მათი თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი მონდომება არ იქნებოდა საკმარისი, რომ დღევანდელ მდგომარეობამდე მოვსულიყავით, ვყოფილიყავით ერთ-ერთი წამყვანები ამ სფეროში. ჩემი გუნდი გახლავთ ჩემი ძალა. თითოეულ ჩვენთაგანს ერთმანეთთან განსაკუთრებული პატივისცემა და პასუხიმგებლობა გაგვაჩნია. ხშირად ვატარებთ შეხვედრებს, სადაც განვიხილავთ ამა თუ იმ პრობლემის აქტუალობას და მისი გადაჭრის ყველაზე სწრაფ გზებს. ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია და საერთო მიზანი არის ჩვენი მთავარი ძალა.

ასევე გაეცანი

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი
ინტერვიუ

#OK! ამერიკული ავიაგამანადგურებლების ქართველი „მამა“ – ალექსანდრე ქართველიშვილი

June 26, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კარების მრავალფეროვანი არჩევანი ,,გენა ბილდში’’

#OK! კარების მრავალფეროვანი არჩევანი ,,გენა ბილდში’’

December 2, 2023
#OK! 46 წლის პენელოპა კრუსი ესპანური InStyle-ისთვის

#OK! 46 წლის პენელოპა კრუსი ესპანური InStyle-ისთვის

April 20, 2021
#OK! ჰეილი ბიბერის 8 აუცილებელი ატრიბუტი ზაფხულისთვის

#OK! ჰეილი ბიბერის 8 აუცილებელი ატრიბუტი ზაფხულისთვის

July 9, 2023
#OK! დღეს ქანიე უესტი 46 წლის გახდა – მსოფლიოს ყველაზე ექსცენტრული რეპერის პოსტ-აპოკალიფსური სტილი, როგორც რეალობის ანარეკლი

#OK! დღეს ქანიე უესტი 46 წლის გახდა – მსოფლიოს ყველაზე ექსცენტრული რეპერის პოსტ-აპოკალიფსური სტილი, როგორც რეალობის ანარეკლი

June 8, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

#OK! ვინ იქნება ახალი ჯეიმს ბონდი?

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025
#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

#OK! ბიზნესლაუნჯით სარგებლობა მგზავრებს – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სერვისი

July 4, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები