• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მსოფლიო მოდის ლეგენდას ემშვიდობება — ვის დარჩება არმანის მრავალმილიარდიანი ქონება?

September 7, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მეორე დღეა, მილანში ჯორჯო არმანისთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გრძელდება. გუშინ „Teatro Armani“-ში 6 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა, რომ  სახელგანთქმული დიზაინერისთვის პატივი მიეგო. ცნობილი დიზაინერის ნიჭის თაყვანისმცემლებს საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ პირადად დაემშვიდობონ ადამიანს, რომლის სახელი მოდის სამყაროში ელეგანტურობისა და ნოვატორობის სიმბოლოდ იქცა.

Armani-ის მოდის სახლის თანამშრომლები პირველები იყვნენ, ვისაც დარბაზში შესვლისა და იმ ადამიანთან დამშვიდობების საშუალება მიეცათ, რომელმაც ეპოქის სტილი განსაზღვრა. ამის შემდეგ კარი ყველასთვის გაიღო და ხალხის ნაკადი ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე არ შეწყვეტილა. კვირასაც იგივე განრიგი შენარჩუნდა.

„Teatro Armani“-ს თეატრალურ დარბაზში, სადაც ჩვეულებრივ, Armani-ს კოლექციების ჩვენებები იმართებოდა, ახლა სანთლები და თეთრი ვარდებით შემკული, დახურული კუბო დგას. არმანის ნიჭის თაყვანისმცემლები უდიდეს დიზაინერს იტალიელი კომპოზიტორის, ლუდოვიკო ეინაუდის მუსიკის ფონზე ემშვიდობებიან. კედელზე გამოსახულია დიზაინერის ფოტო წარწერით:
“კვალი, რომლის დატოვებასაც იმედია, შევძლებ, არის საქმის ერთგულება, პატივისცემა და გულწრფელი მზრუნველობა ადამიანებისა და სინამდვილის მიმართ. ყველაფერი ხომ აქედან იწყება.”

ვარსკვლავურ სტუმრებს შორის არიან არმანის ძველი მეგობარი დონატელა ვერსაჩე, Ferrari-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯონ ელკანი, დიზაინერები ენიო კაპასა და ალესანდრო ენრიკესი, რეჟისორები გაბრიელე სალვატორე და ჯუზეპე ტორნატორე, მილანის ყოფილი მერები ლეტიცია მორატი და გაბრიელე ალბერტინი, ასევე პოპ-მომღერალი ალექსია, რომელიც არმანის ძმისშვილის, ანდრეა კამერანას ცოლია.

მოდის სფეროში 50-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არმანიმ მთელი იმპერია შექმნა, რომელმაც უზარმაზარი ქონება მოუტანა. ახლა მოდის მოყვარულებს აინტერესებთ, ვინ გახდება მისი მემკვიდრე და ვის დარჩება 12 მილიარდიანი ქონება. არმანის შვილები არ ჰყავდა, ამიტომ მის მემკვიდრეებად დიზაინერის 86 წლის დას როზანას და ძმიშვილებს რობერტა, სილვანა ანდრეა კამერანს  ასახელებენ, რომლებიც Armani Group-ის მართვაში აქტიურად მონაწილეობენ. კიდევ ერთი მემკვიდრეა არმანის ასისტენტი, 72 წლის პანტალეო დელ’ორკო, რომელიც ჰოლდინგის ყველა ბრენდის მამაკაცის კოლექციებზეა პასუხისმგებელი.

Armani Group-ის დამფუძნებელი ჯორჯო არმანი 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. არმანის მოდის სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიზაინერმა უკანასკნელი საათები ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატარა. 6–7 სექტემბერს,  ხალხს საშუალება მიეცა იტალიური მოდის ლეგენდას დამშვიდობებოდა. დაკრძალვა ორშაბათს იგეგმება, თუმცა მას მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები დაისწრებიან.

 

ასევე გაეცანი

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს
OK! News

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია
OK! News

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება
OK! News

#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! შორენა ბეგაშვილი ახალბედა დედობის დროინდელ საოცარ კადრებს გვიზიარებს

#OK! შორენა ბეგაშვილი ახალბედა დედობის დროინდელ საოცარ კადრებს გვიზიარებს

October 23, 2021
#OK! მსოფლიო მოდის ლეგენდას ემშვიდობება  — ვის დარჩება არმანის მრავალმილიარდიანი ქონება?

#OK! მსოფლიო მოდის ლეგენდას ემშვიდობება — ვის დარჩება არმანის მრავალმილიარდიანი ქონება?

September 7, 2025
#OK! ფუდ-სთაილინგი

#OK! ფუდ-სთაილინგი

September 3, 2022
#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

#OK! Dior-ის გაყიდვები 10%-ით გაიზრდება – ანალიტიკოსების პროგნოზი

February 6, 2026

კვირის ჰიტები

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

September 28, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები