• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჟურნალ „OK! ქუთაისის“ მკითხველი ჩემს რესპონდენტს კარგად იცნობს. სილამაზეზე შეყვარებულმა, პროფესიით ფილოლოგმა და ჟურნალისტმა, მელანიამ ჯერ კიდევ წლების წინ, სილამაზის სალონის შექმნა გადაწყვიტა. ადამიანების გამშვენიერება ყოველთვის ბედნიერს ხდიდა და ეს ინდუსტრიაც სწორედ ამიტომ აირჩია. ამჟამად სილამაზის სალონ „მილანოს“ მფლობელი და „ლიდერ ქალთა ორგანიზაციის“ წევრია. მელანია გვენეტაძე საკუთარი წარმატების ისტორიას თავად გვიამბობს.

 

მელანია, გვიამბეთ როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რა მოტივაციამ მოგიყვანათ ამ სფეროში?

პროფესიით ფილოლოგი ვარ, ჟურნალისტიკის განხრით. თუმცა ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე მქონოდა და ამ კუთხით განვვითარებულიყავი. მე პირადად თავის მოვლის პროცედურებში თანხას დიდი სიამოვნებით ვხარჯავ. თუ ყველაფერს სწორად გათვლი, სილამაზის ინდუსტრიაში წარმატებას ნამდვილად მიაღწევ. სილამაზის სალონ „მილანოში“ შემოსულ ადამიანებს გალამაზებულს და ბედნიერს ვუშვებთ და ეს ძალიან მაბედნიერებს.

 

 

ვიცით, რომ დატვირთული გრაფიკი გაქვთ, როგორ ახერხებთ სტრესის მართვას და სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვას?

სტრესის მართვა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის მეხმარება, რომ პროდუქტიული და ემოციურად სტაბილური დავრჩე. ამ პროცესში რამდენიმე ძირითადი მიდგომა მეხმარება: კოგნიტური სტრატეგიები.

საკუთარ თავს ვაკონტროლებ, რომ უარყოფით ფიქრებს ყურადღება არ მივაქციო. თუ ვგრძნობ, რომ სტრესული სიტუაცია მეძალება, ვცდილობ, დავისვენო და ვითარება პოზიტიური კუთხით გადავაფასო.

როდესაც თავს გადატვირთულად ვგრძნობ, მეგობრებს ან ოჯახის წევრებს ვესაუბრები. მათთან საუბარი სტრესის შემცირებასა და ემოციური მხარდაჭერის მიღებაში ძალიან მეხმარება. ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ფიზიკური აქტივობა დაღლილობას ხსნის და ენერგიის მატებას ხელს უწყობს. ამ მიდგომების კომბინაცია სტრესის ეფექტურად მართვასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში საუკეთესოდ მოქმედებს.

 

რა უნარს გამოარჩევდით მნიშვნელოვნად პროფესიული ზრდისთვის?

პროფესიული ზრდისთვის აუცილებელია:

– ორგანიზების უნარი, ლიდერის თვისებები, გუნდში ეფექტური კომუნიკაცია.

– კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, თვითგანვითარება და სწავლის უნარი.

– პრიორიტეტების განსაზღვრა და დელეგირება.

– პასუხისმგებლობის აღება, ცვლილებების წამოწყება და სხვების მოტივირება.

 

,,ლიდერ ქალთა საზოგადოების“ წევრი ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? აქვე გვიამბეთ გაერთიანების საქმიანობაზე.

„ლიდერ ქალთა ორგანიზაცია“ წარმატებულ ქალებს აერთიანებს. ჩემს განვითარებაში ამ ორგანიზაციამ დიდი როლი ითამაშა, როგორც პროფესიული კუთხით, ასევე პიროვნულად. ყოველი ჩვენი შეხვედრა ჩვენი გამოცდილებებისა და რესურსების გაზიარებაა. ვართ მოტივატორები სტარტაპერებისთვის. ყოველდღიურად ვიზრდებით, შესაბამისად, ძლიერდება ჩვენი კავშირები, ადამიანური ურთიერთობები და შესაძლებლობების რეალიზების შანსები თავისთავად იზრდება. ორგანიზაცია 10 ათასამდე წარმატებულ ქალს აერთიანებს. ამ წრეში ყოფნა და ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა ერთგვარი ბედნიერებაცაა. ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ოჯახს და ძლიერ ქვეყანას.

 

რა არის თქვენი ცხოვრების კრედო?

ვცდილობ, ჩემი ცხოვრება ასე ვმართო – პასუხისმგებლობით, ადამიანურობით და მცირე ქმედებებით, რომლებიც სხვებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მჯერა, რომ თუ შეგვიძლია, თუნდაც მცირედით გავაუმჯობესოთ სხვისი რეალობა, ეს უკვე დიდი მიღწევაა. ამიტომ, როდესაც შესაძლებლობა მაქვს, ჩემი დროისა და რესურსის ნაწილს სოციალურ ან საქველმოქმედო მიზნებს ვუძღვნი – არა იმიტომ, რომ ეს აუცილებელია, არამედ იმიტომ, რომ ასე ვგრძნობ ჩემს ნამდვილ ძალას. მჯერა, რომ ცხოვრება პასუხისმგებლობაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და მუდმივ განვითარებაზე დგას. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რაც არ უნდა ვაკეთო, ჩემ გარშემო მცირედით მაინც შემეძლოს პოზიტიური გავლენის მოხდენა. ამიტომ, ჩემს პროფესიასთან ერთად, ზოგჯერ ვცდილობ მხარდაჭერა გავუწიო მცირე საქველმოქმედო ინიციატივებს – იქნება ეს ადგილობრივი თემის დახმარება თუ ისეთი საქმეები, სადაც ჩემი დრო და ენერგია სხვას წაადგება. ეს საქმიანობა ჩემთვის შთაგონების წყაროა და მახსენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრება.

 

 

რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც კარიერულ განვითარებას ცდილობენ?

დამწყებ ქალებს, პირველ რიგში, ვურჩევ, რომ საკუთარი თავის ირწმუნონ – ხშირად სწორედ თვითრწმენა არის ის, რაც კარიერულ გზაზე პირველი დაბრკოლებაა. მეორე, არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის და შეცდომების დაშვების – განვითარება სწორედ პროცესში მოდის. გირჩევთ, თქვენი ძლიერი მხარეები იცოდეთ და პარალელურად ახალი უნარები შეისწავლოთ.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მხარდამჭერი ქსელის შექმნა – ქალთა შორის სოლიდარობა და გამოცდილების გაზიარება შეიძლება ძალიან დიდი ძალა იყოს. დაბოლოს, ყოველთვის ეცადეთ, რომ რასაც აკეთებთ, ღირებულებით აკეთოთ. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი პროფესიული ზრდა მივიყვანო იქამდე, რომ სხვა ადამიანებსაც მივცე მხარდაჭერა, იქნება ეს მენტორობით, საქველმოქმედო ჩართულობით თუ, უბრალოდ, გულწრფელი რჩევით.

 

დაბოლოს, ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებსა და ქუთაისზე…

მე ამ ქალაქში არ დავბადებულვარ. მაგრამ ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება აქ გავატარე.

ამ ქალაქს სჭირდება ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ აქ გაიზარდნენ, არამედ თავიანთ მომავალს აქ ხედავენ. მე კი სწორედ ეს არჩევანი გავაკეთე – მინდა ჩემი ყველა შესაძლებლობა აქ განვავითარო.

ქუთაისი ჩემთვის უბრალოდ ქალაქი არ არის. ის არის ადგილი, სადაც ქართული ფესვებია, ისტორიაც და სულიერებაც. მე მიყვარს მისი მშვიდი ქუჩები, თბილი ადამიანები და კულტურული ღირებულებები, რომლებიც დღემდე შემორჩენილია. ქუთაისი წარსულის სიდიადის და განვითარების პოტენციალის არაჩვეულებრივი სინთეზია. სწორედ ამიტომ, ჩემი პროფესიული ზრდა ამ ქალაქს დავუკავშირე – მჯერა, რომ ინოვაციური იდეების გაღვივება აქაც შესაძლებელია. მინდა, რომ ჩემი წარმატებაც ქუთაისს ეკუთვნოდეს…

 

 

ტექსტი:  მარიამ ირემაძე

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
#OK! საკუთარი ბრენდიდან ახალ იდეებამდე –  „ეკა ესთეტიკის“ განვითარების ახალი ეტაპი
OK! ქუთაისი

#OK! საკუთარი ბრენდიდან ახალ იდეებამდე – „ეკა ესთეტიკის“ განვითარების ახალი ეტაპი

July 31, 2026
#OK! „ვიპოვეთ ქუთაისში ჩვენი ადგილი – კიდევ დავბრუნდებით“
OK! ქუთაისი

#OK! „ვიპოვეთ ქუთაისში ჩვენი ადგილი – კიდევ დავბრუნდებით“

July 28, 2026
#OK! ზრუნვა ბარიერების გარეშე სასტუმრო „ჰილისგან“
OK! ქუთაისი

#OK! ზრუნვა ბარიერების გარეშე სასტუმრო „ჰილისგან“

July 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები