• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

ქეთო ლომსაძის ბლოგი

October 13, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხრებისა და კისრის არეში სიმძიმე თუ გიგრძნია? ან მუცლის სპაზმი იმ ადამიანთან შეხვედრამდე, რომელთანაც არასასიამოვნო მოგონება გკავშირებს? თუ აქამდე ფიქრობდი, რომ ეს ერთმანეთთან კავშირში არაა, ჩაიკითხე ბლოგი ბოლომდე.

ჩვენი სხეული არის ქვეცნობიერის ხილული ნაწილი, რომელიც ინახავს ყველა გამოუხატავ ემოციასა და გადაუმუშავებელ ტრავმას. როდესაც ძლიერ სტრესს განვიცდით, ჩვენი ნერვული სისტემა გადადის გადარჩენის რეჟიმში. მაგალითად, ტყეში მოულოდნელად დათვს რომ გადაეყარო, ხომ არ დაიწყებ მსჯელობას – გარეული ცხოველია თუ შინაური, ადამიანს ჭამს თუ არა, ხომ არ მოგინდება მიხვიდე და მოეფერო. ავტომატური ტვინი ასეთ დროს რთავს გადარჩენის რეჟიმს, რაც გაძლევს იმპულსს, რომ გაიქცე მაშინვე, როგორც კი დათვს დაინახავ.

თუ საფრთხის მომენტში ემოცია ვერ იპოვის ბუნებრივ გამოსავალს, მაგალითად, ვერ გამოვხატავ ბრაზს, ვერ იტირებ ან ვერ დაიცავ საზღვრებს, ორგანიზმში გამოყოფილი სტრესის ჰორმონები და ენერგია იბლოკება. ტვინმა შეიძლება დაივიწყოს დეტალები ან „დამარხოს“ მოგონება, მაგრამ ნერვული სისტემა და კუნთოვანი ქსოვილი ყველა ამბავს ინახავს.

ტრავმა არ არის მხოლოდ წარსულში მომხდარი ამბავი. ის ნერვული სისტემის მიმდინარე მდგომარეობაა, რომელიც სხეულზე ზემოქმედებას აგრძელებს. როდესაც ემოციური ტკივილი ვერ პოულობს სიტყვებს, ის იწყებს ლაპარაკს ფიზიკური სიმპტომების ენით. რაზე გველაპარაკება სხეული – სწორედ ამას სწავლობს ფსიქოსომატიკა.

 

 

თუ ადამიანი ვერ იცავს საკუთარ საზღვრებს და უსამართლო წყენასა და უხეშობაზე პასუხის დაბრუნება უჭირს, კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით სიტყვასიტყვით „ყლაპავს“ ნეგატიურ ემოციებს. ამ დროს მას ეჭიმება ხახის კუნთები და ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება უჩნდება. კუნთების დაჭიმულობის გამო უარესდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევა, ხოლო სასუნთქი ორგანოები უფრო მოწყვლადი ხდება ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი ინფექციების მიმართ. ამიტომ ადამიანი, რომელიც ხშირად ყლაპავს ბრაზს და წყენას, იჭიმავს ყელს, რეგულარულად ცივდება, რაც დროთა განმავლობაში ქრონიკული ხდება. ანალოგიური მექანიზმები შესაძლოა მოქმედებდეს მთელ სხეულში.

 

როგორ მოქმედებს განცდები ჯანმრთელობაზე

სტრესის დროს ტვინი ორგანოებს უგზავნის შეტყობინებებს ჰორმონების სახით. მაგალითად, თუ ადამიანს ეშინია, ამ მომენტისთვის ნერვულ სისტემას ორგანიზმი მზადყოფნაში მოჰყავს. ამ დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონები – კორტიზოლი და ადრენალინი. ისინი აძლევენ ბრძანებას ორგანოებს და ამზადებენ სხეულს საფრთხეზე აქტიური რეაგირებისთვის: ხშირდება გულისცემა და სუნთქვა, იჭიმება კუნთები, ხოლო საჭმლის მონელება და იმუნური სისტემა ნელდება. ეს ყველაფერი ერთად ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გარკვეული დროით აქტიურად გამოიყენოს ორგანიზმის ყველა რესურსი, მაგალითად, სწრაფად გაიქცეს.

მუდმივმა სტრესმა შესაძლოა ორგანიზმი ფიზიკურ დაძაბულობამდე და ქრონიკულ ტკივილებამდე მიიყვანოს. მაგალითად, თუ ადამიანი მუდმივად შფოთავს, რის გამოც გაუცნობიერებლად ჭიმავს კუნთებს, შედეგად ეწყება თავის და სხეულის სხვა ნაწილების ტკივილი.

ნუ შეგეშინდება. ახლა რა ინფორმაციაც მიიღე, ნუ გაფიქრებინებს, რომ ყველა ემოცია შესაძლოა დაავადების მიზეზი გახდეს. ეს ასე არაა. ნეგატიური ემოციების ერთეული გამოვლინება ადამიანისთვის საშიში არ არის. საგანგაშო არაა, თუ საყვარელი ჭიქა გაგიტყდა და გული დაგწყდა ამაზე. მაგრამ თუ სევდას, ბრაზს ან შფოთვას მუდმივად განიცდი, დაგროვდება და გარკვეულ ფსიქიკურ მდგომარეობებად ჩამოყალიბდება.

სტრესი – ეს არის ორგანიზმის რეაქცია საფრთხეზე ან ზეწოლაზე. ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონული ცვლილებები. ადრენალინისა და კორტიზოლის მუდმივმა გამოყოფამ შეიძლება დაარღვიოს ფარისებრი ჯირკვლისა და სხვა ენდოკრინული ორგანოების ფუნქციები.

სტრესის დროს იმატებს კუჭის წვენის გამოყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლულების წარმოქმნა.

 

 

დეპრესია – ეს არის დათრგუნვილი გუნება-განწყობისა და ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვის ხანგრძლივი მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მადისა და წონის ცვლილებები. ადამიანმა შეიძლება საგრძნობლად მოიმატოს ან, პირიქით, დაიკლოს წონა.

შფოთვითი აშლილობები ხასიათდება მუდმივი უსიამოვნო განცდით, წუხილითა და შიშით და იწვევს გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს: მაღალ არტერიულ წნევას, აჩქარებულ გულისცემას, ძილის დარღვევას და პროდუქტიულობის დაქვეითებას.

სასუნთქი სისტემის პრობლემები – შფოთვა აიძულებს ადამიანს ისუნთქოს იმაზე ღრმად და ხშირად, ვიდრე საჭიროა, რაც იწვევს სისხლში ნახშირორჟანგის დონის შემცირებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე, დაჭიმულობა და გონების დაკარგვაც კი. ხშირად შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები დაავადებულნი არიან ასთმით, ხოლო შფოთვის გაძლიერებისას ხდება დაავადების გამწვავება.

უკეთ რომ გავიაზროთ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მნიშვნელობა ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, საჭიროა გავიგოთ მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ფსიქოსომატიკა ფიზიკური სიმპტომების სახით ვლინდება.

 

აი, როგორ ირთვება ფსიქოსომატური ტკივილის ჯაჭვი:

  1. თრიგერული მოვლენა იწვევს სტრესს ან შფოთვას.
  2. გამოუთქმელი ემოცია გროვდება.
  3. იწყება ცვლილებები ორგანიზმის სისტემებში.
  4. ფიზიკური სიმპტომი ვლინდება ტკივილების, აშლილობებისა და სხვა პრობლემების სახით.

 

ფსიქოლოგიური კონფლიქტი ასე ხდება დაავადების მიზეზი:

მოვლენა – ემოციური რეაქცია – ფიზიოლოგიური რეაქცია – ფიზიკური სიმპტომი.

სტრესს, სხვა შედეგებთან ერთად, შეუძლია გამოიწვიოს დარღვევები რეპროდუქციული სისტემის მუშაობაში, გაართულოს ჩასახვის პროცესი და დაამძიმოს ქრონიკული დაავადებები.

ქრონიკული დაჭიმულობა კისერსა და მხრებში: ხშირად უკავშირდება პასუხისმგებლობების გადაჭარბებულ ტვირთს და „ყველაფრის საკუთარ მხრებზე ტარების“ განცდას.

ყელის არეში სიმძიმე ან „ბურთულის“ შეგრძნება: გამოუხატავი სათქმელი, ჩახშობილი ცრემლი ან საკუთარი აზრის დაფიქსირების შიში.

კუჭ-ნაწლავის სისტემის დისფუნქცია: მუცლის ღრუ ხშირად მოიხსენიება როგორც „მეორე ტვინი“. შფოთვა, გაურკვევლობა და ცვლილებების მიუღებლობა ხშირად სწორედ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ასახება.

ზედაპირული სუნთქვა და მკერდის არეში სიმძიმე: ქრონიკული სტრესის ან უსაფრთხოების განცდის ნაკლებობის მაჩვენებელი.

ფსიქოსომატური ბლოკებისგან გათავისუფლება მხოლოდ ლოგიკური გააზრებით იშვიათად ხდება. დღეში რამდენჯერმე შეჩერდით და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას გრძნობს ჩემი სხეული ახლა? სად მაქვს დაჭიმულობა? უბრალოდ, დააკვირდით შეგრძნებებს შეფასების გარეშე.

ახლა უკვე იცი, რომ შენი სხეული ჭურჭელია შენი სულისთვის და ტვინი გიცავს. ყველა ინფორმაცია, რაც ჯანსაღი და ხარისხიანი სიცოცხლისთვის გჭირდება, იცის სხეულმა და თუ ყურადღებით მოუსმენ, მიხვდები, რომ შენი ცხოვრების მთავარ ამბავს სხეული გიყვება. სუნთქვითი პრაქტიკები დაგეხმარება ზუსტად გაიგო, რაზე გელაპარაკება შენი სხეული.

 

 

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health&Beauty

November 13, 2026
#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?
ინტერვიუ

#OK! ქეთო ლომსაძის ბლოგი – სამყარო იცვლება, შენ რას აპირებ?

November 13, 2026
#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY
ინტერვიუ

#OK! სიყვარული კადრს მიღმა – მარი ნაკანისა და გიორგი მამასახლისის LOVE STORY

November 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები