• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში: მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

July 10, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

ჩემი დღევანდელი რესპონდენტების გზა წარმატებამდე გამოწვევებით სავსე და, ამავდროულად, ძალიან საინტერესო იყო. სილამაზის სფერო მხოლოდ პროფესია არაა – ეს არის ცხოვრების წესი, შინაგანი მოწოდება, რომელიც უკვე 22 წელია ცოლ-ქმარს, მეგი კამლაძესა და დავით დეკანოზიშვილს ყოველდღიურ დღის წესრიგად აქვთ ქცეული.

დავითი პროფესიით უნივერსალური სტილისტია. როგორც თავად გვიამბობს, სალონის გახსნა მხოლოდ დროის საკითხი იყო. ამ სფეროში განვითარების გაგრძელება სურდა და საკუთარი სალონი კიდევ ერთი ნაბიჯი იყო მისი მიზნის რეალიზებისკენ. უკვე 17 წელია, რაც სალონი „ვიზუალი“ სილამაზის სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს.

მეგი კოსმეტოლოგი და ვიზაჟისტია. ორი დარგი, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკას ეხება, არამედ ადამიანების თვითშეფასებასა და ემოციურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, საქმეს უდიდესი სიყვარული, სიღრმისეული ცოდნა და თავდადება სჭირდება – და ისიც, ყოველი მომხმარებლის მიღებისას, სწორედ ამ ღირებულებებით ხელმძღვანელობს.

 

მეგი, როდის დაინტერესდით პირველად კოსმეტოლოგიით და რა გზა გაიარეთ დღევანდლამდე?

სილამაზის ინდუსტრიაში მუშაობა 22 წლის წინ დავიწყე, თუმცა კოსმეტოლოგიით სიღრმისეულად დაახლოებით 10 წლის წინ დავინტერესდი. გზა, რომელიც გავიარე, იყო სავსე როგორც პროფესიული გამოწვევებით, ისე პირადი განვითარებით. ეს დარგი არასდროს გაძლევს უფლებას გაჩერდე – მუდმივად ხარ პროცესში: სწავლობ, ეცნობი ახალ ტექნოლოგიებს, მასალებს, პროცედურებს.

რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩემს სალონში პროცედურების მრავალფეროვანი სპექტრია წარმოდგენილი. სახის ღრმა წმენდა – კლასიკური თუ ინოვაციური ტექნიკებით, ეპილაცია და დეპილაცია, წარბის დიზაინი და კორექცია, კანის ტიპზე მორგებული პილინგები, ასევე სხვადასხვა ტიპის სამკურნალო და ლიმფოდრენაჟული მასაჟები და ბევრი სხვა საინტერესო რამ. რაც მთავარია, ყოველი პროცედურა ინდივიდუალურ მიდგომაზეა აგებული – კლიენტის კანის ტიპზე, საჭიროებასა და მიზანზე.

რა არის მთავარი ღირებულება ან სტანდარტი, რომელიც განსაკუთრებულ სანდოობას სძენს თქვენს სალონს?

პირველ რიგში, ეს არის სტერილურობა და უსაფრთხოება. სივრცე, სადაც სილამაზეს ემსახურები, მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს ყველანაირი რისკისგან. მეორე ნახევარი ის ადამიანური ურთიერთობებია, რასაც მომხმარებელთან ვამყარებ. ჩემთვის უმთავრესია ნდობა – როცა ადამიანი განდობს საკუთარ სახეს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

მომხმარებელთან საერთო ენის პოვნა ყოველთვის ადვილია?

ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელთან საუბარი და მისი გაგება სამუშაოს დაწყებამდე – პაციენტთან მიდგომის პოვნა ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია. ეს არის გარანტია იმისა, რომ მას შედეგი მოეწონება.

რას გვეტყვით თქვენი მეორე პროფესიის შესახებ, როგორც ვიზაჟისტი?

ვიზაჟისტის პროფესია ერთ-ერთი მონათესავე საქმიანობაა კოსმეტოლოგისთვის. ვიზაჟისტ-კოსმეტოლოგი არა მხოლოდ ირჩევს ლამაზ თანამედროვე იმიჯს, არამედ ასწავლის სახის კანის მოვლის წესებს და კოსმეტიკური საშუალებებისა და პროცედურების არჩევანს.

იყო ვიზაჟისტი, ნიშნავს არა მხოლოდ მაკიაჟის გამოყენებას, არამედ სილამაზის გამოვლენას, ინდივიდუალურობის ხაზგასმას და თავდაჯერებულობას. თითოეული სახე უნიკალური ტილოა და თითოეული ნამუშევარი პატარა ჯადოქრობაა.

თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ვიზაჟისტს?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვიზაჟისტს, როგორც შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელს, უნდა უყვარდეს ის, რასაც აკეთებს. ასეთ სპეციალისტს უნდა ჰქონდეს გემოვნება და პროპორციის გრძნობა. ვიზაჟისტმა ხაზი უნდა გაუსვას ადამიანის სახის უპირატესობებს და დამალოს ნაკლოვანებები. ასევე, უნდა იცოდეს, რომელი ფერები და ტექსტურები შეესაბამება მოცემულ ტიპის გარეგნობას, იმიჯს და შესაბამისია დღის, წლის ან ღონისძიების კონკრეტული პერიოდისთვის.

თქვენი სურვილები პაციენტებს.

მეტი ღიმილი და რწმენა, რომ ბევრი რამის შეცვლა შეიძლება როგორც შენს გარეგნობაში, ასევე შენს ცხოვრებაში.

 

 

გამარჯობა, დავით! ცოტა რამ გვიამბეთ თქვენ შესახებ.

გამარჯობა! მე ვარ დავით დეკანოზიშვილი, პროფესიით უნივერსალური სტილისტი. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი ულამაზესი შვილი. ჩემი საქმიანობა 22 წლის წინ დავიწყე და ვფიქრობ, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება მელის.

რომელი პროცედურების შესრულება გიყვართ ყველაზე მეტად?

ყველა პროცედურას, რომელსაც მივმართავ, არის სიამოვნებით გაკეთებული, – თმის შეჭრა, ვარცხნილობა, შეღებვა და სხვა, თითოეული ეს პროცედურა პროფესიონალიზმს მოითხოვს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის პოვნა.

რას ფიქრობთ თქვენს საქმიანობაზე, რას იძლევა ვარცხნილობის შეცვლა და ცვლის თუ არა ის ადამიანს არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც?

რა თქმა უნდა, ვარცხნილობის შეცვლა, სწორი შეღებვისა და თმის შეჭრის არჩევა თავდაჯერებულობას გვმატებს. თმა, მისი იერსახე და მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს საერთო ვიზუალზე. და საერთოდ, თუ არ გსურთ თქვენი გარეგნობის შეცვლა, თმის შეჭრა რეგულარულად უნდა განახლდეს. ეს სიმსუბუქისა და მოვლილის შეგრძნებას მოგანიჭებთ, თმა კი უფრო მოწესრიგებულად გამოიყურება.

რომელ მომსახურებაზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა თქვენს კლიენტებს შორის?

მგონი, ყველგან იგივეა – თმის შეჭრა და შეღებვა. მაგრამ ჩემთან უფრო რთული შეჭრებია – გრადუირებული კარე, ბობი, პიქსი და სხვა რამე კრეატიული… ასევე, რთული შეღებვები – ომბრე, აირტაჩი, შატუში, ბალაიაჟი, ტოტალბლონდი და სხვა.

როგორც პროფესიონალს, გაქვთ რაიმე ტაბუ? მაგალითად, ოდესმე შესთავაზებდით მოდელს, რომ თმა ექსტრავაგანტურად შეიღებოს ან მშვენიერი, სქელი თმა შეიჭრას?

მე ყოველთვის მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ადამიანს დაამშვენებს, ეს ეხება როგორც შეღებვას, ასევე შეჭრას. მე თვითონ მიყვარს ბუნებრიობა, კლიენტების მოთხოვნების მიმართ ძალიან ლოიალური ვარ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა უარი მითქვამს მათთვის, თუ ვხვდებოდი, რომ იმიჯის კონკრეტული ცვლილება მათ არ მოერგებოდათ.

გვიამბეთ თქვენი მომავლის გეგმების შესახებ…

მჯერა, რომ შევძელი საკუთარი თავის რეალიზება პროფესიონალის სახით. ამავდროულად, ყოველთვის მეტისა და უკეთესისკენ უნდა ისწრაფოდე, რასაც სინამდვილეში ვაკეთებ კიდეც. მომავლისთვის გეგმები, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ჩვენი მომავალი ხომ ყოველი ახალი დღეა?!

 

 

 

ტექსტი:  მარიამ ირემაძე

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025
ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია
OK! ქუთაისი

ეს ქალაქი სითბოს, ხასიათს და ისტორიას ისე აერთიანებს, როგორც არავინ არსად – არჩილ ჯალაღონია

July 12, 2025
„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“
OK! ქუთაისი

„ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი“

July 12, 2025
#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია –  წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე
OK! ქუთაისი

#OK! ბავშვობაში არჩეული პროფესია – წარმატებული იურისტი და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე

July 10, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! “კიმ კარდაშიანის კლონი” – ვინ არის ქალი, რომელსაც ქანიე “იე” უესტი ხვდება

#OK! “კიმ კარდაშიანის კლონი” – ვინ არის ქალი, რომელსაც ქანიე “იე” უესტი ხვდება

February 14, 2022
#OK! ირინა შეიკი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Etro-ს ჩვენებაზე გამოვიდა

#OK! ირინა შეიკი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Etro-ს ჩვენებაზე გამოვიდა

September 24, 2021
#OK! მისტერ ბიგის დაბრუნება Sex and the City-ში!

#OK! მისტერ ბიგის დაბრუნება Sex and the City-ში!

August 9, 2021
#OK! “ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონემ მიატოვა, რადგან სერიოზული ურთოერთობა არ სურდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები

#OK! “ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონემ მიატოვა, რადგან სერიოზული ურთოერთობა არ სურდა” – რას წერენ უცხოური გამოცემები და ტაბლოიდები

September 22, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები დემნა გვასალიას ბოლო ჩვენებაზე

July 9, 2025
#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

#OK! „ლა ფეტი“: ხარისხზე ორიენტირებული საკონდიტრო, გამორჩეული გემოების კიდევ ერთი სახლი ქალაქში

July 10, 2025
#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ –  ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

#OK! „სილამაზის ცენტრი New Day“ – ადგილი, სადაც ესთეტიკა და ხარისხი ერთმანეთს ერწყმის

July 10, 2025
#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

July 10, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები