• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი

July 13, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სოფიო სოფრომაძე სილამაზის სალონ SOPRA-ს  დამფუძნებელია. როგორც OK!-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, ბავშვობიდან სურდა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სილამაზე, ხარისხი და კომფორტი თანხვედრაში იქნებოდა. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გუნდი მუდმივ რეჟიმში ცდილობს მომხმარებელს კეთილგანწყობითა და პროფესიონალიზმით თავი დაამახსოვროს, რაც კიდევ უფრო კომფორტულსა და მიმზიდველს ხდის მათთან სტუმრობას, რომ მისი საქმისადმი მამოტივირებელი ძალა სიყვარული და მიზანია,

ხოლო უმთავრესი – შვილი, რომელთან ერთადაც ყველაფერს შეძლებს – შეუძლებელსაც კი და  დედა – საყრდენი, მაგალითი და მხარდაჭერა.

„SOPRA გისურვებთ იმ სილამაზის ხმამაღლა ტარებას, რაც გულში გაქვთ, იყავით ორიგინალურები და იმაზე მეტად შესამჩნევი, ვიდრე გგონიათ, რომ შეგიძლიათ იყოთ“, – სოფია სოფრომაძე. SOPRA-ს შესახებ უფრო ვრცლად თავად სოფია გვესაუბრა.

 

გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ გაჩნდა იდეა, გაგეხსნათ საკუთარი სილამაზის სალონი და რა გზა გაიარეთ იდეის განხორციელებამდე? 

ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა სილამაზე, ესთეტიკა და თავის მოვლის სფერო. ყოველთვის მინდოდა ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სტუმარი არა მარტო ვიზუალურად გარდაიქმნება, არამედ იგრძნობს ყურადღებას, სიმყუდროვესა და სიყვარულს. ასევე, მუდამ მიზიდავდა ხელოვნება, მინდოდა ვყოფილიყავი დიზაინერი. ვხატავდი, ვაწყობდი, ფერებს ვათამაშებდი ისე, როგორც ლამაზი მეჩვენებოდა. გადავწყვიტე ძირფესვიანად დავუფლებოდი ამ პროფესიას, შემესწავლა mak-up-არტისტობა და აი, ასე დაიბადა ჩემი პატარა სივრცე – შთაგონებული იმ ბავშვური ოცნებებით, რაც დღემდე მეხმარება სილამაზის შექმნაში, რაშიც დედაჩემს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი. მან მომცა მოტივაცია და პირველი ინვესტიციაც, გადავდგი ნაბიჯი და გავხსენი ჩემი სილამაზის სალონი. თავიდან გზა მარტივი არ ყოფილა – ფინანსური დაგეგმვა, პროფესიონალთა გუნდის შერჩევა, ინტერიერის დიზაინი, მარკეტინგული სტრატეგიები – ყველაფერს დიდი გულისხმიერება და შრომა სჭირდებოდა.

 

 

სილამაზის სალონი SOPRA რა სევრვისს სთავაზობს მომხმარებელს?

სილამაზის სალონი SOPRA მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს, რომლებიც დამოკიდებულია სალონის ტიპსა და პროფილზე. ძირითადად კი სერვისები შეიძლება ასე დაიყოს:

  1. თმის სერვისები
  • თმის შეჭრა (ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, ბავშვებისთვის)
  • თმის შეღებვა (ერთი ფერი,მელირება და სხვა ტექნიკები)
  • ვარცხნილობები
  • თმის მოვლა (ბოტოქსი, კერატინი, ნანოპლასტიკა, თმის გაჯანსაღება)
  1. კანის სერვისები (სახის მოვლა)
  • წმენდა
  • პილინგები
  • ნიღბები
  • მასაჟები
  1. მაკიაჟი
  • ყოველდღიური მაკიაჟი
  • საღამოს/წვეულების მაკიაჟი
  • საქორწილო მაკიაჟი
  • სატელევიზიო/ ფოტოსესიის მაკიაჟი

4 . წარბისა და თვალების სერვისები

  • წარბების კორექცია და შეღებვა
  • ლამინირება
  • წამწამების დაგრძელება

5 . მანიკიური და პედიკიური

  • გელ-ლაქი
  • დიზაინები და დეკორაციები
  • კლასიკური და აპარატული მანიკიური/პედიკიური
  1. დეპილაცია/ეპილაცია
  • ცვილით
  • შუგარინგი
  • ლაზერული ეპილაცია

7 . პერმანენტული მაკიაჟი

  • წარბების დაფერვა
  • ტუჩის დაფერვა
  • თვალის ლაინერი

 

გვესაუბრეთ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე.

ჩემთვის ხარისხი და მომსახურება არის ძირითადი ღირებულებები, რაზეც ჩემი სალონი დგას. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ლამაზი გარემო ან კარგი პროდუქტები საკმარისი არ არის – წარმატება იქ იქმნება, სადაც დეტალებზე ზრუნვა და ადამიანური დამოკიდებულებაა.

ყველაზე დიდი ყურადღება მივაქციე პროფესიონალების შერჩევას – ჩემს გუნდში მხოლოდ გამოცდილ და კლიენტზე ორიენტირებულ სპეციალისტებთან ვთანამშრომლობ. ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტებს, რაც უზრუნველყოფს როგორც სილამაზის, ასევე ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ ჰიგიენურ სტანდარტებზე, სისუფთავესა და სტერილიზაციის წესების დაცვაზე.

 

თქვენი აზრით, რა სჭირდება ქალს პროფესიული მიზნის მისაღწევად?

ქალს პროფესიული მიზნის მისაღწევად სჭირდება, პირველ რიგში, ძლიერი რწმენა საკუთარი თავისა და თავისი შესაძლებლობების. ხშირად ჩვენს თავს შიგნიდანვე ვზღუდავთ – ვფიქრობთ, რომ რაღაცები შეუძლებელია ან გვეშინია შეცდომების. მაგრამ წარმატების გზა ნამდვილად იწყება იმ მომენტიდან, როცა ქალი ეუბნება საკუთარ თავს – „შემიძლია“.

 

როგორია ლამაზი ქალის თქვენეული აღქმა?

ჩემთვის ლამაზი ქალია ის, ვინც არ ცდილობს სხვაზე შთაბეჭდილების მოხდენას, არამედ ცხოვრობს თავისი სტილით და საკუთარი თავი უყვარს. სილამაზე არის ენერგია – ქალი ან ანათებს, ან არა. და როცა ის ანათებს, მისი გარეგნობაც სულ სხვაა. სალონის საქმიანობაშიც ამ მიდგომას ვნერგავ – ჩვენ არ ვცვლით ადამიანს, არამედ ვეხმარებით, რომ ის იყოს თავისი თავის საუკეთესო ვერსია – ბუნებრივი, თავდაჯერებული და ბედნიერი.

 

რა გამოარჩევს სილამაზის სალონ SOPRA-ს ბაზარზე?

სილამაზის სალონი SOPRA გამოირჩევა განსაკუთრებული ატმოსფეროთი და ინდივიდუალური დამოკიდებულებით. SOPRA-ში სტუმარი არ არის უბრალოდ კლიენტი – ის ხდება ჩვენი ოჯახის წევრი.

სამუშაოს მაღალი ხარისხი, პროფესიონალთა გუნდი და პრემიუმ ხარისხის პროდუქცია ჩვენი სტანდარტია. მაგრამ რაც უფრო მეტად გამოგვარჩევს – ეს არის სითბო, სისუფთავე, სტილი და ემოცია, რასაც ვაძლევთ თითოეულ ადამიანს. აქ სილამაზე არ იწყება მხოლოდ გარედან – ჩვენ ვცდილობთ, რომ ქალმა თავი ერთდროულად იგრძნოს ძლიერად, თავდაჯერებულად და ნაზად.

 

როგორია SOPRA-ს სამომავლო გეგმები?

SOPRA-ს სამომავლო გეგმები ორიენტირებულია ზრდასა და გამრავალფეროვნებაზე. პირველ ეტაპზე ვგეგმავთ მომსახურების გაფართოებას – ახალი სერვისების დამატებას. ასევე,  ჩვენი სალონი სხვა სალონებიდან იმით გამოირჩევა, რომ აქ  დაგხვდებათ  ფოტოსტუდია  პროფესიონალთა გუნდით, მომხმარებლებს ადგილზე ეძლევათ შესაძლებლობა, მოიწყონ სასურველი ფოტოსესია, როგორიცაა: საქორწილო, სადღესასწაულო და საპროფილო.

 

გაგვაცანით საკუთარი თავი, ვინ არის სოფიო სოფრომაძე?

მე ვარ სოფიო სოფრომაძე, პირად ცხოვრებაში ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, რადგან ვარ დედა – მყავს ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც ჩემი მთავარი მოტივაციაა. ის მიძლიერებს რწმენას, რომ ყველაფერს აქვს აზრი, როცა სიყვარულით და მიზანმიმართულად აკეთებ. ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი აქვს ჩემს დედას – ის არის ჩემი საყრდენი, მაგალითი და მხარდაჭერა.

რაც შეეხება ჩემს პრინციპებს – ჩემი მთავარი ღირებულებებია პატივისცემა, პასუხისმგებლობა, გულწრფელობა და ხარისხი ყველაფერში, რასაც ვაკეთებ.

 

რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?

ჩემი საქმის  მოტივაციას მაძლევს ორი რამ – სიყვარული და მიზანი. პირველ რიგში, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. უზომოდ ვარ შეყვარებული ჩემს პროფესიაზე, არასოდეს დავიღლები ჩემი საქმის კეთებით და ქალბატონების ბედნიერი სახეებით. მიყვარს სილამაზე, ესთეტიკა და ის ენერგია, რაც სალონში სუფევს.

მეორე – ჩემი შვილი. ის არის ჩემი მთავარი ძალა. მინდა, რომ მის თვალებში ვნახო ძლიერი, ბედნიერი დედა, რომელიც არ ნებდება და ქმნის წარმატებულ ცხოვრებას სიყვარულით. სწორედ ამისთვის ვდგები დილით, ვიღლები, ვსწავლობ და მაინც არ ვჩერდები, რადგან ვიცი, სად მინდა მივიდე და ვისთან ერთად.

 

 

 

გვესაუბრეთ იმ ფასდაკლებებთან დაკავშირებით, რომლებსაც სილამაზის სალონი  SOPRA თავის მომხმარებლებს პერიოდულად სთავაზობს.

ახალი  მომხმარებლებისთვის გვაქვს Welcome ფასდაკლება, რათა სტუმრებმა სერვისები პირველად ვიზიტზევე კომფორტულად გამოცადონ.

  • დაბადების დღის კვირაში ვთავაზობთ სპეციალურ შეთავაზებებს, როგორც საჩუქარს ჩვენი სალონისგან.
  • პერიოდულად ვგეგმავთ სეზონურ ან თემატურ აქციებს (მაგ. ზაფხულისთვის თმის ღრმა აღდგენა, ზამთარში კანის მოვლის სპეციალური პაკეტები).

SOPRA გისურვებთ იმ სილამაზის ხმამაღლა ტარებას, რაც გულში გაქვთ, იყავით ორიგინალურები და იმაზე მეტად შესამჩნევი, ვიდრე გგონიათ, რომ შეგიძლიათ იყოთ…

 

 

ტექსტი:  მარიამ ძოწენიძე

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ეპოქალური ვერსაჩე

September 12, 2026
#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty შემოდგომის პარფიუმი „ვულე ვუსგან“

September 12, 2026
#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში
Health & Beauty

#OK! Health&Beauty KORFF – სექტემბრის მაკიაჟის must-have თქვენს კოსმეტიკის ჩანთებში

September 12, 2026
#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია
Health & Beauty

#OK! Health&Beauty LANCASTER SUN PERFECT მზისგან ყოველდღიური უხილავი დაცვა და კანის კონკრეტული პრობლემის მიზნობრივი კორექცია

September 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

#OK! ბუშონი – მრავალფეროვანი არჩევანი ღვინის მოყვარულებისთვის

March 11, 2023
#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

#OK! დიდი შეფის საახალწლო სამზადისი

December 28, 2021
#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

#OK! ბუნებრივი სილამაზე, რომელსაც შეიძლება ენდოთ – ნათია ჭინჭარაულის გერმანული ვოიაჟი „ველედას“ ბაღში

September 5, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

#OK! არეულობა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს პრეზიდენტი აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდა

September 16, 2026
#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity BERO – როგორ აქცია ტომ ჰოლანდმა პირადი გამოცდილება უალკოჰოლო ლუდის ბიზნესად

September 22, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები