• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! მე ვწუხვარ ბაღზე – საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

ივნისი 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე ნამუშევარი „მე ვწუხვარ ბაღზე“ საქართველოს  წარადგენს. პროექტი კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. ინსტალაციის „მე ვწუხვარ ბაღზე“ ავტორები − მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე თბილისში ცხოვრობენ და მუშაობენ. მათი ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობაზე მოგვითხრობს და დიდი ზომის ვიდეოინსტალაციისა და VR-გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან − მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ. უფრო დეტალურად აღნიშნული პროექტის შესახებ OK! ესაუბრა მარიამ ნატროშვილს.

უპირველესად გაეცანით OK!-ის მკითხველს. მოგვიყევით კონკურსის შესახებ, სადაც თქვენმა პროექტმა გაიმარჯვა.

მე ვარ მარიამ ნატროშვილი, არტისტი. უკვე 10 წელია მე და დეთუ ჯინჭარაძე ერთად ვმუშაობთ. ერთად მუშაობა სიტყვებით დავიწყეთ, ვწერდით მიტოვებულ შენობებზე, სხვადასხვა ქალაქში, ქუჩებში. ვასათაურებდით ადგილებს და შენობებს. სიტყვა „ხვალ“ დღემდე არის მაზნიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის კედელზე. დანარჩენი სიტყვები ნელ-ნელა გაქრა. ბოლო წლებია მედიახელოვნების მიმართულებით ვმუშაობთ. cgi და დოკუმენტური ვიდეო, ვირტუალური რეალობა და ვიდეოთამაშები არის ჩვენი ძირითადი მედიები. თემები, რომელიც გვაინტერესებს, არის გაქრობა, დავიწყება. ვიკვლევთ დავიწყებულ მოვლენებსა და ადგილებს, ვიკვლევთ დავიწყებული მოვლენებისა და ადგილების კვალს.

ვენეციის ბიენალესთვის ეროვნული პავილიონის შესარჩევი კონკურსი შემოდგომაზე გამოცხადდა და გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო. თანამშრომლობა შევთავაზეთ კურატორების ჯგუფს − პლატფორმას „მდგომარეობებს შორის“. შევიტანეთ პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“, რომელიც ჟიურიმ შეარჩია ვენეციის ბიენალეზე ეროვნულ პავილიონში წარსადგენად.

რა არის თქვენი პროექტის „მე ვწუხვარ ბაღზე“ მთავარი სათქმელი?

„მე ვწუხვარ ბაღზე“ არის ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობაზე. ნამუშევარი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი − ეს არის ე.წ. ექსფერიენსი ვირტუალურ რეალობაში, მეორე ნაწილი კი ვიდეოპროექციის სახით წარმოდგენილი თვითგენერირებული რეალ-თაიმ სიმულაციაა − ციფრული ქარი. ალბათ საჭიროა განვმარტო, რას ნიშნავს და როგორია ეს მედიუმები.

VR-ექსფერიენსი არის მედიუმი, რომელსაც მაყურებელი, ასე ვთქვათ, შიგნიდან უყურებს ჰედსეტის საშუალებით. დადის, ეხება და ათვალიერებს ნამუშევარს არა როგორც მაყურებელი, არამედ როგორც მონაწილე.

ვიდეოპროექციით წარმოდგენილი სიმულაცია კი ალგორითმია, რომელიც ჩაწერილი კი არაა, არამედ რეალურ დროში ხდება და მისი თანმიმდევრობა კოდითაა გენერირებული.

ვირტუალურ რეალობას რამდენიმე მიზეზის გამო ვიყენებთ: მას, როგორც მედიუმს, აქვს გრძნობები − მარტოობისა და სიცარიელის განცდა, სიზმრისეული შეგრძნებები. ეს ის გრძნობებია, რომელსაც ერთგვარ მასალად ვიყენებთ. ნამუშევრის ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. მცენარეები, რომლებიც დედამიწიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში ადამიანის ჩარევის გამო გაქრნენ. სხვა სცენებთან ერთად ადამიანებისგან დაცლილი, ცეცხლმოკიდებული ჰორიზონტი და მიტოვებული ქალაქის ნაწყვეტი ჩვენს დღევანდელ სამყაროს აღწერს. ვიდეოპროექციაში კი ეს სამყარო ციფრულ ქარიშხალს მიაქვს.

ნამუშევარში ჭიათურის მიმდებარე სოფლებში დატრიალებულ ეკოლოგიურ კატასტროფაზეც ვლაპარაკობთ. სოფელი რგანი, სადაც კერძო კომპანია მადანს ღია კარიერული წესით მოიპოვებს. ამის გამო სახლები ინგრევა, წყალი მოწამლულია და ჰაერი დაბინძურებულია.

 

როგორი იყო ამ პროექტზე მუშაობა? როგორ დაიბადა იდეა? რა სახის სირთულეებს გადააწყდით?

იდეა ჩვენი რეალობიდან დაიბადა. ბაღი მეტაფორაა, რომელიც შეიძლება იყოს სოფელი რგანი ან საქართველო. ჩემი თაობა საბჭოთა კავშირის ნანგრევებში გაიზარდა და მუდმივად რაღაცის დასასრულის მოლოდინი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. არასტაბილურ გარემოში ცხოვრება, რუსეთი მეზობლად, ომები და არეულობები მეხსიერებაში ქმნის ამ მოლოდინს. ნამუშევარზე ფიქრი რომ დავიწყეთ, ამ გრძნობებს გავყევით, ვეცადეთ ისინი განგვეზოგადებინა და ვირტუალური რეალობის ენაზე პოეტურად გვეთარგმნა. ნამუშევარზე მუშაობისას უკრაინაში ომი დაიწყო და დაკარგულმა ბაღმა, გამქრალმა ყვავილებმა კიდევ ერთი მნიშვნელობა შეიძინა.

არაფერია რთული, თუ პროექტზე სწორი გუნდი მუშაობს. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა გუნდში − ალექსანდრე ლაშხი (stormbringer studios) VR-დეველოპერია, რომელთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და მის გვერდით სირთულეები არ არსებობს.

სამომავლო გეგმები…

ვმუშაობთ ახალ პროექტებზე. სექტემბრისთვის მწერალთა სახლში გაიხსნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რომლის კონცეფციასა და დიზაინზეც ვმუშაობთ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან დავიწყებული საბჭოთა წარსული საქართველოში ბევრი დღევანდელი პრობლემისა და ტკივილის სათავეა. მეხსიერების მსგავსი სივრცეები კი დაგვეხმარება უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და მომავალში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ.

ასევე გაეცანი

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს
Health & Beauty

#OK! რა ადგილი უჭირავს ბლოგერ მარიამ წილოსანის ცხოვრებაში iPhone 13 Pro Max-ს

ივნისი 25, 2022
#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად
Techno

#OK! როგორ იქცა ბასინსკის The Disintegration Loops 11 სექტემბრის საუნდტრეკად

ივნისი 10, 2022
#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად
Techno

#OK! მწვანეტერა – ვაკო მშვილდაძის უალტერნატივო გზა, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად

ივნისი 3, 2022
#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები
Techno

#OK! ოლაფურ ელიასონის ინსტალაციები

ივნისი 3, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

ოქტომბერი 14, 2021
#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

#OK! კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი – რომანტიკულ ვახშამზე მიმავალი ვარსკვლავური წყვილი

აგვისტო 8, 2022
#OK! კენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, ბენ აფლეკი, შარლიზ თერონი, ქანიე უესტი, და სხვები Super Bowl-ის ღონისძიებაზე

#OK! კენდალ ჯენერი, ჯენიფერ ლოპესი, ბენ აფლეკი, შარლიზ თერონი, ქანიე უესტი, და სხვები Super Bowl-ის ღონისძიებაზე

თებერვალი 14, 2022
#OK! პენელოპა კრუზი ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში Saint Laurent-ის წვეულებას დაესწრო

#OK! პენელოპა კრუზი ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში Saint Laurent-ის წვეულებას დაესწრო

სექტემბერი 3, 2021

კვირის ჰიტები

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

OK! კამპანიას #SitLikeAGirl OK! საქართველო უერთდება – ქართველი ქალები უკრაინის პირველი ლედის მხარდასაჭერად

აგვისტო 15, 2022
#OK! კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ აიდაჰოს შტატში ისვენებს

#OK! კიმ კარდაშიანი პიტ დევიდსონთან დაშორების შემდეგ აიდაჰოს შტატში ისვენებს

აგვისტო 15, 2022
#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! იაპონელი დიზაინერი ისი მიაკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

აგვისტო 10, 2022
#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

#OK! მილი ბობი ბრაუნის თვალისმომჭრელი იმიჯი – 18 წლის მსახიობი Samsung Galaxy Creators Lounge ღონისძიებას დაესწრო

აგვისტო 11, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×