• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობა და ოთხი განსხვავებული სივრცე რესტორან „თავადურში“

February 5, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

უგემრიელესი კერძები, მყუდრო გარემო, ყურადღებიანი პერსონალი, იდეალური ლოკაცია… კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვისიამოვნოთ და განვიტვირთოთ დამღლელი ყოველდღიურობისგან? დიახ, ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი რესტორან „თავადურში“, რომელიც უკვე წლებია ერთგულად ემსახურება მომხმარებელს და უმასპინძლდება გამორჩეული არომატებით. ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ რესტორან „თავადურის“ დირექტორის მოადგილეს და ივენთმენეჯერს, ანჟელა წოწორიას ვესაუბრეთ.

 

უპირველესად გაგვაცანით რესტორნის დაფუძნების ისტორია. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს?

აქ თქვენ დაგხვდებათ ოთხი განხვავებული სივრცე, სხვადასხვა გემოვნების მქონე ადამიანებისთვის. რესტორანი, რომელიც 25 წელია ემსახურება მომხმარებელს, მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ისტორიულ პარკ „მუშტაიდში“ მდებარეობს და ძველი ქართული ელემენტების გათვალისწინებით არის დაპროექტებული.

რესტორან „თავადურის“ კლასიკური ინტერიერის დეტალები მეცხრამეტე საუკუნის მუშტაიდის პარკის ცნობილი რესტორნის ისტორიულ ილუსტრაციას ქმნის.

 

უფრო ვრცლად გაგვაცანით დარბაზების კონცეფცია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, რესტორანს ოთხი განსხვავებული შინაარსისა და კონცეფციის დარბაზი აქვს, სწორედ ამიტომ „თავადურში“ მოსულ მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი ხვდება, რომელთა შესახებაც უფრო ვრცლად გიამბობთ.

დარბაზი „სალხინოს“ შექმნა ინსპირირებულია ქართული ანტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ელემენტებით. ინტერიერი უკავშირდება დადიანების ცნობილი მამულის – სალხინოს ისტორიას, რომელიც ცნობილი იყო თავისი უნიკალური ღვინოებით, ქვევრებითა და ხმაურიანი მოლხენით. დარბაზში მუდმივად დგას ახალგამომცხვარი პურის სუნი, რადგან დარბაზშივეა მოწყობილი თონე, ასევე სამწვადე და ქვევრები, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის. დარბაზი სალხინო მომხმარებლებს ემსახურება 24 საათის განმავლობაში.

დარბაზი „სათავადო“ და „სანადიმო“ ფურშეტების, ქორწილების, ბანკეტების და საქმიანი ვახშმებისთვისაა განკუთვნილი. ყოველ საღამოს დარბაზების სივრცეს ხალხური მუსიკის ჰანგებით, ქართულ-უცხოური მუსიკალური ნომრებითა და ტრადიციული კოსტიუმირებული ცეკვების შოუპროგრამა ავსებს, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია სტუმრებისთვის.

ღამით გართობის მოყვარულთათვის თავადურში ყველაზე საყვარელი ადგილი „თავადური მუშტაიდი ვერანდაა“. ყოველდღიურად ვერანდაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მოუსმინონ საყვარელ მუსიკას და თავადაც იმღერონ. უქმეებზე კი ტარდება ივენთები მოწვეული ბენდებითა და მომღერლებით.

სწორედ ეს არის რესტორან „თავადურის“ ნიშა, რომ ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მქონე სტუმარზეა მორგებული სხვადასხვა კონცეფციის სივრცეები.

 

სამზარეულოს შესახებ გვიამბეთ.

„თავადური“ გთავაზობთ მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობის ავთენტურ კერძებს, როგორც ქართულს, ასევე ევროპულს. „თავადურის“ კერძები არა მხოლოდ გემოთი, არამედ საოცარი ესთეტიკით გამოირჩევა. პროფესიონალი მზარეულების დამსახურებით ყველა ჩვენი კერძი აკმაყოფილებს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს.

 

გუნდზეც მოგვიყევით.

დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო „თავადურის“ გუნდზე – ერთ დიდ ოჯახზე, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს ყველა იმ დეტალზე, რაც მაღალი დონის რესტორანში უნდა იყოს. მათი პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და ერთგულება საქმისადმი გვაძლევს იმ მაღალ ხარისხს, რომ მრავალი წელი ლიდერები ვიყოთ ბაზარზე.

ჩვენ ვართ ერთი გუნდი, გუნდი, რომელიც ყოველდღე მუშაობს, გეგმავს სიახლეებს, იმისთვის, რომ ვიყოთ უპირობოდ მაღალი დონისა და ხარისხის რესტორანი. წინ ბევრი საქმე და იდეები გვაქვს, ასე რომ, გელოდებით რესტორან „თავადურში“.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ნინი ლომაძე

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები