რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Techno

#OK! მაშო ავალიანი DJ-ის პროფესიის შესახებ

ნოემბერი 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა
რეკლამა

ჟურნალი OK! გაგაცნობთ მაშო ავალიანს, რომელიც უკვე მრავალი წელია DJ-ის პროფესიით საქმიანობს და ზრუნავს საზოგადოების განწყობის შექმნაზე. როგორც ინტერვიუში აღნიშნა, მისი მიზანია ღონისძიებაზე ყველა სტუმარი იყოს კმაყოფილი და საცეკვაო სივრცე არასოდეს დაცარიელდეს. მისივე თქმით, არ ემზადება წინასწარ, რადგან სცენაზე სწორედ რომ სტუმრების განწყობითა და ცეკვის სტილით განსაზღვრავს, რა გააბედნიერებთ მათ იმ მომენტში. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს საინტერესო შეკითხვებითა და პასუხებით.

მაშო, უპირველესად, გაგვეცანით.

მოგესალმებით. მე ვარ მარიამ ავალიანი, თუმცა ჩემი სასცენო სახელია „მაშო“. ვარ 26 წლის, დავიბადე და ვსაქმიანობ თბილისში. პროფესიით ვარ DJ (მუსიკალურად გაფორმება). პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში: დედამ ფეხების მგრძნობელობა დაკარგა და დიაგნოზის მიხედვით არაოპერირებადი იყო მისი მდგომარეობა. ამასთან ერთად, მამას სახსრების პრობლემა დაეწყო, რის გამო შინიდან ვერ გამოდიოდა. მომიწია ყველაფრის საკუთარ თავზე აღება, ვისწავლე მშობლების მოვლა და ყველაფერს ვუკეთებ იმისათვის, რომ რამე არ მოაკლდეთ. ამ რთული ეტაპის შემდეგ გავიაზრე, რომ შინ ყოფნით საკუთარ ოჯახს ვერ დავეხმარებოდი, ამიტომაც დავუბრუნდი ჩემს პროფესიას. პირადი ცხოვრების რუტინა ამჟამად ასეთია: დილით შინ ვუვლი მშობლებს, საღამოობით კი ჩემს საყვარელ პროფესიას ვუბრუნდები და ვაბედნიერებ როგორც საკუთარ თავს, ისე ხალხს.

გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. როდის და რატომ აირჩიეთ დიჯეის პროფესია?

სკოლის პერიოდში დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, ფორტეპიანოს განხრით. უნივერსიტეტის პერიოდში კი გავიაზრე, რომ ინგლისური ფილოლოგია ჩემი ნამდვილად არ იყო და აქტიურად დავიწყე იმ პროფესიის ძებნა, რომელიც ბედნიერებას მომანიჭებდა. ყველაფერი დაიწყო 18 წლის ასაკში, როდესაც სამსახურში ამიყვანეს − კლუბში, სახელად Selftime Private Club, სადაც შემასწავლეს DJ-ის გაფორმება. მუშაობა იმდენად მომწონდა, რომ გავიაზრე − ეს ის არის, რასაც ვეძებდი და აქტიურად დავიწყე ამ მიმართულებით განათლების მიღება. CES-ში გავიარე DJ-ing-კურსი, შემდეგ Rotational Studio-ში გავიარე Special DJ-ing Program. შეიძლება ითქვას, რომ ვეღარ გავჩერდი და პროდიუსინგის სწავლაც დავიწყე, რათა ჩემი მუსიკა შემექმნა. ამიტომ 303HZ-ში აბელტონისა და მუსიკის თეორიის პროგრამები გავიარე.

 

 

რა არის თქვენი ძირითადი მიმართულება?

ჩემი მომსახურების ძირითადი მიმართულება არის ის, რომ ღონისძიებაზე ყველა სტუმარი იყოს კმაყოფილი და საცეკვაო სივრცე არ დაცარიელდეს. სიმართლე გითხრათ, არასდროს ვემზადები წინასწარ, რადგან სცენაზე (საცეკვაო სივრცეში) სტუმრების განწყობითა და ცეკვის სტილით ვხვდები, რა გააბედნიერებთ მათ იმ მომენტში.

რა ტიპის წვეულებებს აფორმებთ მუსიკალურად?

არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ქორწილი, კორპორაციული წვეულება, პრეზენტაცია, დაბადების დღე, ბანკეტი თუ სხვა ღონისძიება − ყველაფერი DJ Masho-სთან ერთად კიდევ უფრო გამორჩეული იქნება.

 

რა შედის თქვენს შეთავაზებაში?

შეთავაზებაში შედის სხვადასხვა სტილის მუსიკალური გაფორმება, რომელიც მომხმარებელთან შეთანხმებით მზადდება და იქნება სრულად მათ სურვილსა და გემოვნებაზე მორგებული. მათ ვთავაზობ:

* Georgian Hits;

* Pop/RNB/Retro;

* Disco, Funky House;

* Electro/Techno.

როგორ ხდება მომხმარებელთან შეთანხმება?

თანამშრომლობა იგეგმება სხვადასხვა არხის მეშვეობით − როგორც სოციალური ქსელებით (Facebook, Instagram (DJ Masho)), აგრეთვე ტელეფონის ნომრით, რომელიც ასევე მითითებულია სოციალურ ქსელებში. მათი მეშვეობით წინასწარ ხდება მომხმარებლებთან შეთანხმება, მათი სურვილების გაცნობა და განსაკუთრებული დღის დაგეგმვა.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ, მინდა ახალი სახელით წარვდგე თქვენ წინაშე. ახლო მომავალში სწორედ ამ ახალი სახელით მოისმენთ ჩემ მიერ შექმნილ ჰარმონიულ მუსიკას. ასევე, სამომავლოდ ჩემი უმთავრესი მიზანია მშობლების ფეხზე დაყენება. მსურს, ჩემს ერთ-ერთ ფესტივალზე თავისი ფეხით მოვიდნენ და მოუსმინონ საკუთარ შვილს, როგორც უკვე ცნობილ და წარმატებულ DJ-ის.

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! სანდრო ბოლქვაძე – OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი
Techno

#OK! სანდრო ბოლქვაძე – OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი

დეკემბერი 2, 2022
#OK! როგორ შეიქმნა www.sfero.ge – ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმა საქართველოში
Techno

#OK! როგორ შეიქმნა www.sfero.ge – ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმა საქართველოში

ნოემბერი 30, 2022
#OK! Robo Coder • რობო კოდერი – პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიური მომავლისკენ
Techno

#OK! Robo Coder • რობო კოდერი – პირველი ნაბიჯი ტექნოლოგიური მომავლისკენ

დეკემბერი 7, 2022
#OK! DJ Community – მუსიკით გულანთებულნი
Techno

#OK! DJ Community – მუსიკით გულანთებულნი

ნოემბერი 30, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! “გლამურული, თანამედროვე, მინიმალისტური” – დევიდ კომამ ბრენდის უახლესი კოლექცია წარადგინა

#OK! “გლამურული, თანამედროვე, მინიმალისტური” – დევიდ კომამ ბრენდის უახლესი კოლექცია წარადგინა

თებერვალი 21, 2022
#OK! კაილი ჯენერი ნიუ-იორკის ქუჩებში ქალიშვილთან, პატარა სტორმისთან ერთად გამოჩნდა!

#OK! კაილი ჯენერი ნიუ-იორკის ქუჩებში ქალიშვილთან, პატარა სტორმისთან ერთად გამოჩნდა!

ივნისი 16, 2021
#OK! 73 წლის ვერა ვენგის თვალისმომჭრელი იმიჯი CFDA-ის დაჯილდოებაზე

#OK! 73 წლის ვერა ვენგის თვალისმომჭრელი იმიჯი CFDA-ის დაჯილდოებაზე

ნოემბერი 8, 2022
#OK! კიმ კარდაშიანის სპორტული იმიჯი! ვარსკვლავი YEEZY-ს ფეხსაცმლით!

#OK! კიმ კარდაშიანის სპორტული იმიჯი! ვარსკვლავი YEEZY-ს ფეხსაცმლით!

აპრილი 5, 2021
რეკლამა

კვირის ჰიტები

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

#OK! 10 ცნობილი ქართველი მერწყული

იანვარი 30, 2023
#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

#OK! „მიყვარხარ უსაზღვროდ“ – გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის ქორწინებიდან 2 წელი გავიდა

იანვარი 24, 2023
#OK! Doja Cat წამწამებით გაკეთებული წვერ-ულვაშით პარიზის მოდის კვირეულზე

#OK! Doja Cat წამწამებით გაკეთებული წვერ-ულვაშით პარიზის მოდის კვირეულზე

იანვარი 26, 2023
#OK! პიკემ ახალ შეყვარებულთან ერთად პირველი ფოტო გამოაქვეყნა

#OK! პიკემ ახალ შეყვარებულთან ერთად პირველი ფოტო გამოაქვეყნა

იანვარი 27, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×