• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! მარია გიორგობიანისა და ელენე დუმბაძის ჯანსაღი ცხოვრების წესი

February 1, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება თითოეული ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არაფერ გადაჭარბებულს უკეთესი შედეგი არ მოაქვს. მარია გიორგობიანი და ელენე დუმბაძე გვირჩევენ, ვიდრე ვარჯიშსა და დიეტას დავიწყებთ, ჩვენს ორგანიზმს მოვუსმინოთ, რათა ზუსტად გავაკეთოთ ის, რაც ნამდვილად გვჭირდება. ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს მენტალურ ჯანმრთელობასაც, რომელთა სინთეზი ჩვენზე დადებითად აისახება.

 

 

რას გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესი თქვენთვის?

(ელენე):  ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი შედგება ყოველდღიური ვარჯიშით, დაბალანსებული კვებით და მედიტაციით. მუდმივად ვცდილობ განვაახლო ვარჯიშები და მრავალფეროვანი გავხადო ეს რუტინა, რაც უფრო საინტერესოს ხდის ამ პროცესს. ძირითადად, დაკავებული ვარ ჩოგბურთის თამაშით, სირბილით, იოგათი ან რაიმე სხვა სახის ფუნქციური ვარჯიშით. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ მენტალურ ჯანმრთელობასაც და ხშირად მივმართავ მედიტაციას.

(მარია):  ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი გულისხმობს ყველაფრის ბალანსს, მათ შორის კვებისა და ვარჯიშის. ფიზიკური აქტივობებიდან განსაკუთრებით გამოვარჩევდი სირბილს, სეირნობასა და იოგას. მაქსიმალურად ვცდილობ კვირაში 5-ჯერ მაინც დავკავდე იოგათი, რაც დადებითად მოქმედებს ჩემზე. რაც შეეხება კვებას, ვიცავ 18-საათიან შუალედს, ხან მეტსაც. მთავარი კი ის არის, რომ ვუსმენ ჩემს ორგანიზმს და ამის მიხედვით ვარჩევ საკუთარ რუტინას. ხანდახან შესაძლოა უფრო ინტენსიურად ვივარჯიშო, ზოგჯერ კი შესაძლოა 2-3 დღე მსუბუქი ვარჯიშით დავკავდე. უმთავრესი ის გახლავთ, რომ საკუთარი თავი სტრესულ მდგომარეობაში არ ჩავაყენო და სიამოვნება მივიღო ვარჯიშის დროს.

 

რის მიხედვით შეარჩიეთ თქვენი სავარჯიშო გეგმა?

(ელენე):  თავდაპირველად სავარჯიშო დარბაზში დავდიოდი, სადაც შევისწავლე ფუნქციური ვარჯიშების ტექნიკა და სპეციფიკა. როდესაც პანდემია დაიწყო, შინ გავაგრძელე ვარჯიში, რაც აგრეთვე მარტივი და მოსახერხებელი აღმოჩნდა. რაც შეეხება ჩოგბურთს, ყოველთვის მომწონდა და მსურდა მესწავლა ეს თამაში. გარდა ამისა, ჩოგბურთს კარდიოს ფუნქციაც აქვს, რაც ძალიან სასარგებლო და საჭიროა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იოგა ხელს მიწყობს გაწელვასა და დასვენებაში. ყოველივე ერთად კი სიმშვიდის მოპოვებასა და ბალანსში მეხმარება.

(მარია):  გავიხსენებ იმ დროს, როდესაც აშშ-ში ყოფნისას პირველად ვესტუმრე იოგას სტუდიოს და აღმოვაჩინე ის მშვიდი გარემო, რომელიც იქ დამხვდა. იოგა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობაა, რადგან ამ პროცესში ვგრძნობ თითოეულ კუნთს, არ ვიღლები და შინაგანად სიმსუბუქე მეუფლება. ძილის წინ იოგას თავისი პრიორიტეტები აქვს − აუმჯობესებს ძილს და დილით უფრო ენერგიულად ვიღვიძებ. ამასთან, დღეში ორჯერ ძაღლს ვასეირნებ, რაც აგრეთვე მეხმარება აქტიურად ყოფნაში.

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

(მარია):  თქვენს მკითხველს ვურჩევ, მოუსმინონ თავიანთ ორგანიზმს, რადგან ვარჯიში და დიეტა ყოველთვის ინდივიდუალურია. შესაბამისად, რაც ერთ ადამიანზე დადებითად მოქმედებს, ამან მეორეს შესაძლოა საერთოდ არ მოუტანოს სასურველი შედეგი. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობებს, კარგი იქნება, თუ ყოველდღე ცოტას მაინც ივარჯიშებენ − იქნება ეს სპორტდარბაზში თუ გარეთ სეირნობა. უმოძრაობას მინიმალური მოძრაობა სჯობს, თუნდაც 10 წუთი.

(ელენე):  მარიას ვეთანხმები და დავამატებ იმასაც, რომ ამ ყველაფერთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობაც. ყოველივე ამაში კი დიდი წვლილი შეაქვს დღის გარკვეული მონაკვეთის სიმშვიდეში გატარებას, ფიქრსა და განტვირთვას.

 

 

ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! რა გველის 2023 წელს

#OK! რა გველის 2023 წელს

December 27, 2022
#OK! ნინო ჩიკვაშვილის „პროგრესი“ – პროგრესული სკოლა მომავალი თაობების განვითარებისთვის

#OK! ნინო ჩიკვაშვილის „პროგრესი“ – პროგრესული სკოლა მომავალი თაობების განვითარებისთვის

May 5, 2022
#OK! ფოტოები: 16 ცნობილი მოდელის პირველი გამოსვლა პოდიუმზე

#OK! ფოტოები: 16 ცნობილი მოდელის პირველი გამოსვლა პოდიუმზე

January 8, 2022
#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

#OK! პენელოპა კრუზისა და პედრო ალმოდოვარის უახლესი კადრები Parallel Mothers-ის გადასაღები მოედნიდან

April 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025
#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია –  პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

#OK! 100 წლის შემდეგ სენაში ცურვა ნებადართულია – პარიზი ოლიმპიადისთვის ემზადება

July 8, 2025
#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

#OK! წარმატებული ქალის შთაგონების წყაროდ ქცეული საქმიანობა

July 8, 2025
#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

#OK! ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ჩემი სიყვარულით ნაშრომ-ნამოქმედარი სხვას მოსწონს

July 8, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები