• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „მაისის ეზოს“ მთავარი სიახლე მუდმივი განვითარების სურვილია, არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას

July 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქუთაისში, გოგებაშვილის #11-ში ბარ-რესტორანი „მაისის ეზო“ მდებარეობს, რომელიც მომხმარებელს სასიამოვნო და საინტერესო გარემოს სთავაზობს. გამწვანებული ეზო, ტერასა, შიდა სივრცე, გემრიელი კერძები და განწყობა, რომელიც სტუმრის კმაყოფილებას იწვევს. ბარ-რესტორნის საქმიანობის, მიმდინარე სიახლეების და სამომავლო გეგმების შესახებ დამფუძნებელი, გიორგი ბაბუნაშვილი გვესაუბრება.

გვიამბეთ, „მაისის ეზოს“ შესახებ…

ჩვენი „მაისის ეზო“ არის ადგილი, სადაც მთელი გულით ვუმასპინძლდებით თითოეულ სტუმარს. ვცდილობთ გემრიელ კერძებთან ერთად, მათ სასიამოვნო და ქუთაისისთვის დამახასიათებელი განწყობა შევუქმნათ. სტუმრები როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან გვყავს. უცხოელებს ხშირად ვუზიარებთ ამბებს ქუთაისზე, სახლზე, რომელშიც დღეს ჩვენი რესტორანია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, და ზოგადად, საქართველოზე, ჩვენს კულტურაზე. ძალიან ბევრ დადებით შეფასებას ვიღებთ ჩვენი სტუმრებისგანაც და ეს უდიდესი მოტივაციაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებელი, ამიტომ ვცდილობთ ყველანაირი უკუკავშირი გავარჩიოთ და გავითვალისწინოთ, იქნება ეს კერძებთან, სერვისსა თუ ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

 

 

 

მომსახურების რა სერვისს სთვაზობთ მომხმარებელს, განსხვავებული კუთხით?

ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობა ძალიან ბუნებრივად არის დაკავშირებული ქართულ კულტურასა და ტრადიციებთან, სტუმარმასპინძლობა ხომ ქართველებისთვის ნამდვილად კულტურულ მემკვიდრეობასავითაა. ყოველდღე ვცდილობთ, სტუმრებისთვის უკეთესი მასპინძლები ვიყოთ. ჩვენი სივრცე, თავისებურებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ქუთაისისთვის სიახლეა. გახსნის დღიდან ყოველდღიურად გვიწევს მუშაობა იმაზე, რომ ის ჩანაფიქრი, რაც აქ ჩადებულია, მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ მომხმარებელთან, გავაცნოთ მათ ჩვენი საინტერესო მხარეები. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ქუთაისთან ძალიან ახლოს არის, ამ კუთხითაც ვეცადეთ განსხვავებული გეზი აგვეღო. ადამიანებს აკლდათ გარემო, სადაც წყნარად, მშვიდად, სასიამოვნო ქართული „ფონური“ მუსიკის ფონზე, მეგობრებთან, ოჯახთან ერთად დროს გაატარებდნენ, ისაუბრებდნენ, აზრებს გაცვლიდნენ და ერთმანეთს მოეფერებოდნენ. გამომდინარე აქედან, ავირჩიეთ გზა, რომლითაც მაქსიმალურად შევიკავეთ თავი ცოცხალი და ხმამაღალი მუსიკისგან. რა თქმა უნდა, გვაქვს ცოცხალი მუსიკის საღამოებიც, მაგრამ ძირითადად წყნარ გარემოს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს.

რა არის მთავარი ნიშა და სავიზიტო ბარათი?

ჩვენთან სივრცე რამდენიმე ნიშადაა დაყოფილი: გამწვანებული ეზო, ტერასა და შიდა სივრცე, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებელს და მათ სურვილებს.

ვფიქრობთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ბევრ მიზეზთან ერთად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რის გამოც ჩვენთან მომხმარებელი დადის, არის ქართული, ტრადიციული სამზარეულო. ჩვენ, დამფუძნებლები, გახსნის დღიდან ჩართული ვართ სამზარეულოს ყველა დეტალში, ჩვენს ხელში გადის ყველა კერძი, მათი გემოები და მაქსიმალურად ვცდილობთ უარყოფითი შედეგები ავირიდოთ თავიდან. არც ისე იოლი საქმეა, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავდროულად, საინტერესოც და სასიამოვნოც. ალბათ დამეთანხმებით, რომ წარმატება გარდაუვალია, როცა აკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებას განიჭებს. იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ, წარმატების უმნიშვნელოვანესი პირობაა.

რა სიახლეებს გეგმავთ?

მთავარი სიახლე არის მუდმივი განვითარების სურვილი. არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას – პირიქით, ვგეგმავთ აქტიურად გავაღრმაოთ გამოცდილება როგორც კულინარიის, ისე სტუმარმასპინძლობის თვალსაზრისით. მენიუ სეზონურად განახლდება, გავაძლიერებთ ადგილობრივი პროდუქტის ხაზს და რეგულარულად მოვაწყობთ თემატურ საღამოებს. ჩვენს ეზოს უკვე მასპინძლობს აკაკი – ღვინისა და ქართული კულტურის სიყვარულით გამორჩეული ადამიანი, რომელიც სტუმრებს სრულიად უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს დეგუსტაციებისა და გასაუბრებების ფორმატში. სწორედ ამ გზით გვინდა, რომ ჩვენი ადგილი გახდეს უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, რესტორანი – სივრცე, რომელიც იზრდება, ვითარდება და, რაც მთავარია, ადამიანებს ამახსოვრდებათ.

 

 

 

 

ტექსტი:  ნანა კუკულავა

ფოტო: ანუკი კახიძე, ზაზა კერძევაძე

ასევე გაეცანი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
#OK! საკუთარი ბრენდიდან ახალ იდეებამდე –  „ეკა ესთეტიკის“ განვითარების ახალი ეტაპი
OK! ქუთაისი

#OK! საკუთარი ბრენდიდან ახალ იდეებამდე – „ეკა ესთეტიკის“ განვითარების ახალი ეტაპი

July 31, 2026
#OK! „ვიპოვეთ ქუთაისში ჩვენი ადგილი – კიდევ დავბრუნდებით“
OK! ქუთაისი

#OK! „ვიპოვეთ ქუთაისში ჩვენი ადგილი – კიდევ დავბრუნდებით“

July 28, 2026
#OK! ზრუნვა ბარიერების გარეშე სასტუმრო „ჰილისგან“
OK! ქუთაისი

#OK! ზრუნვა ბარიერების გარეშე სასტუმრო „ჰილისგან“

July 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

#OK! რატომ არის წითელი ფერი Valentino-ს მოდის სახლის სიმბოლო?

January 20, 2026
#OK! პენელოპა კრუზი საკულტო ვარცხნილობას დაემშვიდობა!

#OK! პენელოპა კრუზი საკულტო ვარცხნილობას დაემშვიდობა!

March 13, 2021
#OK! მასაჟის თერაპია თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის

#OK! მასაჟის თერაპია თქვენი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობისთვის

May 10, 2025
#OK! The Weeknd-მა “გრემის” ჯილდო მოიპოვა, მას შემდეგ რაც აკადემია კორუფციაში დაადანაშაულა

#OK! The Weeknd-მა “გრემის” ჯილდო მოიპოვა, მას შემდეგ რაც აკადემია კორუფციაში დაადანაშაულა

April 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

#OK! Trump Tower თბილისში – 2-მილიარდიანი პროექტის დეტალები

September 16, 2026
#OK! „სიამაყე და ცრურწმენა“ Netflix-ზე ბრუნდება – ყველაფერი, რაც ახალი სერიალის შესახებ უნდა იცოდეთ

#OK! „სიამაყე და ცრურწმენა“ Netflix-ზე ბრუნდება – ყველაფერი, რაც ახალი სერიალის შესახებ უნდა იცოდეთ

September 17, 2026
#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

#OK! სესილია თაყაიშვილი – ცხოვრება, როლები და უკანასკნელი სურვილი

September 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები