• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

January 9, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჩემთვის ყველაზე სწორი ეს იდეაა – თუ ვერ ცვლი მოვლენებსა და ფაქტებს, შეცვალე შენი დამოკიდებულება მათ მიმართ. რა თქმა უნდა, ეს გულგრილობას სრულიად არ ნიშნავს, ამისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ თუ მიიღებ მოცემულობებს, როგორც ფაქტებს, მაშინ მათთან ბრძოლის ნაცვლად, მათზე მუშაობა ისე შეიძლება, რომ შედეგი გაცილებით საინტერესო იყოს, პროცესი კი – საინტერესო.

დიახ, ჩვენს ემოციებს ნამდვილად აქვთ ვიბრაცია – უარყოფითი ან დადებითი, ჩვენს სიტყვებს ნამდვილად აქვთ დიდი ძალა. ჰოდა, თუ ეს ყველაფერი უკან ჩვენვე გვიბრუნდება – მაშინ დავფიქრდეთ, რა გვინდა დაგვიბრუნდეს და რა არა.

თითქოს მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველაფერი სხვანაირადაა.

სოციალურმა ქსელებმა იმდენ რამეს ახადა ფარდა, იმდენი ლექი და ჭუჭყი ამოიტანა ზედაპირზე, რომ ჩვენც ვერ ვხვდებით, როგორ ვიქეცით ზომბებად. სად გაქრა აზროვნებისა და ანალიტიკის უნარები? ჩვენი ტვინი სავსეა მზა ესთეტიკითა და დებულებებით. ქრონოფაგია – ტერმინი, რაც დღევანდელობას ყველაზე მეტად უხდება – დროის მჭამელი. თითქოს ვისვენებთ მაშინ, როდესაც ვსქროლავთ, ადამიანებს სტატუსების საშუალებით ვესაუბრებით. კარგად ყიდის სოციალური მედია? – გადასარევად. ყიდის ყველაფერს, რაც იყიდება. ყიდის რეიტინგს, ნარატივს, მორალს…

ეს მოცემულობაა.

 

 

თუ მოგწონთ, ნება თქვენია. თუ არა – მოდი, ერთად შევცვალოთ ეს მოცემულობა და შევეშვათ დროის ფლანგვას სქროლვაში, მეტი ვისწავლოთ და მეტი ვიფიქროთ, მეტი ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ.

დრო ერთადერთია, რასაც ვერ აღადგენ, ამიტომ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საკუთარი თავი განვავითაროთ. განვითარებულ, ჭკვიან და ინფორმირებულ ადამიანებს, რომლებსაც აზროვნება შეუძლიათ, იოლად ვერ მოატყუებს ვერავინ და ერთი ნაბიჯი წინ, უკეთესობისკენ გადადგმული იქნება. აღარ შეგვაწუხებს თავს მოხვეული შიშები რაღაც აბსტრაქტულის, თუ გავაანალიზებთ გუშინდელ დღეს, ხვალინდელი უკეთესი იქნება. შეცდომის დაშვება ბუნებრივია, ერთადერთი ის შეცდომაა უპატიებელი, რომლისგანაც ვერაფერს სწავლობ.

ასაკი ძალიან ძვირფასი ციფრებია, ისაა, რაც შენ, მარტო მოსულმა ადამიანმა, რომელიც ასევე მარტო წავა, შექმენი ან ვერ შექმენი.

მე არ მეშინია ასაკის მატების, ასაკი მხოლოდ უბრალო ციფრები არაა. ასაკში კიდევ მეტად ხვდები მოძრაობის ძალასა და საჭიროებას, იმასაც, რომ გაჩერება ერთ ადგილას დგომას კი არა, უკუსვლას ნიშნავს.

ილია ჭავჭავაძის სიტყვებით გემშვიდობებით: „ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ლოკაცია: ჯინჯერ • Ginger

ასევე გაეცანი

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ოქტომბრის ნომრისთვის

October 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის აგვისტოს ნომრისთვის

August 10, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის
რედაქტორისგან

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

July 7, 2026

ახლა კითხულობენ

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – მარიკო თოდრაძე (ვიდეო)

February 16, 2024
#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

#OK! კაილი ჯენერი საკუთარი ბრენდის Kylie Baby-ს პროდუქციას არეკლამებს!

September 24, 2021
OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

OK! პეტრე მოციქული ყველაზე მოწინავე ფემინისტია

March 10, 2023
#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

May 7, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

#OK! ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა

October 25, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

#OK! “ხუთივე ხელჩაკიდებული მივიდა კუბოსთან და მის გარშემო იდგა” – მეთიუ პერის დაკრძალვის უცნობი დეტალები: როგორ დაემშვიდობნენ მსახიობს კოლეგები

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები