• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემია – ბავშვებთან ურთიერთობა მაბედნიერებს და ენერგიით მავსებს

October 6, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

წარმატებულ სპორტსმენსა და ყველასათვის საყვარელ ტელეწამყვანს, ქეთი ხატიაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ქეთიმ 4 წლისამ დაიწყო თამაში მხატვრული ტანვარჯიშის სექციაში, უშუალოდ სპორტით კი 6 წლიდან დაკავდა და მას მერე პროფესია ცხოვრების წესად აქცია. ტანვარჯიშში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონმა ტანვარჯიშის საკუთარი აკადემია შექმნა და ამით გოგონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

 

ქეთი, მოგვიყევით თქვენი აკადემიის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ მისი შექმნა?

როდესაც 16-წლიანი სპორტული კარიერა დავასრულე, უკვე მაშინ ვფიქრობდი, საკუთარი ტანვარჯიშის აკადემია შემექმნა, თუმცა ჯერ მქონდა კარიერული პაუზა, შემდეგ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვმონაწილეობდი. კონკურსში გამარჯვების შემდეგ კი ნინო და ილიკო სუხიშვილებმა შემომთავაზეს მათ სტუდიაში მუშაობა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი ამ წინადადებას. ბავშვებთან ურთიერთობამ კი უფრო მეტად მიმახვედრა, რომ ჩემი ოცნება აკადემიასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა ამესრულებინა, რადგან ვხედავდი, თუ როგორ მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა. ჩემი აკადემია 6 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და საკმაოდ წარმატებით. რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში იყო ბევრი სირთულე, რომელიც უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა. ისე გამოვიდა, რომ მეც ჩემს აკადემიასთან ერთად ვიზრდებოდი და ვვითარდებოდი. ჩემი შვილიც – ანასტასიაც ამ აკადემიაში გაიზარდა. აკადემიის შექმნის მიზანი იყო, უფრო მეტ გოგონას შეჰყვარებოდა აღნიშნული სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის შემეწყო ხელი.

 

 

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აკადემიის მოსწავლეები ნაკრების შესარჩევებსაც გადიან და ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს. მაგალითად, წელს ჩვენი კლუბის ტანმოვარჯიშე საქართველოს სახელით, როგორც ევროპის ისე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს ჩვენი აკადემიისთვის, რომელიც მხოლოდ 6 წელია არსებობს, უდიდესი შედეგია. ახლაც ვემზადებით საერთაშორისო დიდი ტურნირისთვის, რომელსაც ბაქო უმასპინძლებს.

 

გვესაუბრეთ, კონკრეტულად რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენი კლუბი ორ მიმართულებას სთავაზობს 4-დან 14 წლამდე გოგონებს. პირველი – მხატვრული ტანვარჯიში, უფრო მოყვარულების დონე, რომელიც კვირაში 3-ჯერ ან 2-ჯერ სრულფასოვან ვარჯიშს მოიცავს, თუმცა ეს არ არის სპორტული მიმართულება, რომელიც დიდი ტურნირებისთვის მომზადებას გულისხმობს. ამ უკანასკნელისთვის გვაქვს მეორე მიმართულება, რომელიც უფრო დატვირთული და შრომატევადია. ეს არის ერთგვარი მზადება ოლიმპიური თუ სხვა საერთაშორისო ჩემპიონატისთვის – კვირაში 6 დღე ვარჯიში და ბევრ რამეზე უარის თქმა, ამ ყველაფრისთვის კი უპირველესად ბავშვი უნდა იყოს მზად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთან ხშირად იმართება შეხვედრები ნუტრიციოლოგთან, რომელიც გოგონებს სწორ კვებასთან დაკავშირებით რჩევებს უზიარებს.

 

 

საკმარისია კვირაში 2-ჯერ სიარული?

სხვათა შორის, ამ ბოლო დროს უფრო დატვირთული გვაქვს შაბათი-კვირა, უმრავლესობას კვირაში ორჯერ სიარული უნდა. მართალია, კვირაში 2 დღე ვარჯიში დიდი სპორტისთვის, პროფესიონალი ტანმოვარჯიშის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ არის, თუმცა ორი დღის ვარჯიშიც ანიჭებს ბავშვს გრაციოზულობას. ამ დროს ყალიბდება სხეული, იგი უფრო მოქნილი და წელვადი ხდება. ასე რომ, მშობლების გასაგონად, მოყვარულის დონისთვის კვირაში ორი დღე საათნახევრიანი დატვირთვაც რაღაცას ნიშნავს.

 

როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენს პროფესიაში მნიშვნელოვანი?

მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია სიყვარული. უნდა გიყვარდეს და გსიამოვნებდეს ბავშვებთან ურთიერთობა. სამსახურიდან მოსული არასოდეს ვარ დაღლილი, რადგან ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და გამომდის. ტანვარჯიში არის ის, რაც მაბედნიერებს. გარდა ამისა, ბავშვები თავიანთი ენერგიითა და გულწრფელობით მავსებენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია დისციპლინა, ვაღიარებ, რომ ვარ მკაცრი, რადგან დიდი სპორტი დიდ ენერგიას მოითხოვს.

 

 

სამომავლო გეგმები…

ჯერჯერობით გაფართოებას არ ვგეგმავ, თბილისის მასშტაბით 5 ფილიალი გვაქვს – 3 საბურთალოზე, 1 რუსთაველზე და 1 ნაძალადევის რაიონში. იქიდან გამომდინარე, რომ ხუთივე ფილიალში ერთროულად ვერ ვიქნები, აუცილებელია 100%-ით ვენდობოდე ჩემი გუნდის წევრებს, უნდა ვიყო დარწმუნებული ჩემი მწვრთნელების პროფესიონალიზმში, სხვანაირად მათ ბავშვებს ვერ ვანდობ. ძალიან მიხარია, რომ სწორედ პროფესიონალი წევრებითაა დაკომპლექტებული ჩემი გუნდი, ადამიანებით, რომლებსაც უპირველესად უყვართ და სიამოვნებთ ის საქმე, რასაც აკეთებენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ ახლაც ვემზადებით საერთაშორისო ტურნირისთვის – ნელი სალაძის სახელობის საერთაშორისო თასისთვის, სადაც ჩემი აკადემიის ორივე კატეგორიის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც უკვე აღვნიშნე, შემდეგი ტურნირი გაიმართება ბაქოში, სადაც გვმასპინძლობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა, რომელიც აზერბაიჯანში ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი გახლავთ.

მარტში ვგეგმავთ ჩვენს ყველაზე დიდ, ქეთი CUP-ის საერთაშორისო ტურნირს, რომელსაც ყოველ წელს ვატარებთ. შარშან 300-მდე მოსწავლეს ვუმასპინძლეთ როგორც საქართველოდან, ისე 14 სხვა ქვეყნიდან.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად
ინტერვიუ

#OK! ერთადერთი კონკურენტი ჩემი გუშინდელი მეა – როგორ ვაქციოთ პატარ-პატარა მიზნები დიდ მწვერვალებად

November 6, 2026
#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

#OK! ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე კორეელ მამაკაცზე დაინიშნა

May 27, 2024
#OK! მსოფლიოში პირველი ღვინის სამკაული, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა

#OK! მსოფლიოში პირველი ღვინის სამკაული, რომელიც ქართველმა დიზაინერმა შექმნა

September 8, 2021
#OK! ამბავი სიყვარულისა

#OK! ამბავი სიყვარულისა

February 3, 2024
#OK! ამანდა სეიფრიდი Marie Claire-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

#OK! ამანდა სეიფრიდი Marie Claire-ის ახალი ნომრის ვარსკვლავია

May 11, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

#OK! ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება – ლონდონში “Ebenezer”- ის პრემიერა გაიმართა

November 12, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

November 12, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi – UVENTA, Genaro Rivas, Unknown Artisan და TAMRA: დიზაინერების ჩვენებები Factory Tbilisi-ში

November 9, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები