• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „კაფუნე“ – სივრცე, სადაც სითბო და სიყვარულია

October 16, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი ძიება ის მთავარი გასაღებია, რომელიც ეხმარება, ყველა საინტერესო კარი შეაღოს და მიიღოს შემდგომი ნაბიჯების მყარად გადადგმის ძალა და ენერგია. წინ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს, ზუსტად იცის, რომ შრომა ყოველთვის გამოიღებს შედეგს და მისცემს მოტივაციას არ შეწყვიტოს ძიების პროცესი. „OK! ბათუმის“ სტუმარი ქეთი გურგენიძეა, რომელიც თავის ბიზნესსა და ინტერესებზე გვესაუბრა.

ამბობთ, რომ სირთულეებთან გიყვართ შეჭიდება. როგორ ფიქრობთ, მაინც რას მოაქვს წარმატება?

სირთულეებთან შეჭიდება, ვფიქრობ, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოცდილებაა. ცხოვრება არც ისეთი მარტივი და ფერადია, როგორადაც წარმოგვიდგენია ხოლმე. მაგრამ ადამიანი უნდა იყოს მებრძოლი და ადვილად არ უნდა თმობდეს ოცნებებს. თუმცა წარმატების მისაღწევად მხოლოდ ოცნება არ არის საკმარისი, საჭიროა აქტიური შრომა და ისევ – დაუღალავი შრომა. ვფიქრობ, წარმატება არის გაწეული შრომის შედეგი.

 

 

კაფე „კაფუნე“ ბათუმში ბევრისთვის საყვარელი სივრცეა. მოგვიყევით, როგორ გაჩნდა იდეა და როგორ მოახერხეთ ამ იდეის განხორციელება?

ორი ოცნება მქონდა ბავშვობაში, ვყოფილიყავი მხატვარ-დიზაინერი ან მზარეული. დედის დაჟინებული მოთხოვნით, რადგან 90-იან წლებში კერვა არ მიიჩნეოდა პროფესიად, ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე და პროფესიით იურისტი ვარ. თუმცა ოცნების ასასრულებლად დავიწყე პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა. ვიყიდე საკერავი მანქანა, თავისუფალ დროს ვკერავდი და ვხაზავდი ესკიზებს. შემდეგ შევქმენი ოჯახი, მყავს სამი შვილი. ასე გავხდი დიასახლისი, რამაც გამოიწვია ჩემი დაინტერესება სამზარეულოს მიმართ. არ მქონია პროფესიული გამოცდილება კულინარიაში, თუმცა როგორც ამბობდნენ, ყველა კერძი გამომდიოდა გემრიელი, განსხვავებული გემოებით. მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ აუცილებელი იყო მქონოდა კვების ობიექტი. თუმცა კაფეს გახსნის იდეა მათ არ უკავშირდება, იდეა ეკუთვნით შვილებს.

მათ უყვარდათ ჩეხური დესერტი Trdelnik (ბუხრის ნამცხვარი). ჩანაფიქრიდან მალევე შეიქმნა „კაფუნე“. დავიწყეთ მხოლოდ დესერტით, მალევე გავფართოვდით, რასაც მოჰყვა ჩვენი სამზარეულოს გაფართოება და სხვა კუთხით განვითარება. ახლა შეგვიძლია სტუმრებს ქართულ-ევროპული კერძებით ვუმასპინძლოთ.

რატომ „კაფუნე“, რა სათქმელს ატარებს აღნიშნული სახელწოდება?

გაგიმხელთ. იდეის სისრულეში მოყვანისთანავე დავიწყე ფიქრი სახელზე. შევქმენი თბილი, მყუდრო და საყვარელი გარემო. ამიტომ გადავწყვიტე, კაფესთვის შემერჩია ისეთი სახელი, რომელიც იქნებოდა მოფერებითი და მარტივი. სწორედ ამიტომ – „კაფუნე“.

 

მათ ვინც ჯერ არ სტუმრებია თქვენს კაფეს, რის დაგემოვნებას ურჩევდით?

კაფეში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ჩემი რეცეპტით შექმნილი „კაფუნე combo“.

მრავალმხრივ შემოქმედებითი ხართ, ხატავთ, კერავთ. რა გაძლევთ მოტივაციას იმისთვის, რომ მუდამ იყოთ საკუთარი შესაძლებლობების ძიებაში?

დიახ, ბავშვობიდან ვხატავ და ვკერავ, სწორედ ამაშია ჩემი შინაგანი თავისუფლება. გურამ დოჩანაშვილის ფრაზას მოვიშველიებ: „ჩვენ ყველასა გვაქვს რაიმე დაფარულის წრიალა სურვილი“. მოტივაციას მაძლევს ჩემი შეუპოვარი ხასიათი. სულ ახლის ძიებაში ვარ და ვცვდილობ განვვითარდე პიროვნულად და, რა თქმა უნდა, პროფესიულად.

გაგვაცანით ოჯახი…

ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახი და მათი მხარდაჭერა. მყავს მეუღლე და სამი შვილი. მეუღლე ყველაზე დიდი გულშემატკივარია ჩემი.

 

როგორია თქვენი ერთი დღე „კაფუნესთან“ ერთად?

კაფეს მართვა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მოითხოვს ბევრ შრომას, ხარისხის კონტროლს და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას სტუმრების მიმართ. რაც არ უნდა რთული და შრომატევადი იყოს, როცა შენი საქმე გიყვარს, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.

სამომავლო გეგმა…

რა თქმა უნდა არაერთი საინტერესო გეგმა მაქვს, მალე სასიამოვნო სიახლეს გპირდებით. თუმცა ჯერ საიდუმლოდ შევინახავ, არ ვისაუბრებ ახალ პროექტზე. მანამდე კი ყველას გეპატიჟებით ჩემს მყუდრო სივრცეში, „კაფუნე“, სადაც ძალიან თბილი გარემო და უგემრიელესი დესერტები თუ კერძები დაგხვდებათ.

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები