ჟურნალი OK! ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „პერტეს“ გაგაცნობთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და უამრავი ერთგული მომხმარებელი გაიჩინა ამ დროის განმავლობაში. ხარისხი, სასიამოვნო გარემო, უმაღლესი შედეგი, პროფესიონალთა გუნდი იმ უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც ცენტრი აერთიანებს. იმისათვის, რომ უკეთ გაგაცნოთ „პერტე“, დედა-შვილს − დამფუძნებელ ნათია აბულაშვილს და PR-მენეჯერ მაშო ჯავახიშვილს ვესაუბრეთ.
უპირველესად გაგვეცანით. რამდენი ხანია, რაც ამ საქმით ხართ დაკავებული?
(ნათია): პროფესიით ლიცენზირებული ინფექციონისტი და ოჯახის ექიმი ვარ, თუმცა უკვე 8 წელია, რაც მიმართულება შევიცვალე და სერტიფიცირებული ლაზეროთერაპევტი გახლავართ.
ყოველთვის ვამბობ, რომ ისევ და ისევ საქმის სიყვარულმა დამათმობინა ჩემი ძირითადი პროფესიის ორი ლიცენზია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორივე მათგანი ძალიან მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე.
რამდენი ხანია, რაც „პერტეს“ იდეა გაგიჩნდათ და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?
(ნათია): „პერტეს“ გახსნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გამიჩნდა და ჩემი ყველაზე მთავარი მოტივაცია და მიზანი იყო, საზოგადოებისთვის შემეთავაზებინა განსხვავებული ხარისხი და სასიამოვნო გარემო. ჩამომეყალიბებინა მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ჯგუფი და ვყოფილიყავი სამართლიანი ხელმძღვანელი.
რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია „პერტეს“ გახსნისას?
(ნათია): მყავს ორი მოტივატორი − გიორგი შარაშიძე, ჟურნალ OK!-ის დამფუძნებელი, რომლის სტატუსებმა შემძინა ძალიან დიდი მოტივაცია იმისა, რომ ცხოვრებაში უნდა იარო წინ და არასოდეს დანებდე. ხოლო ჩემი მეორე მოტივატორი იყო „ბიოლის“ დამფუძნებელი − თამაზ მჭედლიძე. სწორედ მან დამარწმუნა, რომ თუ ადამიანი მოინდომებს და მიზანს დაისახავს, აუცილებლად მიაღწევს შედეგს. ჩემს შემთხვევაში მთავარი იყო მონდომება და სიყვარული, რაც ნამდვილად უპირობოდ მქონდა საკუთარი პროფესიის მიმართ. სწორედ ამან გადამაწყვეტინა საქმის დაწყება და მომიყვანა დღევანდელ დღემდე.
როგორი იყო „პერტეს“ გახსნის პროცესი?
(ნათია): არ იყო მარტივი პროცესი, რადგან ძალიან რთულ პერიოდში − შუა პანდემიის დროს გადავწყვიტე „პერტეს“ გახსნა, თუმცა იმდენად დიდი იყო ამ საქმის მიმართ სიყვარული, სურვილი და მხარდაჭერა პაციენტების მხრიდან, რომ საბოლოოდ გადავდგით ეს ნაბიჯი და დავიწყეთ სვლა ჩვენი მიზნის განსახორციელებლად.
გახსნის შემდეგ სრულიად სხვა სურათი გადაიშალა ჩვენ წინაშე, რადგან აქ მოსულმა თითოეულმა პაციენტმა განსაკუთრებულად შეიყვარა „პერტე“. იმაზე მეტად დაგვიდგა გვერდით თითოეული მათგანი, ვიდრე ამას მოველოდით. გახდნენ ჩვენი თითოეული მომსახურების მომხმარებლები, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და გვაძლევს მოტივაციას გავაკეთოთ უფრო მეტი წინსვლისა და განვითარებისთვის.
(მაშო): ჩვენდა გასაკვირად, იმაზე ბევრად სწრაფად განვვითარდით და გაგვიცნო საზოგადოებამ, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. „პერტე“ შეიყვარა ძალიან ბევრმა ადამიანმა.
საბოლოოდ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენმა მიზანმა და იდეამ გაამართლა. სახელწოდებაც ამას უკავშირდება − „პერტე“ ანუ „შენთვის“, და ჩვენ ნამდვილად ორიენტირებულები ვართ საკუთარ მომხმარებლებზე, მუდმივად ვაგრძნობინებთ, რომ „პერტე“ შეიქმნა მათთვის და მათი კომფორტისთვის.
გაგვაცანით პროცედურები, რომლებსაც ამ ეტაპზე სთავაზობთ მომხმარებლებს.
(ნათია): ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ დიოდურ ეპილაციას, კოსმეტოლოგიის ყველა სახეობის მომსახურებას, მათ შორის ინიექციურ და არაინექციურ პროცედურებს; სახის წმენდას, რომელსაც ატარებს ექიმი-კოსმეტოლოგი მაია ბენაშვილი ასევე მასაჟს, სადაც თავისი საქმის პროფესიონალი − ნანა კიკილაშვილი ატარებს პროცედურებს; ასევე, ინდოელი როჰიტ კალია, რომელიც როგორც ჩვეულებრივ, ასევე სამკურნალო-გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო, მაკორექტირებელ და ძალიან ბევრ გასანებივრებელ პროცედურას სთავაზობს პაციენტებს, მათ შორის აღმოსავლური მასაჟის სახეობებს, როგორიცაა: რეიკის ენერგოთერაპია, რეფლექსოთერაპია, თავის ინდური მასაჟი, შიროდარა და აბიანგა.
რა მიგაჩნიათ „პერტეს“ უპირატესობად?
(მაშო): „პერტეს“ ძალიან დიდი უპირატესობაა ხარისხი, რომელსაც ჩვენი უამრავი ერთგული მომხმარებელიც მოწმობს. გახსნიდან რამდენიმე თვეში ერთგულების ბარათები დავამზადეთ და 300 ბარათი ისე სწრაფად შეივსო, რომ ვერც წარმოვიდგენდით. ეს იმას ნიშნავს, რომ გვენდობიან და საბოლოოდ იღებენ შედეგს, რაც ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია.
(ნათია): ნიშას რა შეეხება, ალბათ ის, რომ ჩვენი მთავარი პრინციპია გულწრფელობა და ემპათიურობა. ის, რომ პროცედურები მარტივად და უმტკივნეულოდ მივაწოდოთ პაციენტებს და ყოველთვის სასიამოვნო იყოს მათი ვიზიტი ჩვენთან.
გვიამბეთ „პერტეს“ გუნდისა და სასწავლო კურსის შესახებ.
(ნათია): სასწავლო კურსი „პერტეს“ გახსნის დღიდან ჩამოყალიბდა და სწავლების თითოეულ კურსს ოთხი მოსწავლე ესწრება, რადგან ეს პროფესია ინდივიდუალურ სწავლებას მოითხოვს. კურსი იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა, რომ არც კი მოველოდი. პირველი ჯგუფის ოთხივე მოსწავლე კურსის დამთავრებისთანავე დასაქმდა საუკეთესო ცენტრებში. ჩემი მიზანი იყო კურსი ჩამომეყალიბებინა, თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენცია ამ სფეროში ძალიან მაღალია, ამიტომ მინდოდა კონკურენტუნარიანი გარემო ყოფილიყო ბაზარზე და მეც ჩემი წვლილი შემეტანა ამაში.
ამ ეტაპზე ჩემი ინიციატივით ჩავერთეთ სოციალურ პროექტში, რომლის ფარგლებშიც ქალთა ორგანიზაცია „ფემინას“ ხელმძღვანელ ნინო ბაისონაშვილს მივმართეთ, რომელთან ერთად ავარჩიეთ ხუთი გოგონა და სრულიად უფასოდ შევასწავლეთ ეს პროფესია. რასაკვირველია ამით არ დაგვისრულებია ამ პროექტში საქმიანობა და მუდმივად ჩართულები ვართ მოცემულ რეჟიმში.
გვესაუბრეთ აპარატურაზე და პრეპარატებზე, რომლებიც „პერტეშია“ წარმოდგენილი.
(მაშო): ვიყენებთ ბაზარზე არსებულ ყველაზე მაღალი ხარისხის, სანდო და უსაფრთხო პრეპარატებს, რაც „პერტეს“ კიდევ ერთი უპირატესობაა.
(ნათია): ჩვენთან წარმოდგენილია 2021 წლის, ბოლო თაობის გერმანული წარმოების დიოდის აპარატი − „მედიოსტარ მონოლითი“, რომელიც გახლავთ სამსხივიანი, მეექვსე თაობის, ჰიბრიდული მექანიზმის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს აპარატი ბაზარზე საუკეთესოა მისი ტექნიკური შემადგენლობით, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და იძლევა საუკეთესო შედეგს. ხედავს ექვსივე ფოტოტიპს, რომლის შეფასება ხდება წინასწარ, პროცედურის დაწყებამდე.
შედეგი ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, გენეტიკურ განწყობაზე, თმისა და კანის სტრუქტურაზე. თუმცა 4-8 პროცედურის შემდეგ შედეგი უკვე საგრძნობია. ამ დროს თმის ფაქტობრივად 70% უკვე გამქრალია, თუმცა საბოლოო შედეგის დაკონკრეტება მაინც რთულია.
(მაშო): ასევე უნდა ითქვას, რომ სოლარიუმი არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან პროცედურიდან 3-5 დღეში უკვე შეუძლია პაციენტს რუჯის მიღება.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
(მაშო): გარდა იმისა, რომ უამრავი ქალბატონი გახდა ჩვენი ერთგული მომხმარებელი, მამაკაცებიც ჩვენი ესთეტიკური ცენტრის ძალიან აქტიური სტუმრები არიან. მაქსიმალურად მორგებულები ვართ მამაკაცი ვიზიტორების კომფორტზე და ვცდილობთ მოვემსახუროთ მათთვის ოპტიმალურ დროს.
როგორია „პერტეს“ სამომავლო გეგმები?
(ნათია): ახლო მომავალში გვსურს საზოგადოებას შევთავაზოთ სრული სალონური მომსახურება. მათ შორის ვაპირებთ მანიკიურის მომსახურების დამატებას, სადაც ასევე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი მოემსახურება მომხმარებლებს.
დაახლოებით ერთ წელიწადში ვგეგმავთ „პერტეს“ კიდევ ერთი ფილიალის გახსნას, რომელიც იქნება ბევრად მასშტაბური თავის სასწავლო ცენტრთან ერთად და მოიცავს ყველა პროცედურას, რაც არსებობს სილამაზის სფეროში.
(მაშო): სამომავლოდ პაციენტებს ასევე შევთავაზებთ უამრავ პროექტს, რაც მათთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. მათ შორის ახალ პროცედურებს, ფასდაკლებებს, წამახალისებელ საჩუქრებს და ა.შ.
(ნათია): პირადად მაქვს საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ავიღე მსოფლიო ლაზერის საერთაშორისო ორგანიზაციაში და ახლა ვაწარმოებთ აქტიურ მოლაპარაკებას იმის თაობაზე, რომ ჩვენც მოგვენიჭოს უფლება, შევძლოთ საერთაშორისო ლიცენზირებული სერტიფიკატის გაცემა.
მის: ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა N7ბ
ტელ: 551 12 23 34
Facebook: PER TE
Instagram: per_te_este
Mail: [email protected]
სამუშაო საათები: 10:00 AM – 11:00 PM