• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ელენე ბოჭორიშვილი – პროფესიონალიზმი, ბუნებრიობა და ესთეტიკური ჰარმონია

March 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Ok! ბათუმის სტუმარი, ელენე ბოჭორიშვილი, არ არის უბრალოდ ექიმი-კოსმეტოლოგი, ის სპეციალისტია, რომელიც ყოველ ვიზიტს პატარა გარდასახვად აქცევს. მისი გზა სამედიცინო უნივერსიტეტიდან ბანკში მუშაობამდე, შემდეგ კი ესთეტიკურ მედიცინამდე, აჩვენებს იმ ადამიანურ სიძლიერესა და გრძნობას, რომელიც თავის სფეროში წარმატებას განაპირობებს. ელენე არ ფოკუსირდება მხოლოდ გარეგნულ შედეგზე, მისი პროფესია არის შესაძლებლობა, ადამიანებს დაუბრუნოს თავდაჯერება, შინაგანი ჰარმონია და ბუნებრიობის შეგრძნება. მისთვის თითოეული  პროცედურა არა უბრალოდ ტექნიკა, არამედ ფაქიზი ხელოვნებაა, სადაც ინდივიდუალურობა, ემპათია და სინაზის შეგრძნება უდიდეს როლს თამაშობს.

საინტერესო პროფესიული გზა გაქვთ – სამედიცინო უნივერსიტეტიდან ბანკში მუშაობამდე, შემდეგ კი ესთეტიკურ მედიცინამდე. როგორ მოხდა ეს გარდატეხა?

ჩემი გზა ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი, როგორც ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულისთვის. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელებამდე, სრულიად შემთხვევით ამოვყავი თავი საბანკო სფეროში, თუმცა ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბანკში გატარებულმა პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მასწავლა ორგანიზებულობა, დისციპლინა და ადამიანებთან ურთიერთობის სხვადასხვა მხარე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, შევიძინე უამრავი მეგობარი და გულშემატკივარი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე გვერდით მიდგანან და მაძლიერებენ. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემს სფეროს უნდა დავბრუნებოდი. ერთ მშვენიერ დღესაც ასე მოხდა – ჩავაბარე რეზიდენტურაში და მისი დამთავრების შემდეგ ავიღე სახელმწიფო ლიცენზია სტომატოლოგიაში. თუმცა არც ეს აღმოჩნდა ჩემი საბოლოო გზა და დღეს ესთეტიკის სფეროში ვმოღვაწეობ.

 

 

რა იყო ის მთავარი მომენტი, როცა მიხვდით, რომ ესთეტიკა თქვენი სფეროა?

მთავარი მოტივატორი, რომ ამ საქმეში სერიოზულად ჩავრთულიყავი და კვალიფიკაცია გამევლო, რათა შევმდგარიყავი ექიმი-კოსმეტოლოგი, იყო ადამიანი – ჩემი მასწავლებელი, ქალბატონი ლელა მეფარიშვილი, რომელმაც მომცა რწმენა, რომ მე შევძლებდი. ეს კი არის სფერო, რომელიც  ძალიან დიდ ადრენალინს განიჭებს, როცა ხედავ, როგორ შეიძლება ერთი მცირე ჩარევით ადამიანს დაუბრუნო თავდაჯერება. ეს არ არის მხოლოდ გარეგნული ცვლილება, ეს არის შინაგანი კომფორტის, ჰარმონიის აღდგენა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ესთეტიკა ჩემთვის მხოლოდ პროფესია კი არა, ერთგვარი გზა იყო ადამიანების შინაგან სამყარომდე.

რა გაკვეთილები წამოიღეთ წინა გამოცდილებებიდან, რომლებიც დღეს გეხმარებათ თქვენს პრაქტიკაში?

ბანკში მუშაობამ მასწავლა სიზუსტე, დეტალებისადმი ყურადღება, ლოგიკური აზროვნება, ადამიანებთან ურთიერთობა. ეს ყველაფერი, ასევე მედიცინაში, ძალიან საჭირო უნარჩვევებია, სიღრმისეული ანალიზი და პასუხისმგებლობა, ხოლო ადამიანებთან ურთიერთობაში – მოსმენა. ეს სამივე კომპონენტი დღესაც მეხმარება. ყოველი პაციენტი ხომ ინდივიდუალური სამყაროა, რომლის გაგებაც სიფრთხილეს მოითხოვს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. როცა უკან ვიყურები, ვგრძნობ, რომ სწორ ადგილას ვარ. დღეს ჩემს საქმეში ვხედავ მიზანს, შინაარსს და შედეგს. ვგრძნობ, რომ ის, რასაც ვაკეთებ, რეალურად ცვლის ადამიანების თვითშეფასებას და შინაგან მდგომარეობას და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა.

ამბობთ, რომ თქვენი მთავარი პრინციპი ბუნებრიობის შენარჩუნებაა. როგორ განსაზღვრავთ ამას?

ბუნებრიობა ჩემთვის ნიშნავს ადამიანი იყოს ის, ვინც არის და არ მოხდეს მისი იდენტურობის დაკარგვა – შეუნარჩუნდეს ის, რაც პაციენტს უკვე აქვს. ჩემი მიზანია არა მისი შეცვლა, არამედ გაძლიერება, ხაზგასმა იმ სილამაზისა, რაც ისედაც აქვს, და შენარჩუნება, რათა მაქსიმალურად შევანელოთ ბიოლოგიური დაბერების პროცესი. როდესაც პაციენტი სარკეში იყურება და ამბობს: „ეს ისევ მე ვარ“,  როცა პაციენტები მეუბნებიან, რომ იღებენ კომპლიმენტებს, მაგრამ ვერავინ ხვდება რა აქვთ გაკეთებული, სწორედ მაშინ ვიცი, რომ სწორი ხედვა მაქვს.

როგორ ხედავთ თანამედროვე ესთეტიკის ტენდენციებს? სად მთავრდება ხელოვნება და იწყება სტანდარტიზაცია?

ესთეტიკა სწრაფად იცვლება. თანამედროვე ესთეტიკის ტენდენციები დღეს გადის კანის მოვლაზე და ხარისხზე, ნაკლები ჰიპერკორექციები შემავსებლებით და მეტი თერაპია. ჩემთვის ის ყოველთვის ხელოვნებად დარჩება. სტანდარტები აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, ნამდვილი შედეგი იქ ჩნდება, სადაც ტექნიკას ემატება ხედვა, გემოვნება და ინდივიდუალური მიდგომა.

როგორ უნდა მოძებნოს ექიმმა ზღვარი, როცა ჩარევა უკვე არღვევს ინდივიდუალობას?

ეს ზღვარი იწყება იქ, სადაც მთავრდება გულწრფელობა. ექიმმა უნდა უთხრას პაციენტს „არა“, როცა გრძნობს, რომ მოთხოვნა მოდის კომპლექსიდან, სოციალური ქსელების გავლენიდან და არა შინაგანი სურვილიდან. ეს ეთიკის საკითხია.

ყოფილა შემთხვევა, როცა პაციენტზე უარი გითქვამთ მხოლოდ იმიტომ, რომ ცვლილება მის იდენტობას დააზიანებდა?

ხშირად შეიძლება არა, მაგრამ მქონია მსგავსი შემთხვევებიც. ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის რთულია, მაგრამ აუცილებელი. ექიმის პასუხისმგებლობაა დაიცვას პაციენტის ბუნებრივი სახე მაშინაც კი, როცა თავად პაციენტი დროებით ვერ ხედავს თავის რეალურ სილამაზეს.

 

რას ურჩევდით ქალბატონებს, რომლებსაც მუდმივად სურთ ახალგაზრდული იერი?

პირველ რიგში – ყველა ქალი არის ლამაზი. არ ებრძოლონ დროს. სილამაზე არის მდგომარეობა, სადაც ხარ მშვიდად საკუთარ ასაკთან, სხეულთან და სახესთან. სწორად შერჩეული პროცედურები კი გვაძლევს საშუალებას მივყვეთ ფიზიოლოგიური დაბერების პროცესს და ყოველთვის გამოვიყურებოდეთ ლამაზად, რაც ასევე გვმატებს თვითდაჯერებულობას, მოტივაციას. სილამაზე არ არის მხოლოდ გარეგანი, ასევე მნიშვნელოვანია შინაგანი ბალანსი, მენტალური ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების სტილი.

არის თუ არა სილამაზე ფსიქოლოგიური ბალანსის შედეგი?

რა თქმა უნდა. როცა ადამიანი ჰარმონიაშია საკუთარ თავთან, მისი მზერაც და სხეულიც სხვა ენერგიას ასხივებს. ტექნოლოგიები მხოლოდ ამ შინაგან სინათლეს აძლიერებენ.

ხშირად მოგზაურობთ და მონაწილეობთ საერთაშორისო კონფერენციებში. რა განსხვავებაა საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიდგომებს შორის?

უკვე ევროპაში და აზიაშიც დიდი ყურადღება ექცევა პროფილაქტიკას და ბუნებრივ შედეგებს. საქართველოშიც ეს კულტურა ახლა უფრო მყარდება, პაციენტები და ექიმები უფრო სწორად ირჩევენ პროცედურებს, რაც ზუსტად პასუხობს ესთეტიკაში თანამედროვე ტენდეციებს.

ქართველ სპეციალისტებს რა უპირატესობა აქვთ ამ სფეროში?

არ ვიცი სხვა ქვეყნებში ამ კუთხით რა მდგომარეობაა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ემპათია და ემოციურობა –  ჩვენ პაციენტთან უფრო ღრმად ვურთიერთობთ. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ რეალურ ზრუნვას ადამიანზე.

როგორ გრძნობთ ბათუმის ენერგიას თქვენს პროფესიაში?

უკვე 20 წელია ვცხოვრობ ბათუმში და ის ჩემთვის ყველაზე საყვარელ ქალაქად იქცა. ბათუმს განსაკუთრებული აურა აქვს. ჩემს გარშემო ადამიანები ქმნიან იმ თბილ, მყუდრო და ბედნიერ გარემოს, რასაც, ალბათ, ვერასდროს შეველევი. ეს ქალაქი ჩემთვის მუდმივი შთაგონების წყაროა.

ბოლო წლებში შეიცვალა თუ არა ქალთა დამოკიდებულება სილამაზისადმი?

კი, დღეს ქალები უფრო სიყვარულით და მზრუნველობით უდგებიან საკუთარ თავს. ცდილობენ იყვნენ ბუნებრივები, ზრუნავენ როგორც კანზე, ასევე სხეულზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. სურთ გამოავლინონ თავიანთი უნიკალურობა, და ეს ცვლილება საოცრად გასახარია.

როცა პროფესიულად გადატვირთული დღე გაქვთ, როგორ იმაღლებთ ენერგიას?

მეგობართან ერთად ლუდი ან ღვინო და გულახდილი საუბრები ჩემი ბედნიერებაა. მუსიკა, ავტომანქანით უსასრულოდ ქალაქში ბოდიალი და რამდენიმე საათით მარტო საკუთარ თავთან დარჩენა, მედიტაცია. ძალას მაძლევს ოჯახი, ის მადლიერება და სიყვარული რასაც პაციენტებისგან ვიღებ.

როგორი ხართ სამუშაო კაბინეტის მიღმა?

ვცდილობ თავისუფალი დრო დავუთმო ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარებას და მოგზაურობას, რადგან ეს ყველაფერი მავსებს ენერგიით, რაც  შემდეგ ცხოვრების გაგრძელების ძალას მაძლევს.

რას მოაქვს წარმატება?

მუდმივი სწავლა,საქმისადმი  სიყვარული და ადამიანების პატივისცემა. წარმატება ჩემთვის არ არის შედეგი – ეს არის პროცესი, ყოველდღიური ზრდა და საკუთარი გზის პატიოსნად გავლა.

 

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

January 3, 2022
#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

October 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები