• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

22 სექტემბერს მილანის ისტორიული Galleria Vittorio Emanuele II უზარმაზარ პოდიუმად იქცა – აქ Vogue World: Milano 2026 გაიმართა, ღონისძიება, რომელმაც იტალიური მოდის ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, ტექნოლოგია და თანამედროვე პოპკულტურა ერთ შოუში გააერთიანა.

Vogue World-ის მეხუთე ღონისძიების მთავარი იდეა „ადამიანის ხელი ტექნოლოგიის ეპოქაში“ იყო.

 

რა არის Vogue World?

Vogue World ჟურნალ Vogue-ისა და მისი მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის, მიერ შექმნილი გლობალური მოდის ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა მოდის ქალაქში იმართება.

 

 

1 of 9
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

 

პროექტი Vogue-მა 2022 წელს ნიუ-იორკში დაიწყო და მას შემდეგ ღონისძიება ლონდონში, პარიზსა და ლოს-ანჯელესში გაიმართა. ყოველ წელს მისი კონცეფცია განსხვავებულია: იგი მოდას სხვა სფეროებთან – მუსიკასთან, კინოსთან, სპორტთან, თეატრთან და ხელოვნებასთან – აერთიანებს. მილანის შემთხვევაში მთავარი აქცენტი იტალიურ მემკვიდრეობაზე, ხელოვნებასა და ტექნოლოგიების ეპოქაში ადამიანის შემოქმედების მნიშვნელობაზე გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტს საქველმოქმედო მიმართულებაც აქვს – წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში Vogue მინიმუმ 2 მილიონ ევროს გამოყოფს მილანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე Quarto Oggiaro-ს ბიბლიოთეკის განახლებისთვის.

Vogue World: Milano ხუთ მთავარ ნაწილად იყო დაყოფილი:

პირველი – The Artisanal Revolution – იტალიური რენესანსის ეპოქას მიეძღვნა. პოდიუმზე გამოჩნდა ბროკადი, მაქმანი, ხელით შესრულებული ორნამენტები და მდიდარი ტექსტურები.

 

მეორე ნაწილი – The Industrial Revolution – იტალიის ინდუსტრიულ განვითარებას შეეხო. აქ განსაკუთრებით გამოიკვეთა ტურინის, როგორც ავტომობილებისა და წარმოების მნიშვნელოვანი ცენტრის, გავლენა.

მკაცრი სილუეტები და მონოქრომული ქსოვილები ამ ნაწილის მთავარი ვიზუალური ელემენტები იყო.

 

მესამე  – Made in Italy – იტალიური კინოსა და „La Dolce Vita“-ს ეპოქას მიეძღვნა. შოუს ინსპირაცია ფედერიკო ფელინი და იტალიური კინემატოგრაფიის ოქროს ხანა გახდა.

მეოთხე ნაწილი, The Age of Intelligence, უკვე პირდაპირ ტექნოლოგიებს შეეხო. შოუს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და დასამახსოვრებელი მომენტი პოდიუმზე რობოტების გამოჩენა იყო.

მეხუთე – The Imagination Revolution – მომავალს დაეთმო. შოუს მთავარი აზრიც სწორედ ეს იყო: როგორ შეიძლება იტალიური მოდის მრავალწლიანი მემკვიდრეობა მომავლისთვის ახალი იდეების საფუძველი გახდეს.

 

1 of 5
- +

1.

2.

3.

4.

5.

ვინ გამოჩნდა პოდიუმზე?

Vogue World: Milano-ს პოდიუმზე არაერთი ცნობილი მოდელიც ვიხილეთ. მათ შორის იყვნენ ჯიჯი ჰადიდი, ვიტორია ჩერეტი, მარია-კარლა ბოსკონო, ალექს კონსანი, ჰელენა კრისტენსენი, ირინა შეიკი, ეშლი გრემი, იმან ჰამამი, ევა ჰერციგოვა, ანოკ იაი, ამელია გრეი, კეროლინ მერფი დაადრიანა ლიმა.

 

1 of 14
- +

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

ცნობილ მოდელებთან ერთად Vogue World-ზე ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანიც გამოჩნდა.

 

მათ პოდიუმზე ვერსაჩეს, გუჩის, არმანის, მიუ მიუს, დოლჩე და გაბანას, ვალენტინოს, პრადასა და სხვა მაღალი მოდის სახლების ნამუშევრები წარადგინეს.

პროფესიონალ მოდელებთან ერთად არაერთი ცნობილი სახე ვიხილეთ: დევა კასელი, ალიშა კიზი, ჯეი ბალვინი, ჯერემი პოუპი, სიმონ ეშლი, ლორა ჰარიერი, MGK, არინა საბალენკა, სემ კლაფლინი, ევა ლონგორია, აირის ლოუ დაავა ფილიპი.

პოდიუმზე ჯენიფერ ლოპესის გამოჩენამაც მიიქცია ყურადღება. ის Dolce & Gabbana-ს სამოსში გამოვიდა, კარდი ბიმ კი Versace-ს ლუქი წარადგინა.

 

მილანში გამართულ ღონისძიებას ქართული მოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, დემნა გვასალია, დაესწრო. Gucci-ს კრეატიული ხელმძღვანელი Vogue World: Milano-ს სტუმრებს შორის იყო და იტალიური მოდის ყველაზე გავლენიან დიზაინერებთან ერთად იჯდა.

მის გვერდით იყვნენ მიუჩია პრადა, ალესანდრო მიკელე, დონატელა ვერსაჩე, დომენიკო დოლჩე, სტეფანო გაბანა, პიერპაოლო პიჩოლი, ფრანჩესკო რისო და მარია გრაცია კიური.

 

აღსანიშნავია, რომ დემნას მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში კვლავ ვიხილავთ – 25 სექტემბერს ის Gucci-ს კოლექციას წარადგენს.

გრანდიოზული დასასრული

Vogue World: Milano-ს ფინალი ასევე სანახაობრივი აღმოჩნდა. Galleria Vittorio Emanuele II-ის გუმბათიდან 6 000-ზე მეტი ქაღალდის ობიექტი ჩამოეშვა, რომლებიც Jony Ive-ის კრეატიულმა სტუდიამ LoveFrom სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნა.

 

ობიექტებს „LoveFrom libellula“ უწოდეს – სახელწოდება იტალიურ სიტყვა „ჭრიჭინას“ უკავშირდება.

საბოლოოდ, ქაღალდის ნამუშევრები მხოლოდ შოუს დეკორაცია არ ყოფილა -მაყურებლებს მათი სახლში წაღებაც შეეძლოთ, დარჩენილი ობიექტები კი გადამუშავებისთვის იყო განკუთვნილი.

მილანის მოდის კვირეული არ დასრულებულა. წინ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩვენება გველოდება:

  • 23 სექტემბერი – Fendi, Jil Sander, Missoni, Etro და სხვები;
  • 24 სექტემბერი – Max Mara, Marni, Alberta Ferretti, Roberto Cavalli;
  • 25 სექტემბერი – Gucci – დემნა გვასალია მეორე კოლექციას წარადგენს;
  • 26 სექტემბერი – Ferragamo, Dolce & Gabbana და Bottega Veneta;
  • 27 სექტემბერი – კვირეულის ფინალური შოუ Giorgio Armani-ს დაეთმობა.

ასევე გაეცანი

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია
OK! News

#OK! რომი სტრეიდს „Victoria’s Secret“-ის შოუში მონაწილეობაზე უარი უთხრეს – მოდელი კასტინგის პროცესით იმედგაცრუებულია

October 14, 2026
#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის
OK! News

#OK! “ყველანაირად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, თუმცა ბევრს არ ჭამს…” – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებას მძიმედ განიცდის

October 14, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! სელმა ბლერი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
OK! News

#OK! სელმა ბლერი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

October 14, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Alma K მკვდარი ზღვის მინერალებით – ახალი ბრენდი ჯპს-ისგან

#OK! Alma K მკვდარი ზღვის მინერალებით – ახალი ბრენდი ჯპს-ისგან

February 16, 2023
#OK! ბავშვობის ოცნებიდან პლასტიკურ ქირურგობამდე – ქრისტინე ჩალაძის პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ოცნებიდან პლასტიკურ ქირურგობამდე – ქრისტინე ჩალაძის პროფესიული გზა

May 19, 2024
#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

December 27, 2025
#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

#OK! “დედობა საშინლად დამღლელია” – მადონამ აღიარა, რომ დღემდე ვერ გაუგია, როგორ იყოს “შესანიშნავი დედა”

January 23, 2023

კვირის ჰიტები

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

#OK!BusinessCelebrity გვინეტ პელტროუ – როგორ აქცია მსახიობმა პირადი ინტერესი მილიონიან ბიზნესად

October 13, 2026
#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

#OK! კაილი ჯენერი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება – რა როლს შეასრულებს ვარსკვლავი ახალ სერიალში

October 8, 2026
#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

#OK! Victoria’s Secret Fashion Show ბრუნდება: ცნობილია შოუს ვარსკვლავური შემადგენლობა

October 8, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები