• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დედამიწიდან ორბიტამდე: ექვსმა ქალმა ახალი ისტორია დაწერა!

April 21, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

„ამაზონის“ დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კომპანიის „ბლუ ორიჯინის“ კოსმოსური ხომალდით, რომლის სახელწოდებაა “New Shepard”, კოსმოსში 6 ქალი გაემგზავრა. ეკიპაჟის წევრებს შორის იყვნენ პოპვარსკლავი კეტი პერი და ყოფილი ჟურნალისტი ლორენ სანჩესი.

 

 

 

ხომალდს სა­თა­ვე­ში ლო­რენ სან­ჩე­სი ჩა­უდ­გა, რომელმაც თავად გახლდათ Blue origin-ის პროექტის ხელმძღვანელი. სწორედ მისი მითითებებით შეირჩა ეკიპაჟის წევრები: CBS-ის წამ­ყვა­ნი გეილ კინ­გი, NASA-ს ყო­ფი­ლი სა­რა­კე­ტო მეც­ნი­ე­რი აიშა ბოი, სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბის აქ­ტი­ვის­ტი ამან­და ნგუ­ე­ნი და კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რი კე­რი­ან ფლი­ნი. სანჩესის მთავარი მიზანი იყო მთლიანად ქალებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის შექმნა, რაც ხაზს უსვამს ქალთა შესაძლებლობებს ისეთ  სფეროში, როგორიც კოსმოსია.

 

 

 

 

 

მისი სახელი ამ ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლორენი და ბეზოსი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებიან. ცოტახნის წინ, ბიზნესმენმა მას ხელიც სთხოვა, სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია კოსმოსური მისიის შესახებ. წყვილი ზაფხულში ქორწილსაც გეგმავს, მანამდე კი საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდებიან. გაფრენამდე სანჩესმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო ქალების შთაგონება მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინჟინერიაში მონაწილეობისკენ.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 1963 წლის შემ­დეგ, როცა კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დის ბორტზე მხო­ლოდ ქა­ლე­ბი იყ­ვნენ.  მა­შინ, კოს­მოს­ში საბ­ჭო­თა ას­ტრო­ნავ­ტი ვა­ლენ­ტი­ნა ტე­რეშ­კო­ვა მარ­ტო გაფ­რინ­და. ხომალდი New Shepard ორშაბათს, დასავლეთ ტეხასის შტატში, 105 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. ფრენა 8-11 წუთამდე გაგრძელდა, ეკიპაჟის წევრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონადობას მიაღწიეს, შემდეგ კი ისევ დედამიწაზე დაბრუნდნენ. გაშვებამდე, ამერიკულმა ტელევიზიამ CBS-მა აჩვენა კადრები, სადაც ეკიპაჟის წევრები ფანჯრებიდან იყურებოდნენ და მაყურებლებს ესალმებოდნენ.

 

 

https://media.okmagazine.ge/2025/04/videoplayback-1-1-1.mp4

 

 

 

 

კეტი პერიმ, ხომალდიდან გადმოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა. კოსმოსში გამგზავრებასა და დაბრუნებაზე საუბრისას მან თქვა, რომ ეს ყველაზე ძლიერი განცდა იყო. ეს ყველაფერი მხოლოდ კოსმოსში გაფრენა არ არის. ჟურნალისტებთან საუბრისას, მან განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა გაფრენა: „ყოველდღე საკუთარ თავს ვეუბნები: შენ გაბედული ხარ. შენ ამას აკეთებ მომავალი თაობის შთაგონებისთვის, განსაკუთრებით გოგოებისთვის. მე კოსმოსში გავფრინდები! – არანაირი საზღვრები. ძალიან მაინტერესებს ტექნიკური მხარე, STEM-ის სფერო და ყველაფერი, რაც ასეთი წარმატებული მისიის განხორციელებისთვისაა საჭირო,”.

 

 

 

 

 

როგორც ეკიპაჟის წევრები ირწმუნებიან კეტი პერიმ კოსმოსში სიმღერა ” what a wonderful world ” შეასრულა. მისი თქმით, ეს სიმღერა სწორედ კოლექტიურ ენერგიას და იმ ქალებს მიუძღვნა, ვისაც სურს, სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.  მან პირობა დადო, რომ მომავალში აუცილებლად დაწერს სიმღერას ამ გამოცდილების შესახებ. ასევე კოსმოსში ყოფნის დროს მან ეკიპაჟის წევრებს მისი მომავალი ტურნეს სიმღერების სიაც გაუმხილა.

 

 

კოსმოსურ მისიას თავად ჯეფ ბეზოსიც ესწრებოდა, რომელიც დედამიწაზე დაბრუნებულ ეკიპაჟის წევრებს შეხვდა და ხომალდის კარი გაუღო. პირველი ლორენ სანჩესი გადმოვიდა, მისი და ჯეფ ბეზოსის შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. ლორენმა ჟურნალისტებს საკუთარი განცდები გაუზიარა – „არ ვიცი, როგორ აღვწერო. მთვარე დავინახეთ, სავსე მთვარე. დედამიწა ისე მშვიდად ჩანდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო. ბევრად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და აპირებს, კიდევ უფრო მეტ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, სადაც ქალების როლი სამეცნიერო დარგებში კიდევ უფრო გაიზრდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე გაეცანი

#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების  მთავარი ღირებულება
OK! Doctors

#OK! სალომე ყვავილაშვილი – ჯანმრთელობა, როგორც ცხოვრების მთავარი ღირებულება

November 20, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში
Gastro

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! ქართული მედიცინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში – თბილისი ფლებოლოგიის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
OK! Doctors

#OK! ქართული მედიცინა მსოფლიო ყურადღების ცენტრში – თბილისი ფლებოლოგიის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს

November 19, 2026
#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს
OK! News

#OK! ბათუმი ქალთა ბიზნესსაზოგადოების მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს

November 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

#OK! იგრიკა – ძველი ქართული სიმბოლოები თანამედროვეობაში

September 5, 2022
#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

#OK! 12 ყველაზე ტრენდული სათვალე 2022 წლის ზაფხულისთვის

June 10, 2022
#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! მია ზოიძე პროფესიაზე, ოჯახსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

#OK! „მივხვდი რომ ჯენ ზი ყველაფრის აზრზე არიან და ძირითადად მართლები“ – სტეფანე მღებრიშვილი Gen Z-ის თაობაზე

March 14, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

#OK! ტექნოლოგიური პროგრესი რადიოლოგიური კვლევები – ნიკოლოზ საინიშვილის პროფესიული გზა

November 20, 2026
#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

#OK! პროფესიული სიზუსტე და ადამიანური ენა სამედიცინო კომუნიკაციაში – ეკატერინე ხიდაშელი სამედიცინო სფეროს კომუნიკაციებზე

November 21, 2026
„ხუტოროკი“ –  უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

„ხუტოროკი“ – უკრაინული კულინარიული ტრადიციების 25-წლიანი ისტორია ქუთაისში

November 19, 2026
#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში:  დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

#OK! ინოვაციური სინერგია ნეიროპროტექციაში: დემაციტ ქოლინი კოგნიტური დაქვეითების პრევენციისა და მართვისთვის

November 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები