• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Bright Academy – ბავშვთა განვითარების ცენტრი ბედნიერი მომავლისათვის

December 4, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ამბობს, რომ არასოდეს ნებდება, თავის წარმატების საიდუმლოდაც თავდაუზოგავ შრომასა და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლას მიიჩნევს. მისი აზრით, როცა ხარ მიზანდასახული, როცა ცდილობ შენი თითოეული გადადგმული ნაბიჯი ემსახურებოდეს როგორც პროფესიულ, ისე ადამიანურ ზრდასა და განვითარებას, აუცილებლად შეძლებ მიაღწიო ყველა დასახულ მიზანს და გააბედნიერო ირგვლივ მყოფებიც. „OK! ბათუმის“ სტუმარი ბავშვთა განვითარების ცენტრის „ბრაით აკადემის“ დამფუძნებელი, ნაზი ფუტკარაძეა, რომელიც აღნიშნულ ცენტრს როგორც მეხუთე შვილს, ისე მოიხსენიებს და ბავშვების ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და ზოგადად, მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე განუწყვეტლივ ზრუნავს.

 

მოგვიყევით „ბრაით აკადემის“ მიზნებსა და პრიორიტეტებზე.

„ბრაით აკადემის“ მიზნებსა და პრიორიტეტებზე სანამ მოგიყვებით, მანამდე გეტყვით, რომ ეს ცენტრი ჩემი მეხუთე შვილია . „ბრაით აკადემი“ დაარსდა იმ დიდი წარმატების საფუძველზე, რომელიც ერთი მხრივ მე, როგორც მშობელს და მეორე მხრივ ნეიროფსიქოლოგ თეონა გავაშელიშვილს გვაერთიანებს. თეონა „ბრაით აკადემის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია. ცენტრის თითოეულ თანამშრომელს უყვარს ბავშვი და უყვარს საქმე, რომელსაც პროფესიონალურად და მთელი გულით ასრულებს. დღეს ჩვენი ცენტრი ჩვენს გუნდთან ერთად, ჩვენს პატარებსა და მათ მშობლებს სთავაზობს გამორჩეულ და განსხვავებულ მიდგომებს მომსახურების ამ სფეროში, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე. ბავშვთა განვითარების ცენტრი – „ბრაით აკადემი“ ემსახურება სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერასა და მათი რესურსების მაქსიმალურ რეალიზებას. ჩვენ ბავშვის ყველა საჭიროებას და მიზანს ერთ თერაპიულ სესიაში ვაერთიანებთ. ვიყენებთ ჰოლისტურ მიდგომას. მთავარი ფოკუსი მიმართულია ფუნქციური უნარების განვითარებაზე.

ჩვენი გუნდი მუშაობს ყველა იმ გარემოში, სადაც ბავშვია. ბავშვი ერთი სესიის განმავლობაში იღებს ყველა საჭირო სპეცილისტის მიერ ერთობლივად დაგეგმილ პროგრამას: ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოთერაპევტი. გუნდი სისტემატურად ცვლის ერთმანეთში ინფორმაციას, აფასებს სამუშაო გეგმის მიმდინარეობას, განახლების საჭიროებას და ა.შ.

 

რას აკეთებთ ოჯახების გაძლიერების კუთხით?

მათ ვთავაზობთ მხარდამჭერ ჯგუფებში მონაწილეობას, მშობლების ფსიქოგანათლებას, თერაპიული სესიების 3 განსხვავებულ პაკეტს: ინტენსიური მასტიმულირებელი პროგრამა, სტანდარტული მასტიმულირებელი პროგრამა, მინიმალური მასტიმულირებელი პროგრამა. თითოეულ პროგრამაში ბავშვის საჭიროების შესაბამისად ხდება სხვადასხვა თერაპიული მიდგომის კომბინირება (დენვერის თერაპია, ენა-მეტყველების თერაპია, ჯგუფური თერაპია, ქცევითი თერაპია და სხვა).

 

ბავშვის განვითარების თვალსაზრისით, რა გამოწვევები გვაქვს დღეს საქართველოში?

განვითარების კუთხით, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა და მიხარია, რომ ჩვენი ნეიროფსიქოლოგები, ფსიქოლოგები ამ კუთხით ძალიან ბევრს გვესაუბრებიან და გვასწავლიან. პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების შეფასება, პრობლემის იდენტიფიცირება და დროული რეაგირება, რადგან ამ კუთხით ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენი ცენტრი ქალაქ ბათუმში განახორციელებს საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის უფასო ტრენინგებს, ასევე ჩვენი თერაპევტები აღმზრდელებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ უშუალოდ ჯგუფებში მათ გასაძლიერებლად.

 

 

აღნიშნული მიმართულებით, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რეკომენდაციას გაუწევდით მშობლებს, რა შემთხვევაში უნდა მიმართონ სპეციალისტებს და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რომ არ გამორჩეთ ბავშვში მიმდინარე განვითარების ეტაპების შესაძლო დაყოვნება?

თქვენ მკითხეთ ჩემი წარმატების მიზეზი და მე გიპასუხეთ – ბრძოლა და არასოდეს დანებება. ზუსტად ამას ვურჩევ მშობლებს, რომლებსაც ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები, მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! რაც შეეხება რეკომენდაციებს, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების ეტაპის შესაბამისობა ასაკთან მიმართებაში, ამისათვის დღეს არსებობს ძალიან კარგი გაიდლაინები, რომლითაც მშობლებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ. როდესაც ბავშვი აგვიანებს საუბარს, სიარულს, არ აქვს რეაქცია თქვენს საუბარზე, არ რეაგირებს სახელის დაძახებაზე, არ აქვს თვალით კონტაქტი, ძალიან ბევრია ჩამონათვალი, რის გამოც აუცილებელია ბავშვის შეფასება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის წინა სასკოლო მზაობის შეფასება მანამ, სანამ ჩვენს პატარებს სკოლაში გავუშვებთ.

 

იყო წარმატებული პროფესიაში, ამავდროულად, იყო მზრუნველი დედა, კარგი მეგობარი, გამოიყურებოდეთ არაჩვეულებრივად… რა გაძლევთ ამ ყველაფრის ძალას, მოტივაციას?

ამ ყველაფრის ძალა და მოტივაცია არის ჩემი მეუღლე და შემდეგ ჩემი შვილები.

 

რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ…

სიკეთის კეთება და ადამიანების გახარება.

 

ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად გემაყებათ?

4 შვილის დედობა.

 

გაგვაცანით ოჯახის წევრები, მოგვიყევით როგორი დედა ხართ…

მყავს მეუღლე და 4 შვილი. მეუღლე არის თემურ მიქელაძე, ადამიანი, რომლის მხარდაჭერის გარეშე ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეს ვერ შევეჭიდებოდი. უფროსი შვილი გაბრიელი 15 წლისაა, შემდეგია ოჯახის პრინცესა ნიკოლი, 12 წლის, თომას ენტონი, ჩვენი ოჯახის სიკეთის გუდა, 7 წლის და ნაბოლარა მაიკლ ენჯელო, 5 წლის.

როდესაც „კარგ დედაზე“ ვსაუბრობთ, ყველას ჩვენ-ჩვენი განმარტება წარმოგვიდგება თვალწინ. როგორი დედა ვარ? როგორი და ბედნიერი.

 

მხოლოდ ერთი სიტყვა რომ არსებობდეს, ის იქნებოდა…

გამარჯვება.

 

გულშემატკივრობთ სპორტს, კონკრეტულად კი ფეხბურთს და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას…როგორ ფიქრობთ, რა არის ის, რასაც ნებისმიერ საქმეში მოაქვს წარმატება, ასევე საზოგადოების ნდობა და სიყვარული?

ეს არის მხოლოდ სამი რამ: საქმის სიყვარული, ერთგულება და დაუღალავი შრომა.

 

მხოლოდ ერთი სიმღერა რომ დაეწერათ, რომელი იქნებოდა ის…

what a wonderful world.

 

მოგზაურობა, როგორც სულის საზრდო…

მოგზაურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრებაში, სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს და თავიდან გვაყვარებს…

 

გამორჩეული ქვეყანა და მისგან მიღებული შთაბეჭდილებები…

იტალია და განსაკუთრებით ნეაპოლი, რადგან იმდენი დადებითი და დასამახსოვრებელი ემოციები დაგვიტოვა არა მხოლოდ მე, არამედ ქართველებს და სრულიად საქართველოს, რომ ვფიქრობ, კიდევ ბევრი წელი გამყვება…

 

ქალის როლი ოცდამეერთე საუკუნეში…

ამ საუკუნეში ქალი არის თავისუფალი და ძლიერი, როგორც არასდროს.

დღეს ქალები ლიდერობენ ყველა სფეროში, ეს იქნება სპორტი, განათლება, ჯანდაცვა, პოლიტიკა, ტექნოლოგია თუ სხვა. და ასევე, გვყავს ძალაინ ბევრი ანტრეპრენერი ქალი, რომელიც ზუსტად მათ თავისუფლებაზე მიანიშნებს.

 

ადამიანი, რომელსაც ყველაზე ხშირად აღუფრთოვანებიხართ…

ჩემი მეუღლე.

 

რას მიიჩნევთ თქვენს ძლიერ მხარედ…

ადამიანების სიყვარულს, სიკეთის კეთებას და მაღალ ემოციურ ინტელექტს.

 

რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ?

ამ მომენტისათვის ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ფილიალის გახსნა რეგიონში, კერძოდ ბათუმში, რადგან უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და განვავითაროთ ეს სფერო და ჩვენს პატარებს ბედნიერი მომავალი შევუქმნათ.

 

მოდა თქვენს ცხოვრებაში…

მოდას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ძალიან ვგულშემატკივრობ ქართულ ბრენდ TAKO MEKVABIDZE -ს , რადგან თაკო არის ძალიან ნიჭიერი ბათუმელი დიზაინერი, და ხშირად ინსპირაციაც ძალიან ბევრ მის სამოსში სწორედ ბათუმია.

 

რას შეცვლიდით იმისათვის, რომ ბავშვებმა ჩვენს ქვეყანაში უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ?

განათლებული და ინტელექტუალური საზოგადოება ქმნის ჯანსაღ გარემოს. ამიტომ, პირველ რიგში ,აუცილებელია განათლება და ასევე მომავალი დედების ცნობიერების ამაღლება ბავშვის აღზრდისა და განვითარების კუთხით. და რაც მთავარია, მზაობა დედობისათვის.

 

ცხოვრება ჰგავს…

ადამიანს…

 

ფოტო: გიორგი კალანდაძე

 ჟურნალისტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026
#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026
#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა
ინტერვიუ

#OK! დიდი წარმატების უკან დიდი არჩევანი დგას – ნინო ჯიმშელაძის პროფესიული გზა

August 11, 2026
#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა
ინტერვიუ

#OK! ცხოვრების თავიდან დაწყება არასდროს არის გვიანი – ნინო გავაშელიშვილის გზა

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მადონას ქალიშვილი ლურდეს ლეონი და ჯულია ფოქსი Luis De Javier-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

#OK! მადონას ქალიშვილი ლურდეს ლეონი და ჯულია ფოქსი Luis De Javier-ის ჩვენებაზე გამოვიდნენ

February 16, 2023
#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

#OK! ASAP Rocky – ექსცენტრიული ხედვა და ექსპერიმენტული სტილი

August 21, 2025
#OK! ულამაზესი კადრები შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ესპანური არდადეგებიდან

#OK! ულამაზესი კადრები შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ესპანური არდადეგებიდან

August 13, 2021
#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა დაშორება გადაიფიქრეს

#OK! ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა დაშორება გადაიფიქრეს

March 14, 2021

კვირის ჰიტები

ომს შეწირული ნიჭი –  ტრაგიკული ისტორიები აფხაზეთის ომიდან

ომს შეწირული ნიჭი – ტრაგიკული ისტორიები აფხაზეთის ომიდან

August 17, 2026
#OK! როგორ ეხმარება iCash-ის პროგრამა ბიზნესს გაფართოებაში?

#OK! როგორ ეხმარება iCash-ის პროგრამა ბიზნესს გაფართოებაში?

August 14, 2026
OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

OK! Health&Beauty Clinique Daily Calm™

August 17, 2026
#OK! Health&Beauty მზის მავნე გამოსხივებისგან კანის დაცვა და მოვლა Algologie-გან

#OK! Health&Beauty მზის მავნე გამოსხივებისგან კანის დაცვა და მოვლა Algologie-გან

August 18, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები