• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბარ- რესტორანი „პაოლო“ – ადგილი, სადაც საინტერესო და განსხვავებული გარემო დაგხვდებათ

June 11, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბარ-რესტორანი „პაოლო“ ქუთაისში ისტორიულ ადგილას მდებარეობს. დამფუძნებელ- დირექტორი მზეო კინწურაშვილი და დამფუძნებელი ირინა ასათიანი დეტალურად გვიამბობენ „პაოლოს“ შექმნის ისტორიას და წარმატების ფორმულის საიდუმლოსაც გაგვიმხელენ.

ბარ-რესტორანი მასპინძლების გაოცებას საინტერესო გარემოთი, ქართულ-ევროპული კერძებით და სასიამოვნო მუსიკით ყოველთვის ახერხებს.

ირინა ასათიანი: წლების წინ სხვადასხვა ქვეყანაში მიწევდა ყოფნა. თუმცა საქართველოში როცა დავბრუნდი, მივხვდი, სიახლე იყო აუცილებელი. მე და მზეომ ერთობლივად გადავწყვიტეთ საერთო საქმის გაკეთება. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და სულ რაღაც სამ თვეში ადგილიც ვიპოვეთ, იდეებიც გავცვალეთ და დავაარსეთ „პაოლო“ . ამ საქმეში ჩვენთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის შალვა ხეცურიანსა და მის მეუღლეს ესმა ხეცურიანს. სულის ჩადგმა ერთობლივად მოხდა. უკვე ექვსი წელია ბაზარზე წარმატებით ვსაქმიანობთ.

მზეო კინწურაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში გამოცდილება არ გვქონდა, გავბედეთ და ქალაქს სიახლე შევთავაზეთ, რომელმაც, ვფიქრობ, გაამართლა.

ირინა: ქალაქმა ძალიან კარგად მიგვიღო, მათთვის „პაოლო“ საყვარელ ადგილად იქცა და ჩვენს მომხმარებლებს აქ მოსვლა სიამოვნებთ. მიხარია, რომ ისეთი ლამაზი კუთხე შევქმენით, სადაც მოდიან, იკრიბებიან. ვცდილობთ განსხვავებული იყოს გარემო, კერძები, გაფორმება, სერვირება. ზოგადად სილამაზე ძალიან მიყვარს. გვაქვს ორი, ქვედა და ზედა სივრცე, სიმყუდროვე და თბილი გარემო.

კერძებისა და სამზარეულოს შესახებ გვიამბეთ

ირინა: სიგემრიელე და განსხვავებული გემოები ძალიან მნიშვნელოვანია. ვთვლი, რომ ქართული კერძები გემოებით გამორჩეულია. ასევე ევროპული სამზარეულოც, იმიტომ, რომ ზუსტად იმავენაირადაა მიწოდებული, როგორც ევროპაში.

მზეო: ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ყველა ეტაპზე ვვითარდებით. სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები ჩამოდიან, ვცდილობთ სტუმრებს ახლოს გავაცნოთ ქართული სამზარეულო. ქუთაისში, მოგეხსენებათ, ბევრი კარგი ბარ-რესტორანია, მაგრამ ჩვენ ჩვენი კონცეფცია გვაქვს, რომელსაც ვიცავთ და აბსოლუტურად განსხვავებულია სხვისგან. უგემრიელესი კერძებიდან ერთ -ერთი გამორჩეულია კალმახი მჭადში, რომელიც ქართული კერძია და ევროპულადაა მიწოდებული. იდეა სწორედ ეს იყო, ძველი ქართული გემოების გაცოცხლება, რომელიც ვროპულადაა შეთავაზებული.

აქ ისეთ კერძებს დააგემოვნებთ, ბებოს მიერ მომზადებულ გემოებს რომ გაგახსენებთ, მათ შორისაა სიგემრიელით გამორჩეული „შქმერული“.

გზა, რომელიც გაიარეთ

 ირინა: რთული გზა გავიარეთ. მაქსიმუმს ვდებთ და მაღალი ხარისხი გამოგვდის. სტუმრის რჩევებს, შენიშვნებსაც ყურადღებას ვაქცევდით და ვითვალისწინებდით, სად რა იყო გამოსასწორებელი. ასეა დღესაც, თითოეული სტუმრის შეფასებას ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი დიდი სურვილია, მომხმარებლის სურვილი დავაკმაყოფილოთ.

ასევე რთული იყო პანდემიის პერიოდი. შეიძლება ითქვას, ახალი ფურცელი გადავშალეთ და ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ვეცადეთ ფეხზე დავმდგარიყავით. და ასე მყარად რომ გავაგრძელეთ, ბადრი კაკაბიძის დამსახურებაა, მადლობა მას. ასევე ძალიან კარგი ახალი მეპატრონეები გვყავს და ბევრი გეგმაც დავსახეთ.

 

რაში მდგომარეობს „პაოლოს“ გამორჩეულობა?

მზეო: სხვადასხვა საკითხში. მოგეხსენებათ, საქართველოში ბევრი მარანია. შესაბამისად, სტუმარს კარგ კერძზე მიწოდებული კარგი ღვინო მოსწონს, რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ასევე ვმართავთ საღამოებს, ჩამოგვყავს მოწვეული სტუმრები და მომღერლები. ამავდროულად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები პრეზენტაციებს მართავენ. ეს არის ადგილი, სადაც სიამოვნების მიღება მრავალმხრივ შეუძლიათ. უცხოელებს, სხვადასხვა ტურისტულ ჯგუფებს ბევრჯერ აურჩევიათ და ირჩევენ ამ გარემოს, აღნიშნავენ, რომ მოსწონთ.

როგორია გუნდურობა?

ირინა: პირველ რიგში, კარგი ადამიანებისგან შემდგარი გუნდი გვყავს. ვითარდებიან, იზრდებიან და ისევ ,,პაოლოში“ აგრძელებენ.

ეს არის თითოეულის სახლი. როგორც საკუთარ სახლში მინდა ყველაფერი მოწესრიგებული და საუკეთესო იყოს, ზუსტად ისეა აქ. ნებისმიერი სტუმარი თანაბარი ყურადღებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით უნდა მივიღოთ, თითოეულმა კომფორტულ პერსონად უნდა იგრძნოს თავი. ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, შესაბამისად, აქ მოსულმა სტუმარმა ეს ყველაფერი უნდა შეიგრძნოს.

ქუთაისსა და ქუთაისელ მომხმარებელზე რას იტყვით?

ირინა: ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. მეამაყება ეს ქალაქი. ქუთაისელები კრიტიკოსები და სწორად შემფასებლები არიან. მხოლოდ ბიზნესი არაა გადამწყვეტი. ყველაფერი, რაც ირგვლივაა, ფასეული, ძვირფასია და პატივი უნდა ვცეთ.

მზეო: ისტორიულ უბანში ვართ და ძალიან მიყვარს „პაოლო“, ბევრი შეხვედრის, ურთიერთობების ადგილია. ასევე ვართ შპს „ცისფერყანწელები“. ბევრი ქუთაისელი მოდის. მიხარია, თითოეული მათგანის ნდობა რომ გავამართლეთ, ბოლო სტუმარის წასვლამდე აქ ვართ. თითოეულ მათგანს ვიღებთ ისე, როგორც საკუთარ სახლში.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ქალაქთან ახლოს მომხმარებლებისთვის გარე სივრცის შეთავაზებას ვაპირებთ. ასევე ტაილანდურ სამზარეულოზე ვიწყებთ მუშაობას, რომლის პრეზენტაცია სულ მალე გაიმართება. მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართულ, ევროპულ, აზიურ და უკვე კონკრეტულად – ტაილანდურ კერძებს.

 

 

 

 

ტექსტი: ნანა კუკულავა

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები