• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! გამორჩეული ხმები ანსამბლი ჰერიო

October 12, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული სიმღერის სიყვარულზე ბევრი დაწერილა და ბევრიც თქმულა. სწორედ ამ სიყვარულის გაგრძელებაა ანსამბლი „ჰერიო“– გამორჩეული ხმების ერთობა, რომელიც განსაკუთრებულ ჟღერადობას ქმნის და უკვე წლებია ქართველ მსმენელს განსაკუთრებით უყვარს. 15 წლის განმავლობაში ანსამბლმა არაერთი წარმატებული კონცერტი გამართა საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის: 2014 წელს პირველი გასტროლი პრაღაში (საელჩოს მიწვევით); 2016 წელს პირველი სოლო კონცერტი რუსთაველის მცირე დარბაზში; 2022 წელს კი კონსერვატორიის მთავარ დარბაზში ორგანყოფილებიანი სოლო კონცერტი, – პირველი დაეთმო ფოლკლორს და საგალობელს, ხოლო მეორე ქალაქურ სიმღერებს. ასევე, „ჰერიომ“ გამოსცა აუდიოალბომი. სულ ახალახან კი ანსამბლის რიგირთ მეორე სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. „ჰერიომ“ განახლებული რეპერტუარი კამერული ორკესტრისა და ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ ანსამბლს, სამხატვრო ხელმძღვანელის სტატუსით, პირველივე დღიდან სათავეში უდგას ლოტბარი ნიკოლოზ კირვალიძე, რომელიც 25 წელია ასევე ხელმძღვანელობს ყველა თაობისათვის საყვარელ ანსამბლს „შვიდკაცა“.

 

 

როდის შეიქმნა ანსამბლი „ჰერიო“?

ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი: ანსამბლის ისტორია 2010 წლიდან ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერების შესრულებით იწყება. მახსოვს, 15 წლის წინ, ჩემი მეგობარი დათუნა სირბილაძე მოვიდა და მითხრა, რომ მის ძმას და მის სამეგობროს ძალიან უყვარდა ქართული სიმღერების შესრულება – ძალიან მონდომებულები არიან და გთხოვ, შეხვდი მათო. ასე დავიწყეთ რეპეტიციები და შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ მივხვდით – ეს ყველაფერი მხოლოდ მოყვარულის დონეზე არ უნდა დარჩენილიყო და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ანსამბლი.

„ჰერიოს“ ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს – მის ხელმძღვანელობას და მეუფე იაკობს. სწორედ არსებული უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა ანსამბლი და ჩვენი თანამშრომლობა დღემდე წარმატებულად და ნაყოფიერად გრძელდება.

 

ავთანდილ ლურსმანაშვილი: ჩვენმა მეგობრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ანსამბლი და გვერდით შემოეკრიბათ ის ადამიანები, ვისთვისაც მუსიკა უპირველესია და ვინც სიყვარულით გააკეთებდა ამ საქმეს, ვგულისხმობ ქალაქური სიმღერის სწორად შესრულებას. სწორედ მაშინ ნიკოლოზ კირვალიძისგან მივიღე შემოთავაზება, რომ მემღერა ამ ანსამბლში, რომელიც მაშინ ყალიბდებოდა.

 

 

გაგვაცანით „ჰერიოს“ წევრები

ნიკოლოზ კირვალიძე: „ჰერიოს“ შემადგენლობაშია 10 მომღერალი, რომელთა შორის ინდივიდუალური შემსრულებლები, შესანიშნავი სოლისტებიც არიან. პირველი ხმა: დავით ჩხაიძე, ავთო ლურსმანაშვილი. მეორე ხმა: თორნიკე მაისურაძე, ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე. ბარიტონები: შოთიკო ავალიანი, ბაქარ ლუტიძე. დაბალი ბანი: ლუკა წიკლაური, ლაშა ლუტიძე, ზუკა გიორგაძე, გივიკო სირბილაძე.

 

ნიკოლოზ კირვალიძე, ანსამბლის ხელმძღვანელი

 

გვესაუბრეთ ანსამბლ „ჰერიოს“ შემოქმედებაზე

ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე: ანსამბლ „ჰერიოს“ შემოქმედება მოიცავს საესტრადო მუსიკას, ასევე ქართულ პოლიფონიას. ჩატარებული გვაქვს რამდენიმე კონცერტი როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, გამოვეცით ალბომი ქართული ხალხური სიმღერის მიმართულებით. ვფიქრობ, ქართული ხალხური სიმღერების სიყვარული მნიშვნელოვანია და ძალიან რთული შესასრულებელია .

რომელ სიმღერას გამოარჩევდით თქვენი რეპერტუარიდან?

ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე: გია ყანჩელის გენიალურ ნაწარმოებს „ჰერიო ბიჭებო“. ჩვენთვის გამორჩეული სიმღერაა. როცა პრაღაში ვიმყოფებოდით, პირველად ეს სიმღერა შევასრულეთ და ბევრ კარგ მოგონებასთანაა დაკავშირებული.

 

 

ავთანდილ ლურსმანაშვილი: მიჭირს რომელიმე სიმღერის გამორჩევა. ალბათ, მაინც „წუთისოფელს“ ვიტყოდი.

გაიხსენეთ გარდამტეხი მომენტი, რამაც შემდგომ თქვენი მუსიკალური გემოვნება განსაზღვრა.

ლუკა წიკლაური: ერთი გარდამტეხი მომენტი არ მახსოვს, ძალიან ხშირად მეცვლებოდა გემოვნება, ახლაც ასე ვარ და ალბათ მომავალშიც ასე იქნება. მიუხედავად ამისა, ქართული სიმღერა ის გამონაკლისია, რომელიც არასოდეს მბეზრდება.

ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე: საქართველოში ქართული სიმღერის სიყვარული ოჯახებიდან მოდის, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, ბავშვობიდან, ბაბუასგან ვეზიარე ნამდვილ ქართულ მუსიკას.

ავთანდილ ლურსმანაშვილი: ჩემი ოჯახის ყველა წევრი მღერის. როცა ბავშვობიდან სულ სიმღერა გესმის და ეს ყველაფერი გაბედნიერებს, შემდეგ უკვე თავისთავად ხდება. მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მომწონდა.

 

რა არის მუსიკა თქვენთვის?

ლუკა წიკლაური: მუსიკა არის საერთაშორისო ენა, რაზეც საერთოდ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს შეუძლიათ გაცვალონ ემოციები და ერთმანეთს ამ ენაზე ეკონტაქტონ. მუსიკა არის ის, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ.

ზუკა ბახტაძე-ბალანჩივაძე: მუსიკა არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ასევე, განტვირთის საუკეთესო საშუალებაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრება მუსიკას დაუკავშირდა.

ავთანდილ ლურსმანაშვილი: მუსიკა არის ჩემთვის ყველაფერი ფერადი და, რაც მთავარია, ყველაზე დიდი სიმშვიდე.

ნიკოლოზ კირვალიძე: მუსიკა არის ჩემთვის ყევლაფერი. სიმშვიდე და ჟანგბადია ჩემთვის.

 

როგორია ქართველი მსმენელი?

ავთანდილ ლურსმანაშვილი: ქართველი მსმენელი არის უნიკალური, გემოვნებიანი და ამავდროულად, ძალიან პრეტენზიული, შეცდომას არ გაპატიებს.

 

 

ლუკა წიკლაური: ქართველი მსმენელი ჩემთვის არის მთავარი, რადგან ვფიქრობ, რომ, როგორც ქართველი მსმენელი გრძნობს ქართულ სიმღერას, ისე უცხოელი ვერ იგრძნობს. როდესაც ქართველ მსმენელს მოეწონება ჩვენი ნამღერი, მაშინ ვარ კმაყოფილი, რადგან ქართველი მსმენელი არის ყველაზე გემოვნებიანი და სწორი შემფასებელი.

სამომავლო გეგმები

ნიკოლოზ კირვალიძე: ქართველი მსმენელის სიყვარულის მოპოვება, ქალაქური დისკის გამოცემა, ბევრი კონცერტი და ბევრი მოგზაურობა.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული
OK! კულტურა

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?
OK! კულტურა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
OK! კულტურა

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია
OK! კულტურა

#OK! ზენდაიადან კენდალ ჯენერამდე – ჯეიკობ ელორდის ცნობილი რომანები და სასიყვარულო ისტორია

August 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

March 13, 2024
#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

May 31, 2026
#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

September 28, 2021

კვირის ჰიტები

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

August 28, 2026
#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები