• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბნელი ატმოსფერო, ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რთული პერსონაჟები და გამორჩეული ვიზუალური სტილი – ეს დევიდ ფინჩერის სამყაროს მთავარი მახასიათებლებია. რეჟისორი, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ფსიქოლოგიური თრილერებითა და დრამებით მოიპოვა, 28 აგვისტოს, 64 წლის გახდა.

ფინჩერი 1962 წლის 28 აგვისტოს დენვერში, კოლორადოში დაიბადა. კინოსადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა – 8 წლის ასაკში 8-მილიმეტრიანი კამერით ფილმების გადაღება დაიწყო. მოგვიანებით Industrial Light & Magic-ში გადაინაცვლა და  ისეთ ფილმებზე იმუშავა, როგორებიცაა „ვარსკვლავური ომები“ და „ინდიანა ჯონსი“, შემდეგ კი რეკლამებისა და მუსიკალური კლიპების რეჟისორობით გაითქვა სახელი.

მისი სრულმეტრაჟიანი კინოკარიერა 1992 წელს „Alien 3“-ით დაიწყო, თუმცა ფართო აღიარება 1995 წლის „Se7en“-მა მოუტანა. წლების მანძილზე  ფინჩერის კინოკარიერას მრავალი ცნობილი ფილმი შეემატა, მათ შორის „Fight Club“, „Zodiac“, „The Curious Case of Benjamin Button“, „The Social Network“, „Gone Girl“ და „Mank“.

რეჟისორის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი რამდენიმე ყველაზე გამორჩეული ფილმი გავიხსენით:

„Se7en“ – 1995 წელი

 

ფინჩერის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი 1995 წელს გამოვიდა. მთავარ როლებს ბრედ პიტი და მორგან ფრიმენი ასრულებენ. სიუჟეტის ცენტრშ ორი დეტექტივია – ისინი სერიული მკვლელის კვალს მიჰყვებიან, რომელიც თითოეულ დანაშაულს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას უკავშირებს. გამოძიება მათ სულ უფრო შემზარავ და ფსიქოლოგიურად მძიმე სამყაროში ითრევს. ფილმი თავისი მძიმე ატმოსფეროთი, დაძაბული სიუჟეტითა და მოულოდნელი ფინალით მალევე იქცა 1990-იანი წლების ერთ-ერთ გამორჩეულ კრიმინალურ თრილერად.

„Fight Club“  – 1999 წელი

 

1999 წელს ფინჩერმა ჩაკ პალანიუკის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გადაიღო. ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენა ბონემ კარტერი ასრულებენ. სიუჟეტი უძილობითა და ერთფეროვანი ცხოვრებით შეწუხებულ მამაკაცზეა, რომელიც ტაილერ დერდენთან შეხვედრის შემდეგ საიდუმლო საბრძოლო კლუბს ქმნის.

თავდაპირველად ფილმმა კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით კულტურალურ ფენომენად იქცა და ფინჩერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევრის სახელიც დაიმკვიდრა.

„Zodiac“ – 2007 წელი

 

 

„Zodiac“ 2007 წლის ფსიქოლოგიური კრიმინალური დრამაა, რომელიც კალიფორნიაში მოქმედი, დღემდე ამოუცნობი სერიული მკვლელის საქმეს ეფუძნება.

მთავარ როლებს ჯეიკ ჯილენჰოლი, მარკ რუფალო და რობერტ დაუნი-უმცროსი ასრულებენ. ჯილენჰოლი ჟურნალისტ რობერტ გრეისმიტს განასახიერებს, რომელიც მკვლელის ვინაობის დადგენით იმდენად არის შეპყრობილი, რომ საქმეს წლების განმავლობაში იკვლევს.

ფილმი 2007 წლის კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში იყო წარმოდგენილი და ოქროს პალმისთვის იბრძოდა.

„The Curious Case of Benjamin Button“ – 2008 წელი

 

 

2008 წელს ფინჩერმა სრულიად განსხვავებული ჟანრის ფილმი გადაიღო – „The Curious Case of Benjamin Button“. ფილმი ბენჯამინ ბატონის ისტორიას მოგვითხრობს – მამაკაცის, რომელიც დაბერების ნაცვლად ასაკთან ერთად ახალგაზრდავდება. ისტორია რამდენიმე ათწლეულს მოიცავს და სიყვარულის, დროისა და ცხოვრების გარდაუვალობის თემებს ეხება. ფილმმა ოსკარის რეკორდული 13 ნომინაცია მიიღო და სამი ჯილდო მოიპოვა – საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის, გრიმისთვისა და ვიზუალური ეფექტებისთვის.

„The Social Network“ – 2010 წელი

 

2010 წელს ეკრანებზე ფინჩერის მორიგი ნამუშევარი „The Social Network“  გამოვიდა. ფილმი Facebook-ის შექმნისა და მარკ ცუკერბერგის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ გვიყვება. მთავარ როლებს ჯესი აიზენბერგი, ენდრიუ გარფილდი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ. თავად სცენარი კი სოციალური ქსელის შექმნის პარალელურად მეგობრობის, ამბიციის, ღალატისა და ძალაუფლების თემებს იკვლევს.

„The Social Network“-მა ოსკარის რვა ნომინაცია მიიღო და სამი ჯილდო მოიპოვა – საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო მონტაჟისთვის. ფინჩერი კი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

„Gone Girl“ – 2014 წელი

 

2014 წელს დევიდ ფინჩერმა  ფსიქოლოგიური თრილერი „Gone Girl“ გადაიღო – ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ფილმში მთავარ როლებს ბენ აფლეკი და როზამუნდ პაიკი ასრულებენ.

სიუჟეტი ნიკისა და ემის ერთი შეხედვით იდეალურ ქორწინებისა და ემის მოულოდნელი გაუჩინარების გარშემო ვითარდება. გამოძიების დაწყებისთანავე ნიკი მთავარი ეჭვმიტანილი ხდება, თუმცა რაც უფრო მეტი დეტალი იკვეთება, მით უფრო რთულია სიმართლისა და ტყუილის ერთმანეთისგან გარჩევა. ფინჩერი მაყურებელს თავიდან ბოლომდე აიძულებს, ეჭვი შეიტანოს როგორც პერსონაჟების მოტივებში, ისე იმ რეალობაში, რომელსაც ეკრანზე ხედავს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! კრისტოფერ ნოლანის ფენომენი – თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორი

„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

 

ასევე გაეცანი

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა
OK! კულტურა

#OK! დუა ლიპა – პოპვარსკვლავი, რომელმაც ახალ თაობას წიგნების კითხვა შეაყვარა

September 8, 2026
#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია
OK! კულტურა

#OK! ვინ არის ქალი, რომელსაც ქართველები ლიკა ქავჟარაძეს ამსგავსებენ – კასია სმუტნიაკის ცხოვრება, კარიერა და დიდი ტრაგედია

September 7, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა
OK! კულტურა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია
OK! კულტურა

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

September 4, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

#OK! უსაფრთხო ალტერნატივა“ თუ მარკეტინგული ხრიკი? — რას გვიმალავს თამბაქოს ინდუსტრია

June 23, 2026
#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

#OK! ფიფქიას ახალ ფილმში გალ გადოტი დედინაცვლის როლს შეასრულებს

November 9, 2021
#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

#OK! მიშელ იეოს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

February 19, 2026
#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

#OK! ბრაზილიელი სუპერმოდელი 42 წლის გახდა – დაბალანსებული ცხოვრების საწინდარი საკუთარი თავის სიყვარულია – მიიღეთ მოტივაცია ალესანდრა ამბროსიოსგან

April 11, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

#OK! ჰარი პოტერი ეკრანს უბრუნდება – HBO-მ სერიალის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

#OK! ვენეციის კინოფესტივალი გაიხსნა – ჯორჯ კლუნის ემოციური დაჯილდოება, ვარსკვლავური წითელი ხალიჩა და „Ink“-ის ხმაურიანი პრემიერა

September 3, 2026
#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

#OK! ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული ლუქები

September 8, 2026
#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

#OK! ქართველი სოპრანო ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა

September 2, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები