• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! „ამერი“ – ტრადიციებისა და სიახლეების შერწყმა

December 26, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ჟურნალი OK! გაგაცნობთ ქართული ღვინის წარმოებაზე ორიენტირებულ ახალ ბრენდს „ამერი“, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც 3 თვის წინ გამოჩნდა, თუმცა მისი შექმნის იდეა ბევრად ადრე დაიბადა. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ღვინო კულტურასა და ტრადიციებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რაც შთაგონების მთავარი წყარო გახდა. დაფუძნების მთავარი მიზანი ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ისეთი პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც გააგრძელებდა ქართული ღვინის განსაკუთრებულ ისტორიას. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით OK! „ამერის“ დამფუძნებელს, თამარ ბექაურს პირადად ესაუბრა.

 

გაგვაცანით კომპანია „ამერი“.

„ამერი“ არის ქართული ღვინის წარმოებაზე ორიენტირებული ახალი ბრენდი, რომლის სახელწოდებაც სიმბოლურია და უკავშირდება ღვინის წარმოების ადგილს – სოფელ არხილოსკალოს, რომელიც მდებარეობს უკიდურეს აღმოსავლეთ საქართველოში. „ამერი“ სწორედ უკიდურეს აღმოსავლეთს ნიშნავს, ამიტომ ეს სიმბოლური სახელწოდება ასახავს ღვინის წარმოშობის იდენტობას.

„ამერი“ გამოხატავს ტრადიციებისა და სიახლეების შერწყმას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ღვინოში იგრძნობოდეს არა მხოლოდ გემო, არამედ ემოცია, რომელიც ქართულ სუფრასთან, ოჯახსა და მეგობრებთან ასოცირდება.

რას სთავაზობს კომპანია საზოგადოებას?

„ამერი“ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელიც მზადდება ტრადიციული ქართული მეთოდებით და თანამედროვე სტანდარტების შერწყმით. მთავარი ღირებულება ხარისხია, ამიტომ თითოეული ბოთლი დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით მზადდება.

გარდა თავად ღვინისა, ვთავაზობთ გამოცდილებას – იმ ემოციას და სიამოვნებას, რასაც ღვინის დაგემოვნება იწვევს. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა შეფუთვას, რაც ჩვენს პროდუქტს იდეალური საჩუქრის სახეს აძლევს.

რა იყო „ამერის“ დაფუძნების მთავარი მიზანი?

„ამერის“ დაფუძნების მთავარი მიზანი იყო საკუთარი, მაღალი ხარისხის ქართული ღვინის წარმოება და მისი ბრენდად ჩამოყალიბება. ამ დიდ სფეროში ჩემი მოღვაწეობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო, რადგან ჩვენს ოჯახში ღვინო ყოველწლიურად იწარმოებოდა, თუმცა არა როგორც ბრენდი. შემდეგ იყო სწავლა და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა ღვინის საწარმოში. ამ ყველაფრის პარალელურად ვმონაწილეობდი საგრანტო პროგრამაში, რომელშიც გავიმარჯვე, რის შედეგადაც შევიძინე სრულყოფილი ინვენტარი მეღვინეობისთვის. სწორედ ამ ეტაპზე გადავწყვიტე „ამერის“ ბრენდად ჩამოყალიბება და ღვინის წარმოება, რომელიც არა მხოლოდ შესაბამისი ხარისხით გამოირჩეოდა, არამედ ასახავდა ჩემს პირად ხედვას და მიღებულ ცოდნას მეღვინეობაში.

იმისათვის, რომ ეს მიზანი განმეხორციელებინა, გავაერთიანე ქართული ღვინის ტრადიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები, რამაც ბრენდი უნიკალურად აქცია.

მომხმარებელს კი შევთავაზეთ ღვინო, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის კულტურას.

 

მოგვიყევით იმ არომატებზე, რომლებსაც „ამერი“ საზოგადოებას სთავაზობს.

„ამერი“ აწარმოებს 4 სახის ღვინოს: „საფერავი“, „საფერავი როზე“, „წინანდალი“ და „რქაწითელი“. თითოეული მათგანი გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული არომატებითა და გემოთი.

თითოეული მათგანი შესანიშნავად ერწყმის როგორც ქართულ ტრადიციულ, ისე საერთაშორისო სამზარეულოს, რადგან მათი მრავალფეროვნება და უნიკალური გემოები ქმნიან იდეალურ კომბინაციებს სხვადასხვა ტიპის კერძებთან.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ღვინოები, რომლებიც შეძლებენ სიამოვნება მიანიჭონ არა მხოლოდ ღვინის მოყვარულებს, არამედ მათ, ვინც გემოების ახალ და განსხვავებულ გამოცდილებას ეძებს.

სასაჩუქრე ყუთებზეც მოგვიყევით. რა დაგვხვდება მასში?

„ამერი“ ღვინის გარდა მომხმარებელს სთავაზობს ექსკლუზიურ სასაჩუქრე ყუთებს, რომლებიც იდეალურ საჩუქარს წარმოადგენს სხვადასხვა სიტუაციაში, როგორიცაა დაბადების დღე, ახალი წელი, სხვადასხვა დღესასწაული და სხვა მნიშვნელოვანი თარიღები.

ჩვენი სასაჩუქრე ყუთები მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, რადგან შესაძლებელია შერჩეული იყოს ერთი ან ორი ბოთლი ღვინო. ამასთან ერთად, სასაჩუქრე ყუთებში დაგხვდებათ ქართული ტრადიციული საკვები – ჩურჩხელა, რომელიც არომატული და გამორჩეული ტკბილეულია, თაფლი, თხილეულის და ჩირეულის მიქსი.

„ამერის“ ყუთი წარმოადგენს დახვეწილ საჩუქარს, რომელიც არა მხოლოდ ღვინის მოყვარულთათვისაა, არამედ მათთვის, ვინც ქართული ტრადიციებისა და ნატურალური პროდუქტების ღირსებას აფასებს.

ყველა ეს პროდუქტი ნატურალური ინგრედიენტებით არის დამზადებული, რაც იძლევა არა მხოლოდ ვიზუალურ სილამაზეს, არამედ განსაკუთრებულ გემოსა და შთაბეჭდილებას.

სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

„ამერის“ სამომავლო გეგმები ემყარება ბრენდის გაფართოებას და ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენი მიზანია, შეიქმნას ახალი ღვინოების და კერძო კოლექციების ხაზები, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის პროდუქცია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე, რადგან გვინდა ჩვენი ღვინოები გამოჩნდეს როგორც ადგილობრივ მაღაზიებში, ისე რესტორნებსა და ბარებში.

სამომავლოდ, ვგეგმავთ მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ღვინის გამოფენებსა და ფესტივალებში, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ღვინის ცნობადობა. გარდა ამისა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს ღვინის ტურიზმის განვითარების, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე ნახონ ჩვენი საწარმო, გაეცნონ ღვინის წარმოების პროცესს და, რა თქმა უნდა, დააგემოვნონ ჩვენი პროდუქცია.

ციაკო ღამბაშიძე

ასევე გაეცანი

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში
Gastro

#OK! სასტუმრო ibis Tbilisi City – კორპორატიული შეხვედრებისა და ღონისძიებების საუკეთესო სივრცე თბილისში

October 19, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
Gastro

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 17, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026
#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის
Gastro

#OK! ზაფხულის გემოები თქვენს სუფრაზე – მარტივი და გამაგრილებელი რეცეპტები ცხელი დღეებისთვის

August 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები