• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

September 1, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

27 აგვისტოს, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი თავდაპირველად უცნობი იყო, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუავა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციამ განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უკრაინის მოქალაქე ქალი, ვალერია კირილიუკი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, კირილიუკი ბუავას მეგობარი იყო და 23 აგვისტოს მის ბინაში იმყოფებოდა.

31 აგვისტოს საქმეში კიდევ ორი პირი გამოჩნდა. პროკურატურამ გივი გუდაძესა და საბა ბოჭორიშვილს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, 22 აგვისტოს გივი გუდაძემ კირილიუკს გადასცა მეთადონი, რომლის ნაწილიც, გამოძიების თანახმად, მეორე დღეს მან და ბუავამ მოიხმარეს. პროკურატურის ინფორმაციით, გუდაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 6.27 გრამი – მეთადონი ჰქონდა, ხოლო საბა ბოჭორიშვილს მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

თუმცა ბუავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის. დაცვის მხარე გამოძიების ვერსიას არ ეთანხმება და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

 

დაურ ბუავა

დაურ ბუავა 1994 წელს, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ტყვარჩელში დაიბადა. ომი მას საკუთარი თვალით არ უნახავს. ძირითადად რუსეთში იზრდებოდა და განათლებაც იქ მიიღო, თუმცა აფხაზეთში, ბებიასთან, ხშირად ჩადიოდა.

კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია, როგორც თავად ამბობდა, ძირითადად გარშემო მყოფებისგან ჰქონდა მოსმენილი და წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი მხარის მიერ მოყოლილი ისტორია იცოდა. სწორედ ამან გაუჩინა სურვილი, გაცნობოდა მეორე მხარეს და საკუთარი გამოცდილებით გაერკვია, როგორი იყო რეალობა.

„წლების განმავლობაში ვხედავდი, რა ხდებოდა ერთ მხარეს და მომინდა, თავად მენახა და მომესმინა მეორე მხარის სიმართლე. ამიტომ ჩამოვედი“, – ამბობდა ის.

ბუავას ცხოვრების მნიშვნელოვანი გარდატეხა სოციალური ქსელიდან დაიწყო. როგორც თავად ჰყვებოდა, აფხაზეთში ყოფნისას შემთხვევით მოხვდა TikTok-ის პირდაპირ ეთერში, სადაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს მტრებს უწოდებდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ.

2021 წელს, 26 წლის ასაკში, ბუავა აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა და აქ დარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით იხსენებდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის ეშინოდა – წლების განმავლობაში ისმენდა, რომ ქართველებს აფხაზები მტრებად მიაჩნდათ. თუმცა თბილისში ყოფნისას მიღებულმა პირადმა გამოცდილებამ ეს წარმოდგენები თანდათან შეცვალა.

 

„მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ დანახული სიმართლე. მეორე მხარის სიმართლე კი აქ გავიგე“, – ამბობდა ის 2021 წელს „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ბუავასთვის სოციალური ქსელი მხოლოდ გასართობი სივრცე აღარ იყო. რამდენიმე თვეში ის უკვე ცნობილ TikTok-ბლოგერად იქცა. მისი ვიდეოები ძირითადად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ომს, მშვიდობას, საქართველოსა და აფხაზეთის მომავალს, რუსეთის გავლენასა და იმ სტერეოტიპებს ეხებოდა, რომლებიც ორ საზოგადოებას ერთმანეთისგან ათწლეულების განმავლობაში აშორებდა. 2022 წლისთვის მის TikTok-გვერდს უკვე ათიათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა აფხაზი, ადევნებდა თვალს.

ბუავა საკუთარ აუდიტორიას თბილისსა და საქართველოსაც აცნობდა. მისი ვიდეოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორი იყო ყოველდღიური ცხოვრება თბილისში და რამდენად განსხვავდებოდა ის იმ რეალობისგან, რომელიც აფხაზეთში ჰქონდა მოსმენილი.

2023 წელს მან რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა – ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „გამარჯობა, მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე“. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდებიან მას ქუჩაში გამვლელები და ეხუტებიან.

მისი ბლოგები მხოლოდ ქართველებთან ურთიერთობას არ ეხებოდა. ბუავა საუბრობდა აფხაზეთის მომავალზე, რუსეთის გავლენაზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე, აფხაზეთის სტატუსზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, აფხაზურ საზოგადოებას ემუქრებოდა.

„ორივე მხარეს არის მცირე ჯგუფი, რომელიც სიძულვილს აძლიერებს“.

 

მიიცნევდა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაგრძელებაში რუსეთის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი შეფასებით, მოსკოვმა კონფლიქტი წაახალისა და დღემდე ცდილობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგისთვის ხელის შეშლას.

2023 წელს მან აფხაზეთში ე.წ. „აპარტამენტების შესახებ“ კანონის ინიციატივაც გააკრიტიკა.

“ამრა”

თბილისში ბუავამ ქართველ მეგობარ მიხეილ კვატაშიძესთან ერთად ახალგაზრდული მოძრაობა „ამრა“ დააარსა. „ამრა“ აფხაზურად „მზეს“ ნიშნავს. მოძრაობის მიზანი ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, ასევე კომუნიკაციისა და ურთიერთობისთვის სივრცის შექმნა იყო.

„ამრას“ საქმიანობა მხოლოდ შეხვედრებსა და დისკუსიებს არ მოიცავდა. ორგანიზაცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის სხვადასხვა იდეაზე მუშაობდა, მათ შორის აფხაზურ ენასა და კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნას ცდილობდა, სადაც აფხაზეთისა და საქართველოს მომავალზე საუბარი სიძულვილის ენის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი.

“მოღალატის” სახელი და საქართველოს მოქალაქეობა

 

ბუავას პოზიციები აფხაზეთში სულ უფრო მწვავე რეაქციას იწვევდა. თავდაპირველად სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდნენ, მოგვიანებით კი კრიტიკას მუქარა და ზეწოლა მოჰყვა.

2022 წლის ივნისში საქმე უკვე ოფიციალურ დევნამდე მივიდა. აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა ბუავას წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ საქმე აღძრა.

მათი განცხადებით, 2021 წლის ოქტომბერში ბუავას TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები შეიცავდა პირდაპირ და ფარულ მოწოდებებს, რომლებიც აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას“ აზიანებდა. საქმე დაუსწრებლად აღიძრა.

2022 წლის დეკემბერში მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა – ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

15 დეკემბერს თავად გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს პასპორტი გამარტივებული წესით მიიღო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, სრულფასოვანი მოქალაქე ვარ“, – ამბობდა ის.

საქართველოს მოქალაქეობის მიღებამ მის მიმართ კრიტიკა აფხაზურ სივრცეში კიდევ უფრო გააძლიერა.

ევროპარლამენტი

ბუავას საქმიანობა საბოლოოდ საერთაშორისო დონეზეც გახდა ცნობილი.

2023 წელს ის ევროპარლამენტში მიიწვიეს, სადაც პანელურ დისკუსიაზე „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მან აფხაზურად მიმართა აუდიტორიას და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

„30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა. მათ ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ავაშენოთ საერთო მომავალი“.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა
OK! კულტურა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026
#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული
OK! კულტურა

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?
OK! კულტურა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
OK! კულტურა

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “წარუმატებელი ქორწინებით შეშინებულ ჩენინგ ტატუმს ოჯახის შექმნა აღარ სურს” – მსახიობის ახალი ინტერვიუ Vanity Fair-თან

#OK! “წარუმატებელი ქორწინებით შეშინებულ ჩენინგ ტატუმს ოჯახის შექმნა აღარ სურს” – მსახიობის ახალი ინტერვიუ Vanity Fair-თან

January 18, 2023
#OK! მეგან ფოქსი The Kelly Clarkson Show-ს ესტუმრა: მსახიობმა Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან შავი ბლეიზერი მოირგო

#OK! მეგან ფოქსი The Kelly Clarkson Show-ს ესტუმრა: მსახიობმა Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან შავი ბლეიზერი მოირგო

May 6, 2021
#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

November 30, 2022
#OK! აღმოაჩინე მოლდოვა

#OK! აღმოაჩინე მოლდოვა

April 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

September 1, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები