• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! ლორა ბრიჯმენი – სმენისა და მხედველობის არმქონე პირველი ადამიანი, რომელმაც სრული განათლება მიიღო

June 13, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე საუბარი ლორა ბრიჯმენის ისტორიით დავიწყოთ, რომელიც გვაჩვენებს, რას შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, თუ სწორ დროს – სწორ გარემოს შევუქმნით.

ლორა ბრიჯმენმა მხედველობა, სმენა, ყნოსვა და გემოს შეგრძნება ბავშვობაში დაკარგა. მის ადგილას ბევრი ადამიანი  ბედს შეეგუებოდა, მაგრამ ლორამ არა მარტო საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლო, არამედ ისტორიაში პირველი იყო, რომელმაც ამ დანაკარგის მიუხედავად, სრულფასოვანი განათლება მიიღო.

 

 

ლორა ბრიჯმენი 1829 წელს, ნიუ-ჰემფშირში დაიბადა. ის სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, მაგრამ ორი წლის ასაკში ქუნთრუშით დაავადდა, რის შედეგად მხედველობა, სმენა, ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაკარგა. ერთადერთი გრძნობა, რაც მას შემორჩა, შეხება იყო. სწორედ შეხების საშუალებით ლორამ სამყაროსთან კავშირის შენარჩუნება შეძლო. გოგონამ საოჯახო კერვა და ქსოვა ისწავლა, რითიც დედას ეხმარებოდა. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა მარტივი ჟესტების დახმარებით ხდებოდა. მაგალითად, თუ ვინმე მხარზე უბიძგებდა, ოთახიდან უნდა გასულიყო, თუ ხელზე დაქაჩავდნენ, უკან უნდა გაჰყოლოდა. თავზე მოფერება ნიშნავდა, რომ რაღაც სწორად გააკეთა, ხოლო ზურგზე შეხება შეცდომას.

ასაკის მატებასთან ერთად ლორას ქცევაში სიბრაზისა და აგრესიის ნიშნები გაჩნდა. სამყაროსთან კავშირის გარეშე გოგონა ჩაკეტილი და უმართავი ხდებოდა.

მე – 19 საუკუნის საზოგადოებაში მიაჩნდათ, რომ ასეთი ადამიანისთვის განათლების მიღება შეუძლებელი იყო, მაგრამ ბოსტონის უსინათლო ბავშვთა სკოლის დამფუძნებელი, ექიმი სემუელ ჰაუ სხვანაირად ფიქრობდა. 1837 წელს, როცა ლორას შესახებ შეიტყო, ექიმმა მისთვის განათლების მიცემა გადაწყვიტა და გოგონა თავისთან წაიყვანა.

 

 

სემუელ ჰაუმ ლორას სწავლება მარტივი საგნებით დაიწყო. გოგონას ხელში აძლევდნენ საგნებს, რომლებსაც ბრაილის შრიფტით შესრულებული წარწერები მიაკრეს. შემდეგ წარწერები მოაცილეს და ლორას ხელით უნდა გაერჩია, რომელ საგანს ეხებოდა. ამის შემდეგ ცალკეული ასოებისგან სიტყვების აგება დაიწყო. ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა და ლორამ გააცნობიერა, რომ მის გარშემო არსებულ საგნებს სახელები აქვთ. ასე დაიწყო მისი გზა ენის შეცნობის, აბსტრაქტული აზროვნებისა და სრულყოფილი განათლებისკენ.

ენის ათვისების შემდეგ ლორამ სხვა მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილებზე დასწრება დაიწყო, თუმცა ის გამუდმებით მთარგმნელს საჭიროებდა, რომელიც ინფორმაციას თითების დახმარებით გადასცემდა. ლორა სწავლობდა მათემატიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, ისტორიასა და ბიოლოგიასაც კი. 1857 წელს გოგონამ ლექსების წერა დაიწყო. მისი ლექსებიდან ყველაზე ცნობილი Holy Home გახდა.

 

 

ლორა ბრიჯმენის წარმატებამ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს მდგომარეობა სასჯელი არ არის. მის ისტორიას ჩარლზ დიკენსმა „ამერიკულ ჩანაწერებში“  მთელი თავი მიუძღვნა.

 

წერილის ბოლოს, ლორა ბრიჯმენის მე-19 საუკუნიდან 21-ე საუკუნის საქართველოს დავუბრუნდებით და გაცნობებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა – ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც შშმ ბავშვების თანასწორ განათლებაზე სისტემურად მუშაობდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩუმად, შეთანხმების გარეშე, შშმ პირების, მშობლების და სფეროს სპეციალისტების გარეშე.

 

9 ივნისს, 14:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საპროტესტო აქცია “ქვეყანაში ინკლუზიური განათლების გაუქმებას არ შევეგუებით” გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო – ერთადერთი სტრუქტურა, რომელიც შშმ ბავშვების თანასწორ განათლებაზე სისტემურად მუშაობდა.

 

ინკლუზიური განათლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც უნდა იცავდეს სახელმწიფო. მთავრობის განცხადება „რეორგანიზაციაზე“ რეალურად ნიშნავს პროფესიონალების განდევნას და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის მოშლას.

მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ აღდგეს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო! გადაწყვეტილებები მიიღებოდეს შშმ თემის, მშობელთა და პროფესიონალების ჩართულობით! შეწყდეს ჩუმად მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აზიანებს შშმ პირებსა და მათ ოჯახებს!

მშობლებო, ვინც ყოველდღე იბრძვით თქვენი შვილების უფლებებისთვის, იბრძოლეთ დღეს, რომ ბავშვები არ დარჩნენ განათლების მიღმა

მასწავლებლებო და სპეციალურო პედაგოგებო – თქვენი ყოველდღიური შრომა სისტემამ ერთი ხელის მოსმით გააქრო!

მონაწილე სპეციალისტებო – თქვენი ხმა მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება!

სტუდენტებო, ახალგაზრდებო, უფლებადამცველებო – ინკლუზია არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პრინციპი,  ის არის საზოგადოების სარკე და სიჯანსაღის საზომი.
შემოგვიერთდით!

სადაც ინკლუზია არ არსებობს, იქ არც თანასწორობაა და არც სამართლიანობა. ეს არ ეხება მხოლოდ განათლებას –  ეს საზოგადოების საფუძველია!”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: რადიო თავისუფლება

გაიგე მეტი: #lora bridgman#ინკლუზიური განათლება#ლორა ბრიჯმენი

ასევე გაეცანი

#OK! ლონდონში ბრიჯეტ ჯონსის ქანდაკება დაიდგა
OK! News

#OK! ლონდონში ბრიჯეტ ჯონსის ქანდაკება დაიდგა

November 19, 2025
#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა
Fashion

#OK! UNIQUE Fashion Show – გლობალური გამოცემის გახსნა

November 18, 2025
#OK! „მათ ტელეფონები არ აქვთ“- პრინცმა უილიამმა შვილების აღზრდის წესები გაამხილა
OK! News

#OK! „მათ ტელეფონები არ აქვთ“- პრინცმა უილიამმა შვილების აღზრდის წესები გაამხილა

November 18, 2025
იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის
OK! News

იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის

November 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახების სრულად განახლების პროცესშია

#OK! სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახების სრულად განახლების პროცესშია

February 14, 2022
#OK! ორსული კორტნი კარდაშიანი იტალიური Vanity Fair-ის გარეკანზე

#OK! ორსული კორტნი კარდაშიანი იტალიური Vanity Fair-ის გარეკანზე

October 23, 2023
#OK! არაორდინარული ქალი მოდის სფეროში

#OK! არაორდინარული ქალი მოდის სფეროში

October 1, 2021
#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025

კვირის ჰიტები

#OK! როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები ბოლო 100 წლის განმავლობაში?

#OK! როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები ბოლო 100 წლის განმავლობაში?

November 17, 2025
იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის

იმოგზაურე მარტივად – სელფის Travel eSIM ნებისმიერი ქსელის მომხმარებლისთვის

November 18, 2025
#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

#OK! სამოდელო ბიზნესის 6 განსხვავებული სახე

November 15, 2025
#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის პირველი თიზერი და პოსტერი გამოქვეყნდა

#OK! „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის პირველი თიზერი და პოსტერი გამოქვეყნდა

November 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები