ლიკა ევგენიძემ ახალი მუსიკალური ნამუშევარი, „Demo Version“, და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გამოუშვა. კომპოზიცია 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწერა, თუმცა მისი მოსმენა და ვიდეოკლიპის ნახვა მსმენელს მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ შეუძლია.
მუსიკის ავტორი ნიკა კოჩაროვია, ტექსტი კი თავად ლიკა ევგენიძეს ეკუთვნის. კლიპის რეჟისორი გოგიტა ჩიკვაიძეა.

როგორც ლიკა სოციალურ ქსელში წერს, კომპოზიცია ადამიანის მუდმივ ძიებაზეა – სურვილზე, იპოვოს საკუთარი თავი, პასუხები და ამისთვის სხვადასხვა გზა მოსინჯოს. ტექსტი ირონიულად ეხება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ პარადოქსსაც – თუ როგორ შეაღწია მარკეტინგმა სულიერების სფეროშიც.
“ეს სიმღერა 2020 წელს, პანდემიის დროს დაიწერა, თუმცა ვიდეოს გადაღება მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ, გოგიტა ჩიკვაიძის დამსახურებით მოხერხდა.
სიმღერა ადამიანის მუდმივ ძიებაზეა. სურვილზე, იპოვოს საკუთარი თავი, პასუხები და ამისთვის სხვადასხვა გზა მოსინჯოს. ამ ძიების პარალელურად კი ირონიულად ეხება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ პარადოქსს: როგორ შეაღწია მარკეტინგმა სულიერებაშიც და როგორ შეიძლება ყველაზე პირადი და შინაგანი ძიებაც კი პროდუქტად, ტრენდად და გასაყიდ დაპირებად იქცეს.სწორედ ამ წინააღმდეგობაში ჩნდება სიმღერის კომიკურობაც – ადამიანი ჭეშმარიტებას ეძებს. თანამედროვე სამყარო კი ამ დროს ცდილობს ეს ჭეშმარიტებაც მიჰყიდოს.
დიდი მადლობა შესანიშნავ გუნდს, ვინც ამ ვიდეოზე იმუშავა” – წერს ლიკა ევგენიძე სოციალურ ქსელში.












