• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

August 20, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ცნობილია, რომ კოლაგენი კანის სიმკვრივის, ელასტიკურობისა და ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, თუმცა მისი გამომუშავება ასაკთან ერთად თანდათან მცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე კოსმეტოლოგია ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად არაერთ პროცედურასა და მეთოდს გვთავაზობს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელი მათგანია ეფექტური და როგორ შევარჩიოთ სწორი მიდგომა.

კოლაგენის მნიშვნელობაზე, მისი შემცირების მიზეზებსა და კანის გაახალგაზრდავების თანამედროვე შესაძლებლობებზე კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია OK! Magazine-ს ესაუბრა.

დავიწყოთ ყველაზე მარტივი კითხვით – რა არის კოლაგენი და რა ფუნქციას ასრულებს ის ჩვენს კანში?

მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, კოლაგენი არის კანის “საძირკველი”. სპეციალური ცილა, რომელიც ჩვენი ორგანიზმის ცილების მთლიანი მასის დაახლოებით 30%-ს შეადგენს, ხოლო უშუალოდ კანის სტრუქტურაში მისი წილი 70-80%-ს აღწევს.
მისი მთავარი ფუნქციაა, შეინარჩუნოს კანის სიმკვრივე, ელასტიურობა და სიმჭიდროვე. კოლაგენის ბოჭკოები ქმნიან ძლიერ ქსელს კანის ღრმა ფენაში (დერმაში), რომელიც ქსოვილებს ფორმას უნარჩუნებს და არ აძლევს კანს მოშვების, მოდუნების თუ ნაოჭების გაჩენის საშუალებას.

რატომ არის კოლაგენი მნიშვნელოვანი არა მხოლოდ კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობისთვის, არამედ ზოგადად მისი ჯანსაღი იერისთვის?

კოლაგენი მხოლოდ კანის სიმკვრივეს არ განსაზღვრავს – ის პირდაპირ მოქმედებს მის ტექსტურასა და ტენიანობაზე. კოლაგენის ბოჭკოები ქმნიან გარემოს, სადაც ჰიალურონის მჟავა წყალს იკავებს. როდესაც კოლაგენი საკმარისია, კანი უკეთ ინარჩუნებს ტენს, არის უფრო გლუვი, ერთგვაროვანი, აქვს ბუნებრივი ბზინვარება და ჯანსაღი, დასვენებული იერი.

რა ასაკიდან იწყებს ორგანიზმი კოლაგენის გამომუშავების შემცირებას და დაახლოებით რამდენად სწრაფად ხდება ეს პროცესი?

კოლაგენის ბუნებრივი გამომუშავება საკმაოდ ადრე – დაახლოებით 20-25 წლის ასაკიდან იწყებს კლებას. ამ პერიოდიდან ორგანიზმი ყოველწლიურად საშუალოდ 1%-ით იკლებს.

თავდაპირველად ეს ცვლილება სრულიად შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუმცა წლების მატებასთან ერთად პროგრესირებს. განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა ქალებში მენოპაუზის პირველ წლებში ხდება, როდესაც კანი მარაგის თითქმის მესამედს კარგავს.

რა ნიშნებით შეიძლება მივხვდეთ, რომ კანში კოლაგენის რაოდენობა მცირდება?

კოლაგენის დეფიციტის პირველი სიგნალი კანის ტონუსის დაქვეითებაა. კანი კარგავს ბუნებრივ სიმკვრივეს, უფრო ადვილად წარმოიქმნება ნაოჭები და სახის კონტური ნაკლებად მკვეთრი ხდება. ასევე, იმატებს სიმშრალე. იკარგება ბუნებრივი ბზინვარება და დასვენებული იერი, რაც ახალგაზრდულ კანს ახასიათებს.

მხოლოდ ასაკია კოლაგენის დაკარგვის მიზეზი, თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ამ პროცესს აჩქარებს?

არა, მხოლოდ ასაკი არ არის განმსაზღვრელი. გარემო პირობებმა და ცხოვრების წესმა შეიძლება კოლაგენის დაშლა საგრძნობლად დააჩქაროს. მზის ულტრაიისფერი სხივები, მოწევა, სტრესი და კვებაში ჭარბი შაქარი კოლაგენის ბოჭკოებს პირდაპირ აზიანებს. სწორედ ამიტომ, ორი ერთი და იმავე ასაკის ადამიანის კანი შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს.

რამდენად მოქმედებს მზის ულტრაიისფერი სხივები კოლაგენზე? შეიძლება თუ არა ყოველდღიური SPF-ის გამოყენებამ მისი დაშლის პროცესი შეანელოს?

 ულტრაიისფერი გამოსხივება კოლაგენის დაშლის მთავარი კატალიზატორია. UVA სხივები აღწევს კანის ღრმა ფენებში და ანგრევს მის სტრუქტურას. ყოველდღიურად SPF-ის გამოყენება ნამდვილად აჩერებს ამ მავნე პროცესს – ეს არის საუკეთესო პროფილაქტიკა, რათა კანს შევუნარჩუნოთ ახალგაზრდობა და ელასტიურობა.

როგორ მოქმედებს მოწევა, სტრესი, არასაკმარისი ძილი და არასწორი კვება კოლაგენის გამომუშავებაზე?

თითოეული ეს ფაქტორი კოლაგენზე დამანგრევლად მოქმედებს: მოწევა ავიწროებს სისხლძარღვებს და კანს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ართმევს; ქრონიკული სტრესი და უძილობა ზრდის კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, რომელიც პირდაპირ შლის კოლაგენს; ხოლო შაქრითა და გადამუშავებული პროდუქტებით მდიდარი კვება იწვევს გლიკაციას ანუ კოლაგენის ბოჭკოების დაზიანების პროცესს.

შესაძლებელია თუ არა უკვე დაკარგული კოლაგენის სრულად „აღდგენა“, თუ უფრო სწორია საუბარი მისი გამომუშავების სტიმულაციაზე?

სრულ „აღდგენაზე“ საუბარი ნაკლებად მართებულია, უფრო სწორი ტერმინია მისი ახალი სინთეზის სტიმულირება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავაღვიძოთ კანის საკუთარი რესურსები, „ვაიძულოთ“ უჯრედები ახალი კოლაგენი გამოიმუშაოს და, ამავდროულად, მაქსიმალურად გავაფრთხილდეთ უკვე არსებულ მარაგს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კანის მოვლის საშუალებების არჩევისას, თუ ჩვენი მიზანი კოლაგენის გამომუშავების მხარდაჭერაა?

 ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა უშუალოდ კოლაგენის შემცველობაზე, არამედ იმ აქტიურ ინგრედიენტებზე, რომლებიც ფიბრობლასტების სტიმულირებას ახდენენ. პირველ რიგში, ესენია: რეტინოიდები (A ვიტამინის წარმოებულები), რომლებიც უჯრედების განახლებასა და კოლაგენის სინთეზს უზრუნველყოფენ; C ვიტამინი – ძლიერი ანტიოქსიდანტი და კოლაგენის წარმოქმნის აუცილებელი თანამონაწილე; პეპტიდები, რომლებიც უჯრედებს სიგნალს აძლევენ ახალი ცილის გასამრავლებლად; და, რა თქმა უნდა, მჟავები (AHA), რომლებიც აუმჯობესებენ პროდუქტების შეღწევადობას.გარდა სახის მოვლისა, როდესაც საქმე კოლაგენის ღრმა და ეფექტურ სტიმულაციას ეხება, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სწორად შერჩეული ინექციური თერაპია. კოლაგენოსტიმულატორები და ბიორევიტალიზანტები უშუალოდ დერმაში შედის და უჯრედებს აიძულებს, ახალი, ჯანსაღი კოლაგენის ბოჭკოები გამოიმუშაონ.

რამდენად მნიშვნელოვანია კვება? რომელი საკვები ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს საკუთარი კოლაგენის გამომუშავებაში?

ჯანსაღი კვების გარეშე კოლაგენის წარმოქმნა შეუძლებელია. ორგანიზმს „საშენი მასალა“ სჭირდება, რასაც ხორციდან, თევზიდან და კვერცხიდან მიღებული ცილები უზრუნველყოფს. ამ პროცესის მთავარი დამხმარე კი C ვიტამინია, რომელიც ახალი ბოჭკოების აწყობას უწყობს ხელს. ასევე აუცილებელია თუთიითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები.

კოსმეტოლოგიური პროცედურებიდან რომელი მეთოდები ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას ყველაზე ეფექტურად?

თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში რამდენიმე ძლიერი მიმართულება არსებობს: პირველ რიგში, ინექციური კოლაგენოსტიმულატორები (მაგალითად, პოლირძემჟავასა და კალციუმის ჰიდროქსიაპატიტის ბაზაზე), რომლებიც უშუალოდ დერმაში იწყებენ ახალი ბოჭკოების წარმოქმნას. ასევე, აპარატურული მეთოდები — RF-ლიფტინგი, მიკრონიდლინგი და ლაზერული გაახალგაზრდავება, რომლებიც კანის კონტროლირებადი მიკროდაზიანებით აიძულებენ ორგანიზმს, საკუთარი კოლაგენის რესურსი სრულად ჩართოს.

და ბოლოს, რა არის ყველაზე გავრცელებული მითი კოლაგენზე, რომელსაც თქვენი პაციენტებისგან ხშირად ისმენთ და რომლის გამოსწორებაც მნიშვნელოვანია?

 ყველაზე გავრცელებული მითია, თითქოს კოლაგენის შემცველი კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს შეავსებს, ან რომ დანამატის სახით მიღებული კოლაგენი პირდაპირ კანში მიდის. სინამდვილეში, კრემის მოლეკულა ზედმეტად დიდია კანში შესაღწევად, ხოლო თხევადი კოლაგენი ორგანიზმში ამინომჟავებად იშლება და მიდის იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება (სახსრები, მყესები). მნიშვნელოვანია პაციენტებმა იცოდნენ, რომ კოლაგენის „გარედან წასმა“ ვერ შველის – კანის სტიმულირება შიგნიდან (აქტიური ინგრედიენტებითა და პროცედურებით) არის შესაძლებელი.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

ასევე გაეცანი

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge
Health & Beauty

#OK! Health&Beauty გლუვი, ჯანსაღი და ლამაზი კანის სრულყოფილი რუტინა CLINIQUE Moisture Surge

October 18, 2026
#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“
Health & Beauty

#OK! Health&Beauty ოქტომბრის სურნელი ქალებისა და მამაკაცებისთვის „ვულე ვუსგან“

October 18, 2026
#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup
Health & Beauty

#OK! Health&Beauty COLLISTAR – ნათელი, ჯანსაღი, ლამაზი კანი და ყოველდღიური, მინიმალისტური No-Makeup

October 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

#OK! ბელა ჰადიდის ტროპიკული ფოტოსესია! მოდელი Michael Kors-ის ახალი ჩანთით!

April 12, 2021
#OK! Just like home… როგორც სახლში …

#OK! Just like home… როგორც სახლში …

February 8, 2023
#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

#OK! სივრცე, რომელიც მრავალფეროვანი კერძებით ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აერთიანებს – ფუდ გალერი გელით

June 18, 2024
#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

#OK! ბრიტნი სპირსს iPad-ის გამოყენების უფლება მისცეს

August 9, 2021

კვირის ჰიტები

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

“შეხვედრამდე, ჩვენო ტკბილო ბიჭო” – სინდი კროუფორდი გარდაცვლილ შვილს ემშვიდობება

October 25, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 20, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები