• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! დაურ ბუავა – გზა აფხაზეთიდან თბილისამდე და ბრძოლა საერთო მომავლისთვის

September 2, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

27 აგვისტოს, აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი თავდაპირველად უცნობი იყო, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუავა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

 

დაურ ბუავა

დაურ ბუავა 1994 წელს, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ტყვარჩელში დაიბადა. ომი მას საკუთარი თვალით არ უნახავს. ძირითადად რუსეთში იზრდებოდა და განათლებაც იქ მიიღო, თუმცა აფხაზეთში, ბებიასთან, ხშირად ჩადიოდა.

კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია, როგორც თავად ამბობდა, ძირითადად გარშემო მყოფებისგან ჰქონდა მოსმენილი და წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი მხარის მიერ მოყოლილი ისტორია იცოდა. სწორედ ამან გაუჩინა სურვილი, გაცნობოდა მეორე მხარეს და საკუთარი გამოცდილებით გაერკვია, როგორი იყო რეალობა.

„წლების განმავლობაში ვხედავდი, რა ხდებოდა ერთ მხარეს და მომინდა, თავად მენახა და მომესმინა მეორე მხარის სიმართლე. ამიტომ ჩამოვედი“, – ამბობდა ის.

ბუავას ცხოვრების მნიშვნელოვანი გარდატეხა სოციალური ქსელიდან დაიწყო. როგორც თავად ჰყვებოდა, აფხაზეთში ყოფნისას შემთხვევით მოხვდა TikTok-ის პირდაპირ ეთერში, სადაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთს მტრებს უწოდებდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ.

2021 წელს, 26 წლის ასაკში, ბუავა აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა და აქ დარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით იხსენებდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის ეშინოდა – წლების განმავლობაში ისმენდა, რომ ქართველებს აფხაზები მტრებად მიაჩნდათ. თუმცა თბილისში ყოფნისას მიღებულმა პირადმა გამოცდილებამ ეს წარმოდგენები თანდათან შეცვალა.

 

„მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ერთი მხარის მიერ დანახული სიმართლე იყო. მეორე მხარის სიმართლე კი აქ გავიგე“, – ამბობდა ის 2021 წელს „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ბუავასთვის სოციალური ქსელი მხოლოდ გასართობი სივრცე აღარ იყო. რამდენიმე თვეში ის უკვე ცნობილ TikTok-ბლოგერად იქცა. მისი ვიდეოები ძირითადად ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, ომს, მშვიდობას, საქართველოსა და აფხაზეთის მომავალს, რუსეთის გავლენასა და იმ სტერეოტიპებს ეხებოდა, რომლებიც ორ საზოგადოებას ერთმანეთისგან ათწლეულების განმავლობაში აშორებდა. 2022 წლისთვის მის TikTok-გვერდს უკვე ათიათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა აფხაზი, ადევნებდა თვალს.

ბუავა საკუთარ აუდიტორიას თბილისსა და საქართველოსაც აცნობდა. მისი ვიდეოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორი იყო ყოველდღიური ცხოვრება თბილისში და რამდენად განსხვავდებოდა ის იმ რეალობისგან, რომელიც აფხაზეთში ჰქონდა მოსმენილი.

მიიჩნევდა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაგრძელებაში რუსეთის როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი შეფასებით, მოსკოვმა კონფლიქტი წაახალისა და დღემდე ცდილობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგისთვის ხელის შეშლას.

2023 წელს მან აფხაზეთში ე.წ. „აპარტამენტების შესახებ“ კანონის ინიციატივაც გააკრიტიკა.

2023 წელს მან რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა – ხელში ეჭირა ბანერი წარწერით: „გამარჯობა, მე ვარ აფხაზი, თუ თვლი, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე“. ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდებიან მას ქუჩაში გამვლელები და ეხუტებიან.

მისი ბლოგები მხოლოდ ქართველებთან ურთიერთობას არ ეხებოდა. ბუავა საუბრობდა აფხაზეთის მომავალზე, რუსეთის გავლენაზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე, აფხაზეთის სტატუსზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, აფხაზურ საზოგადოებას ემუქრებოდა.

“ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ იცოდნენ… ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტი დააპროვოცირა – ეს იყო რუსეთი”.

 

“ამრა”

თბილისში ბუავამ ქართველ მეგობარ მიხეილ კვატაშიძესთან ერთად ახალგაზრდული მოძრაობა „ამრა“ დააარსა. „ამრა“ აფხაზურად „მზეს“ ნიშნავს. მოძრაობის მიზანი ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, ასევე კომუნიკაციისა და ურთიერთობისთვის სივრცის შექმნა იყო.

„ამრას“ საქმიანობა მხოლოდ შეხვედრებსა და დისკუსიებს არ მოიცავდა. ორგანიზაცია ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის სხვადასხვა იდეაზე მუშაობდა, მათ შორის აფხაზურ ენასა და კულტურასთან დაკავშირებულ საკითხებზეც. ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნას ცდილობდა, სადაც აფხაზეთისა და საქართველოს მომავალზე საუბარი სიძულვილის ენის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი.

„აფხაზ თანატოლებს ვეტყოდი, რომ დღეს აფხაზეთი ძალიან რთულ პერიოდშია და სწორედ ახლა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომ ერთმანეთთან კავშირი კი არ დავკარგოთ, არამედ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს და კედლების ნაცვლად ავაშენოთ მშვიდობის ხიდები. ძალა ერთობაშია. მჯერა, რომ ჩვენ, აფხაზებს და ქართველებს, ერთად შეგვიძლია შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა, ჩვენი მიწა და ერთად ავაშენოთ მომავალი”.

ორგანიზაციის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი პროექტი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „მუჰაჯირების კვალდაკვალ“ გახდა, რომელიც რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გადაიღეს.

ფილმი აფხაზ მუჰაჯირებსა და მათ ისტორიას ეხება – დაახლოებით 23-წუთიან ნამუშევარში  იმ ადამიანების ისტორიას ვეცნობით, რომლებიც XIX საუკუნეში აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდნენ.

ევროპარლამენტი და საქართველოს მოქალაქეობა

2022 წლის დეკემბერში მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა – საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

15 დეკემბერს თავად გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს პასპორტი გამარტივებული წესით მიიღო.

„ძალიან ბედნიერი ვარ, სრულფასოვანი მოქალაქე ვარ“, – ამბობდა ის.

ბუავას საქმიანობა საბოლოოდ საერთაშორისო დონეზეც გახდა ცნობილი.

2023 წელს ის ევროპარლამენტში მიიწვიეს, სადაც პანელურ დისკუსიაზე „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მან აფხაზურად მიმართა აუდიტორიას და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

„30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა. მათ ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ავაშენოთ საერთო მომავალი“.

“მოღალატის” სახელი და მუქარა

 

ბუავას პოზიციები აფხაზეთში სულ უფრო მწვავე რეაქციას იწვევდა. თავდაპირველად სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდნენ, მოგვიანებით, კრიტიკას მუქარა და ზეწოლა მოჰყვა. 2022 წელს კი აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ საქმე აღძრა.

ბუავას მეგობარი და ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ წარმომადგენელი მიხეილ კვატაშიძე ამბობს, რომ  მუქარები ორგანიზაციის წევრებისთვის უცხო არ ყოფილა. მისი თქმით, შეტყობინებები სოციალურ ქსელებსა და პირად მიმოწერაში მოდიოდა და მათი ნაწილი აფხაზეთიდან მოქმედი ყალბი ანგარიშებისა და ტროლების საშუალებით იგზავნებოდა.

„რაც შეეხება მუქარებს, ვინც ჩვენს ორგანიზაციაში არის, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიღებთ მუქარებს, დღესაც ვიღებთ მუქარებს, მეუბნებიან, მაგალითად, რომ შემდეგი შენ ხარ. დაურის შემდეგ შენ გარდაიცვლები“, – ამბობს კვატაშიძე.

გარდაცვალების შემდეგ მის მიმართ არსებული საფრთხეების შესახებ დაწერა “სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის“ დირექტორმა თამთა მიქელაძემაც, რომელიც მას პირადად იცნობდა:

“და­ურს ვიც­ნობ­დი. ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის დიდი სურ­ვი­ლი და ენერ­გია ჰქონ­და. არ­სე­ბი­თია, რომ გა­მო­ძი­ე­ბამ დრო­უ­ლად მი­ა­წო­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და ნი­უ­ან­სუ­რად შე­ის­წავ­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. რო­გორც ვიცი, ბევრ მუ­ქა­რას იღებ­და ხოლ­მე და­უ­რი მისი პო­ზი­ცი­ე­ბის გამო და შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის მი­ზე­ზი და გა­რე­მო­ე­ბა სა­თა­ნა­დოდ უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს.”

ბუავას მიმართ არსებული მუქარების შესახებ საუბარი განსაკუთრებით აქტუალური მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა. თუმცა, მის ყოფილი მეუღლის მონათხრობით, სიცოცხლის ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა: ხშირად აწუხებდა მაღალი წნევა და გულთან დაკავშირებული პრობლემები. პერიოდულად ჰქონდა თავის ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენაც, თუმცა ექიმთან მისვლას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას თავს არიდებდა.

“ხან წნევა აწუხებდა ხან ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ხშირად სტკიოდა თავი… ვეუბნებოდი, საავადმყოფოში წასულიყო და საკუთარი ჯანმრთელობა შეემოწმებინა, მაგრამ არ ამოწმებდა” –  წერს ნინო ცხოვრებაძე.

დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ამ ეტაპზე გრძელდება. საქმეზე დაკავებულია სამი ადამიანი – უკრაინის მოქალაქე ვალერია კირილიუკი, ასევე გივი გუდაძე და საბა ბოჭორიშვილი. გამოძიების ვერსიით, ბუავას გარდაცვალება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას უკავშირდება, თუმცა დაცვის მხარე ამ ვერსიას არ ეთანხმება და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

 

ტექსტი: ანი შავიშვილი

 

ასევე გაეცანი

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა
OK! კულტურა

#OK! პრინცესა დიანა – ქალი, რომელმაც სამეფო ოჯახის ისტორია შეცვალა

August 31, 2026
#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული
OK! კულტურა

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?
OK! კულტურა

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
OK! კულტურა

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “წარუმატებელი ქორწინებით შეშინებულ ჩენინგ ტატუმს ოჯახის შექმნა აღარ სურს” – მსახიობის ახალი ინტერვიუ Vanity Fair-თან

#OK! “წარუმატებელი ქორწინებით შეშინებულ ჩენინგ ტატუმს ოჯახის შექმნა აღარ სურს” – მსახიობის ახალი ინტერვიუ Vanity Fair-თან

January 18, 2023
#OK! მეგან ფოქსი The Kelly Clarkson Show-ს ესტუმრა: მსახიობმა Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან შავი ბლეიზერი მოირგო

#OK! მეგან ფოქსი The Kelly Clarkson Show-ს ესტუმრა: მსახიობმა Mugler-ის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან შავი ბლეიზერი მოირგო

May 6, 2021
#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

#OK! როგორ შევისწავლოთ ახალი ტექნოლოგიები

November 30, 2022
#OK! აღმოაჩინე მოლდოვა

#OK! აღმოაჩინე მოლდოვა

April 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

#OK! ბრეკეტები – რატომ არის ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თანკბილვის გამოსასწორებლად

September 1, 2026
ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები