როგორც იცით, სასამართლო დავა ემბერ ჰერდსა და ჯონი დეპს შორის უკვე დიდი ხანია გრძელდება, როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, “რამდენიმეთვიანი ომი” ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო როლების შემსრულებელი მსახიობის ჯონი დეპის სასარგებლოდ დამთავრდება. მას შემდეგ, რაც გავრცელებული ჩანაწერების შედეგად გაირკვა, რომ ემბერ ჰერდი მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა, ჯონიმ აღიარა, რომ ხშირად სააბაზანოში იკეტებოდა, რადგან მისგან თავი დაეღწია და კონფლიქტისთვის თავი აერიდებინა.
“ყოველთვის ვცდილობდი, მსგავსი სიტუაციებისთვის თავი ამერიდებინა, ვიცოდი, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ, სიმშვიდე თუ მინდოდა უნდა გავსულიყავი იმ ოთახიდან, სადაც ის იყო, თუ წასვლის საშუალებას არ მაძლევდა, თავს სააბაზანო ოთახში ვიკეტავდი, ან ისეთ ადგილას, სადაც ის ვერ შემოვიდოდა და ეს მუდმივად ხდებოდა წლების განმავლობაში”.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე ემბერ ჰერდის ოჯახის წევრები და თავად ჯონი დეპის ყოფილი მეგობარი ქალები ჯონის მხარეს იბრძვიან. რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესზე ემბერის მხარდასაჭერად მოწმედ მისი ყოფილი მეგობარი მამაკაცი ილონ მასკი გამოცხადდება.
“რატომ უნდა ამერჩია ძალადობა? როგორ შეიძლება სცემო ვინმეს, მხოლოდ იმიტომ რომ რამეში დაგეთანხმონ, მე ვცდილობდი ოჯახი გადამერჩინა, ვცდილობდი დავხმარებოდი ემბერს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ აღარაფერი გამოგვივიდოდა”.
“შეიძლებოდა ჩემზე ძალადობა დაწყებულიყო უბრალოდ ღვინის ჭიქის სროლით, ან სახეში გარტყმით და შემდეგ უკვე დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა”.
“როდესაც მიყვიროდა ერთ ან ორ ჭიქა არაყს ვსვამდი, შემდეგ მოდიოდა და ბოთლს მესროდა, მეჩხუბებოდა კიდევ რატომ ვსვამდი, შუშების ნამსხვრევები ყველგან ეყარა. თავიდან ტკივილს ვერ ვგრძნობდი, ერთადერთი ვიგრძენი, რომ თითებიდან სისხლი მომდიოდა. საშინელი შეგრძნება იყო, ვხვდებოდი რომ ჩემი სიცოცხლე ცხოვრება აღარ იყო”. – ჯონი დეპი
შეგახსენებთ, რომ წყვილს შორის მომხდარი არაერთი სკანდალის შემდეგ არაერთმა კინოკომანიამ და ბრენდმა ჯონი დეპთან თანამშრომლობა გაწყვიტა, “დიორი” ამჯერად ყველაზე გავლენიანი ბრენდია, რომლის სუნამოს სახეც კვლავ ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპია.
რამდენიმე თვეების განმავლობაში სოციალურ მედიაში საზოგადოება პეტიციას აწერდა ხელს, სადაც ემბერ ჰერდის Aquaman 2-იდან მოხსნას ითხოვდნენ.
ასევე იხილეთ:
#OK! ემბერ ჰერდმა ჩანაწერში აღიარა, რომ ჯონი დეპს სცემდა და ფიზიკურად უსწორდებოდა