ქართული კულტურის მდიდარი ელემენტებით შემკული, კომფორტული და ხარისხიანი სამოსი − ეს „მეურმიაა“. დიახ, კომფორტული − ეს საკმაოდ იშვიათი და მნიშვნელოვანი დეტალია. მრავალფეროვანი კოლექცია ყველა ტიპის გემოვნებას აკმაყოფილებს. ეს ქართული ბრენდი გერმანიაში დაიბადა და ახლა უკვე მომხმარებელს კოლექციის შეძენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ, ადგილზე მიტანის სერვისის საშუალებით შეუძლია. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „მეურმიას“ დირექტორს, გიორგი მეურმიას.
გვესაუბრეთ „მეურმიას“ შექმნის შესახებ.
ყოველთვის მაინტერესებდა მოდა, თვალყურს ვადევნებდი სხვადასხვა ბრენდის განვითარების პროცესს. დროთა განმავლობაში, ჩემი ინტერესი მოდის მიმართ უფრო გაძლიერდა და მეტად დამაინტერესა სხვადასხვა დიზაინერმა და ბრენდმა. მინდოდა, შემექმნა რაიმე ახალი. 2019 წელს დავიწყე იდეების გაწერა და შემდეგ განხორციელება.
სანამ ოფიციალურად შევქმნიდი „მეურმიას“, რამდენიმე პატარა პრობლემას წავაწყდი: პირველი კოლექცია, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, რადგან მწარმოებელმა მომატყუა. თუმცა იმ დროს მქონდა სხვა ბრენდი და ეს მარცხი მივიღე ნიშნად იმისა, რომ უნდა შემექმნა ქართული ბრენდი. ყველაფერი დავიწყე მარტომ და ახლაც ასეა. აღსანიშნავია ჩემი მეგობრების მხრიდან გაწეული დახმარება გადაღებების თვალსაზრისით, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებლებს ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს ვთავაზობ − წინდებს, კეპებს, საცვლებს, მაისურებს, ჰუდებს, ქურთუკებს, თუმცა სამომავლოდ, ბრენდის გაფართოება იგეგმება.
მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს ბრენდს გამოარჩევს…
„მეურმია“ ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქართული ბრენდია, რომელიც შეზღუდული რაოდენობისა და ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელს ქმნის.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ჩემი ბრენდის პროდუქციის შეძენა შეუძლია ონლაინ, ვებგვერდზე www.meurmia.com ვფიქრობ, საკმაოდ კომფორტული და ლამაზი ვირტუალური მაღაზია შევქმენით. ქართული დეტალები დიდ ინტერესს იწვევს, ეს ახალი და საინტერესოა მომხმარებლისთვის. რაც მთავარია, ორიგინალურია და შესაბამისად, მის მფლობელს განსაკუთრებულობას ანიჭებს.
კომპანიის სამომავლო გეგმები…
ამბიცია დიდია. სურვილი მაქვს, ჩემი ბრენდით მთელ მსოფლიოს გავაცნო საქართველო, როგორც უნიკალური, მრავალფეროვანი, საინტერესო ადგილი. ჩვენი ისტორიული წარსული, ევროპისა და აზიის კულტურის სინთეზი, გამორჩეულ ესთეტიკას ქმნის და მართლაც უნიკალურია. მინდა შევძლო, ეს ყველაფერი ავსახო საკუთარ შემოქმედებაში და თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში.
„მეურმიას“ კოლექციების ნახვა ინსტაგრამსა და ფეისბუქზე შეგიძლიათ: Instragam: MEURMIA
Facebook: Meurmia
შეძენა კი www.meurmia.com-ზე