• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! უინონა რაიდერი – 90-იანი წლების ჰოლივუდის საკულტო სახე

October 29, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Heathers, Edward Scissorhands, Bram Stoker’s Dracula და The Age of Innocence – 90-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი, უინონა რაიდერი დღეს 55 წლის გახდა.

კარიერა ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში დაიწყო და მალევე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ სახედ იქცა. წლების განმავლობაში რაიდერმა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი განასახიერა, თუმცა მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ლიდია დიტცის როლს ტიმ ბარტონის საკულტო ფილმში Beetlejuice – პერსონაჟს, რომელმაც მსახიობის ეკრანული იმიჯი განსაზღვრა.

 

 

ხშირად ისე აცვია, როგორც 1990-იანებში: შავი ჯინსები, ამავე ფერის პერანგი, ბევრი სამაჯური, წითელი კარდიგანი, მძიმე ყავისფერი ზამთრის ფეხსაცმელები თასმებით… მაგრამ ძველმოდურად სულაც არ გამოიყურება − რომანტიკოსის იმიჯი აქვს. დრო შეიცვალა, თუმცა ვაინონა გადარჩა, გაიზარდა და გოთიკური ფანტაზიებიც უარყო.

 

7 of Winona Ryder's most iconic outfits - i-D

 

ХХ საუკუნის საუკეთესო მსახიობთაგანი, განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური პერსონა აღმოჩნდა. გასული საუკუნის 90-იანებში თითქოს ბადალი არ ჰყავდა: ორი ნომინაცია „ოსკარზე“, რეგულარულად მოხვედრა ყველა დროის საუკეთესო კინოვარსკვლავთა რეიტინგებში და ყველაზე ლამაზ ქალბატონთა სიებში; ვარსკვლავი ჰოლივუდის ხეივანში და თავისი დროის მთავარი ინტელექტუალის რეპუტაცია − მისი პერსონაჟების ტრაგიზმი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ პიროვნული გახლეჩა გამოიწვია. ხმაურიანი რომანების მიღმა, გოგონა საკუთარი თავის პოვნას ცდილობდა.

 

 

იყო დრო, როცა პოპულარობის პიკს მიაღწიეთ, გაეხვიეთ სკანდალებში, თქვენს პირად ცხოვრებაზე ყველა საუბრობდა… მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა. როგორია ვაინონას თანამედროვე ცხოვრება?

ადრე, პროვოკაციულ შეკითხვაზე, თუ რა მსურდა ჩემს საფლავზე დაეწერათ, ვპასუხობდი: „ყველას ჯანდაბამდე გზა გქონიათ“. სწორედ მსგავს ფრაზას წარმოვიდგენდი. არასოდეს ვნანობდი ჩემს საჯაროდ ნათქვამ სიტყვებს, მიუხედავად იმისა, რომ მაკრიტიკებდნენ. ამბობდნენ, რომ პუბლიკის ყურადღებას არ ვაფასებდი. მართლაც ვერ ვაფასებ, რადგანაც ცხოვრებას ყურადღების გარეშე ვამჯობინებ. არც იმ წიგნების სხვისთვის მიცემა მიყვარს, რომლებიც წავიკითხე, რადგანაც კითხვისას თავისუფალ ადგილებზე შენიშვნებს და აზრებს ვიწერ, რაც ჩემს პიროვნებაზე ბევრს მეტყველებს და არ მსურს ეს სხვამაც იცოდეს. ცოტა ხნის წინ, ძმამ წიგნი მთხოვა, თუმცა მალევე დამიბრუნა და მითხრა: „მინდა თავად გავიაზრო იგი, შენი მითითებების გარეშე“. არცერთ სოციალურ ქსელში პროფაილი არ მაქვს, რადგანაც არ გამაჩნია სურვილი სამყაროს ჩემი ცხოვრების რომელიღაც დეტალი გავუმხილო.

 

Winona Ryder wallpapers, Celebrity, HQ Winona Ryder pictures | 4K Wallpapers 2019

მგონი ადრეული დიდება, გასული საუკუნის 80-90-იანებში ახალგაზრდა თაობის კერპის სტატუსი, თქვენი ბავშვობის ტრავმა აღმოჩნდა…

იცით, მხოლოდ ახლა, 40 წლის ზემოთ აღმოვჩნდი ჩემს ნამდვილ „ტყავში“. სულაც არ ვისურვებდი თინეიჯერობის ან 20 წლის ასაკში დაბრუნებას. კინოში მშვენიერი გამოცდილების, ტიმ ბარტონთან მეგობრობის, მარტინ სკორსეზეს ხელმძღვანელობის, სიყვარულის თუ რომანების მიუხედავად. მადლიერი ვარ იმ ყველაფრით, რამაც შემქმნა − ადამიანებით, რომლებიც გავიცანი; წიგნებით, რომლებიც აღმოვაჩინე; ფილმებით, რომლებმაც ბევრი მომცა, თუმცა იმ პერიოდში დაბრუნებას არ ვინატრებდი. მაშინ კასტინგების მენეჯერები მეუბნებოდნენ: „კარპე დიემ, გოგონა! დაიჭირე მომენტი! ახლა ვარსკვლავი ხარ, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს, რადგანაც „არასტანდარტული“ გარეგნობა გაქვს“. ჰოლივუდში მაღალ, ქერა ქალებზე იყო მოთხოვნა და გულისხმობდნენ, რომ ჩემნაირ შავგვრემან, გამხდარ გოგონაზე მოთხოვნა აღარ იქნებოდა.

 

მაგრამ თქვენ მართლაც „არასტანდარტული“ ხართ, ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით.

გმადლობთ, მაგრამ მაშინ ამ ყველაფრის მოსმენა ჩემში უხერხულ შეგრძნებას ბადებდა. მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ მიმაჩნდა, საუკეთესო, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია, პიროვნებად ქცევაა. ისინი ჰიპები იყვნენ, კომუნაში გავიზარდე. ჩემი ნათლია, ტიმოთი ლირი, მთელ ჰიპ-მოძრაობას შთააგონებდა. იგი ჩემი სულიერი მოძღვარი გახლდათ. 12 წლის ასაკში სხვა ქალაქში გადავედით და ახალ სკოლაში სასაცილო ბიჭის კოსტიუმის და მაწანწალას ვარცხნილობის გამო ჩემი დაცინვა დაიწყეს. გადაწყვიტეს, რომ ჰომოსექსუალი ვარ და მშობლებმა სასწრაფოდ მომაშორეს სკოლას. მაღალ კლასებში შინ ვსწავლობდი. „ბითლჯუსის“ გრანდიოზული წარმატების შემდეგ, დავფიქრდი: „ახლა სკოლაში მგონი მიმიღებენ“, მაგრამ შევცდი: ამჯერად კუდიან ჯადოქარს მადარებდნენ და მიპირისპირდებოდნენ. მშობლებმა საბავშვო თეატრალურ სკოლაში მიმიყვანეს, რათა ცხოვრების რაობაში გავრკვეულიყავი. დავიწყე გადაღება, ცნობილიც გავხდი, მაგრამ თავს მუდამ არასწორ დროებაში მივიჩნევდი.

 

 

როგორც მახსოვს, ყოველთვის ძველი ეპოქები მხიბლავდა. „ჯეინ ეარი“ 9 წლის ასაკში წავიკითხე და მაშინვე მომინდა XVIII საუკუნის ბოლოს მეცხოვრა. მამა ცდილობდა აეხსნა ჩემთვის, რომ ყველაფერს თავისი უარყოფითი მხარე ჰქონდა, მაგრამ ძველ დროზე გადაღებულ ფილმებში მონაწილეობა ჩემთვის მაინც ბევრად საინტერესო და სასურველი იყო. ყოველთვის უფროსი ადამიანები მაინტერესებდა. მამას ძალიან ვგავარ − მან თავი ანტიკვარულ წიგნებში აღმოაჩინა და ახლა ამ სფეროს სპეციალისტია. ბუნებით მეც არქივის მცველი ვარ − ჩემთვის ნივთები არ ძველდება, მოდიდან არ გადადის, არამედ ახალ მნიშვნელობას იძენს.

 

The 48 Best Oscars Red Carpet Dresses of All Time | Oscars red carpet dresses, Red carpet dresses, Red carpet fashion

 

გაიგე მეტი: ვაინონა რაიდერი

ასევე გაეცანი

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია
OK! კულტურა

#OK! ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Prada ხელით შექმნილ ანიმაციას ირჩევს – როგორ დაიბადა ბრენდის 2026 წლის სადღესასწაულო კამპანია

November 6, 2026
#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია
OK! კულტურა

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ
OK! კულტურა

#OK! კენდალ ჯენერი: უცნობი ფაქტები მოდელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ

November 3, 2026
#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა
OK! კულტურა

#OK! ანა ვინტური – ქალი, რომელმაც მოდის სამყაროს წესები შეცვალა

November 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

#OK! ადრე და ახლა: 11 ვარსკვლავი და მათი სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

June 21, 2022
#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

#OK! ლეონარდო დიკაპრიო 35 წლის მადალინა გენეას ხვდება – მსახიობს სურს, რომ რეპუტაცია აღიდგინოს და პატარა ასაკის გოგონებთან ურთიერთობა არ დაიჭიროს

February 27, 2023
#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

#OK! ესთეტიკის ცენტრი „ლა ფემე“ – ადგილი, სადაც სილამაზე და ბედნიერება სასიამოვნო სინთეზს ქმნის

May 29, 2023
#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

#OK! „ახალი ორბეთის“ საცხოვრებელი უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

June 4, 2023

კვირის ჰიტები

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

#OK! კრის ჯენერი – 7 საინტერესო ფაქტი ქალზე, რომელმაც კარდაშიანების ოჯახი გლობალურ ბრენდად აქცია

November 5, 2026
#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

#OK! „ეს მარტოსული გზა იყო“ – ჰეილი ბიბერი მშობიარობის შემდეგ განვითარებულ ჯანმრთელობის პრობლემაზე საუბრობს

November 5, 2026
#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო   

#OK! 24–25 ოქტომბერს Unlimited Summit 2026 გაიმართა: ორი დღე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო  

November 2, 2026
2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

2027 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია – რას უნდა ველოდოთ მომავალი წლის მოდის მთავარ ღონისძიებაზე?

November 6, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები