• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! იუნა შაფათავა And Just Like That-ის მეცხრე ეპიზოდში გამოჩნდა

February 4, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

HBO-ს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი, არაერთი “ემის” ჯილდოსა და “ოქროს გლობუსის” მფლობელი სატელევიზიო პროექტი Sex And The City ახალი სეზონით ეკრანებს 9 დეკემბერს დაუბრუნდა, ბოლო სერიის პრემიერა კი 3 თებერვალს შედგა.

როგორც რამდენიმე თვის წინ იუნა შაფათავამ OK-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა,  ქართველი მსახიობი სერიალის მეცხრე სერიაში გამოჩნდა, ის ერთ-ერთ ღამის კლუბის წინ, ქერისა და შარლოტას გვერდით ჩანს.

 

იხილეთ ვიდეო:

იუნამ რამდენიმე თვის წინ OK! Magazine Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გადასაღებ მოედანზე მიღებულ გამოცდილებაზე, კარიერულ წინსვლასა და სამომავლო გეგმებზე გულახდილად ისაუბრა:

“მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ And Just Like That-ის გადაღებები დაიწყო მომინდა სერიალში მოხვედრა,  თუმცა ვიცოდი, რომ შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. კოვიდის გავრცელების შემდეგ ამერიკაში შემდგარი მსახიობები პროექტებზე უკვე თავისუფლად მუშაობდნენ. კასტინგები ძირითადად ონლაინ ტარდებოდა… ამ პროექტში მოსახვედრად უნდა ყოფილიყავი გილდიის (SAG Screen Actors Guild) წევრი, რომ “მოლაპარაკე” როლი გქონოდა. გამონაკლისები იშვიათად ხდებოდა, ასეთ პროექტებზე მითუმეტეს. ამერიკაში, ისევე როგორც ყველგან, ნაცნობობის გარეშე, რთულია რამის გაკეთება. უბრალოდ, საქართველოსა და სხვა პატარა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ შემოთავაზებაშია სხვაობა.”

No description available.

როგორც ქართველი მსახიობი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ანკეტებს თითქმის ყოველდღიურად აგზავნიდა, სერიალიდან დადებით პასუხს მაინც არ მოელოდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნიუ-იორკში ათასობით მსახიობი ცხოვრობს, რომლებსაც ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობის სურთ, მათ შორის კონკურენცია პანდემიის ფონზე განვითარებული რთული ვითარების ჟამს უფრო და უფრო მატულობს.

“ნიუ-იორკში დაახლოებით 50,000 მსახიობი ცხოვრობს, და ყველას სურს მუშაობა. კოვიდის შემდეგ სოციალური აქტივობა ძალიან შეზღუდულია, ისევ და ისევ ვარსკვლავებზეა გათვლა. ვაქცინირება მუშაობის აუცილებელი პირობაა. მოკლედ, ვიპოვე სააგენტო და  გავაგზავნე ანკეტა. შემდეგ შემიყვანეს სიაში, მეც ჩემს ანკეტას ამ პროექტზე თითქმის ყოველდღიურად ვაგზავნიდი.”

“როდესაც გამოხმაურება მივიღე, მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი, აყვანილი ვიყავი თუ არა. დიდი სურვილი კი მქონდა, დიდი როლი მიმეღო მაგრამ ეს ე.წ. background როლია, რაც ნიშნავს სერიალში ტექსტის გარეშე გამოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე უზარმაზარი გარდერობი აქვთ, სადაც ძალიან ფართო არჩევანია, სერიალიდან თავიდანვე გწერენ: “ეს არის luxe (chic) კლასის პროექტი და თუ გაქვთ შესაბამისი ტანსაცმელი, რისი ჩაცმაც გსურთ, წამოიღეთ.” ასე, რომ მე რაც მინდოდა – ჩავიცვი.”

No description available.

გამოცდილება, რომელიც იუნა შაფათავამ And Just Like That-ის გადასაღებ მოედანზე მიიღო ძალიან ემოციური, ამავდროულად კი ინფორმატიული და ამაღელვებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მსახიობებს გადაღებების მიმდინარეობის დროს ფოტოების გადაღება სასტიკად ეკრძალებოდათ, იუნამ ემოციური კადრების გაზიარება ვერ შეძლო.

“გადაღება კონფიდენციალურად დაცულ ადგილას იყო, მოედანზე კი ფოტოების გადაღება აკრძალული იყო. ძალიან გამიკვირდა, როდესაც მთელი სერიოზულობით ამხედეს, დამხედეს და მითხრეს, გადასარევად გაცვიაო, თმაზე და მაკიაჟზე თანხმობა განაცხადეს. თმა დამიხვიეს და ძალიან ლამაზი მაკიაჟი გამიკეთეს. მაკიაჟიკი  ბევრჯერ გაუკეთებიათ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს რაღაც სასწაული იყო…”

იუნამ კარგად იცის, რომ მკითხველს ყველაზე მეტად სერიალის მთავარ გმირთან, სარა ჯესიკა პარკერთან შეხვედრა აინტერესებს.

როგორც ჩანს, მას ეს ბედნიერებაც ხვდა წილად და 2000-იანების საკულტო პერსონაჟი, ქერი ბრედშოუს შემსრულებელი ამერიკელი ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე იხილა.

“რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ მკითხველებს, ეს არის სარა ჯესიკა პარკერი, დიახ, გამიმართლა და მე ის ვნახე. თვითონ რომელ სცენაში, კიდევ ერთხელ ბოდიში, მაგრამ ჯერ ვერ მოგიყვებით, მაგრამ ეს გრძნობა იყო გადასარევი… გადასაღებ მოედანზე არათუ ფოტოების გადაღება, არამედ მსახიობების მიერ ერთმანეთის შეწუხებაც კი აკრძალულია.”

“შემიძლია გითხრათ, სარა ჯესიკა პარკერი ძალიან კარგად გამოიყურება; ყველანაირი კოსმეტიკური თუ პლასტიკური ქურურგის ჩარევების გარეშე; ძალიან ლამაზი თვალები აქვს, ანათებს ნამდვილად, და ყოველთვის კონცენტრირებულია გადაღების პროცესზე. ის ეპიზოდი, სადაც მე გამივჩნდები (იმედია), გავა კათოლიკურ შობას (დაახლოებით). წინასწარ ვიხდი ბოდიშს, რომ უბრალოდ გამოვჩნდები, უფრო მეტს შევძლებდი აქამდე, კოვიდი რომ არა. კოვიდმა თითქმის 2 წელია, ყველაფერი შეანელა.”

გაიგე მეტი: And Just Like That...Sex And The Cityიუნა შაფათავა

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე
Slider Area

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე

September 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026
# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება
OK! News

# OK! Unlimited Summit ოქტომბერში გაფართოებული საერთაშორისო ფორმატით ბრუნდება

September 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! “კაილი ჯენერმა სელენა გომესის “დაცინვის” შემდეგ მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა” – რას წერს უცხოური მედია ვარსკვლავების დაპირისპირებაზე

#OK! “კაილი ჯენერმა სელენა გომესის “დაცინვის” შემდეგ მილიონზე მეტი გამომწერი დაკარგა” – რას წერს უცხოური მედია ვარსკვლავების დაპირისპირებაზე

February 28, 2023
#OK! გაიცანით სულ სხვანაირი კილიან მერფი – როგორია ლეგენდარული მსახიობი კამერებს მიღმა

#OK! გაიცანით სულ სხვანაირი კილიან მერფი – როგორია ლეგენდარული მსახიობი კამერებს მიღმა

August 1, 2023
#OK! ციფრული ამნეზია – როგორ გვავიწყდება მოვლენები, როცა ყველაფერს ტელეფონით ვაფიქსირებთ?

#OK! ციფრული ამნეზია – როგორ გვავიწყდება მოვლენები, როცა ყველაფერს ტელეფონით ვაფიქსირებთ?

August 6, 2025
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მაისის ნომრისთვის

May 2, 2023

კვირის ჰიტები

#OK! პატარა ქართველი გოგონა, რომლის ვიდეომაც სელინ დიონი ააცეკვა – ვინ არის ევა ბუთიაშვილი?

#OK! პატარა ქართველი გოგონა, რომლის ვიდეომაც სელინ დიონი ააცეკვა – ვინ არის ევა ბუთიაშვილი?

October 5, 2026
#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები

#OK! პარიზის მოდის კვირეული დასრულდა – დაათვალიერეთ ვარსკვლავების გამორჩეული ლუქები

October 7, 2026
#OK! ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული პირველად ალაპარაკდა – რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი ძალადობის ბრალდებებზე, ურთიერთობასა და ბავშვის მამობის საკითხზე

#OK! ნატა ვიბლიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული პირველად ალაპარაკდა – რას ამბობს ბაჩუკი ჩხვიმიანი ძალადობის ბრალდებებზე, ურთიერთობასა და ბავშვის მამობის საკითხზე

October 8, 2026
#OK! ვინ არის ტატო გრიგალაშვილის მეუღლე და როგორია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახური ცხოვრება

#OK! ვინ არის ტატო გრიგალაშვილის მეუღლე და როგორია ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის ოჯახური ცხოვრება

October 8, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები