• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! წარმოსახვას არ აქვს საზღვრები

June 2, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

როდესაც იდეა ხილული ხდება. განა ეს სასწაული არ არის?

 

მერაბიშვილის ინდივიდუალობისა და მხატვრული ენის შემოქმედებით განვითარებაში, ქართული და მსოფლიო სახვითი ხელოვნების ისტორიის ღრმა ცოდნასთან ერთად, გადამწყვეტი როლი ორმა შემოქმედმა – გოგი ოჩიაურმა და მერაბ მერაბიშვილმა ითამაშეს.

 

პაატა მერაბიშვილის 1980/90–იანი წლების მცირე ზომის ქანდაკებებში განსაკუთრებით ცხადად და ორიგინალურად ვლინდება ტრადიციისა და ნოვატორობის სინთეზი. მათში უძველესი ქართული მცირე პლასტიკის თავისებურებები ორგანულად ერწყმის ხაზისა და ფორმის ახალი გამომსახველობითი შესაძლებლობების ძიებებს. სილუეტების ასეთი ორნამენტულობა, ხაზების დენადობა და მოცულობათა ზედაპირების დამუშავება გვახსენებს უძველესი ქართული ხელოვნების ნიმუშებს – ბრინჯაოს ბალთებსა და სარტყლებს. ადამიანებისა და ცხოველების სტილიზებული ფიგურები შთამბეჭდავია გამოსახულებათა ხატოვნებით, ხაზებისა და სილუეტების ექსპრესიულობითა და დეკორატიულობით. სილუეტურ ოვალში მოქცეული მოძრაობისკენ მიმსწრაფი ეს ფიგურებიც კი არ გადიან ჰარმონიულობის ჩარჩოთა მიღმა და არ არღვევენ კომპოზიციის მთლიანობას. ამ სკულპტურებს ხელოვნების უძველეს ძეგლებთან აკავშირებს არა მხოლოდ ფორმალური მსგავსება, არამედ ისინი აღსავსენი არიან პირველქმნილი ბუნების მისტიკური ძალით, იდუმალებითა და მისი შეუცნობადობით.

 

როგორ ხდება იდეა ხილული?

ხელოვნება, კერძოდ, სახვითი ხელოვნება, ადამიანური საქმიანობის ის სფეროა, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი დირექტივისგან. თუმცა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ეს წესი მუდამ ირღვეოდა: რელიგია, იდეოლოგია, მმართველები და სხვადასხვა სტატუსის მქონე პირები ნათლად გრძნობენ ხელოვნების ძალას და მის მორჯულებას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ხელოვნების მთავარი ღირებულება მისი უნარია, იყოს როგორც თანამედროვე, ისე დროული.

 

მოქანდაკეობა არაა პროფესია. ეს შინაგანი მდგომარეობაა, როცა გარშემო ყველაფერს სივრცეში აღიქვამ, როცა იდეას უკვე აქვს მოცულობა და ფერიც კი. ჯერ კიდევ ჩანახატებში ჩანს, თუ როგორ შეიძლება უბრალო ხაზი გადაიქცეს ფორმად ან დარჩეს გრაფიკად, რასაც ასევე აქვს არსებობის უფლება.

 

 

რა არის ქანდაკება?

ქანდაკების განსაზღვრება ან მნიშვნელობა თანამედროვე დროში საოცრად გაფართოვდა. სივრცეში ფორმების შესაქმნელად ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების მრავალფეროვნების ფონზე ტერმინი „ქანდაკება“ კონკრეტული შემოქმედებითი საქმიანობის ვიწრო კატეგორიას გასცდა. უფრო მეტიც, დღევანდელ სამყაროში სკულპტურა ხელოვნების იმ ფორმას მიეკუთვნება, რომელიც მუდმივად ვითარდება, ფართოვდება და ხელახლა განსაზღვრავს საკუთარ თავს.

 

დღესდღეობით ქანდაკების ხელოვნება აღარ შემოიფარგლება ტრადიციული სკულპტურული კონცეფციებით, მასალებით ან წარმოების მეთოდებით. ის სულ უფრო მეტად აბსტრაქტული ხდება. ამასთანავე, თანამედროვე სკულპტურა შეიძლება იყოს არა მხოლოდ მყარი ან სტატიკური, არამედ შეიცავდეს ცარიელ სივრცეს, იყოს კინეტიკური და მოძრაობისკენ მიდრეკილი.

 

თუმცა არსებობს კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც უცვლელია შემოქმედებითი გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლებისთვის: ქანდაკებამ უნდა მიიზიდოს მაყურებელი, აიძულოს, მიუახლოვდეს მას, დაათვალიეროს სხვადასხვა კუთხიდან და „ფორმის სივრცეში“ თამაშის თანამონაწილედ აქციოს.

 

ხაზი…

ხაზი ყველაზე მარტივი რამაა, რისი დახატვაც ნებისმიერი მასალით შეგვიძლია, იქნება ეს ნახშირი, ცარცი, ფანქარი თუ ზეთის საღებავი. ამასთანავე, ხაზი სულაც არ არის ისეთი უბრალო, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს და მასში მრავალფეროვანი გამომსახველობითი საშუალებები იმალება.

 

მხატვრული შემოქმედება, მისი თანდაყოლილი შესაძლებლობების თვალსაზრისით, ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენაა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.

 

ანტიკურობა ზოგჯერ იმდენად თანამედროვეა, რომ ის დღემდე გვავსებს ახალი მხატვრული იდეებით და შთაგვაგონებს ფორმების სიმარტივითა და შინაარსის სიმდიდრით.

 

გრაფიკისა და ფერწერის გამომხატველობის სპეციფიკური საშუალებები – ხაზი და ლაქა – კლდის მხატვრობაში ფორმაწარმომქმნელი ელემენტების საფუძველი იყო. უძველესი მხატვრები არსებული რეალობიდან მხოლოდ მათთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გამოარჩევდნენ, ელემენტებს, რომლებიც არ უკავშირდებოდა ერთმანეთსა თუ გარე სამყაროს.

 

უძველეს ორნამენტებზე დაკვირვებისას ადვილი შესამჩნევია, რომ ისინი კომპოზიციის ძირითადი კანონების სრული დაცვითაა შექმნილი.

 

ჩემთვის ხაზი, კონტური, როგორც გამოსახულება იდეასა და მის ხორცშესხმას შორის გარდამავალი ძაფია, რომელიც არა უბრალოდ გრაფიკული, არამედ ფერადიცაა. ფერს ამ შემთხვევაში განცალკევებული როლი ენიჭება. ყოველივე ეს ერთად აღებული კი სივრცეში მოცულობითი ქმნილების – ქანდაკების შექმნას ემსახურება.

 

ხაზების პლასტიკა, მათი ლაკონიურობა, სიმარტივე და სიმსუბუქე თვალს მოცულობებისა და მასებისგან დასვენების საშუალებას აძლევს და მას მზის ამოსვლამდე, ღამის წყვდიადში, მთათა კონტურების გარჩევაში ეხმარება.

 

ორიოდე სიტყვით თქვენ შესახებ…

სიხარულის განცდისა და მისი სხვებისთვის გაზიარების უნარი ჯადოსნური გრძნობაა, რომელიც ადამიანში იბადება. ეს უდიდესი საჩუქარია, გულწრფელი აღფრთოვანების მომენტი, როდესაც შიგნიდან ანათებ.

 

ასეთი ჯადოსნური შეგრძნებით დავიბადე 1964 წელს პატარა, მზიანი საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ხელოვანი ადამიანების ოჯახში. ისტორია, უძველესი კულტურა, მუსიკალური ჰანგები და ხასხასა ცა, პატარა, სურნელოვანი ქუჩები და გემრიელი მოგონებები ბავშვობიდან თან მდევს.

 

თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი აღმოჩნდა ადგილი, სადაც გული და გონება ერთმანეთს უერთდება. სწორედ აქ ფერწერის შესწავლისას გაიცნეს ერთმანეთი ჩემმა მშობლებმა. ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან თვალს ვადევნებდი, თუ როგორ ხატავდა მამა და როგორ მოჰყავდა სისრულეში თავისი შემოქმედებითი ჩანაფიქრები. დედა, შემდგომ ხელოვნებათმცოდნე, მომითხრობდა ხელოვნების ისტორიის შესახებ, მიზიარებდა თავის ცოდნას და თვალწინ უზარმაზარ, უცნობ სამყაროს მიშლიდა.

 

 

მოგვიანებით, ქანდაკების ფაკულტეტზე იმავე სასწავლებელში მეც ჩავირიცხე. ცურვა და წყალბურთი, რითაც სწავლის პარალელურად ვიყავი დაკავებული, ჩემთვის რაღაც საშუალო იყო სერიოზულ სპორტსა და გატაცებას შორის, მაგრამ ლენინგრადი, სადაც მთელი კურსი წაგვიყვანეს (მსგავსი რამ სხვაგან სად შეიძლება მომხდარიყო!), ერმიტაჟი, პეტერგოფი, შემოქმედებითი ადგილები და კრეატიული გარემო ჩემთვის ნამდვილ შთაგონებად იქცა: როგორც იქნა, პროფესიულ სპორტსა და ხელოვნებას შორის საბოლოო არჩევანი გავაკეთე.

 

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1984 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე. ეს სასწაული იყო! იმ წელს სტუდენტთა მიმღებ კომისიას მოქანდაკე და პროფესორი, სამუდამოდ შეუცვლელი ავტორიტეტი, გოგი ოჩიაური ხელმძღვანელობდა. ეს წელი ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა: ქანდაკება ჩემი შემდგომი საქმიანობისა და ცხოვრების შეგნებული არჩევანი გახდა.

 

სტუდენტური წლები სავსე იყო თბილისური ცხოვრების ყველა ხიბლით – თეატრით, კინოთი, მუსიკითა და იმ მხატვართა ნამუშევრებისგან მიღებული ბრწყინვალე შთაბეჭდილებებით, რომლებსაც პირადად ვიცნობდი და რომელთა შემოქმედება აღმაფრთოვანებდა.

 

ჩემი ცხოვრების რჩეული გახდა რუსუდან კინწურაშვილი, რომელმაც ორი ვაჟი – ლევანი და ლუკა მაჩუქა და დღემდე ჩემი შთაგონებისა და მხარდაჭერის წყაროა არა მხოლოდ ოჯახში, არამედ შემოქმედებაშიც.

 

მოსკოვში გადასვლა, უზარმაზარი მეგაპოლისის ბობოქარი რიტმი და მოვლენათა სერია, ახალი გარემო, განსხვავებული ენა, მენტალიტეტი და ტემპერამენტი, უთუოდ აირეკლა ჩემმა შემოქმედებამ და ის ახალი ფერებით, მოტივებითა და შთაბეჭდილებებით შეავსო.

 

ტექსტი: ნანა შერვაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია
ინტერვიუ

#OK! ვარდისფერი ოქტომბერი – შენი სიცოცხლე შენს ხელშია

October 15, 2026
#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა
OK! News

#OK! “ცეკვა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია “ – ვინ არის მოცეკვავე, რომლის “კინტოურმაც” სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურა

October 14, 2026
#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება
ინტერვიუ

#OK! SEPE – როცა ქართული ისტორია ღვინოს ხვდება

October 13, 2026
#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული
ინტერვიუ

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

#OK! თქვენი სილამაზის გარანტი Piel Naturals

April 3, 2021
#OK! ბენდი „ჩვენი“

#OK! ბენდი „ჩვენი“

June 5, 2024
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი! მომღერალმა სამოსს 750 ფუნტის ღირებულების მოსაცმელი შეუხამა!

March 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

#OK! ფსიქოსომატიკა – რაზე გელაპარაკება შენი სხეული

October 13, 2026
#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

#OK! ლიზა კობერიძე Zuhair Murad-ის საქორწილო კამპანიაში

October 15, 2026
#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

#OK! შვილის გარდაცვალების შემდეგ სინდი კროუფორდი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

October 12, 2026
#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

#OK! LOVE STORY – ნათია თოდუა და დავით ზურაბაშვილი

October 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები