• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! შეიქმენით კომფორტული გარემო DameoNGeorgia-სთან ერთად

November 5, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

DameoNGeorgia − ეს არის ქართული კომპანია, რომელიც წელიწადზე მეტია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და უკვე შეძლო საკუთარი ნიშის დამკვიდრება. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ხარისხისა და ღირებულების პროდუქციას, რაც მათ კიდევ უფრო დიდი არჩევანის საშუალებას აძლევს. ჟურნალი OK! ესაუბრა დამფუძნებლებს − ვახტანგ გაგნიძესა და ანა კარაპეტიანს, რომლებიც უფრო ვრცლად გვიამბობენ DameoNGeorgia-ს პროდუქციის შესახებ.

გვიამბეთ კომპანიის შესახებ. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე გამოჩნდა?

„დამეონჯორჯია“ 1 ოქტომბერს გახდა ერთი წლის და ვფიქრობთ, რომ ამ მოკლე დროში, საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. პირველი თაროები გავყიდეთ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად და გვიხაროდა, რომ ჩვენმა ნამუშევრებმა მომხმარებელი დააინტერესა. დღეს უკვე გვყავს თანამშრომლები, გვაქვს დიდი სახელოსნო და ვქმნით ყველანაირი ზომისა და სირთულის პროდუქციას.

 

გაგვაცანით კომპანია. რამდენი ხანია, რაც ბაზარზე ოპერირებს?

ჩვენ ვამზადებთ ავეჯის გარკვეულ კატეგორიას, ინტერიერისა და ზოგჯერ ექსტერიერის დეტალებს. რკინისა და სხვა დამხმარე მასალების გამოყენებით ვქმნით საწოლებს, მაგიდებს, ბარის სკამებს, პუფებს, სარკეებს, ეზოს ავეჯს და სხვა. ხშირად გვიწევს კომერციული დანიშნულების ობიექტების მოწყობაც. მოგეხსენებათ, მსგავსი სტილის ავეჯი დღეს ძალიან ტრენდულია და გამოიყენება როგორც საცხოვრებელი, ასევე სავაჭრო ობიექტების მოსაწყობად.

 

 

გვესაუბრეთ მასალებზე და ხარისხზე.

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს არჩევანის საშუალება მივცეთ. ერთი და იგივე ნივთი შესაძლოა დამზადდეს სხვადასხვა ხარისხის, სხვადასხვა ღირებულების მასალით. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, ხის ნაცვლად ირჩევენ ლამინირებულ დსპ-ს ან მდფ-ს. ვიყენებთ ასევე, ნაწრთობ მინას, სარკეს. რკინის ყველა დეტალს აუცილებლად ვღებავთ თერმულად. ვამზადებთ რბილი ავეჯის იმ კატეგორიას, რომელიც რკინის კარკასზეა აწყობილი (პუფი, ბენჩი, სავარძლები და სხვა). აქ მნიშვნელოვანია როგორც ნამუშევრების ხარისხიანად დამზადება (სადაც არ უნდა ეტყობოდეს შედუღების ადგილები და გადაბმები), ასევე უშუალოდ გამოყენებული მასალების ხარისხი. იქ, სადაც ეკონომიურობა ეჯახება ხარისხს, ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ მეორეს და ამას ჩვენი ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი დაგიდასტურებთ.

სად მზადდება პროდუქცია და სად შეგვიძლია შეძენა?

ჩვენი სახელოსნო მდებარეობს ქალაქ ხაშურში, იქ ვქმნით და ჩვენსავე ტრანსპორტით ვაწვდით თბილისს, რუსთავს, მცხეთას, გორს. მსხვილი შეკვეთების შემთხვევაში, თვითონვე მიგვაქვს საქართველოს სხვა ნებისმიერ კუთხეში. მაგალითად, ახლახან ფოთში დიდი სილამაზის სალონი მოვაწყეთ. ერთეული შეკვეთები კი იგზავნება სხვადასხვა საკურიერო კომპანიის მეშვეობით. საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მასშტაბით აზომვებზეც გავდივართ. შეკვეთებს ვიღებთ ონლაინ − ფეისბუქ და ინსტაგრამ-გვერდებზე. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შოურუმი არ გვაქვს, თუმცა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მივიდნენ იმ მაღაზიებში, სილამაზის სალონებში ან სხვა ჩვენ მიერ მოწყობილ ობიექტებზე და ხარისხი ადგილზე შეაფასონ.

 

რა მიგაჩნიათ კომპანიის უპირატესობად?

უპირატესობებზე ძალიან რთულია საუბარი. კონკურენცია საკმაოდ დიდია. გარდა იმისა, რომ არსებობს ჩვენნაირი ადგილობრივი კომპანიები,  მსგავსი პროდუქცია უცხოეთიდანაც შემოდის, თუმცა ყოველთვის ვაკონტროლებთ და ვიკვლევთ ბაზარს, რის საფუძველზეც შეგვიძლია გითხრათ, რომ ხშირად სხვა მსგავს პროდუქციას ან ხარისხით ან ფასით ვჯობნით. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ უპირატესობა, ჩვენს შემთხვევაში, ამ ორს შორის ოქროს შუალედის პოვნაა. ამასთან ერთად, გვყავს შეკრული, ამბიციური, მიზანდასახული და საკუთარი საქმის მცოდნე გუნდი, რაც, ვფიქრობთ, წარმატებული ბიზნესის მთავარი წინაპირობაა და უდავოდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ, გვაქვს საკმაოდ დიდი გეგმები. სულ მალე გაიხსნება ჩვენი თერმული სამღებრო, რომელიც იქნება პირველი ხაშურის რაიონში. ამის შედეგად, შემცირდება ნაკეთობების დამზადების ვადები, რაც ხელს შეუწყობს გუნდის უფრო კომფორტულ და მეტად პროდუქტიულ მუშაობას (ამ ეტაპზე ნივთები იღებება თბილისის ერთ-ერთ სამღებროში). ვფიქრობთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილიც. შემდეგი ეტაპი კი იქნება შოურუმის გახსნა თბილისში, რაც ასევე „დამეონჯორჯიას“ დიდი ოჯახის მეტად გაფართოებას განაპირობებს.

 

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

#OK! ჩემო თბილისქალაქო…

October 4, 2024
#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

#OK! ექიმობა – ესაა ნდობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა გაამართლო – თორნიკე კლდიაშვილი

April 7, 2026
#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

#OK! ორსული ჯენიფერ ლოურენსის პირველი საჯარო გამოჩენა

September 9, 2021
#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

#OK! ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს!

May 24, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

#OK! დევა კასელი „ოპერის მოჩვენების“ ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

October 1, 2026
#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

#OK! ერთი Instagram-შეტყობინება და დიდი სიყვარულის დასაწყისი – ბარბარა პალვინისა და დილან სპრაუსის ისტორია

September 30, 2026
#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

#OK! ენ ჰეთეუეის „ოდისეაში“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ – რომელ კატეგორიაში იბრძოლებს მსახიობი

September 29, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები