• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ მესამე და ყველაზე წარუმატებელი სეზონი დასრულდა

August 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

14 აგვისტოს ეკრანებზე მრავალი ჯილდოს და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული ტელესერიალის “სექსი დიდ ქალაქში” ბოლო სეზონის ბოლო სერია გამოვა და ამით სერიალი საბოლოოდ დასრულდება. HBO-ს საკულტო სერიალი ეკრანებზე 1998 წელს გამოჩნდა, თუმცა რამდენადაც სრულყოფილი იყო დასაწყისი, იმდენად უინტერესო და ცარიელი აღმოჩნდა მისი გაგრძელება.

ათწლეულის ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალის გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ სერიალის შემქმნელები ორ სრულმეტრაჟიან ფილმზე უნდა შეჩერებულიყვნენ. ამის შემდეგ მოქმედი გმირები უინტერესოდ თამაშობდნენ, სცენები არაბუნებრივი და ნაძალადევი იყო, ხოლო ისტორიამ ძველი ხიბლი დაკარგა. როგორც ჩანს, იმას, რასაც ოდესღაც დიდი შემოსავალი მოჰქონდა, ვერავინ ივიწყებს, ამიტომ ცდილობენ ბოლომდე „გამოწურონ“. ვცადოთ ერთად გავარკვიოთ, როგორ გახდა თითქმის იდეალური იდეა თანამედროვე კინემატოგრაფის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩავარდნა.

 

ლეგენდარული დაბრუნება

 

სერიალი ოთხი სრულიად განსხვავებული მეგობარის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ. სარა ჯესიკა პარკერმა, კრისტენ დევისმა, სინტია ნიქსონმა და კიმ კეტრელმა ბოჰემური ჟურნალისტი –  ქერი ბრედშოუ, რომანტიკული და ტრადიციების მოყვარული შარლოტა, საქმიანი მირანდა და სექსუალური სამანტა განასახიერეს. 2021 წელს „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი ფორმატით დაბრუნდა. გაგრძელებას „ასე უბრალოდ“ უწოდეს. პირველივე სერიების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ახალი სერიალი ის არ იყო, რასაც ელოდნენ. იგრძნობოდა, რომ თითქოს თავად ბედისწერა ეწინააღმდეგებოდა ამ ისტორიის ხელოვნურად გაგრძელებას.

ლეგენდარულმა ოთხეულმა სამანტა საბოლოოდ დაკარგა. სცენარის მიხედვით, ამის მიზეზი ჩხუბი გახდა, სინამდვილეში კი კიმ კეტროლმა რეჟისორთან ღირსეულ ჰონორარზე შეთანხმებას ვერ მიაწია და პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა.

 

 

შემდეგი გაჩერება ბიგის სიკვდილი იყო. გამოვიდა, რომ მთელი 6 სეზონი და 2 ფილმი კერი ბედნიერებისკენ იმისთვის მიიწევდა, რომ ბოლოს საყვარელი ადამიანი დაეკარგა? სასტიკი და საკმაოდ უაზრო დასასრულია..

პირველი სეზონის გადაღების დროს, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოთი გარდაიცვალა კერის მეგობრის, სტენფორდ ბლეჩის როლის შემსრულებელი მსახიობი ული გარსონი. ეს საკმაოდ  მძიმე დანაკარგი იყო კოლეგებისთვის და აუნაზღაურებელი დარტყმა პროექტისთვის.

სერიალის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ შეუცვლელი არავინაა და სიუჟეტში უამრავი ახალი პერსონაჟი შემოიყვანეს, თუმცა ისინი ძველ მსახიობებთან შედარებით სუსტად გამოიყურებიან და სიუჟეტის განვითარებაში მათი როლი გაუგებარია.

რაც შეეხება მთავარ გმირებს, კერის, შარლოტას და მირანდას ასაკის მატება ხელს არ უშლის, რომ ისევ  მანჰეტენზე ისეირნონ და მამაკაცებისა და სექსის სამყაროში იცხოვრონ. 20-წლიანი პაუზა თითქოს არც ყოფილა – მსახიობები ისევ მომხიბვლელები არიან, მაგრამ მაყურებელი ვეღარ ცნობს – შარლოტა გამუდმებით უხერხულ სიტუაციაში ვარდება, რაც სიცილის ნაცვლად, სირცხვილის გრძნობას იწვევს, კერი კი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული  მდიდარი ქალია.

 

 

არანაკლებ ლეგენდარული მარცხი

 

ასეთი მარცხის ყველაზე ლოგიკური ახსნა პროდიუსერის, დარენ სტარის პროექტიდან წასვლაა, რის შემდეგაც „ასე უბრალოდ“ სერიალის მთავარმა სცენარისტმა მაიკლ პატრიკ კინგმა სრულად ჩაიბარა. მესამე სეზონი დრამას არ ითვალისწინებდა –  კერის და ეიდანს, რომლებიც მეორე სეზონის ბოლოს დაბრუნდნენ, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრების შანსი გაუჩნდათ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მამაკაცი იძულებულია, რთული ხასიათის მქონე, თინეიჯერი შვილის გამო, სხვა შტატში იცხოვროს. შარლოტა კარიერასა და ოჯახს შორის ბალანსის პოვნას ცდილობს, მირანდა სტივთან დაშორების შემდეგ ახალ კარიერას აშენებს და ონლაინ ნაცნობობას ეძებს – თითქოს არც ისე მოსაწყენია, მაგრამ სინამდვილეში საქმე ბევრად უარესადაა.

 

მდარე იუმორი

 

 

ამის აღწერისას ალბათ ზუმერების თაობა სიტყვა „ქრინჯს“ გამოიყენებდა. ფაქტობრივად, „ასე უბრალოდ“- ის ყველა სცენა და ფრაზა, რომელიც წესით, ღიმილს უნდა იწვევდეს, არაფრისმთქმელია. ავტორებმა სამი სეზონის განმავლობაში ვერ შექმნეს ღირსეული ციტატა, რომელიც აფორიზმად იქცეოდა. ეს ზურგში დანის ჩარტყმა იყო მათთვის, ვინც დღემდე პირველი სერიალის ფრაზებით საუბრობს.

 

დამშვიდობება

 

 

როგორი საწყენიც არ უნდა იყოს, ბოლო ეპიზოდებში კერის, შარლოტასა და მირანდას უკანასკნელად ვხედავთ. სერიალის დახურვის გადაწყვეტილება საუკეთესო რამ იყო, რაც ავტორებს შეეძლოთ მიეღოთ. „ასე უბრალოდ“ ორიგინალს ვერც სიუჟეტების ხარისხით, ვერც გმირების ხასიათით, ჩაცმულობით და თავგადასავლებით ვერ შეედრება. მისი ყურების შედეგ გინდება, რომ თავიდან ჩართო „სექსი დიდ ქალაქში“, 2000-იანი წლების დასაწყისის ნიუ-იორკში თავით გადაეშვა.

ამბობენ, რომ სარა ჯესიკა პარკერისთვის სერიალის დახურვის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მან დარტყმა გმირულად გადაიტანა, მაგრამ წყენა მაინც შეეტყო. ამბობენ, რომ ის მეოთხე სეზონისთვის ემზადებოდა, ტანსაცმელს არჩევდა და ახალ პერსონაჟებზე საუბრობდა. საკუთარ სოციალურ ქსელებში მსახიობმა სენტიმენტალური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბრედშოუს სამუდამოდ დაემშვიდობა:

 

„ჩვენ არ გემშვიდობებით, ჩვენ ვამბობთ „შეხვედრამდე“, რადგან მალე შემოდგომა მოვა – საუკეთესო დრო იმისთვის, რომ ოთხი მეგობრის ნიუ–იორკული თავგადასავლებიმეორედ, მეათედ, ან ალბათ მეასედაც განიცადოთ...“

 

 

გაიგე მეტი: #lastseason#SexandtheCity

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე
Fashion

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია
OK! News

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს
OK! News

#OK! ხვიჩა კვარაცხელია adidas-ის ახალი კამპანიის სახეა – ქართველი ფეხბურთელი SPZL F.C.-ის კოლექციას წარადგენს

September 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

#OK! მონიკა ბელუჩის გადასაღებ მოედანზე უმცროსი ქალიშვილი უჭერს მხარს

April 30, 2021
#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

#OK! ვინი ჰარლოუ ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას სათვალეებით

January 3, 2022
#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

#OK! რამდენს გამოიმუშავებს მერაია ქერი თავისი საშობაო სიმღერით?

December 24, 2025
#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

#OK! ყოფილები: ბრედ პიტი და გვინეტ პელტროუ

October 10, 2023

კვირის ჰიტები

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

#OK! Vogue World: Milano 2026 – ვარსკვლავები, რობოტები და იტალიური მოდის ისტორია ერთ პოდიუმზე

September 23, 2026
#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! “GEORGIANS DO IT BETTER” – დემნა, David Koma და გალიბ გასანოვი მილანის მოდის კვირეულზე

September 25, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟი, პრესლი გერბერი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

September 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები