• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სანდრო ბოლქვაძის Sfero.ge

May 4, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სანდრო ბოლქვაძე ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი იყო, როცა განათლებისა და დასაქმების უნივერსალური პლატფორმის შექმნის იდეა გაუჩნდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სანდრომ პარტნიორთან ერთად განახორციელა თავისი იდეა და უკვე 3 ივნისიდან უპრეცედენტო პროექტი − Sfero.ge ოფიციალურად გაეშვება, რომელიც მოემსახურება თავის მომხმარებლებს. როგორი ფუნქციები ექნება ახალ პლატფორმას და რა სახის მომსახურებას შესთავაზებს მომხმარებლებს? − ყოველივე ამის შესახებ ქართული OK! პროექტის ავტორსა და თანადამფუძნებელს − სანდრო ბოლქვაძეს გაესაუბრა.

სანდრო, როგორ გაჩნდა sfero.ge-ის იდეა? რა იყო პლატფორმის დაარსების მიზანი?

პლატფორმის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა, როცა ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მაშინ მეწარმეობასა და HR-მენეჯმენტს ვსწავლობდი. ამ საგნების სწავლისას მივხვდი, რომ არსებობდა შემდეგი პრობლემა: განათლების, დასაქმებისა და კარიერული ზრდის პროცესი არ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, ყველა საქმეს ცალ-ცალკე ვაკეთებდით და საერთო ჯამში, დრო არაეფექტურად იხარჯებოდა. გარდა ამისა, ვხედავდი უნიკალური ნიჭისა და უნარის მქონე ბევრ თანაკურსელს, რომელთაც სხვადასხვა რუტინული პროცესის გავლა სჭირდებოდათ მხოლოდ იმისათვის, რომ კომპანიებამდე მისულიყო მათ შესახებ ინფორმაცია. დავიწყე ფიქრი, თუ როგორ შეგვეძლო ამ პრობლემების მოგვარება და მივხვდი, რომ საჭირო იყო სრულიად ახალი, უნიკალური სოციალური ქსელის შექმნა, სადაც ყველა პროცესს ერთიან ციფრულ ეკოსისტემაში განვათავსებდით. ამგვარად მივიღებდით პროცესების მაქსიმალურად დაჩქარებას. დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი ენთუზიასტებს, რომლებიც ჩემს იდეას გაიზიარებდნენ და ამყვებოდნენ. უცნაურია, რომ გარკვეული დროის შემდეგ ვინც გაიზიარა ჩემი იდეა და მხარში დამიდგა, ეს იყო ჩემი ყოფილი დამსაქმებელი − ლერი მილდიანი.

უკვე სხვა სამსახურში ვმუშაობდი, როცა მასთან გადავიკვეთე და მოვუყევი ჩემი ჩანაფიქრის შესახებ. ძალიან მოეწონა იდეა, მაშინვე აიტაცა და გადაწყვიტა, გამხდარიყო ჩემი პარტნიორი ამ საქმეში. ამის შემდეგ შევქმენით კომპანიის კულტურა, ფუნდამენტური პრინციპები, რომლის ირგვლივაც გავაერთიანეთ დეველოპერთა გუნდი და ენთუზიაზმით დავიწყეთ საქმის კეთება. პირველი 3 თვის განმავლობაში შევქმენით პლატფორმის დიზაინი. მთავარი ამოცანა იყო, Sfero.ge ყოფილიყო მარტივი პლატფორმა − იმდენად მარტივი და მინიმალისტური, რომ მისი გამოყენება ყველას შესძლებოდა. ოფიციალურად პროექტი 7 მაისს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია HR hub-ის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე გაეშვება, თუმცა 12 აპრილს გავხსენით დომენზე წვდომა. არავინ ველოდით, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა Sfero-ს გამოჩენას. სულ რაღაც სამ დღეში დარეგისტრირდა საქართველოში არსებული 42 ყველაზე მსხვილი კომპანია, მათ შორის ბანკები, კლინიკები, საწარმოები და ა.შ.

სანდრო, კარგად ავხსნათ, რა ფუნქცია აქვს პლატფორმას sfero.ge?

Sfero არის ახალი ტიპის სოციალური ქსელი, რომლის პრეცედენტი აქამდე არსად ყოფილა. ჩვენ შორს წავედით და შევქმენით სოციალური ქსელი, სადაც მენეჯმენტის სისტემებია ინტეგრირებული.

გვაქვს კანდიდატების შერჩევის სრულიად უნიკალური, მძლავრი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს HR-მენეჯერებს სრულად გააციფრულონ და გაამარტივონ ადამიანების სამსახურში მიღების პროცესი, გარდა ამისა, ინტერვიუს პროცესი სრულად ავტომატიზებული გახადონ. მეორე მხრივ, გვაქვს განათლების ეკოსისტემა, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო კომპანიას შეუძლია გამოაქვეყნოს საკუთარი ვირტუალური და ტრადიციული სასწავლო კურსები. ასევე, პლატფორმაში ინტეგრირებულია გადახდის სისტემა, მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ სხვადასხვა უნივერსიტეტი და აკადემია, გაიარონ სასწავლო კურსები და მიიღონ ციფრული სერტიფიკატები.

გარდა იმისა, რომ sfero.ge-ის მომხმარებელი თავად მოიძიებს სამსახურს, ვაკანსიებს, სასწავლო პროგრამებს, ჩვენი ხელოვნური ინტელექტი ეხმარება ადამიანებს დაგეგმონ კარიერული ზრდა. ეს კი ასე ხდება: რამდენიმე გასაუბრების შემდეგ მომხმარებელი − სამსახურის მაძიებელი იღებს ანონიმურ რეპორტს სხვადასხვა HR-ის მიერ მისი შეფასების ქულების შესახებ. შესაბამისად, ის ეცნობა ამა თუ იმ უნარის მიხედვით მის შეფასებებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არ უჩანთ სხვა კომპანიებს ან სხვა მომხმარებლებს − ის მხოლოდ პერსონალურ პანელშია. ხელოვნური ინტელექტი აკეთებს შეფასების ანალიზს, აგენერირებს და სთავაზობს სამსახურის მაძიებელს კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს იმ უნარებში, სადაც მას ნაკლები ქულები აქვს.

გარდა ამისა, გვაქვს „მიღწევების“ (achievements) ფუნქცია. თუ მომხმარებელს აქვს ვთქვათ, 3 ენის სერტიფიცირებული ცოდნა (B2), ამ შემთხვევაში ვებგვერდი ცნობს როგორც პოლიგლოტს და ეს სტატუსი მიენიჭება მის პროფილს. ანალოგიურად მოხდება პერსონების სხვადასხვა უნარზე.

საერთო ჯამში, ყველა ფუნქციამ და მთლიანად პლატფორმამ მოგვცა ის შედეგი, რომ საკმაოდ დაჩქარდა რიგი პროცესები, რომელიც უკავშირდება დასაქმებასა და განათლებას. მოქნილი დიზაინისა და ფუნქციონალის მეშვეობით პლატფორმის მომხმარებლები პერსონალურ პროფილს sfero.ge-ზე 30 წამში ქმნიან, კომპანიის პროფილი 1.5 წუთში იხსნება, 5 წუთში კი კომპანიას შექმნილი აქვს სრული ბიზნესპროფილი შევსებული ინფორმაციით და განთავსებული ვაკანსიებით. გვიხარია, რომ დღეისათვის უკვე საკმაოდ დიდი მოთხოვნა აქვს ჩვენს პლატფორმას და გარკვეულწილად დაჩქარებულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.

სანდრო, როგორი სამომავლო გეგმები გაქვთ sfero.ge-ისთან დაკავშირებით?

აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებას. „სფერო“ არ არის მხოლოდ ქართული ბაზრისთვის განკუთვნილი პროექტი და ის აუცილებლად გამოჩნდება გლობალურ ბაზარზეც. ჩვენი პროექტის შესყიდვით დაინტერესებულები იყვნენ ებრაელი და ამერიკელი ინვესტორები. ებრაულმა მხარემ შემოგვთავაზა, რომ დეველოპმენტი სრულად გადაგვეტანა მათთან, ასევე, მათი სახსრებითა და მარკეტინგული მხარდაჭერით გაეშვათ პროექტი, მაგრამ ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ წინადადებაზე. გვინდა ქართული პროდუქტი გახდეს საერთაშორისო ბაზრის წევრი, მოიპოვოს ამერიკული და ევროპული ბაზრების ნდობა. იმედი გვაქვს, რომ ამას პლატფორმის ოფიციალური გაშვებიდან მალევე, პირველი წლის განმავლობაში მოვახერხებთ და პირველად გავალთ გლობალურ ბაზარზე. ჩვენი გუნდის წევრები ენთუზიასტები არიან. ძალიან მოსწონთ, რასაც აკეთებენ, მათ აქვთ უნარი და სურვილი, რომ ეს პლატფორმა საერთაშორისო პროდუქტად გარდაქმნან. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ, პერსპექტივითა და იმედით ვუყურებ მომავალს.

სანდრო, sfero.ge-ის გარდა კიდევ რა სახის საქმიანობით ხართ დაკავებული?

მე და ლერიმ ცოტა ხნის წინ ერთობლივად გავხსენით ინოვაციური განათლების ცენტრი. ზოგადად, ორივეს ძალიან გვაღელვებს განათლების სფერო. თანამედროვე მსოფლიო შესაძლებლობებისა და გამოწვევების სამყაროა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რაც თავისთავად გამოწვევაა, ვინაიდან დგას პერსპექტიული ადამიანების ნაკადის გადინების პრობლემა იქ, სადაც მათ შესაძლებლობების რეალიზების მეტი საშუალება აქვთ. ეს ბუნებრივი პროცესია და ამის შეჩერების ერთადერთი საშუალებაა ჩვენთან გაიზარდოს განათლებისა და კვალიფიკაციის დონე. ეს კი აუცილებლად სწრაფად, დაჩქარებულად უნდა მოხდეს. სწორედ ამ პროცესში მონაწილეობა, უპირველესად, სკოლამდელ განათლების სისტემაში ვცადეთ. გვინდა, ახალი თაობა თავისუფალი აზროვნების იყოს და ადრინდელი ასაკიდან შეეძლოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ეს უნარები აუცილებელია მიზნების მისაღწევად, წარმატებისთვის.

ამასთანავე, შესაძლოა ადამიანს კარგი განათლება ჰქონდეს მიღებული, მაგრამ არ იყოს კონკურენტუნარიანი, მის ცოდნასა და უნარებს მუდმივად განახლება და დახვეწა სჭირდებოდეს, განსაკუთრებით თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში.

ჩვენ ამ ეტაპზე კიდევ სამი პროექტი გვაქვს, რომლებიც შემუშავების პროცესშია და ასევე ციფრულ სექტორებს მოიცავს. მოგეხსენებათ, ციფრული ინდუსტრია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინდუსტრიაა. ჩვენი მომდევნო პროექტები ვებ და აპლიკაციების პლატფორმები იქნება, რომლებიც გაამარტივებს − დააჩქარებს სხვადასხვა პროცესს და ორიენტირებული იქნება საერთაშორისო ბაზრის ათვისებაზე.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 21, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026
#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია
OK! Doctors

#OK! ლელა აბუსერიძე: ყოველი დღე ჩემთვის ახალი გაკვეთილია

August 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

#OK! კვირიკეს გორაკები – ყველა სეზონზე საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის

August 20, 2021
#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

#OK! ღია ფანჯრებიდან დანახული თბილისი – თეკო ურუშაძე

May 7, 2021
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 20, 2026

#OK! Cybex – მსოფლიო ბრენდი მომავლის ხალხისთვის – for all tomorrow’s people

November 1, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

#OK! “კრემები და შრატები კოლაგენის დეფიციტს ვერ შეავსებს” – კოსმეტოლოგი ლალი სხულუხია კოლაგენის მნიშვნელობასა და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების მთავარ ფაქტორებზე

August 20, 2026
OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

OK! Health&Beauty LIERAC GLOW FRESH – ბზინვარების ახალი სტანდარტი

August 18, 2026
#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

#OK! Health&Beauty Estee Lauder – მარადიული ხარისხის ფორმულა

August 17, 2026
#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

#OK!BusinessCelebrity NUKI Cosmetics – ერთი ტუჩსაცხიდან საერთაშორისო ბრენდამდე

August 18, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები