• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! როგორი იყო პლასტიკური ქირურგია საბჭოთა კავშირში

February 15, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

თავდაჭერილობა და წესრიგი იყო ორი საფუძველი, რომელზეც სსრკ-ში გაბატონებული გარეგნობის იდეოლოგია იდგა, თუმცა, ქალი მაინც ქალია და ლამაზად ყოფნის სურვილი მაინც არსებობდა.

საბჭოთა კავშირში, პლასტიკური ქირურგია ოფიციალურად, არ არსებობდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ესთეტიკური ქირურგია დამოუკიდებელ სამედიცინო სპეციალობად მხოლოდ 2009 წლის ივლისში აღიარა, თუმცა, სსრკ-ს პლასტიკური ქირურგიის სფეროში პირველი სამეცნიერო ნაშრომები ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ჰქონდა. როგორ ტარდებოდა პლასტიკური ოპერაციები ქვეყანაში, სადაც ესთეტიკური ქირურგია ოფიციალურად არ არსებობდა?

 

გზის დასაწყისი

პლასტიკური ქირურგია სოცრეალიზმის მკაცრად ჩამოყალიბებულ პრინციპებში არ ჯდებოდა, თუმცა, არსებობდნენ ადამიანები, რომელთა გამო ნებისმიერი პრინციპის დათმობა შეიძლებოდა. მსახიობებს, მომღერლებსა და მაღალჩინოსნებს სურდათ ახალგაზრდობა და სილამაზე რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინათ. სწორედ ამან მისცა ბიძგი ესთეტიკური მედიცინის ანუ იმ მიმართულების განვითარებას, რომელზეც XXI საუკუნემდე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.

ითვლება, რომ სსრკ-ში კოსმეტოლოგიის ჩამოყალიბებას პარტიული მოღვაწის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მეუღლემ – პოლინა ჟემჩუჟინამ  შეუწყო ხელი. ქალს პარიზული სილამაზის სალონები ისე მოეწონა, რომ ქმარი და მისი გარემოცვა დაარწმუნა, რომ საბჭოთა კავშირშიც შეექმნათ ისეთი რამ, რაც თუ მარადიულ ახალგაზრდობას არა, იდეალთან მიახლოებას მაინც შესაძლებელს გახდიდა.

 

1937 წელს, სტალინის განკარგულებით, მოსკოვში „ГлавПарфюмерПром“-ის კოსმეტიკისა და ჰიგიენის ინსტიტუტი გაიხსნა. დროთა განმავლობაში იქ არა მხოლოდ კოსმეტოლოგიური, არამედ ქირურგიული პროცედურების ჩატარებაც დაიწყეს. ამბობენ, რომ ინსტიტუტი საბჭოთა კინოს ვარსკვლავებთან სამუშაოდ დაარსდა, რომლებიც სამშობლოში სპეციალისტების არარსებობის გამო იძულებულნი იყვნენ დასავლელი ექიმების მომსახურებით ესარგებლათ. ცოტა მოგვიანებით, სილამაზის რიგში საბჭოთა მაღალჩინოსნების ცოლებიც ჩადგნენ, რიგით მოქალაქეებს კი „ბიუთი-ინდუსტრიის“ შესაძლებლობების შესახებ არაფერს ეუბნებოდნენ.

 

საიდუმლო ოპერაციები

რატომ დაუშვა გარეგნობასთან დაკავშირებული მანიპულაციების ჩატარება მთავრობამ, რომელიც თავის პრინციპებს და იდეალებს  უფრთხილდებოდა? ამ კითხვაზე პასუხი იოსებ სტალინის პიროვნებას უკავშირდება, რომელიც უკიდურესად ეჭვიანი და ფრთხილი ადამიანი იყო, ამიტომ 1930-იან წლებში, შიდაპარტიული ბრძოლის დროს, ბელადს პირველი ორეული გამოუჩნდა, რომლის შესახებ არქივებმა ისტორიული ცნობები შემოინახა.

ევსეი ლუბიცკი ვინიცელი ბუღალტერი იყო, სანამ მოულოდნელად, მოსკოვის ოლქში გადაიყვანდნენ და „ორეულის“ როლისთვის მის მომზადებას დაიწყებდნენ. ლუბიცკი ბავშვობიდან სტალინს ჰგავდა, ქირურგიული ჩარევების შედეგად კი მის ტყუპისცალს დაემსგავსა. მსგავსება იმდენად საოცარი იყო, რომ სპეციალისტებმა ჩანაცვლების დადგენა მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, ყურის ფორმებს შორის სხვაობის შემჩნევით შეძლეს.

 

თანამედროვეები იხსენებდნენ, რომ ლუბიცკი, რომელსაც ექსპერტთა მთელი გუნდი წვრთნიდა, მართლაც ცვლიდა სტალინს ოფიციალურ ღონისძიებებზე, თუმცა, დროთა განმავლობაში, დაბერების ტემპებს შორის სხვაობამ სიცრუე გამოაშკარავა. „ორეულის“ ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა – ის ოჯახს დააშორეს და გადასახლებაში გაგზავნეს, სადაც სიბერემდე იცხოვრა. ერთ-ერთი ვერსიით, ყველა პირი, რომელიც ლუბიცკის მომზადებაში მონაწილეობდა, ქირურგის ჩათვლით, გაანადგურეს.

პლასტიკური ქირურგია და დაზვერვა

ხმების თანახმად, XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა ქირურგი – ალექსანდრე შმელიოვი საიდუმლო აგენტების გარეგნობის შესაცვლელად ოპერაციებს რეგულარულად ატარებდა. ეს მათ საშუალებას აძლევდა, საზღვარგარეთ ახალი სახელით და გვარით ემუშავათ. შმელიოვი უცხოელ პოლიტიკოსებსაც ეხმარებოდა. სწორედ მას მიაწერენ ჩილეს კომპარტიის გენერალური მდივნის, ლუის კორვალანის გარეგნობის შეცვლას, რომელიც 70-იან წლებში სსრკ-ში იმალებოდა.

 

ქირურგმა საყოველთაო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მსახიობ ლიუბოვ ორლოვას  ოპერაცია გაუკეთა. შმელიოვი ორლოვას ერთ-ერთ ფილმშიც გამოჩნდა, სადაც მთავარი გმირი მზვერავი ქალია, რომელიც პლასტიკური ოპერაციის გზით გარეგნობას იცვლის. ამბობენ, რომ ამ გზით ორლოვამ და მისმა ქმარმა, რეჟისორმა გრიგორი ალექსანდროვმა, შმელიოვს ვარსკვლავის გარეგნობაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

ალექსანდრე შმელიოვი 1986 წელს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, ქირურგმა საკუთარ ბინაში თავის ტრავმა მიიღო, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა უბედური შემთხვევის ვერსიაში ბევრი უზუსტობა აღმოაჩინა. ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ სპეცსამსახურებს ექიმის შესაძლო ემიგრაციის შეეშინდათ, რაც მისი თავიდან მოშორების მიზეზი გახდა.

 

ვარსკვლავები და მათი საიდუმლოებები

პლასტიკური ქირურგია დიდი ხნის განმავლობაში დახურული თემა იყო. დუმდნენ ვარსკვლავებიც, რომლებმაც ქირურგიული სკალპელის დახმარებით, გარეგნობა შეიცვალეს, თუმცა, საჯაროობის ეპოქამ ზოგიერთ  მათგანს გულწრფელობის სურვილი გაუჩინა.

მაგალითად, მსახიობმა ნონა მორდიუკოვამ აღიარა, რომ ორმოცდაათი წლის შემდეგ ესთეტიკურ ოპერაციებს მიმართა, რათა ფილმში „ჭაობი“ ახალგაზრდა ქალის როლი შეესრულებინა. მოგვიანებით, შვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, მან ქირურგებს იმ იმედით მიმართა, რომ არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ შინაგან მდგომარეობასაც აღიდგენდა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – „მეორე ახალგაზრდობა“ მორდიუკოვას მწუხარების დაძლევასა და ხანგრძლივი დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმარა.

 

მსახიობებს არც პოლიტიკოსები ჩამორჩნენ. მოარული ხმების თანახმად, პლასტიკური ქირურგების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პაციენტი იყო ეკატერინე ფურცევა, რომელსაც საბჭოთა მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა. ცნობილია, რომ ის სახის პროცედურებს რეგულარულად იკეთებდა, რომ თანამდებობა და ასაკით უმცროსი შეყვარებული შეენარჩუნებინა.

 

როგორ ტარდებოდა ოპერაციები, რომელთა შესახებ საბჭოთა ქალების უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა? თანამედროვე მეთოდებთან შედარებით, იმ წლების ტექნოლოგიები საკმაოდ სარისკო და სიცოცხლისთვის საშიშიც კი ჩანს.

პირველ რიგში, ესთეტიკურ ჩარევებს მომიჯნავე სპეციალობის ქირურგები ასრულებდნენ. მაგალითად, მკერდის გადიდების ან ცხიმის მოცილების ოპერაციებს ჩვეულებრივი ქირურგები ატარებდნენ, სახის პლასტიკა კი თავიდან სტომატოლოგების კომპეტენციაში შედიოდა.

პლასტიკური ქირურგია იმ მცირერიცხოვან სამედიცინო მომსახურებებს შორის აღმოჩნდა, რომელიც სსრკ-ში ფასიანი იყო. საშუალო ხელფასის  60–150 მანეთის პირობებში, სახის გადაჭიმვა 7–10 მანეთი ღირდა, რინოპლასტიკა — 15–30 მანეთი, ხოლო ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკა) — 5–15 მანეთი, თუმცა, ოპერაციაზე მოსახვედრად „ნაცნობობა“ და არაოფიციალური „მადლობები“ იყო საჭირო.

 

შეზღუდული დაფინანსების პირობებში, ქირურგები ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის მწვავე დეფიციტის გარემოში მუშაობდნენ და სანამ ოფიციალური მედიცინა ესთეტიკური ქირურგიის არსებობას უარყოფდა, დახურულ კაბინეტებში ნამდვილი საოცრებები ხდებოდა, რაც მხოლოდ რჩეულთა პრივილეგია იყო.

 

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ,,ვფიქრობ, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ჭკვიანი იქნება” – ილონ მასკი

ასევე გაეცანი

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება
Fashion

#OK! პრინცესა დიანას საკულტო „Revenge Dress“ აუქციონზე გაიყიდება

September 11, 2026
#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის
OK! News

#OK! Sony-ის იაპონური ხარისხი და ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას ცვლის

September 11, 2026
#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში
OK! News

#OK! კლიმატური ანომალია, რომელიც მსოფლიოს ამინდს შეცვლის – რას უნდა ველოდოთ 2026–2027 წლის ზამთარში

September 10, 2026
#OK! Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone – რა ვიცით iPhone Duo-ს შესახებ
OK! News

#OK! Apple-ის პირველი დასაკეცი iPhone – რა ვიცით iPhone Duo-ს შესახებ

September 11, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

#OK! Drop wellness კოქტეილები – Fat Burner

December 29, 2022
OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
#OK! ჯასტინ ბიბერის სახალისო რეაქცია ჰეილის ორსულობასთან დაკავშირებულ კითხვაზე

#OK! ჯასტინ ბიბერის სახალისო რეაქცია ჰეილის ორსულობასთან დაკავშირებულ კითხვაზე

May 17, 2021
#OK! „მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჯერ არავის უსაუბრია“ – გალიბ გასანოვი Vogue-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს

#OK! „მინდა მოვყვე ამბავი, რომელზეც ჯერ არავის უსაუბრია“ – გალიბ გასანოვი Vogue-სთან ინტერვიუში საქართველოში გატარებულ ბავშვობასა და მოდის ინდუსტრიაში პირველ ნაბიჯებზე საუბრობს

August 12, 2026

კვირის ჰიტები

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

#OK! „ბელა“ 33 წლისაა – კომპანია, რომელიც თაობებს აერთიანებს

September 11, 2026
#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

#OK! Beyoncé – ქალი, რომელმაც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი ეპოქა შექმნა

September 4, 2026
#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

#OK! The Show Must Go On – ფრედი მერკურის ცხოვრების ისტორია

September 4, 2026
#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

September 11, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
https://xblarcade.com/
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები