• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რა უპირატესობები აქვს საკრუიზო მოგზაურობას?

August 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კრუიზები არის პროდუქტი, რომელიც უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება საქართველოში. ძალიან ბევრს ვშრომობთ და დიდ რესურსს ვხარჯავთ იმისათვის, რომ მოგზაურობამდე საზოგადოებას მივაწოდოთ ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც ადამიანებს დაეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში, თუ რამდენად ერგება მსგავსი ტიპის მოგზაურობა თითოეული მათგანის სურვილებს და ვცდილობთ სწორად ავხსნათ, რომელი პროდუქტია და რა მიმართულებით მიმდინარეობს მსგავსი მოგზაურობა.

კრუიზებზე არსებობს ბევრი ლეგენდა და მცდარი შეხედულება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მოგზაური. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ კრუიზებით მხოლოდ ასაკში შესული ადამიანები მოგზაურობენ. სინამდვილეში, არსებობს უამრავი გემი, რომელიც ერგება სხვადასხვა ტიპისა და ასაკის ადამიანს.

გემებზე, რომლებიც გათვლილია 7 000-10 000 ადამიანზე, წარმოდგენილია უამრავი ბარი, რესტორანი, ჯაზ-ბარი, გასართობი დაწესებულება, კლუბი, თეატრი, კაბარე, ატრაქციონი და სხვა. შესაბამისად, მსგავსი საკრუიზო გემები ერგება ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს და აკმაყოფილებს ყველა მათგანის სურვილებსა და მოთხოვნებს.

 

კრუიზების კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ მოკლე დროში შესაძლებელია რამდენიმე ქალაქის მონახულება. მაგალითად, ერთი კვირის განმავლობაში 5-6 ქალაქში სტუმრობა.

კრუიზები დილით შედიან ერთ პორტში. მაგალითად რომ ავიღოთ, კლასიკური ხმელთაშუა ზღვის კრუიზი, რომლის მიმართულებაც არის იტალია-საფრანგეთი-ესპანეთი, კრუიზი სათავეს იღებს გენუიდან. როდესაც დაიძვრება გემი, გადადის ბარსელონაში, სადაც გექნებათ თავისუფალი დრო, დაათვალიერებთ ქალაქს, გადაიღებთ ფოტოებს, მოინახულებთ იმ საინტერესო ადგილებს, რომელთა ნახვაც წინასწარ დაგეგმეთ. საღამოს დაბრუნდებით გემზე, საიდანაც ის უკვე სხვა მიმართულებით დაიძვრება და ამ პერიოდში შეძლებთ იმ ბარებით, რესტორნებით, კაბარეებით, თეატრებით, კლუბებითა და სხვადასხვა დაწესებულებით ისარგებლოთ და მიიღოთ სიამოვნება, რომლებიც წარმოდგენილია გემზე. ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოკლე პერიოდში დაათვალიეროთ ბევრი ქალაქი, კარგად გაერთოთ და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ახალი გამოცდილებით.

რაც შეეხება საფასო კატეგორიას, საზოგადოება ფიქრობს, რომ კრუიზები ძალიან მაღალბიუჯეტური პროდუქტია. სინამდვილეში ესეც მცდარი შეხედულებაა, რადგან წინასწარ დაგეგმვის შემთხვევაში, მოქმედებს უამრავი აქცია, რომლის მიხედვითაც საკმაოდ მისაღებ ფასად შესაძლებელია დაიგეგმოს მრავალფეროვანი, ხუთვარსკვლავიან ლაინერზე კრუიზით მოგზაურობა და მომხმარებელმა მიიღოს ახალი, დაუვიწყარი გამოცდილება.

Travelfy კი რა თქმა უნდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კრუიზების მიმართულებით მომხმარებლისთვის უამრავი ტოპ-კომპანია იყოს შეთავაზებული და მოგზაურთა სურვილებს მაქსიმალურად მოერგოს.

ასევე გაეცანი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი
Travel

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა
OK! Business

#OK! MICE ტურიზმის ქართული გზა

October 13, 2026
#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის
Travel

#OK! თბილისის მახლობლად მდებარე საუკეთესო ტბები და ადგილები ერთდღიანი დასვენებისთვის

July 14, 2026
#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის
Slider Area

#OK! თბილისის 5 საუკეთესო აუზი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის

June 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო  ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

#OK! კორპორაცია ქართული ღვინო ტრადიცია, ინოვაცია და ახალი სტუმარმასპინძლობა

February 13, 2026
#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

#OK! ცხოვრება ან ჯადოსნურია, ან ჩვეულებრივი – ინტერვიუ ნელი აგირბასთან

September 11, 2024
#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

#OK! ქეით მიდლტონი ზარას £16-იანი კაბით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

October 7, 2021
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

#OK! Måneskin თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

November 13, 2026
#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

#OK! პიერპაოლო პიჩოლი Balenciaga-ს ტოვებს – დიზაინერი გადაწყვეტილებას ემოციური წერილით ეხმაურება

November 6, 2026
#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

#OK! Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პირველი დღე – NuMeN Studio, GUDU, RECKLESS და საერთაშორისო დიზაინერების კოლექციები

November 6, 2026
#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

#OK! BRANDიფიკაცია – ოცნებიდან ლოგომდე და პირიქით

November 13, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები