70 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ელიზაბეტი დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ავიდა და გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური გახდა. მონარქმა სიცოცხლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
დედოფალი ელიზაბეტი 1926 წლის 21 აპრილს, იორკის ჰერცოგ ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელიზაბეტის ოჯახში დაიბადა. მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 25 წლის ასაკში ავიდა.
1947 წელს ელისაბედი დაწორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენდრიუ, ენი და ედუარდი შეეძინა. შეგახსენებთ, რომ ფილიპისა და ელიზაბეთის ლეგენდალური წყვილი ქორწინებაში 73 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, ისინი გახდნენ პირველები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში, რომელთაც ერთად ყოფნის 70 წლისთავი აღნიშნეს. დედოფალ ელიზაბეთზე დასაქორწინებლად პრინცმა ფილიპმა საკუთარ ტიტულზე უარი თქვა. 1997 წლის 20 ნოემბერს ქორწინების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე დედოფალმა ელიზაბეთმა განაცხადა, რომ პრინცი ფილიპი მისთვის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, რომელიც წლების განმავლობაში მის გვერდით იყო.
ძალია რთული იყო აგვერჩია რამდენიმე ფოტო დედოფლის ასეთი ხანგრძლივი და ბრწყინვალე ცხოვრების საილუსტრაციოდ, ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე მნიშნელოვანი და ემოციური კადრები მისი დედოფლობის პერიოდიდან და ოჯახური ცხოვრებიდან.
(მონარქი 2022 წლის 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა).