• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News
LONDON, ENGLAND - JUNE 15:  Queen Elizabeth II and Prince Philip, Duke of Edinburgh arrive at St Paul's Cathedral for a service of thanksgiving held in honour of the Queen's 80th birthday, June 15, 2006 in London, England. (Photo by Tim Graham Photo Library via Getty Images)

LONDON, ENGLAND - JUNE 15: Queen Elizabeth II and Prince Philip, Duke of Edinburgh arrive at St Paul's Cathedral for a service of thanksgiving held in honour of the Queen's 80th birthday, June 15, 2006 in London, England. (Photo by Tim Graham Photo Library via Getty Images)

#OK! ბევრისთვის აქამდე უცნობი დეტალები დედოფალი ელიზაბეტისა და პრინცი ფილიპის ცხოვრებიდან

ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში

May 14, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ედინბურგის ჰერცოგი, საბერძნეთისა და დანიის ყოფილი პრინცი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფლის – ელიზაბეთ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი 2021 წლის 9 აპრილს, 100 წლის იუბილემდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა და გახდა სამეფო ოჯახის ყველაზე დღეგრძელი მამაკაცი წევრი, რომელიც ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი გახლდათ.

პრინცი ფილიპი 1921 წელს კუნძულ კორფუზე დაიბადა, ის საბერძნეთისა და დანიის პრინცი ენდრიუსა და ბატენბერგის პრინცესა ალისის ერთადერთი ვაჟი იყო. სამეფო ოჯახმა საბერძნეთი პოლიტიკური არასტაბილურობის გამო მალევე დატოვა და საცხოვრებლად ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი ინგლისში გადავიდა. ახალგაზრდა ფილიპმა მრავალმხრივი განათლება მიიღო, ის პარიზის ამერიკულ სკოლაში, ჰემფშირის მოსამზადებელ სკოლაში, გერმანიაში Schule Schloss Salem-ში და შოტლანდიაში, Gordonstoun-ის სკოლაში სწავლობდა.


ედინბურგის ჰერცოგი თავისუფლად საუბრობდა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავდა, ასევე შეეძლო ბერძნული ენის მინიმალურ დონეზე გაგება და გააზრება. პრინცი ფილიპის მრავალმხრივი ნიჭისა და შესაძლებლობების პარალელურად უცხოური გამოცემების, ტაბლოიდებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად არა სამეფო ოჯახის წევრის მიღწევები, არამედ მისი იუმორის გრძნობა ექცეოდა, რომელიც, როგორც უმეტესობა აღნიშნავდა, ყოველთვის ყველასგან გამორჩეული, სხარტი, ამავდროულად კი ინტელექტუალური, სახალისო და ოდნავ „ბოროტულიც“ კი იყო.

ფილიპისა და ელიზაბეთის ლეგენდალური წყვილი ქორწინებაში 73 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, ისინი გახდნენ პირველები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში, რომელთაც ერთად ყოფნის 70 წლისთავი აღნიშნეს.

წარმოგიდგენთ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებსა და მნიშვნელოვან დეტალებს პრინცი ფილიპის თითქმის ერთ საუკუნოვანი ცხოვრება-მოღვაწეობიდან:

ალბათ, წლების გასვლის შემდეგაც კი უცნობია ბევრი ადამიანისთვის ის ფაქტი, რომ სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წყვილი ერთმანეთისთვის შორეული ნათესავები, კონკრეტულად კი დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილები არიან.

18 წლის პრინცი ფილიპი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში კადეტი იყო, როდესაც 13 წლის ელიზაბეთს ქორწილში პირველად შეხვდა. როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო აღნიშნავდა, მომავალ დედოფალს იმჟამინდელი პრინცი ერთი ნახვით შეუყვარდა.

დედოფალ ელიზაბეთზე დასაქორწინებლად პრინცმა ფილიპმა საკუთარ ტიტულზე უარი თქვა. შეყვარებულმა წყვილმა ნიშნობა 1947 წლის ივლისში გამოაცხადა, ურთიერთობა კი იმავე წლის 20 ნოემბერს ვესტმინსტერის სააბატოში ქორწილით დააგვირგვინა.


სამეფო ოჯახთან დაკავშირებული საქმიანობის გარდა პრინცი ფილიპი ბევრი სხვადასხვა პროფესიით იყო დაინტერესებული. მან 1956 წელს სამეფო საჰაერო ძალებში მფრინავის კვალიფიკაცია მოიპოვა, 1959 წელს კი კერძო პილოტის ლიცენზია მიიღო.

ედინბურგის ჰერცოგის ინტერესთა სფერო მრავალფეროვანი იყო, ის გახლდათ კოლექციონერი, რომელსაც ჰქონდა ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ჰობი, ფრინველების ყურებიდან დაწყებული ზეთით ფერწერით დამთავრებული. ორნიტოლოგიური ფოტოგრაფიით დაინტერესებული პრინცი აფიქსირებდა ლამაზ კადრებს და ფრინველების სხვადასხვა ჯიშების შესახებ აკეთებდა საინტერესო ჩანაწერებს. 1987 წელს ფილიპი ბრიტანეთის ორნიტოლოგიის სამეცნიერო ფონდის პრეზიდენტი გახდა.

XXI საუკუნეში შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენლად ჯღერს, თუმცა ედინბურგის ჰერცოგი კუნძულ ტანას მოსახლეობისვის დღემდე ღმერთთან ასოცირდება, ეს არის წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვანუატუს ერთ-ერთი კუნძული, რომლის მოსახლეობამაც წინაპარი ღმერთების შვილის რწმენის გავლენით ჩამოაყალიბა “პრინცი ფილიპის მოძრაობა”, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რელიგიური კულტია.

ედინბურგის ჰერცოგი მსოფლიო ისტორიაში არაერთი მიღწევით შევიდა, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ პრინცი ფილიპი 1961 წელს გახდა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც BBC-ის ინტერვიუზე დათანხმდა და სატელევიზიო გადაცემა “პანორამაში” მიიღო მონაწილეობა.

პრინც ფილიპს აქვს “Freeman”-ის წოდება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: აკაპულკო, ბელფასტი, ბრიჯთაუნი, ბარბადოსი, კარდიფი, დარ-ეს-სალამი, ტანზანია, ედინბურგი და ნაირობი. (Freeman – ეს არის წოდება, რომელსაც საპატიო სტატუსით ანიჭებენ ადამიანს, რომელიც არ არის კონკრეტული ქალაქის ან ქვეყნის მცხოვრები, მაგრამ მინიჭებული აქვს სრული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები).


ედინბურგის ჰერცოგი სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე დიდხანს ემსახურებოდა ბრიტანულ კონსორტს, საკუთარი კარიერული განვითარების პარალელურად კი დედოფალი ელიზაბეთის წინსვლაზეც ზრუნავდა. სამეფო ოჯახთან დაახლოვებული წყაროები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მონარქის ნაბიჯები მეუღლესთან ერთად წინასწარ გათვლილი, შეთანხმებული და გააზრებული იყო. 1997 წლის 20 ნოემბერს ქორწინების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე დედოფალმა ელიზაბეთმა განაცხადა, რომ პრინცი ფილიპი მისთვის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, რომელიც წლების განმავლობაში მის გვერდით იყო.

2017 წლის 2 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პრინცმა ფილიპმა განაცხადა, რომ საჯარო ვიზიტებისგან მაქსიმალურად შეიკავებდა თავს და სამეფო ოჯახის ყოველდიურ ცხოვრებაში ვეღარ მოახერხებდა ჩართვას.

ბრიტანეთის ისტორიაში არსებული ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი 2021 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი არ დასახელდა, ოჯახის განცხადებით, ედინბურგის ჰერცოგი ზედმეტი გართულებების გარეშე, უინძორის სასახლეში, მშვიდად გარდაიცვალა.

გაიგე მეტი: დედოფალი ელიზაბეტიპრინცი ფილიპისამეფო ოჯახი

ასევე გაეცანი

#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!
OK! News

#OK! ნინო ნადირაძე-კუზანოვის 10 გამორჩეული ჩაცმულობა!

March 24, 2023
#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა
OK! Men

#OK! გიორგი გიგაშვილი Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელდა

March 24, 2023
#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა
Hollywood News

#OK! “პლასტიკური ქირურგიის მორიგი მსხვერპლი” – შერილ კოულის დრამატულმა ცვლილებამ საზოგადოება გააოცა

March 24, 2023
#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!
OK! Men

#OK! ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნენ!

March 23, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! კამილა მორონე ლოს-ანჯელესში დედასთან ერთად დააფიქსირეს

#OK! კამილა მორონე ლოს-ანჯელესში დედასთან ერთად დააფიქსირეს

April 19, 2021
#OK! ცნობილი ლამაზმანების ყველაზე მიმზიდველი ჩაცმულობები BVLGARI-ს წვეულებაზე

#OK! ცნობილი ლამაზმანების ყველაზე მიმზიდველი ჩაცმულობები BVLGARI-ს წვეულებაზე

June 5, 2021
#OK! ლუიზა ჩალათაშვილის ფოტოსამყარო

#OK! ლუიზა ჩალათაშვილის ფოტოსამყარო

May 6, 2021
#OK! ნიკოლა პელცი და ბრუკლინ ბექჰემი ბრიტანული Vogue-ისთვის

#OK! ნიკოლა პელცი და ბრუკლინ ბექჰემი ბრიტანული Vogue-ისთვის

May 24, 2022

კვირის ჰიტები

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

#OK! Cambridge Education Corner – შეისწავლეთ ინგლისური ენა თანამედროვე მეთოდებით

March 21, 2023
#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

#OK! “ვიწვევ საკუთარ თავს, ვიღვიძებ 4 ან 5 საათზე, რომ ვივარჯიშო, ამის მიზეზი არა ლამაზი სხეული, არამედ მენტალური ჯანმრთელობაა” – ჯენიფერ ლოპესი

March 23, 2023
#OK! “რატომ ამსგავსებენ კენდალ ჯენერს მონიკა ბელუჩის” – ამერიკელი მოდელის ახალი ფოტოები

#OK! “რატომ ამსგავსებენ კენდალ ჯენერს მონიკა ბელუჩის” – ამერიკელი მოდელის ახალი ფოტოები

March 24, 2023
#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

#OK! სასტუმრო Vera Hills – მაღალი დონის მომსახურება ქალაქის ისტორიულ უბანში

March 22, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×