• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება – მთაწმინდის პანორამული ბორბლის აქტივობა გლობალურ მედია ეპიცენტრში

November 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

Global Tech Weekend-ის ინიციატივა გლობალური მედიის ყურადღების ცენტრშია. GTW 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნის მედიაში გამოეხმაურნენ. „Pitch in a Ferris Wheel“-ში მონაწილეობისთვის კი სტარტაპებისგან 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა.

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 5 დეკემბერს, Mtatsminda Hall-ში გაიმართება. ღონისძიების მთავარი აქტივობა „Pitch in a Ferris Wheel“ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ღონისძიების ფორმატი უკვე გააშუქეს აშშ-ის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიის, აფრიკის და ავსტრალიის გამოცემებმა. Global Tech Weekend-ის მედია მონიტორინგის მიხედვით, თბილისის ღონისძიების შესახებ მასალები 15-ზე მეტი ქვეყნის მედიაში გამოქვეყნდა.

 

საქართველო გლობალური ტექნოლოგიური დღის წესრიგის ეპიცენტრში

მთაწმინდის პანორამული ბორბალი, რომელიც ისტორიაში პირველად მთლიანად სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეთმობა, გლობალური მედიის ინტერესის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. საერთაშორისო გამოცემებმა ფორმატი ინოვაციურ მიდგომად შეაფასეს, რომელიც დამფუძნებელსა და ინვესტორს შორის პირდაპირ დიალოგს ეფუძნება და ტრადიციული ბიზნეს შეხვედრების ჩარჩოს სცდება.

საერთაშორისო გაშუქების ეს მოკლე ჩამონათვალი აერთიანებს გამოცემებს, რომლებმაც Global Tech Weekend-ის „Pitch in a Ferris Wheel“ საკუთარ აუდიტორიას გააცნეს და სტარტაპებსა და ინვესტორებს მონაწილეობისკენ მოუწოდეს. მათ შორისაა საფრანგეთის Planet Fintech, გერმანიის Startbase და რუმინეთის Business Catalog. ფორმატს გამოეხმაურა My Startup World-იც. აშშ-ში ღონისძიების ანონსი EIN Presswire-ის მეშვეობით Lohud / The Journal News-ისა და IndyStar-ის ვებგვერდებზე გავრცელდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, ესპანეთსა და სამხრეთ აფრიკაში გამოქვეყნებული მასალები ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ ქმნის Global Tech Weekend თბილისში სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების პირდაპირი შეხვედრის შესაძლებლობას.

 

100-ზე მეტი განაცხადი და ათი ფინალისტი

საერთაშორისო ინტერესი აისახა განაცხადების რაოდენობაშიც. სტარტაპების აპლიკაციების მიღება დასრულდა, ჯამში კი 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა.„Pitch in a Ferris Wheel“-ის მონაწილეთა შერჩევა მეორე ეტაპზე გადავიდა. პირველი ეტაპი 30-მა სტარტაპმა წარმატებით გაიარა. მათგან 10 ფინალისტი შეირჩევა, რომლებიც 5 დეკემბერს საკუთარ ბიზნესს საერთაშორისო ინვესტორებს წარუდგენენ.

 

მედეა ჯანჯღავა: „მსოფლიოს ყურადღება ეკოსისტემაზე გვაძლევს ახალ პასუხისმგებლობასაც და ახალ შესაძლებლობასაც“

 

“Global Tech Weekend-ის ინიციატივას 15-ზე მეტი ქვეყნის მედია აშუქებს, ხოლო სტარტაპებისგან 100-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ. ეს გამოხმაურება აჩვენებს, რომ ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემა საერთაშორისო ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს. სტარტაპებისთვის ეს საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი საუბრისა და ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობაა, ინვესტორებისთვის კი ახალი გუნდებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენის გზა. ჩვენი მიზანია, თბილისში გამართული ეს ღონისძიება საინვესტიციო მოლაპარაკებებსა და გრძელვადიან პარტნიორობაში გადაიზარდოს“ – აცხადებს Global Tech Weekend-ის CEO მედეა ჯანჯღავა.

 

6 წუთი, ერთი ბრუნი, ერთი შანსი

ისტორიაში პირველად, მთაწმინდის პანორამული ბორბალი მთლიანად სტარტაპებსა და ინვესტორებს დაეთმობა. თითოეულ დამფუძნებელს სტარტაპის წარსადგენად ბორბლის ერთი სრული ბრუნი, 6 წუთი ექნება. კაბინაში მხოლოდ დამფუძნებელი და ინვესტორები იქნებიან, სცენისა და აუდიტორიის გარეშე. გამარჯვებული სტარტაპი იმავე საღამოს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება. ფორმატის მიზანი სტარტაპებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაკავშირება და გრძელვადიანი შედეგების შექმნაა.

ფორმატი განკუთვნილია ვენჩურული ფონდების, ანგელოზი ინვესტორებისა და კორპორატიული ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს ეძებენ.

 

Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა

ღონისძიების პროგრამა მოიცავს Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალურ პრეზენტაციას, მომავალი წლის გეგმებისა და თარიღების, ასევე სტრატეგიული პარტნიორობების დაანონსებას, ექსკლუზიურ ნეთვორქინგს, საერთაშორისო სტუმრებთან შეხვედრებსა და მუსიკალურ პროგრამას. ორგანიზატორები წარადგენენ 2027 წლის ძირითად ინიციატივებს, კონცეფციას და საერთაშორისო გაფართოების გეგმებს.

ღონისძიება დახურულ ფორმატში ჩატარდება. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით Global Tech Weekend-ის ოფიციალურ Luma-ს გვერდზე.

 

 

Global Tech Weekend-ის შესახებ

Global Tech Weekend გლობალური ტექნოლოგიური მოძრაობაა. 2026 წელს მოძრაობა სან-ფრანცისკოში, ტაშკენტსა და თბილისში გაფართოვდა. Global Tech Weekend Tbilisi 2026-მა 10,000-ზე მეტი დამსწრე, 250-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 150-ზე მეტი პარტნიორი და 12-ზე მეტი სექტორი გააერთიანა.

ვებგვერდი: https://gtwt.ge/

სოციალური ქსელები: Instagram, Facebook, LinkedIn

 

ასევე გაეცანი

#OK! David Koma „ბლუმარინს“ ტოვებს – ქართველი დიზაინერი მოდის სახლს ემშვიდობება
OK! News

#OK! David Koma „ბლუმარინს“ ტოვებს – ქართველი დიზაინერი მოდის სახლს ემშვიდობება

November 28, 2026
#OK! ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება
OK! News

#OK! ჟერარ დეპარდიე გაუპატიურების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარდგება

November 27, 2026
#OK! ჯონი დეპის ტრიუმფი – მსახიობის ახალმა ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 81 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა
OK! News

#OK! ჯონი დეპის ტრიუმფი – მსახიობის ახალმა ფილმმა მსოფლიო კინოგაქირავებაში 81 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა

November 27, 2026
#OK! “მინდა, პატარა ქალაქში ვიცხოვრო მეუღლესთან და შვილებთან ერთად“ – ბელა ჰადიდი მომავალზე
OK! News

#OK! “მინდა, პატარა ქალაქში ვიცხოვრო მეუღლესთან და შვილებთან ერთად“ – ბელა ჰადიდი მომავალზე

November 27, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! MEN – სანდრო გეგეჭკორი

#OK! MEN – სანდრო გეგეჭკორი

March 26, 2024
#OK! ქეით მიდლტონი Zara-ს თეთრი ბლეიზერით, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც £50-ია

#OK! ქეით მიდლტონი Zara-ს თეთრი ბლეიზერით, რომლის ღირებულებაც სულ რაღაც £50-ია

June 8, 2022
#OK! პაემანზე მიმავალი პერიზ ჰილტონი: ვარსკვლავი Self-Portrait-ის კაბას Valentino-ს ფეხსაცმელს უხამებს!

#OK! პაემანზე მიმავალი პერიზ ჰილტონი: ვარსკვლავი Self-Portrait-ის კაბას Valentino-ს ფეხსაცმელს უხამებს!

July 3, 2021
#OK! როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – ინტერვიუ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან

#OK! როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის – ინტერვიუ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელთან

December 27, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა – ახალი ეტაპი ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში

November 24, 2026
#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას

#OK! Studio Sound: როცა ხარისხიანი ხმა ქმნის ემოციას

November 24, 2026
#OK! Health&Beauty ნოემბრის სურნელი „ისი პარისგან“

#OK! Health&Beauty ნოემბრის სურნელი „ისი პარისგან“

November 28, 2026
#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

#OK! არ დაელოდო სიმპტომებს – ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობა

November 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები