• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! #OK! ნინჩო ჯიბლაძის სარედაქტორო სვეტი OK!-ის მარტის ნომრისთვის

March 1, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დიდი და რთული ზამთარი დასრულდა და წინ უკეთესი დღეების მოლოდინი გვაქვს ყველას.

ქალებზე მინდა დავწერო, საქართველოში მცხოვრებ არაჩვეულებრივ, უნიჭიერეს, ძლიერ, მშრომელ, ლამაზ ქალებზე. მინდა თავს უფლება მივცე და ვუთხრა, რომ აკეთონ ზუსტად ის, რაც სურთ; ის, რაზეც ოცნებობენ. მთავარია, საკუთარ თავთან იყვნენ მართლები, იყვნენ გულწრფელნი. გამოიყენონ ყველა მცირე თუ დიდი შანსი წინსვლისა და განვითარებისთვის. იყვნენ თავისუფლები, რადგან თავისუფლების შეგრძნება უსაზღვრო შესაძლებლობებს გვიხსნის.

მინდა ყველა ქალს ვუსურვო ლანა ღოღობერიძის შემართება და მისი ოპტიმიზმი. მინდა ყველა გოგოს ვუთხრა, რომ ნინო ზამბახიძემ თავის წარმატებას მხოლოდ საკუთარი შრომით – 24/7 რეჟიმით მიაღწია. შრომა და ოპტიმიზმი ყოველთვის იძლევა შედეგს. მინდა გაგაცნოთ გასაოცარი სპორტსმენი გოგონები. სპორტს შეუძლია სასწაულების მოხდენა, ჩვენს ყდას ამ გამოშვებაში ულამაზესი, ახალგაზრდა, გაბედული ფეხბურთელი გოგონების გუნდი ამშვენებს. ასეთი მრავალფეროვანია ჩვენი ნომერიც და ასეთები არიან ჩვენი გოგონებიც.

ყოველთვის, როდესაც ქალებს ვახსენებ, უპირველესად ემიგრანტი ქალები მახსენდებიან. საქართველოსგან შორს მყოფი, თავდადებული დედები, ბებიები თუ შვილები. სწორედ ისინი არიან უდიდესი პატრიოტები.

მათ საკუთარი შრომით არჩინეს და დღემდე არჩენენ რამდენიმე ასეულ ათას ოჯახს საქართველოში. მათი დამსახურება და წვლილი ქვეყნის გადარჩენაშიც დიდია. ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ემიგრანტებს არ აქვთ მარტივი ცხოვრება. ყველამ ვიცით ასევე მათი გრძნობების შესახებ, მათი სირთულეებით სავსე ყოფის შესახებ. ვიცით, და სამწუხაროდ, ვერაფერს ვთავაზობთ სანაცვლოდ. მადლობას თუ ვეტყვით მხოლოდ, იმისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებენ.

ჩემს სარედაქტორო სვეტში მინდა საჯარო მხარდაჭერა გამოვხატო ყველა მშრომელი ქალის მიმართ, ვინც საკუთარ მხრებზე ატარებს უამრავი ადამიანის სატარებელს. მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა სტუდენტს, მოსწავლეს, ვისაც დიდი მიზნები აქვს… არაფრის შეგეშინდეთ, გოგონებო, იფიქრეთ დიდ მიზნებზე, იოცნებეთ დიდ იდეებზე, რადგან მალე მოვა ის დღე, როცა ამ მიზნებს ხორცს შეასხამთ.

ყველა გოგომ უნდა ვიცოდეთ, სულ პატარაობიდან, რომ პირველი, ვინც უნდა გვიყვარდეს, ჩვენი თავია. ვიზრუნოთ, გავუგოთ, ვაპატიოთ, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას… შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს, პატარა და დიდ შეცდომებზე ვსწავლობთ ყველა და გამოგვაქვს დასკვნებიც. არ არსებობს სიტუაცია, შემთხვევა, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით. სწავლით და შრომით კი იმასაც მივაღწევთ, რაც ერთ დროს შეუძლებელი გვეგონა!

 

გაზაფხულია უკვე გარეთ. ყველას ბედნიერ და სიხარულით სავსე გაზაფხულს გისურვებთ, გოგონებო!

სიყვარულით,

ნინო ჯიბლაძე

ჟურნალ OK!-ის მთავარი რედაქტორი

ასევე გაეცანი

თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა
OK! News

თბილისში დივალის მე-9 გრანდიოზული კარნავალი გაიმართა

November 12, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე
Slider Area

#OK! ბედნიერების პატარა მომენტები – ლიკა ევგენიძე

September 9, 2026
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის
Uncategorized

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის სექტემბრის ნომრისთვის

September 8, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! L’erbolario – ახალი ბრენდი ICI PARIS-ში!

#OK! L’erbolario – ახალი ბრენდი ICI PARIS-ში!

May 26, 2023
#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

#OK! ადამიანები სტიგმის მიღმა

February 11, 2026
#OK! ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოსა და სინდი კროუფორდის საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

#OK! ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოსა და სინდი კროუფორდის საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

June 18, 2021
#OK! კრიზისის მენეჯმენტის როლი სილამაზის ინდუსტრიაში

#OK! კრიზისის მენეჯმენტის როლი სილამაზის ინდუსტრიაში

March 28, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

#OK! ახალი ერა სტრატეგიულ კომუნიკაციებში

November 13, 2026
OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

OK! Auroom Bakuriani – სტუმართმასპინძლობის შვიდწლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი ეტაპი

November 13, 2026
#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

#OK! რამდენად კარგად იცნობ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას? – შეამოწმე შენი ცოდნა

November 12, 2026
#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

#OK! „მშიშრებით სავსე ხროვა ხართ“ – MMA-ს ვარსკვლავების გამოხმაურებები და მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირების ისტორია

November 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები