• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! “თუ გსურთ, რომ იყოთ ნომერ პირველი თქვენს საქმეში, მაშინ მარცხთან გამკლავება და არასასურველ მომენტებთან ბრძოლა უნდა ისწავლოთ” – ნოვაკ ჯოკოვიჩის „წარმატების საიდუმლო“: მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ საუბრობს

January 12, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ნოვაკ ჯოკოვიჩი სულ რაღაც შვიდი წლის იყო, როდესაც უიმბლდონის ჩემპიონობაზე ოცნებობდა, სახლში დამზადებული ჯილდოთი ხელში კი თავს მსოფლიო ჩემპიონად წარმოიდგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მიზნისკენ მიმავალი გზა ნომერ პირველი სერბი ჩოგბურთელისთვის ყოველთვის ბევრი სიხარულითა და წარმატებით სავსე არ ყოფილა, მტკიცედ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა და მიზნისკენ სწრაფვის მძლავრი სურვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს ცხოვრების ნებისმიერი პრობლემის, წარუმატებლობისა და სირთულეების გადალახვაში ეხმარებოდა.

ნომერ პირველობაზე მეოცნებე სპორტსმენს ყოველთვის ღრმად სწამდა სურვილების ახდენის შესაძლებლობის, ოცნებების ვიზუალიზაცია და მომავლის წარმატებული სურათის წარმოდგენა კი დაბრკოლებების მიუხედავად ყოველთვის ეხმარებოდა მოტივაციის შენარჩუნებასა და საჭირო ნაბიჯების სწორად გათვლაში.

მაშინ, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ცხოვრების განვლილ გზას იხსენებს, ჯერ კიდევ ვერ წარმოიდგენს, რომ კარიერული თვალსაზრისით ამდენს მიაღწია და ბავშვობის სანუკვარი ოცნება აიხდინა. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი წარმატების საწინდრად ოჯახის წევრებს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერისა და გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს ვერ მოახერხებდა.

“როდესაც ძველ დროს ვიხსენებ, წარმოვიდგენ როგორ უბრალოდ დაიწყო ყველაფერი, როდესაც პირველად ჩოგანი ავიღე. საყვარელი ადამიანები ყოველთვის მეხმარებოდნენ სასურველი მიზნების მიღწევაში, ჩემი მშობლების სიყვარულმა და მხარდაჭერამ კი სპორტისადმი სიყვარული უფრო გამიძლიერა.”

“ვფიქრობ, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას გვაქვს სირთულეები. მაგალითად, ჩემი წარმატების გზა ნამდვილად არ ყოფილა მარტივი. 1990-იან წლებში, ომის პერიოდში ჩემს ქვეყანაში ცხოვრება ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ისეთი მშობლებისთვის, რომლებსაც ჰყავდათ არასრულწლოვანი შვილი. ცხოვრებაში არსებულმა სირთულეებმა მე კიდევ უფრო მეტად გამაძლიერა და მომანდომა მესახელებინა არამხოლოდ ოჯახი, არამედ ჩემი ქვეყანა. მსოფლიოსთვის კი ჩემი გამარჯვებით მშვიდობის, სიყვარულისა და სიხარულის შეტყობინება გამეგზავნა.”

ნოვაკ ჯოკოვიჩი საკუთარ მომავალს უკეთ ხედავს, როდესაც მიზნებს მკვეთრად გამოხატავს და პატარ-პატარა ნაბიჯების საშუალებით აყალიბებს სამოქმედო გეგმას, რომელზეც პასუხისმგებელი მხოლოდ თავადაა. როგორც ამბობენ “კარგი გეგმა კარგი გადაწყვეტილებების ტოლფასია”, ხოლო “ერთადერთი ადამიანი, ვინც შენსა და შენს ოცნებებს შორის დგას, ეს თავად შენ ხარ.”

“ჩემი აზრით, ყველა სპორტსმენს უნდა ჰქონდეს მიზანი და გეგმა, რაც მათ მისცემთ უკეთ მოქმედების საშუალებას. მიზნების დასახვით მიაღწევთ “გონებრივ სიცხადეს” და იქნებით უფრო მეტად დისციპლინირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები… ჩემი ცხოვრების იმ ეტაპებზე, როდესაც ზუსდად არ ვიცოდი რა მინდოდა და რა უნდა გამეკეთებინა, საერთოდ არაფერი არ სრულდებოდა ჩემთვის წარმატებულად. მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, მქონოდა მკაფიო კონცეფცია და მცოდნოდა როგორ და ვისთან ერთად მსურდა ამ ცხოვრებაში ბრძოლა.“

არაერთი ჯილდოსა და ტიტულის მიღების, ოლიმპიადისა და ტურნირის მოგების შემდეგ 2021 წელი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის სიმბოლური აღმოჩნდა. სერბმა სპორტსმენმა ATP-ის რეიტინგში პირველ ადგილზე გატარებული კვირების რაოდენობაში მსოფლიო ლეგენდის როჯერ ფედერერის რეკორდი მოხსნა. ტიტულების მიუხედავად ლეგენდარული ჩოგბურთელისთვის სამოტივაციო ძალას ხშირად არა ჯილდოები და ტიტულები, არამედ სპორტისადმი მისი ძლიერი სიყვარული წარმოდგენს.

“ბედნიერების მიზეზი ზოგჯერ სერბეთში მცხოვრები ხალხი და მათი ჩემდამი დამოკიდებულებაა, ისინი ხშირად მირეკავენ და მილოცავენ გამარჯვებას, ამიტომაცაა, რომ ჩემს მიღწევებს უმეტესწილად არა პირად, არამედ მთლიანი ქვეყნის გამარჯვებად მივიჩნევ.”

წინააღმდეგობების დაძლევა სერბ ჩოგბურთელს მოტივაციას უმაღლებს, დაბრკოლებები კი საკუთარი პოტენციალის გამოვლენაში და პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.

“ზეწოლა პრივილეგიაა. ზეწოლის გარეშე არცერთი პროფესიონალური სპორტი არ არსებობს. თუ გსურთ, რომ იყოთ ნომერ პირველი თქვენს საქმეში, მაშინ მარცხთან გამკლავება და არასასურველ მომენტებთან ბრძოლა უნდა ისწავლოთ. წლების განმავლობაში მე გამოცდილ ჩოგბურთელად ჩამოვყალიბდი და შევიმუშავე სპეციალური მექანიზმი. შესაბამისად, დღეს ვიცი მენტალურად რა მჭირდება და რა არა, როგორ უნდა გავუმკლავდე სირთულეებს, როგორც მოედანზე, ასევე მოედანს გარეთ, ისე რომ ამ პროცესით თავად არ გავნადგურდე.”

მოედანზე გატარებული მრავალი წლის მიუხედავად ჯოკოვიჩი ზუსტად იგივე მღელვარებას გრძნობს ჩოგნის აღებისას, როგორიც პირველად განიცადა, შესაბამისად საკუთარი კარიერის დასასრულს ჯერ ვერ ხედავს.

“რომ შემეძლოს დროში დაბრუნება და საკუთარ თავთან საუბარი შვიდი წლის ასაკში, აუცილებლად ვეტყოდი, რომ ოცნებები ხდება, მთავარია არ შეგეშინდეს სურვილების ვიზუალიზაციის და მიზნების განსახორციელებლად დიდი ნაბიჯების გადადგმის. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს შენზე საზოგადოება, თუ თავად გჯერა შენი ოცნებების ახდენის შესაძლებლობის. დღემდე ვგრძნობ იმ მღელვარებას, როდესაც ჩოგანი პირველად ავიღე ხელში. ბავშვობიდან ვაყალიბებ მიზნებს და ვქმნი სამოქმედო გეგმებს. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ჩემი მიზნები იცვლება, რადგან როდესაც საწადელს აღწევ, მერე უკვე სხვა რაღაც გინდება.”

“მე ამბიციური ადამიანი ვარ, ასე რომ არ იყოს, დღეს აქამდე ვერ მოვიდოდი. ვაგრძლებ გზას და ვცდილობ ვიყო უკეთესი, ამიტომ ჩემი კარიერის დასასრულს ჯერ ვერ ვხედავ. ყოველთვის ვცდილობ სიამოვნება მივიღო აწმყოთი, თუმცა მინდა გავხდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და არასდროს დავკმაყოფილდე არსებულით.“

გაიგე მეტი: ნოვაკ ჯოკოვიჩი

ასევე გაეცანი

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ლევან კოღუაშვილის “გურია“ Asia Pacific Screen Awards-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?
OK! News

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია
OK! News

#OK! ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულია

October 30, 2026
#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
OK! News

#OK! პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

October 30, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

#OK! „ეკა ესთეტიკი“ – თქვენი სილამაზის ყველა სინთეზი ერთ სივრცეში

June 12, 2025
#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

#OK! UNFPA GEORGIA-ს „მამის დღის“ ვიდეომ EU NEAR-ის კონკურსში გაიმარჯვა!

March 21, 2024
#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

#OK! კომპანია „ცელსიუსი“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

February 13, 2026
#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

#OK! “ოპელი” სექტემბრის თვიდან მომხმარებლებს ბოლო თაობის ავტომობილებს წარუდგენს

August 18, 2023

კვირის ჰიტები

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

#OK! 2026 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დასახელდა – არჩევანს სოციალურ ქსელებში კრიტიკა მოჰყვა

October 29, 2026
#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

#OK! ჯულია რობერტსი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის ისტორია

October 29, 2026
#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

#OK! კახა კინწურაშვილი ჰოლივუდის რეჟისორის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს – რას მოგვითხრობს The Revolution According to Kamo?

October 30, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები