• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

მუსიკა განცდებითა და ემოციებით იქმნება …

June 2, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ინტერვიუ მუსიკოს Qarcii-სთან

საქართველოში ელექტრონული მუსიკა გასული საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა. მაშინ ამ ჟანრთან სულ რამდენიმე ადამიანი ასოცირდებოდა, დღეს კი ელექტრონული მუსიკა უფრო მეტად პოპულარულია და მასზე მოთხოვნაც ბევრად მეტია. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ახალი თაობის წარმომადგენელი, მუსიკოსი ჯუდა ქარცივაძეა ბათუმიდან, იგივე Qarcii. როგორც თავად აღნიშნავს, ცდილობს მუსიკით გადმოსცეს საკუთარი ემოცია და შინაგანი სამყარო. მუსიკაზე, გია ყანჩელზე და სხვა საინტერესო თემებზე არტისტი ჟურნალ OK!-ის ესაუბრა.

როდის გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?

რთულია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან არ მახსოვს ცხოვრების არც ერთი ეპიზოდი, როცა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა. მაგრამ დაახლოებით 6 წლის ვიყავი, როცა მამას ვთხოვდი გიტარაზე დაეკრა, რათა მისთვის მომესმინა. მახსოვს განცდა, უზომოდ რომ მსურდა მეც შემძლებოდა იმავეს გაკეთება. ამის შემდეგ მუდმივად მუსიკის ირგვლივ ვტრიალებდი. შემდეგ ვცეკვავდი სახელმწიფო ანსამბლში, სადაც რიტმისადმი სიყვარული ცეკვით შევივსე. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ ის, რის კეთებაც ყველაზე მეტად მინდოდა, იყო მუსიკა და არა ცეკვა.

როგორი იყო გზა, რომელმაც მუსიკის შექმნამდე მიგიყვანათ?

მარტივი, რადგან მუსიკისადმი სიყვარული იმაზე დიდი იყო, ვიდრე რაიმე სახის სირთულე. როცა მუსიკას ვუსმენდი, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, თითქოს მას რომელიღაც პატარა, თუნდაც უმნიშვნელო დეტალი აკლდა. საკუთარი ხედვა მქონდა მუსიკისადმი. მომწონდა, ვუსმენდი, მაგრამ ვერ ვივსებოდი… ამიტომ მინდოდა შემექმნა ის, რაც უპირველესად მე მომეწონებოდა. თავიდან, როცა დავიწყე მუსიკის წერა, არ ვფიქრობდი, რომ ამას საზოგადოებაც მოისმენდა და მოეწონებოდა. ყოველთვის, როცა მუსიკას ვქმნი, არასოდეს ვფიქრობ, ნეტავ თუ მოეწონება სხვას, რადგან ერთი მთავარი პრინციპი მაქვს: ის, რასაც ვაკეთებ, მე მომწონს თუ არა.

საყვარელი მუსიკოსი − ის, ვინც მოახდინა თქვენზე გავლენა…

საყვარელი მუსიკოსი ბევრია, მაგრამ ის, ვინც გავლენა მოახდინა − ცოტა. იყვნენ და არიან არტისტები, რომელთა შემოქმედებას ვუსმენ და ვფიქრობ, თუ როგორი გენიალური პიროვნებები ჰყავს მუსიკალურ სამყაროს, მაგრამ ერთმა მუსიკოსმა რომ მეორეზე რაიმე ძირეული ცვლილებების თვალსაზრისით მოახდინოს გავლენა, თითქმის შეუძლებელია, რადგან ყველა არტისტს საკუთარი ხედვა აქვს. მუსიკა განცდებითა და ემოციებით იქმნება. ჩვენ ვიცით მუსიკოსები, რომლებმაც თავისი სიტყვა თქვეს მუსიკაში. არ შემიძლია არ გამოვყო გენიალური გია ყანჩელი, რომლის მუსიკის მოსმენისას იგრძნობ ემოციას, რომელსაც თვითონ განიცდიდა, როცა კონკრეტულ ნაწარმოებს ქმნიდა. ასევე ის, ვინც ელექტრონული მუსიკის ცოტა სხვა მხარე მაჩვენა, იყო შვედი არტისტი Avicii. მისი შემოქმედება გაცილებით წინ იყო, ვიდრე ელექტრონული მუსიკის სამყარო. სამწუხაროდ, 2 წლის წინ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა… თუმცა ჩემს პლეილისტში მისი მუსიკა ისევ იქ არის, სადაც წლების წინ იყო.

თქვენ ახსენეთ გია ყანჩელი, რომლის კომპოზიციის რემიქს-ვერსია მსმენელს შესთავაზეთ. როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი? თქვენი აზრით, მიიღო ეს ვერსია მსმენელმა?

ეს ჩემთვის ზედმეტად საპასუხისმგებლო პროცესი გახლდათ, რადგან ვხვდებოდი, რამდენად დიდი რისკი იყო ამ გენიალური მუსიკოსის კომპოზიციაში რაიმე სახის ცვლილება შემეტანა. თუმცა, ვფიქრობ, ეს მუსიკა შედგა, რადგან მქონდა ბედნიერება, ჩემი შექმნილი რემიქსი ბატონ გიას პირადად მოესმინა და, ჩემდა გასაკვირად, ნამუშევარმა მისგან ძალიან თბილი, პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. ეს კი ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია გახლდათ, როცა ასეთი გენიალური მუსიკოსი დადებითად აფასებს შენს შემოქმედებას. ასევე, რამდენიმე რჩევა მომცა, რომელსაც თითქმის ყოველი ნაწარმოების შექმნის დროს ვიყენებ. ჩემთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია საკუთარ მუსიკალურ კარიერაში.

პანდემიამდე ელექტრონული მუსიკა ძალიან აქტუალური იყო. თქვენზე როგორ იმოქმედა პანდემიამ?

ბუნებრივია, პანდემიამ ყველაზე და ყველაფერზე იმოქმედა, მათ შორის ელექტრონულ მუსიკაზეც. ძირითადი შეზღუდვები დაუწესდა კაფეებსა და ბარებს, სადაც ადამიანები ელექტრონული მუსიკის მოსასმენად იკრიბებიან. ეს პერიოდი ფინანსურად წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ შემოქმედებითად იყო წარმატებული. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო ნაწარმოები შევქმენი. მაქვს ლეიბლი, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს მოისმინოს და ოფიციალურად შეიძინოს ჩემი ნამუშევარი.

რას ელოდებით თქვენი თავისგან, როგორც არტისტისგან?

თქვენ დამისვით ასეთი შეკითხვა: საყვარელი მუსიკოსი − ის, ვინც თქვენზე გავლენა მოახდინა? ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ის, როცა ამ შეკითხვას მომავალში რომელიღაც სხვა არტისტს დაუსვამთ და ის გიპასუხებთ: ის, ვინც ელექტრონული მუსიკის ცოტა სხვა მხარე მაჩვენა, იყო Qarcii.

სად შეძლებს მსმენელი თქვენს მოსმენას ამ ზაფხულს?

ერთსა და იმავე ლოკაციაზე პრინციპულად არ ვუკრავ, რადგან არ მსურს, რომელიღაც ობიექტთან ვასოცირდებოდე. ჩემთვის მუსიკა გაცილებით მეტია, ვიდრე კომერცია. ვუკრავ იქ, სადაც ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო გარემოა. ვისაც სურს მოისმინოს ჩემი მუსიკა, უბრალოდ მარტივად გაიგებს, თუ გამოიწერს ჩემს ინსტაგრამ-გვერდს, სადაც მოისმენს ჩემს შემოქმედებას პირველი და გაიგებს იმასაც, თუ სად ვუკრავ.

სამომავლო გეგმები…

რაზეც ყველაზე რთულია გაგცეთ პასუხი, არის ეს შეკითხვა, რადგან სამომავლო გეგმებს მომავალი ყველაზე კარგად გვიჩვენებს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ნათია ახალკაცი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026
#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის    მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს
ინტერვიუ

#OK! iDrive – ქართული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის აღების პროცესს ამარტივებს

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა: “ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო”

#OK! ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სილა გააწნა: “ჩემი ცოლის სახელი არ ახსენო”

April 1, 2022
#OK! იყავით ბედნიერები და აირჩიეთ საუკეთესო – ინტერვიუ დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთა დიასამიძესთან

#OK! იყავით ბედნიერები და აირჩიეთ საუკეთესო – ინტერვიუ დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთა დიასამიძესთან

April 2, 2022
#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

#OK! “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილი ანგელოზი ელსა ჰოსკი ანუკი არეშეძის სამოსით გამოჩნდა

October 14, 2021
#OK! ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

#OK! ზურაბ საბახტარიშვილის რეპროდუქციული კლინიკა – რეპროდუქციული მედიცინის ევროპული სტანდარტი საქართველოში

April 8, 2026

კვირის ჰიტები

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

#OK! Global Tech Weekend 2027-ის ოფიციალური გახსნა: 5 დეკემბერს სტარტაპები საერთაშორისო ინვესტორებს მთაწმინდის პანორამულ ბორბალზე წარუდგებიან

October 27, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავების ყველაზე დასამახსოვრებელი ჰელოუინის კოსტიუმები

October 28, 2026
#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

#OK! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

October 28, 2026
#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

October 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები