• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! მსახიობები, რომლებმაც კინოში საქორწინო კაბა მოირგეს

February 18, 2026
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი

ახალგაზრდა მსახიობებს ფილმებსა თუ სერიალებში საქორწინო კაბის მორგება ხშირად უწევთ, თუმცა ზოგი ამ მხრივ ნამდვილი რეკორდსმენია. გადავწყვიტეთ, გიამბოთ ჰოლივუდის ვარსკვლავებზე, რომლებმაც კინოში ყველაზე მეტი პატარძალი განასახიერეს

ჯენიფერ ლოპესი

„თუ დედამთილი ურჩხულია“ (Monster in Law) – რომანტიკული კომედია ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც როგორც იქნა, იდეალური მამაკაცი იპოვა, თუმცა შარლოტას მომავალი დედამთილი – ეჭვიანი და ძალაუფლების მოყვარული ქალი შვილის დათმობას არ აპირებს და რძლის წინააღმდეგ ნამდვილ ომს იწყებს.

„ქორწილის ორგანიზატორი“ (The Wedding Planner) – წარმატებული ივენთ-მენეჯერი მერი ფიორე სხვების ბედნიერებას გეგმავს, თუმცა მისი პირადი ცხოვრება იდეალურისგან შორსაა. მერი სიმპათიურ ექიმს გაიცნობს და შეუყვარდება, თუმცა არ იცის, რომ ეს მამაკაცი მისი ახალი კლიენტის საქმროა.

ზემოთხსენებული ფილმების გარდა, J.Lo – მ პატარძლის როლი კიდევ რამდენიმე ფილმში შეასრულა: „არასწორი ქორწილი“, „პირველი შემხვედრი“ „დაქორწინდი ჩემზე“, „სელენა“ და „სათადარიგო გეგმა“.

ენ ჰეთეუეი

ფილმი „პატარძლების ომი“ (Bride Wars) ორ საუკეთესო მეგობარზე გვიამბობს, რომლებიც ბავშვობიდან ერთსა და იმავე სასტუმროში, იდეალურ ქორწილზე ოცნებობენ. სასტუმროს ადმინისტრაციის შეცდომის გამო, ორივე ცერემონია ერთ დღეს ინიშნება. მხარდაჭერის ნაცვლად, პატარძლებს შორის მეტოქეობა იწყება, რომელიც თანდათან ნამდვილ „ომში“ გადადის.

სხვა ფილმები, სადაც ენ ჰეთეუეიმ პატარძალი ითამაშა: „რეიჩელი თხოვდება“, „პრინცესას დღიურები 2: როგორ გავხდეთ დედოფალი“, „მოჯადოებული ელა“.

ჯულია რობერტსი

ფილმში „გაქცეული პატარძალი“ ჟურნალისტი აიკი, რომლის როლსაც რიჩარდ გირი ასრულებს, წერს სტატიას მეგი კარპენტერზე (ჯულია რობერტსი), რომელიც საკურთხევლიდან რამდენჯერმე გაიქცა. სიმართლის გასარკვევად აიკი მეგის მშობლიურ ქალაქში ჩადის. მორიგი ქორწილის სამზადისის დროს, ჟურნალისტსა და მეგის შორის გრძნობა ჩნდება, რაც ორივეს გეგმების შეცვლას აიძულებს.

სხვა ფილმები, სადაც პატარძალი ითამაშა: „ფოლადის მაგნოლიები“.

კეიტ ჰადსონი

„ნაქირავები საქმრო“ (Something Borrowed) 2011 წლის რომანტიკული კომედიაა, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ ჯენიფერ გუდვინი, ქეით ჰადსონი და ჯონ კრასინსკი. ფილმი გადაღებულია ემილი გიფინის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. კეიტ ჰადსონი განასახიერებს დარსის, რომელიც  მთავარი გმირის, რეიჩელის (ჯენიფერ გუდვინი) საუკეთესო მეგობარია.
ფილმი სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ გვიამბობს, სადაც რეიჩელს დარსის საქმრო, დექსი (ჯონ კრასინსკი), სწორედ ქორწილის წინ შეუყვარდება.

სხვა ფილმები, სადაც პატარძალი ითამაშა: „პატარძლების ომი“, „ის, მე და მისი მეგობრები“.

რიზ უიზერსპუნი

ფილმში „ქერათმიანი ადვოკატი 2“ რიზ უიზერსპუნის გმირი ელ ვუდსი ვაშინგტონში გადადის, რათა ცხოველთა დაცვის შესახებ კანონის მიღებას მიაღწიოს. პოლიტიკური ინტრიგებისა და სკეპტიციზმის მიუხედავად, ის ამტკიცებს, რომ მიზანდასახულობას, ოპტიმიზმსა და საკუთარი თავის რწმენას სისტემის შეცვლა შეუძლია.

სხვა ფილმები, სადაც პატარძალი ითამაშა: „Sweet Home Alabama – ტკბილი სახლი“, „დიდი პატარა ტყუილები“.

კირა ნაითლი

„ჰერცოგინია“ – ისტორიულ დრამაში, მსახიობის გმირი – ჯორჯიანა სპენსერი ახალგაზრდა, ჭკვიანი, მხიარული გოგონა გრაფ დევონშირს მიყვება ცოლად და ჰერცოგინია გახდება. მას აქვს ყველაფერი, რაზეც ნებისმიერი ქალი ოცნებობს, გარდა ერთისა… ის ნამდვილ სიყვარულს ვერ პოულობს, მარტოობითა და რთული ურთიერთობებით იტანჯება და ცდილობს პირადი ბედნიერება XVIII საუკუნის მკაცრი წესების პირობებში იპოვოს.

ფილმები, სადაც პატარძალი ითამაშა:  „რეალური სიყვარული“, „კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი“.

ასევე დაგაინტერესებთ

 

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვეს

 

გაიგე მეტი: კეიტ ჰადსონიკირა ნაითლირიზ უიზერსპუნიჯენიფერ ლოპესიჯულია რობერტსი

ასევე გაეცანი

#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე
OK! News

#OK! ,,სიყვარულის ისტორია’’ – ფილმი ჯონ კენედისა და კაროლინ ბესეტის ისტორიაზე

February 18, 2026
#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?
OK! News

#OK! მზე თევზებში, რეტროგრადული მერკური და მთვარის დაბნელება – რა გველის 20 მარტამდე?

February 18, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები
OK! News

#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

#OK! Emolas Corporation-ისა და „სუხიშვილების“ ისტორიული კონცერტი Carnegie Hall-ში

February 12, 2026
#OK! 11 ცნობილი მსახიობი, რომელმაც საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის როლი შესანიშნავად მოირგო

#OK! 11 ცნობილი მსახიობი, რომელმაც საპირისპირო სქესის მქონე ადამიანის როლი შესანიშნავად მოირგო

April 30, 2022
#OK! სასტუმრო „არგოს“ შენარჩუნებული ავთენტური გარემო და განსხვავებული კონცეფცია

#OK! სასტუმრო „არგოს“ შენარჩუნებული ავთენტური გარემო და განსხვავებული კონცეფცია

June 12, 2025
#OK! დიდი ეპოქის დასასრული – დონატელამ VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა

#OK! დიდი ეპოქის დასასრული – დონატელამ VERSACE-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა

March 14, 2025

კვირის ჰიტები

#OK! შორენა ბეგაშვილი დაინიშნა!

#OK! შორენა ბეგაშვილი დაინიშნა!

February 14, 2026
#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 18, 2026
#OK! 17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება – რას ველოდოთ და როგორ შევხვდეთ

#OK! 17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება – რას ველოდოთ და როგორ შევხვდეთ

February 16, 2026
#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვეს

#OK! ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც პლასტიკურ ქირურგიაზე უარი თქვეს

February 16, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები