• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

March 28, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

სამედიცინო სფეროში საქმიანობა ხშირად მოითხოვს მაღალემოციურ სიძლიერეს. ექიმები არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ პაციენტების როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. გინეკოლოგია არის პროფესია, სადაც ძლიერი პროფესიული ცოდნა ემპათიურ მიდგომასთან ერთად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი გინეკოლოგი ირინა ირემაძეა – ექიმი, რომლის პროფესიული გზა მრავალწლიან განათლებას, 15-წლიან პრაქტიკულ გამოცდილებასა და პაციენტზე ორიენტირებულ მიდგომას ეფუძნება. მისთვის მედიცინა ბავშვობის ახდენილი ოცნება და ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

 

 

 

 

მოგვიყევით თქვენ შესახებ, რატომ და როდის დაინტერესდით სამედიცინო სფეროში მუშაობით?

სამედიცინო სფეროსადმი ინტერესი ბავშვობიდან გამიჩნდა. ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ორგანიზმი, ბავშვობაში ჩემს მეგობრებთან ერთად ხშირად ვთამაშობდით ექიმობანას, მაგრამ ყოველთვის პაციენტის როლში ვიყავი. მიუხედავად ამისა, არ ვკარგავდი იმედს, რომ ოდესმე ექიმი გავხდებოდი და პროფესიული ცოდნით რეალურ დახმარებას გავუწევდი პაციენტებს. დროთა განმავლობაში ეს ინტერესი გაცნობიერებულ გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მიზანდასახულად გადვაწყვიტე ზოგადი ქირურგია, არ ვზოგავდი ძალებს და ინტენსიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა სახის ქირურგიულ ოპერაციებში. მე-3 კურსიდან დავინტერესდი გინეკოლოგიით და მასზე არჩევანის გაკეთება განაპირობა ქალის ჯანმრთელობის განსაკუთრებულმა როლმა – ქალის ფიზიკური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება როგორც ოჯახის, ისე საზოგადოების კეთილდღეობაზე. ეს არის დარგი, სადაც ექიმს აქვს შესაძლებლობა, პაციენტს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გაუწიოს როგორც დახმარება, ისე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

როგორ განვითარდა თქვენი კარიერა წლების განმავლობაში?

სამედიცინო განათლება მივიღე უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში, კარაზინას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2005-2010 წლებში, ხოლო კლინიკური ორდინატურა გავიარე ქალაქ ოდესაში 2010-2013 წლებში, რასაც მოჰყვა პრაქტიკული საქმიანობა კლინიკურ გარემოში. კარიერის განმავლობაში მუდმივად ვცდილობდი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას – ვესწრებოდი ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს, ტრენინგებს და ვეცნობოდი თანამედროვე გაიდლაინებს. ეს პროცესი დღემდე გრძელდება, რადგან მედიცინა მუდმივად ვითარდება და ექიმისთვის აუცილებელია სიახლეებისთვის ნაბიჯის აწყობა. ამასთან ერთად, ვეცნობი თანამედროვე ინოვაციურ მეთოდებს გინეკოლოგიაში, რათა პაციენტებს უფრო მეტი სერვისი და სიახლე მივაწოდო.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პაციენტთა ნდობის მოპოვება?

პაციენტის ნდობა ჩემთვის პროფესიული ურთიერთობის საფუძველია. გინეკოლოგია არის სფერო, სადაც პაციენტი ექიმს საკუთარ ყველაზე პირად საკითხებს ანდობს. ნდობის გარეშე შეუძლებელია ღია კომუნიკაცია, რაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხზე პირდაპირ აისახება. ჩემი მიზანია, თითოეულ პაციენტს ჰქონდეს განცდა, რომ ის უსაფრთხო გარემოში იმყოფება.

რა არის თქვენი მთავარი პრინციპი პაციენტებთან კომუნიკაციისას?

ჩემი მთავარი პრინციპია პატივისცემაზე დაფუძნებული, გულწრფელი და ემპათიური კომუნიკაცია. პირველ რიგში, მოსმენა. პაციენტმა უნდა იგრძნოს, რომ რეალურად უსმენ და არა უბრალოდ, პასუხისთვის ელოდები, ასევე გასაგებ ენაზე საუბარი – რთული ტერმინების გარეშე „ადამიანურ ენაზე“ დეტალების ახსნა ზედმეტი დაშინების გარეშე. არ უნდა იგრძნობოდეს პატერნალიზმი – „მე ვიცი და შენ არა“-ს ნაცვლად მნიშვნელოვანია პარტნიორული ტონით საუბარი. თუ ეს ეხება მძიმე დაავადებას, სიმართლე უნდა ავხსნათ რბილი ფორმით – რეალობის დამალვა არ შეიძლება, მაგრამ მიწოდების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს სიტყვით არ უნდა ავნო – ზოგჯერ სიტყვას იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე მკურნალობას. ვცდილობ პაციენტს ყურადღებით მოვუსმინო, გასაგებ ენაზე ავუხსნა მისი მდგომარეობა და მკურნალობის შესაძლო გზები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობით და არამხოლოდ ერთმხრივად.

 

 

რა გამოწვევები არსებობს თქვენს პროფესიაში და როგორ უმკლავდებით მათ?

გინეკოლოგის პროფესია მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევა და მოიცავს როგორც სამედიცინო, ისე ემოციურ გამოწვევებს. ხშირია სტრესული სიტუაციები, რთული დიაგნოზები და პაციენტების შიში. ამ ყველაფერს ვუმკლავდები პროფესიული გამოცდილებით, მუდმივი განათლებით. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი ფსიქოემოციური რესურსების მართვა, რათა პაციენტს მაქსიმალურად კონცენტრირებული და დაბალანსებული ექიმი შეხვდეს. ამასთან, გინეკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის რთული დიაგნოზის სწორად და ემპათიურად მიწოდება. ყოფილა შემთხვევები, როცა პასუხის გაცემა პროფესიულ ცოდნაზე მეტად ადამიანურ სიმტკიცეს მოითხოვდა. ასეთ დროს ვცდილობ, პაციენტი მარტო არ დავტოვო პრობლემასთან – დეტალურად ავუხსნა მდგომარეობა და მხარდაჭერა ვაგრძნობინო.

 

ქ-ნო ირინა, რატომ არის რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება მნიშვნელოვანი და რამდენად ხშირად არის რეკომენდებული გინეკოლოგთან ვიზიტი?

რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, რადგან მრავალი დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პროფილაქტიკური ვიზიტი საშუალებას გვაძლევს, პრობლემები დროულად აღმოვაჩინოთ და თავიდან ავიცილოთ გართულებები. რეკომენდებულია გინეკოლოგთან მინიმუმ წელიწადში ერთხელ ვიზიტი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ორსულობის და ჰორმონული ცვლილებებისას) სიხშირე ინდივიდუალურად განისაზღვრება.

 

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ჩემი მთავარი მოტივაციაა პაციენტების ჯანმრთელობა და ნდობა. განსაკუთრებულ პროფესიულ კმაყოფილებას მაძლევს ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტი მოდის კონტროლზე უკვე მშვიდად, თავდაჯერებულად და ამბობს, რომ თავს უკეთ გრძნობს, სწორად იღებს ინფორმაციას და დარწმუნებულია მიღებულ გადაწყვეტილებებში. სწორედ ეს ყველაფერი მაძლევს ძალას და სურვილს, მუდმივად განვვითარდე და ჩემი პროფესია მაქსიმალური პასუხისმგებლობით შევასრულო. ჩემთვის ეს პროფესია მხოლოდ სამუშაო არ არის – ეს არის პასუხისმგებლობა და მუდმივი განვითარება.

 

რას ურჩევდით ქალებს?

ქალის ჯანმრთელობა არ უნდა გადაიდოს „ხვალისთვის“. რეგულარული გინეკოლოგიური შემოწმება არის ზრუნვა საკუთარ თავზე, მომავალსა და ცხოვრების ხარისხზე.

 

ტექსტი: მარიამ შულაია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ლოკაცია: ბათუმი, რესტორანი რუსთაველი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

#OK! ქუთაისის „ტორპედო“ მრავალწლიანი წარსულით და სამომავლო გეგმებით

June 12, 2025
#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

#OK! ”ქეითი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მისი მომზადებული კერძი როდესაც არ არის, უბრალოდ “ნაგავს” ვჭამ” – პრინცი უილიამი

November 27, 2023
#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

#OK! ილონ მასკის ტრანსგენდერი ქალიშვილი პოდიუმს იპყრობს

October 10, 2025
#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

#OK! The Weeknd რამდენიმე საათის წინ UN World Food Programme-ის კეთილი ნების ელჩად დაასახელეს

October 8, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

#OK! მაიკლ ჯექსონი: რთული ბავშვობა, სკანდალური ბრალდებები და ტრაგიკული დასასრული

August 29, 2026
#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

#OK! დემნა გვასალიას კაბა Gucci-ს მუზეუმში – ფლორენციაში ბრენდის ახალი გამოფენა გაიხსნა

August 27, 2026
#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

#OK! დოლი პარტონი – ლეგენდარული მომღერლის ცხოვრების, სიყვარულისა და წარმატების ისტორია

August 26, 2026
#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

#OK! გივიკო ბარათაშვილი და ანასტასია ჭანტურაია პირველ შვილს ელოდებიან

August 31, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები