• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! მოგზაურობა სევდასა და სიხარულში

October 11, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მოგზაური ადამიანია, არასდროს იცის ხვალ საიდან მოგვაწვდენს ხმას, თუმცა, საზოგადოებამ, ვინც ნიაზ ზოსიძეს იცნობს, იცის, რომ ყველა ამბავი, რომელსაც ის ჩვენამდე მოიტანს, ცრემლებამდე ამაღელვებელი და საინტერესო იქნება. თურქეთის ასზე მეტი სოფელი შემოიარა, რომ ჩვენამდე  მუჰაჯირთა შთამომავლების ტკივილნარევი, მაგრამ სიყვარულიანი ამბები მოეტანა. შეუძლებელია კითხულობდე მის წიგნებს და განსაკუთრებული ემოცია არ დაგეუფლოს, ვერ იგრძნო, რომ საქმე გაქვს სიტყვის საოცარ მომშინაურებელთან, რომელმაც შენი გულიც მოინადირა და მზად ხარ დაუსრულებლად დაემგზავრო მზისფერ სასიტყვეთში. OK! ბათუმის სტუმარი, ყველა ბათუმელისთვის დიდი მეგობარი და საყვარელი ადამიანი, პროფესორი და მწერალი ნიაზ ზოსიძეა.

მოველ, რომ სამყაროსთვის მეთქვა…

ჯერ შენ გეტყვი სათქმელს, ნანა. მადლობა, ჩემთან გასაუბრება რომ მოგინდა. სამყაროსთვის მე ვინ ვარ! მადლობა სამყაროს, რომ აქ ჩემი ადგილიც გამოინახა, რომ სიტყვის მოშინაურების ცოტაოდენი ნიჭი მომცა. რახან მიწიერ ღმერთს, დედაჩემს, უყვარდა ჩემი ნაწერების კითხვა, ე.ი. არა უშავს გამომდის სათქმელი. ისეთ სამყაროში გავიზარდე, იქ, ჩემს ქაშუეთში, სადაც არ უნდა გამეხედა, ნატურმორტს ვხედავდი…

უკან, ბავშვობაში დაბრუნება რომ შეგეძლოთ…

ბევრს არაფერს შევცვლიდი. ლამაზი ბავშვობა მქონდა, ლაღი, უდარდელი. ეგ იყო, რომ ჩემი ბავშვობა უღმერთობის ხანას დაემთხვა, ღმერთი არ არსებობს, ლენინია თქვენი ღმერთი, სინდის-ნამუსი და საფიქრალიო, ასე გვასწავლიდნენ, მაგრამ მე ეს შეგონება ნანინასავით მეყურებოდა. ბუნებას, უბრალო, კეთილ ადამიანებს ვიყავ მიდევნებული…

 

წერთ არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ, არამედ საზღვარს მიღმა ქართველებზეც, ჩვენებურებზე, ვის ისტორიებსაც ახლებური შეგრძნებებით აცნობთ მკითხველს. მოგვიყევით თქვენს და მათ ემოციებზე, იმაზე, თუ როგორ უყვართ, შეინარჩუნეს და უფრთხილდებიან ქართულ ენასა და ადათ-წესებს.

ჯაბნიძეებში, ქაშუეთის უბანში გავიზარდე, მალი-მალ ყურში ჩამესმოდა, აქ, კომაკეთის გორაზე ქაშუეთის ეკლესია, ღმერთის სახლი იდგაო… რომ წამოვიზარდე, უნებურად გამიჩნდა კითხვები: ვინ არის ღმერთი? სად არის, გულში, გონებში, მიწაზე, ცაში? სად დაიბადა? მადლობა უფალს, მომეცა შესაძლებლობა იერუსალიმში მომელოცა ყველა წმინდა ადგილი, ხელით შევხებულიყავ მაცხოვრის დაბადების, აღდგომის, ფერისცვალების, ზეცად ამაღლების ადგილებს, გამევლო გზა გოლგოთამდე… შემდგომ იმათ ჩავუდექ კვალში, ვინც ბედის უკუღმართობით საქართველოდან აოტდა, აიბარგა, გადაასახლეს. ასე მოვიარე თურქეთის ასზე მეტი სოფელი, სადაც მუჰაჯირთა შთამომავლები ცხოვრობენ. სანუკვარი ნატვრაც ავიხდინე და შაჰ-აბასის მიერ ოთხასი წლის წინ ირანში გადასახლებულთა შთამომავლებს ჩავაკითხე ფერეიდანში… ყველაფერი ეს წიგნებში: „ნეტაი, ადრე მოსულიყავით“, „ცრემლს ნუ გამატან“, „გომარჯოს ფერეიდანს“ მოვაქციე… განსაკუთრებულები არიან ჩვენებურები, ახლაც რომ შენარჩუნებული აქვთ ენა, თვითმყოფადობა, ტრადიციები, ფოლკლორი, ისტორიული მეხსიერება… მათი მთავარი შეგონება და ერთგვარი ფორმულაა: „თუ გურჯიჯა არ იცი, რაღაის ქართველი ხარო!“

ერთი ამბავი ჩვენებურზე…

ბევრი ამბავი და ისტორია მიწერია ხსენებულ წიგნებში. ახლა, ამ წუთში ერთს გავიხსენებ: პატარა გოგონა მამას მუხლებზე შემოეხვია, მამი, ნუ წახვალ საქართველოდან, მომენატრები, მოვკდებიო!.. ნუ გეშინია, შვილო, მალე დავბრუნდები, როცა მოგენატრები, დავახშმებულ მთვარეს შეხედე და იქ დამინახავ! – თქვა მამამ და მიწაზე ჩაიკეცა. გოგონამ ღელეზე ჩაირბინა, პირში წყალი ჩაიგუბა და უგონო მამას სახეზე დაასხურა… იმ დღიდან წავიდა და… წავიდა მამა. თურქეთის ერთ-ერთ სოფელში თეთრ სუდარაში გამოხვეული გარდაიცვალა. სოფელმა გაუწყო საფლავი. მე ვიყავი იმ საფლავზე, რომელსაც აწერია: „თეთრი აჰმედის“ საფლავი…

წერის პროცესი ჰგავს…

ტანჯვასაც, ნეტარებასაც, სულის ამაღლებასაც და ზოგჯერ გამოფიტვასაც… ასე იქმნებოდა: „იერუსალიმში“, „აჭარა – ფარი საქართველოისა“, „ნეტაი, ადრე მოსულიყავით“, „თან მეცინება, თან მეტირება“, „გომარჯოს ფერეიდანს“, „რა დამავიწყებს“, „სულერთია ოცდაათის მერე?!“, „ახლა სიკვდილი არ შეიძლება“, „ჩემი სამარდაჟამო“, „ცრემლს ნუ გამატან“, „ღმერთო, გამახსენე“…

,,ნეტაი, ადრე მოსულიყავით“ ჰქვია თვენს ერთ-ერთ წიგნს, თქვენ რომ ადრე მოსულიყავით, რას შეცვლიდით, რას ეტყოდით, ან არ ეტყოდით ადამიანებს?

ადრე მოსულიყავითო, თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში მცხოვრებმა ასს მიახლოებულმა ასიე დოქსანემ მითხრა. ახლა გვიანია, ასაკი მომერია, ბევრი რამე დამავიწყდა, არადა, იმდენი რამე ვიცოდი, მიწაში წასაღებად მებრალებაო… ამ ქალბატონმა თურქული საერთოდ არ იცოდა, თავისი სოფლის გარდა, სხვაგან ნამყოფი არ იყო და სხვა ენა არ დასჭირვებია… ასეა, სადღაც სულ ვაგვიანებთ, გვავიწყდება, რომ: „სიკვდილი სამსახურში ყოველთვის ადრე ცხადდება, უბედურება არასოდეს არ იგვიანებს, ბედნიერებას სულ ყოველთვის აგვიანდება!“… რა უფლება მაქვს, ვინმე დავარიგო, მაგრამ თხოვნა კი მაქვს, სულიერ საზრდოს წიგნი იძლევა, ისევ და ისევ, წიგნები იკითხეთ!..

ბათუმი, რომელსაც უყვარხართ და გიყვართ…

კი, ვგრძნობ ამ სიყვარულს და ამით უბედნიერესი ვარ. ბათუმი სხვა ფენომენია, ბათუმს არც სიყვარულში და არც სილამაზეში ბადალი არ ჰყავს. იქნებ ვინმემ იცის კიდევ დედამიწის ზურგზე სხვა ასეთი პატარა მიწის ნაგლეჯი, სადაც 80 ეროვნების ხალხი ცხოვრობს?! აქ ყველა ყველას იცნობს, თეატრთან რომ დააცემინო, მახინჯაურიდან „სიცოცხლეო“ გამოგძახებენ…

 

რაც ყველაზე მეტად გსურთ…

უპირველესი სურვილი სამშობლოს გამთლიანება, ხერხემალში გასწორება, გაბევრება-გამრავლებაა… პირადულს თუ მივუბრუნდები, გეტყვით, მკითხველის თვალსა და გულს არაფერი გამოეპარება, ერთი ვინმეც თუ იტყვის, რომ ლიტერატურაში რაღაც მეც მიფორჩიხია, გამიხარდება. ბარემ აქვე, ადრინდელ ნათქვამს გავიმეორებ, ბევრი ჩემი დიალექტური სიტყვა სალიტერატურო ლექსიკონში არ გვხდება, მაგრამ სადაც არიან, კარგად, ლაღად გრძნობენ თავს, და სათქმელს ლამაზად გამოხატავენ… აი, ბარბარიზმები კი, მძულს!

სინანული…

ბევრ რამეს ვნანობ… ესა თუ ის ნოველა, ჩანახატი თუ ჩანაწერი რატომ სხვანაირად არ დავამთავრე, რატომ ბოლო ღამე ჩემს სულკურთხეულ მეუღლესთან არ გავატარე-მეთქი, არ იყო ჩემი ბრალი, მაიმედებდნენ, ყველაფერი კარგადაა, საშიში არაფერიაო…

ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებით, ჩაცმის სტილიც ახალგაზრდული გაქვთ, ახალგაზრდების დიდი მეგობარი ხართ…

ეგ ადვილი საქმეა, ბოტასი, ჯინსის შარვალი, პერანგი ან მაისური. ისე უმეტესად საშარვალკოსტიუმე და საჰალსტუხე თანამდებობები მქონდა, მაგრამ დროს ვნახავდი თუ არა, მაგათგან ვთავისუფლდებოდი… აი, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ყოფნას კი სული მთხოვს!

სიცოცხლე და მასში ჩატეული ემოციები…

მე უფრო მოგზაური კაცი ვარ, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, „მათრევალი“, არავინ იცის ხვალ სად ვიქნები და საიდან მოგაწვდით ხმას. ამ წუთში, ქაშუეთში, მსხლის ძირში ვზივარ და იქ ვჩხლაკნი რაღაცებს… ვწერ სიყვარულზე, უბრალო ადამიანებზე, მზეზე, მიწაზე, ცაზე, ცრემლზე, ღიმილზე, სიკვდილზე, გულზე, მარადიულობაზე…

თქვენი შემოქმედების მოყვარულები რა სიახლეებს უნდა ელოდნენ?

ეგვიპტეში მინდა ჩავიდე, ქაიროსთან ახლოს, ქობულეთელი კაიკაციშვილების, ბეჟანიძეების, გუგუნავების, ინაიშვილების, პაპუნაიშვილების ამბავი მინდა მოვიკითხო. როგორ მოხვდნენ იქ, რა იციან თავიანთ წარსულზე? იმათი პირიდან ამოფრენილი სიტყვა მივიტანო მკითხველამდე. რა თქმა უნდა, მათ არ იციან ქართული, კანის ფერიც შეცვლილი აქვთ, მაგრამ ძველებმა იციან იქ დაფუძნების ისტორია…

 

ტექსტი: ნანა აბულაძე

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კიმ კარდაშიანის მორიგი გამოჩენა “ბალენსიაგას” სამოსით – რეალითი შოუს ვარსკვლავი ქალიშვილთან ერთად

#OK! კიმ კარდაშიანის მორიგი გამოჩენა “ბალენსიაგას” სამოსით – რეალითი შოუს ვარსკვლავი ქალიშვილთან ერთად

July 6, 2022
#OK! ბარბარა პალვინის და დილან სპრაუსის ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები Vogue-ისთვის

#OK! ბარბარა პალვინის და დილან სპრაუსის ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები Vogue-ისთვის

July 25, 2023
#OK! ფოტოგრაფია – ლაურა ზოიძის მთავარი არჩევანი

#OK! ფოტოგრაფია – ლაურა ზოიძის მთავარი არჩევანი

October 20, 2024
#OK! ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას გვიმარტივებენ

#OK! ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას გვიმარტივებენ

July 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

#OK! ლელა მებურიშვილი და ბაჩო საგანელიძე Royal Ascot 2025-ზე

June 20, 2025
#OK! ლაბუბუ –  სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

#OK! ლაბუბუ – სათამაშო, რომელმაც ჩინური კომპანიის გაყიდვები გააორმაგა

June 20, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები